Jump to content
Planeta.Ge

პატრიარქის პასუხი "ნაფტას და კამპანიას"


Recommended Posts

პატრიარქმა დღეს სიკეთესა და ბოროტებაზე იქადაგა

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, სიკეთესა და ბოროტებაზე, ადამიანის გულსა და გონებიდან გამომავალ ზრახვებზე ისაუბრა.

უწმინდესმა გაიხსენა ბიბლიაში მოყვანილი სიტყვები, სადაც წერია, რომ ადამიანი ხედავს სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი ხედავს გულს კაცისას. აქვე წერია, რომ გულიდან გამოდიან ზრახვანი კეთილი და ბოროტი. "გული, რომელიც ბოროტებას აკეთებს, ის უპირველეს ყოვლისა თავის თავს ვნებს. ის ადამიანის, რომლის გული ბოროტებას და ღვარძლს ატარებს, თავის თავს ვნებს", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა მოიყვანა ასევე პლატონის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ვინც ბოროტებას სჩადის, თავად არის საცოდავი. "არსებობს ადამიანი, რომელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. ასეთი ადამიანი შორს ვერ წავა. ერთგული უნდა ვიყოთ ადამიანის, ეკლესიის, საზოგადოების. თუ ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს, ის არც კაცს უყვარს და არც ღმერთს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა ადამიანის სიჭრელე ჩანს. ეს უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი ვაკეთოთ ერის სასიკეთოდ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა დღეს კიდევ ერთხელ მოყვა ის ამბავი, რომელიც მან მრევლს რამდენიმე კვირის წინ საკვირაო ქადაგებისას უამბო და რომლის მთავარი აზრიც არის ის, რომ როდესაც ადამიანს აქებენ ან აძაგებენ, ის ამ ყველაფერს დუმილით უნდა შეხვდეს.

პატრიარქმა დღეს ერთი იაპონური ლექსიც წაიკითხა. "მოვიდა გაზაფხული, აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ სად არის ყვავილი და სად არის თოვლი". "ეს არის ნათქვამი ადამიანზე, მე ვერ ვარჩევ სად არის კეთილი და სად არის ბოროტი, მაგრამ ღვთის მადლით ეს აუცილებლად უნდა გავარჩიოთ. მე მინდა ამ ლექსს ერთი სტრიქონიც დავუმატო: "მაგრამ გამოვა მზე, თოვლი დადნება და ჩვენ ისევ დავინახავთ ყვავილს". ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს გული სუფთა და წმინდა, რომ ვიფიქროთ არა იმაზე, თუ რა ბოროტება გავუკეთოთ ერთმანეთს, არამედ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს", - ბრძანა პატრიარქმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ლიცემერი: არადა, ჩემი აზრით, საზოგადოებას პირდაპირი, გასაგები სიტყვა ჭირდება დღეს და არა მეტაფორებით ნაზავი პარაბოლები

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგები სიტყვა ჭირდება დღეს და არა მეტაფორებით ნაზავი პარაბოლები

მე ასე არ ვიტყოდი ლიცი....არა მგონია,რომ პატრიარქს ვისმესთან თავი ჰქონდეს სამართლებელი,მით უმეტეს ლეო ნაფტასთან და თუთბერიძესთან,მით უმეტეს, მისი ასაკის გათვალისწინებით ზოგადად,მაგრამ საკმაოდ გასაგებად უპასუხა.....რა გითხრა,ჩემთვის საკმარისი პასუხია.

თუმცა მეორე მხრიდან ვინ არიან ისინი,რომ პატრიარქს თავის მართლების მდგომარეობაში აყენებენ?!ეს მეორე და ჩემთვის უმთავრესი მხარეა ამ ამბის...ჩემი აზრით ვიღაცის დავალებას ასრულებდნენ, ამა თუ იმ ფორმით.

Edited by kote-1962
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა, ჩემი აზრით, საზოგადოებას პირდაპირი, გასაგები სიტყვა ჭირდება დღეს და არა მეტაფორებით ნაზავი პარაბოლები

შარზე ხარ ლიცემერ?

 

რო გამოვიდეს და თქვენ შიგ ხო არა გაქვთო რო თქვას გასაგებად, არ გახსნი თემას სადაც უკმაყოფილო იქნები ასეთი გამონათქვამის გამო?

 

ხოდა გამოდის რომ არც პირდაპირ ნათქვამი გაკმაყოფილებს და არც გადატანითი მნიშვნელობით...

მექმნება შთაბეჭდილება(ალბათ არამარტო მე) რომ ჩასაფრებულის პოზიციაზე ხარ ყველაფერთან დაკავშირებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შარზე ხარ ლიცემერ?

FrankEinstein

მე არა, მაგრამ შენ ფაიზაღი შარზე ხარ

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

"არსებობს ადამიანი, რომელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს.

პირდაპირ უთხრა, კონფორმისტები და ფარისევლები ხართო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაფტა და ტეაკოს მიერ შეთხზული შეკითხვების შესახებ.

1.საინტერესო ის იყო რომ საპატრიარქოსადმი მიწერილი შეკიტხვებზე მოაწყვეს კონფერენცია და წაიკითხეს და არა ხელფლებისადმი

2. მათი პასუხი რა წყაროები გაქვთ იყო (ინტერნეტშია მასალები)..ეს იგივეა რაც ყვითელ ავტობუსში გავიგონე

და მესამე

3. რა მასალებია ინტერნეტში?

 

შეიძლება ზოგიერტებს არ გახსოვთ მაგრამ მე მახსოვს ზუზუმბო (იგივე "დახურე"???) იხვეწებოდა მასალები მაქვს და გამომეხმაურეტ ვის გინდატ რომ მოგაწოდოთო.

ეს ის მასალებია რუსეტის კგბ-მ რომ მანანას და ზვიადისტებს უსახსოვრა საქ. არქივების გატანის შემდეგ .

 

აი ასე მოხდა რომ მაოხრებელი გზირის მანანისტ მიმდევრები დღეს თეაკო თუთბერიძეს და მის ჰამქარს ჩაეხუტნენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

კარგია , კოლექტორში ერტად მოგროვდნენ და ტვიტლუსტრაცია გაიკეტეს-- დღეს ზუზუმბო მანან არჩვაძის "მონაპოვარი მასალებს" თუთბერიძეები აფრიალებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცემერი: არადა, ჩემი აზრით, საზოგადოებას პირდაპირი, გასაგები სიტყვა ჭირდება დღეს და არა მეტაფორებით ნაზავი პარაბოლები

იესოც იგავებიტ ქადაგებდა ;)

 

და ასწავლიდა მსმენელებს [მრევლს]

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იესოც იგავებიტ ქადაგებდა

tb_parazitka

საიდან სადაო, წმინდა საბაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tb_parazitka

ლ ი ც ი

საიდანა და იქიდანა (ც)

ღმერთო, მომეცი ძალა სიმტკიცისა ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ზოგიერტებს არ გახსოვთ მაგრამ მე მახსოვს ზუზუმბო (იგივე "დახურე"???) იხვეწებოდა მასალები მაქვს და გამომეხმაურეტ ვის გინდატ რომ მოგაწოდოთო.

 

 

ეგა და წრაწიკიჩა არ მევასებიან მაგრათ.მე მგონია ერთი და იგივე კაცი პოსტავს მაგ ნიკებით. :( .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატრიარქი მამენტ იგავებით უნდა საუბრობდეს, აბა პირდაპირ რომ თქვას, დედა შვისლ არ აიყვანს ისეთი ამბები დატრიალდება)))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...