Jump to content
Planeta.Ge

2009 წელი - დარვინის წელიი


Recommended Posts

Guest ჭანო

2009 წელი ფაქტიურად მიილია, მაგრამ "სჯობს გვიან ვიდრე არსდროს"

დარვინი,აინშტეინ და ფროიდთან ერთად არის უდიდესი ინტელექტუალი, რომელმაც დიდი გავლენა მოახინა საზოგადოებსი ყოფა-სხოვრებაზე.

ეხლა ცოტა მის შესახებ და ვეცდები შიგადაშიგმოგაწოდოთ საინტერესო მასალები დარვინის წლითან დაკავასირებით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ.

საინტერესოა საქართველოში გაკეთდა თუ არა რამე?

 

 

http://www.brunette.brucity.be/PEGASE/DARWIN/darwin1.gif

ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin); (დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი – გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად)— ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

 

კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858). დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წაემოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872). დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.

 

წყარო ჩარლზ დარვინი(ვიკიპედია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი

წმინდა სისხლის ქართულ-სომხური თავმდაბლობა... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

Jonathan Livingston

წმინდა სისხლის ქართულ-სომხური თავმდაბლობა... 001.gif

მათ შორის გარკვეული კონკურენცია იყო, დარვინ დიდხანს ოჭოფობდა თავისი ნაშრომების თეორიის გამოქვეყენაბს და რომ შეიტყო რომ უოლესი ძალიან ახლოს იყო მიზანთან, "იძულებული" გახდა გამოექვეყნებია.

 

სწორედ წელს შეუსრულდა მაგ ნაშრომს 150 წელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
Guest ჭანო

12 თებერვალს ჩარლზ დარვინის დაბადების ორასი წლის იუბილეა

 

09/02/2009

 

 

ბუნებრივი გადარჩევის თეორიის მამა ჩარლზ დარვინი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერად ითვლება. მისი მთავარი ნაშრომი “სახეობათა წარმოშობა” ას ორმოცდაატი წლის წინ დაიბეჭდა. ბევრის აზრით დარვინი ნამდვილად წინ უსწრებდა საკუთარ ეპოქას. თუმცა წარმოუდგენელია რას მოიმოქმედებდა იგი ინტერნეტი რომ ჰქონოდა. წარმოგიდგენიათ დარვინი, რომელიც ბლოგს აწარმოებდა მსოფლიოს გარშემო ხომალდ ბიგლით მოგზაურობის დროს? ინტერნეტში მრავალი გვერდია დაკავსირებული დარვინთან. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გვერდზე თავად დარვინის ნაშრომებია განთავსებული.:

 

 

“დარვინი ქსელში” ასე ეწოდება მეცნიერის ინტერნეტში განთავსებული ნაშრომების ყველაზე ვრცელ გვერდს. აქ მისი ყველა ნაშრომი და მის შესახებ არსებული ყველა გამოკვლევაა განთავსებული. აქ დარვინის პირადი არქივის ყველაზე დიდი კოლექციაცაა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ვებგვერდზე დარვინის მიერ დაწერილი ყველაზე ვრცელი მასალაა გამოქვეყნებული”. ამბობს ვებგვერდის დირექტორი ჯონ ვან უეინი. აქ თქვენ დარვინის მიერ ბიგლზე ყოფნის დროს დაწერილი დღიურის ხელნაწერის წაკითხვის შესაძლებლობაც გაქვთ. თქვენ გეძლევათ იმის შესაზლებლობა, რომ თავად დარვინის და არა მისი კომენტატორების ნაწერებს გაეცნოთ.

 

 

“ხალხსიმის შესაძლებლობა აქვს, რომ ის ამოიკითხოს, რომ მაგალითად დარვინს არასდროს უთქვია ის, რომ ჩვენ მაიმუნებისგან წარმოვიშვით. მის სესახებ ძალზე ბევრი რამ არასწორად ვიცით. ახლა ხალხს იმის საშუალება ეძლევა, რომ ნამდვილ დარვინს გაეცნოს”. ამბობს ბატონი უეინი.

 

 

დარვინისადმი მიძრვნილი ინტერნეტის გვერდი ას ოთხმოც ათასამდე გამოსახულებასა და გვერდს შეიცავს. ვებგვერდი ტექნიკურად ძალზე კარგადაა გამართული და ძიება საკმაოდ გაადვილებულია. დარვინის ნაშრომების პირველად გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული დაპირისპირება ჯერ კიდევ გრძელდება:

 

 

“თუ თქვენ ჩვენი ვებგვერდი დაგაინტერესებთ, ისეთ მასალასაც აღმოაჩენთ სადაც საეკლესიო პირები ამტკიცებენ, რომ დარვინის შეხედულება სულაც არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობის დოქტრინას. ჩემის აზრით ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამომწურავი მასალა ხალხს უფრო ინფორმირებულს გახდის დებატებისთვის”. ამტკიცებს ჯონ ვან უეინი.

 

http://www.voanews.com/georgian/archive/20...date=2009-02-09

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
  • 3 months later...
  • 9 months later...
  • 1 year later...
დღეს დარვინის დაბადების დღEაა!

ხო დღესაც :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...