Jump to content
Planeta.Ge

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები


Recommended Posts

სულ ეხლახანს, საქართველოს მთავრობამ რამოდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა პარლამენტში,

მათ შორისაა, ცვლილება საგადასახადო კოდექსში,რომლითაც შავი ჯართის საექსპორტო აქციზი 50 ლარიდან 80 ლარამდე იზრდება.

 

"ჯართის ექსპორტის შეზღუდვის მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს ჯართის ექსპორტზე განკვეთის 50 ლარიდან 80 ლარამდე გაზრდას"

 

http://www.parliament.ge/index.php?lang_id...p;info_id=25408

 

არვიცი ,ქართულად სწორი,როგორ იქნება,ინგლისურად ასეთ ბეგარას, prohibitive duty ქვია, ამკრძალავი ბეგარა,ანუ ისეთი მაღალი,რომელიც პრაქტიკულად აკრძალვას უტოლდება.

 

ეს ინიციატივა იმითაა გამართლბული,რომ გაიხსნა ადგილობრივი საწარმოები,რომლებსაც შავი ჯართი სჭირდება,ამ ქარხის მოთხოვნით იქნა შემოღებული ეს ბეგარა :

 

http://www.geosteel.com.ge/ge/company/aboutUs.htm

 

მაგრამ, მოდით იქნებ დაგვეთვალა ,რას მიიღებს ბიუჯეტი,ანუ უფრო სწორედ რას ვეღარ მიიღებს.

2008 წლის მონაცემით ,საქართველოდან შავი ჯართის ექსპორტმა შეადგინა დაახლოებით 400 000 ტონა.

 

წელსაც დაახლოებით იგივე ციფრი იქნებოდა, მარტივი ანგარიშით 400 000 X 50 = 20 000 000 ლარს.

ამას ემატება საქ,რკინიგზის შემოსავლების დაკარგვა (თბილისი-ფოთის მონაკვეთზე ჯართის გადაიდვა 1 ტონა= 12 ლარს) 400 000ტ X 12 ლ = 4 800 000 ლარი

ამას ემატება ფოთის პორტში სტივიდორების დანაკარგები (10ლ/ტ) დამატებით 4 000 000 ლარი.

 

ამას დაემატება,ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა ჯართის პირველადი შეგროვების პუნქტებში,საქართველოს მთელს ტერიტორიაზე,რომლებსაც ჯართის ექსპორტიორები ამუშავებდნენ, ეს პუნქტები დაიხურება, მათი მარჟა შემცირდება და ისინი გაჩერდებიან, (მითუმეტეს,რომ შარშანდელი კრიზისის დროს ბევრი მათგანი ძალიან დაზარალდა)დამცავი ბარიერის პირობაში , შიდა შემსყიდველი ფასს დააგდებს და ბიზნესს მოტივაცია და აზრი დაეკარგება.

 

ამ ერთი ინიციატივით ქვეყნის ბიუჯეტი კარგავს პირდაპირ და ირიბად (რკინიგზა+პორტი) კარგავს 25 -26 მილიონ ლარს

 

როგორ აპირებს მთაბრობა,ამ დანაკარგის კომპენსირებას? ამ საწარმოდან მიღებული მოგების გადასახადით?

შეუძლებელია, ეს ახალი საწარმოებია,სადავ ამორტიზაცია და საბანკო პროცენტები ძალიან მაღალია და მოგებაც 5-6 წელიწადში თუ გამოჩნდება. ამაზე მეტყველებს ბიზნეს-სესხის პირობებიც,რომელიც მათ EBRD-დან მიიღეს.

 

5 წელიწადში ბიუჯეტი ვერ მიიღებს 125 000 000 ლარს

 

რატომ იღებენ ესეთ კანონპროექტს?? თან სასწრაფოდ???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

ამას დაემატება,ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა ჯართის პირველადი შეგროვების პუნქტებში,საქართველოს მთელს ტერიტორიაზე,

მე მგონი მიზანმიმართულ პოლიტიკას აწარმოებენ, რომ საქართველოშI შIმშილი იყოს და მთავრობისთვის არ ეცლაოს ხალხს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

prologic

მე მგონი ასე ცალსახად ვერ იტყვი, მაგრამ რესურსების უაზრო და იაფი გადინებაც არ იყო მთლად ჭკვიანური.

პრობლემა სწორედ მის recycling-შია. უფრო სწორედ მისი გადამუშავება ძალიან ადვილი, მაგრამ მისი გადამუშავებას როგორც ვიცი არ ხდება საქართველოში და ეხლა აპირებენო რუსთავიში ქარხნის ამოქმედებას(შეიძლება შევარდნაძის დროინდელ ტრადიციის მიხედვით შEცვალეს მათ სასარგებლოდ კანონი, რომ ადგილიბრივი რკინის რესურსები რომ აითვისონ).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე საკმაოდ ბევრი გაჭირვებული ადამიანი ვიცი რომელიც ელემენტარულ საარსებო წყაროს ამ ჯართის ჩაბარებით შოულობს..

 

ალბათ პირველი დარტყმას ეს ხალხი განიცდის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

უფრო სწორედ მისი გადამუშავება ძალიან ადვილი, მაგრამ მისი გადამუშავებას როგორც ვიცი არ ხდება საქართველოში და ეხლა აპირებენო რუსთავიში ქარხნის ამოქმედებას

მეტალურგიულზე ამბობ?

 

მისი ამოქმედებას ახალის აშენება უფორ იაფი დაჯდება...იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

მე მგონი ასე ცალსახად ვერ იტყვი, მაგრამ რესურსების უაზრო და იაფი გადინებაც არ იყო მთლად ჭკვიანური.

 

გეთანხმებით, ადგილობრივი საწარმოები ყველა ქვეყანაში ითხოვენ პრეფერენციებს,მაგრამ მთავრობები იმიტომ გვყავს,რომ დათვალონ. ეხლა კრიზისია, მეტალურგიაში ძალიან დიდი კრიზისია, ფასები ძალიან ვოლატირულია , ერთი მეორეზე კოტრდებიან მცირე თუ დიდი საწარმოები.

ამიტომ ხედვა უნდა იყოს უფრო ფართო, ინდუსტრიის მარტო ერთი მოთამაშის ფავორიზებამ ძალიან სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ვთქვათ და გაკოტრდა ეს საწარმო, მერე რას შვებიან, ბაზრებზე დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება. საერთოდ მოკვდება ეს ბიზნესი.

 

 

მე საკმაოდ ბევრი გაჭირვებული ადამიანი ვიცი რომელიც ელემენტარულ საარსებო წყაროს ამ ჯართის ჩაბარებით შოულობს..

 

 

ათასობითაა ესეთი,მთელს საქართველოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

ამიტომ ხედვა უნდა იყოს უფრო ფართო, ინდუსტრიის მარტო ერთი მოთამაშის ფავორიზებამ ძალიან სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ამ ხელისუფლებისგან აღარაფერს ველი კარგს...

 

მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ინდუსტრიალიზაციაზე და ინოვაციების წახალისებაზე აუცილებლად უნდა იფიქროს იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

newstudio

მეტალურგიულზე ამბობ?

 

მისი ამოქმედებას ახალის აშენება უფორ იაფი დაჯდება...იმჰო

არ უფრო სწორედ ვერ შეგედავები, სრულიად შესაძლებელია, შეიძლება პიარს აქვს ადგილი, ვითომ აამუშავებენ.

prologic

მიტომ ხედვა უნდა იყოს უფრო ფართო, ინდუსტრიის მარტო ერთი მოთამაშის ფავორიზებამ ძალიან სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

საქართველოს არ აქვს იმისრესურსი პოტენციალი რომ 2 ან 3 მეტალურგიული ქარხანა იქონიოს (იმჰო)

 

ათასობითაა ესეთი,მთელს საქართველოში.

ჯართი არის ერთგვარი საბადო, რომელიც ამოიწურება თუ მხოლოდ საქართევლოს გარეთ გაიყიდება,განსაკუთრებით ჯართის სახით და არა რაიმე პროდუქტის სახით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტალურგიულზე ამბობ?

 

მისი ამოქმედებას ახალის აშენება უფორ იაფი დაჯდება...იმჰო

 

 

ეს ქარხანა (ლინკი ზემოთაა) რეალურად ამუშავდა, ისიც რუსთავშია.

 

რაც შეეხება ყოფილ გიგანტს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა,მისი პერსპექტივები

კიდევ უფრო გაურკვეველია,მითუმეტეს ,რომ მფლობელები და მენეჯმენტი სასამართლო დავებში

არიან ჩაფლულები.

 

 

 

 

მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ინდუსტრიალიზაციაზე და ინოვაციების წახალისებაზე აუცილებლად უნდა იფიქროს იმჰო

 

 

თავისთავად, მაგრამ ყველაფერს უნდა დაგეგმვა,რომელი დარგი,რომელ რეგიონში უნდა განვითარდეს,

ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს პროგრამა-გეგმები, რითაც ხდება ინვესტიციების რეგულირება.

 

ჩვენს შემთხევაში არავითარი რეგულაცია და გეგმა არ არსებობს. მთავრობა მოქმედებს ქაოტურად, შედეგები სავალალო იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

@ 15th November 2009 - 08:26 PM)

ათასობითაა ესეთი,მთელს საქართველოში.

 

ჯართი არის ერთგვარი საბადო, რომელიც ამოიწურება

 

 

მართალი ბრძანდებით, ყველა სხვა საბადოს ექსპლუატაციაზე არსებობს ,რესურსის სარგებლობის მოსაკრებელი,ამ შემთხვევაში მოსაკრებელი აქციზის სახით,იყო და არის მხოლოდ ექსპორტზე გატანის დროს. უფრო სწორი და მომგებიანი იქნებოდა მოსაკრებლის გადახდა მოხდეს სარგებლობიდან გამომდინარე. მას გადაიხდის რეზიდენტი პირი,რომელიც ამ საქმიანობით იქნება დაკავებული (პირველადი სემგროვებელი პუნქტები) , ბიუჯეტიც შეივსება, ბიზნესიც იმუშავებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

prologic

ფორუმ.გე-ზე მქონდა საუბარი ზოგადა recycling-ზე(და უმრავლესობამ ძალიან აბუჩად აიგდო თემა). საქართველოს შეუძლია ნარჩენების გადამუშავებით სერიოზული სარგებელი მიიღოს. ამ როლოს შესულება მთელი კავკასიის მასშტაბით შეიძლება.

 

პრობლემა იმაში კი არა რომ საქმე არა,არამედ

1.საქმის გამკეთებელი არავინა, ანაც ძალიან ცოტა და 2. საქმის ხელის შემშლეი ბევრად მეტია.

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგადა recycling-ზე. საქართველოს შეუძლია ნარჩენების გადამუშავებით სერიოზული

 

არ გვინდა რესაიქლინგი,როგორც ბიზნესი, ეკოლოგიას ანადგურებს, მითუმეტეს სხვისი ნაგვის გადამუშავება. ალბანეთი გავხდებით ან სლოვენია, ერთი დიდი ნაგავსაყრელი.

ტურისტები ნაგავსაყრელზე აღარ ჩამოვლენ.

 

1.საქმის გამკეთებელი არავინა, ანაც ძალიან ცოტა და 2. საქმის ხელის შემშლეი ბევრად მეტია.

 

ნაწილობრივ გეტანხმებით, ბევრი ნამდვილად არაა, მაგრამ პოვნა შეიძლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

სულ ცოტას გადავუხვევ თემიდან, ერთმა გერმანელმა იცი რა მითხრა, ცუდია რომ რუსთასვის ფაბრიკა ანაც საავიაციო ქარხანა რუსებმა არ დაგიბომბენო.

თემას დავასრულებ: მიზეზი კი თემდეგია, რუსებს რომ დებომბა, ევროპელები "იძულებული" იქნებოდნენ ახალი აეშენებიათ, ახალი რომ აეშენებინათ იქნებოდა თანამედრო სტანტარზე თუ არა მასთან ახლოს მაინც.

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

5 წელიწადში ბიუჯეტი ვერ მიიღებს 125 000 000 ლარს

და რა პრობლემაა?

ცოტა მეტ ბიზნესს დაარეკეტებენ და ეგ არის.

აგერ, ჯეოსელს სთხოვენ 100 000 000 -ს, და ამდენივეს - მაგთის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

prologic

არ გვინდა რესაიქლინგი,როგორც ბიზნესი, ეკოლოგიას ანადგურებს, მითუმეტეს სხვისი ნაგვის გადამუშავება. ალბანეთი გავხდებით ან სლოვენია, ერთი დიდი ნაგავსაყრელი.

ამაში სასტიკად ვერ დაგეთანხმები. აქ საუბარია გადამუშავებაზე და არა დაწვაზე ანაც ნაგავსაყრელზე. შუშა, ქაღალდი, პლასტიკა,რეზინი, მეტალი და ა.შ.

 

ამ თემას მივუძღვნი მოგვიანებით ერთ თემას აუცილებლად

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...