Jump to content
Planeta.Ge

პარლამეტის ქუთაისში გადატანის


Recommended Posts

“ქრისტიან-დემოკრატებისთვის” პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანის ინიციატივა ალოგიკურია და მას ქუთაისის მოსახლეობის მოტყუების მცდელობად აფასებენ.

 

ალოგიკურობაზე განსაკუთრებული ყურადღება გიორგი ახვლედიანმა გაამახვილა და განაცხადა, რომ თურმე დეპუტატები ჯერ 11:00 საათზე რეგისტრაციას გაივლიან ქუთაისში, შემდეგ 14:00 საათზე თბილისში საკომიტეტო განხილვებისთვის დაბრუნდებიან და ამის შემდეგ კენჭის საყრელად ისევ ქუთაისში გაიქცევიან.

“ეს არის ზღაპარი, რომელიც შეგიძლიათ ერთმანეთს ძილის წინ მოუყვეთ~, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

 

გიორგი თარგამაძემ კი აღნიშნა, რომ თუ ამ ინიციატივის მიზეზად ქუთაისის ეკონომიკური განვითარება სახელდება, უმჯობესი იქნება პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანისთვის საჭირო თანხის მეოთხედი მაინც, ქუთაისის ეკონომიკურ სტიმულირებას მოხმარდეს.

 

მისივე თქმით, პარლამენტში შემოსულია პროფკავშირების 60 ათასიანი ინიციატივა, რომელსაც განხილვა არ “ეღირსა”

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ნუ როგორ ახერხებს ნაცმოძრაობა ყველა პერსპექტიული იდეის დასამარებას, ამასაც ნიჭი უნდა რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს სასაცილო კი არა,ძალზე ტრაგიკული დეტალებია. :fool:

არ ვაჭარბებ, მართლა ყველანი სამკურნალო ვართ - ხელისუფლება, რომელიც თავის ავადმყოფურ ბოდვებს ანხორციელებს, ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ვერაფრით უწევს წინააღმდეგობას, და "მისი უდიდებულესობა - ხალხი", რომელიც დაჩმორებული ერთის და მეორის ხუშტურებს იტანს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით ეხლა... ტრაგიზმი ყველაფერშიც არ შეიძლება იყოს.

სასაცილოა აბა რა არის :)

კაკო ბობოხიძეს აზრი აბა რა იქნება :) :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:baro:

წყალტუბოდან ქუთაისში

მიმავალო ქარო,

თუ მაისის ქუთაისმა

გკითხოს, ვინა ხარო,

უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ,

არ უთხრა კი - ვისი,

ისეც იგრძნობს ქუთაისი,

ჩემი ქუთაისი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასაცილო კი არა ეს ისეთი გასაცოფებელი ამბავია, თუ ამას გააკეთებენ ნორმალურ ქვეყანაში წესით ამას უნდა მოყოლოდა ყველაზე დედისტყვნა აქციები და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ ეს არის ყოვლად გაუაზრებელი ნაბიჯი და ერთადერთი მიზეზი აქვს: აქ არაკომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან ყველა ყოველდღე დედას აგინებთ.

ვერც ხვდებიან რო ცოტა ხანში იქაც იგივე დღე ელით.

კონსტიტუციის ასე აბუჩად აგდება და ყოველკვირა საკუთარი კომფორტისთვის ჭრა-კერვა ისეთი დანაშაულია, დარწმუნებული ვარ რუანდაში, ჰონდურასში და ლესოთოში არ კადრულობენ...

ტფუ, მოგიტყანთ სახელმწიფოებრივი შეგნება. მერსედესის პუტანკები არიან რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ეს არის მთავარი გიჟის, მორიგი აკვიატებული იდეა.

რაის გადამტანები არინ?!... თორემ აგერ ქუთაისი და აგერ პარლამენტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire :)

ამათ 2 თვით უნდა მოერიდო და მიუშვა. არვითარი ოპოზიცია და წინააღმდეგობა.

ცირკებს დაატრიალებენ :ish: ცირკის უნახავს გაგხდიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შხარა

მათ 2 თვით უნდა მოერიდო და მიუშვა. არვითარი ოპოზიცია და წინააღმდეგობა.

ცირკებს დაატრიალებენ ცირკის უნახავს გაგხდიან.

ასეც ხდება ფაქტიურად))))))))))))))

 

იმენა ტაკიმასხარა გვყავს ზევით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი ოპტიმიზაციის ფარგლებში 75 თანამშრომელი გათავისუფლდა და 8 განყოფილება გაუქმდა.

პარლამენტში ოპტიმიზაცია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის 17 ივლისის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა, რომელშიც ოპტიმიზაციის მიზეზად დეპუტატების 235-დან 150-მდე შემცირებაა დასახელებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ასეც ხდება ფაქტიურად))))))))))))))

 

იმენა ტაკიმასხარა გვყავს ზევით

ხო და მიეცი "ნიჭსა" გზა ფართოო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ იდეას აქვს კიდევ ერთი ცუდი დეტალი აქვს..

 

პარლამენტი არის ერთი მთლიანი ორგანიზმი და საკმაოდ სპეციფიკური...

 

თუ ნებისმიერი საკითხის საკომიტეტო განხილვას არ დაესწარი, სესიაზე ვერაფერს გაიგებ და პირიქით..

 

ხანდახან ყოფილა შემთხვევები, როდესაც კომიტეტზე სულ სხვანაირად შეთანხმებულან რაღაც დეტალზე და სესიაზე ის დეტალი სხვანაირად გადის...

 

ეს იდოტური იდეა, მედიის ჩართულობასაც შეასუსტებს პარლამენტის მუშაობაში.... იძულების წესით, კომიტეტებზე სხვა ჟურნალისტები იმუშავებენ, ქუთაისში, სესიებზე სხვები - ქუთაისელები და საბოლოოდ, ვერავინ ვერაფერს გაიგებს...

 

ვერავინ ვეღარაფერს გაიგებს სად რა შეიცვალა, რა საკითხი პროცედურების დარღვევით მიიღეს თუ რა "გააპარეს"...

 

:) :crazy: :crazy: :crazy: :crazy: :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიტინგები არარ იქნება მერე

 

პარლამენტის წინ მაინც მიშას გადადგომას ითხოვენ ხოლმე და რა მნიშვნელობა აქვს სესიები სად ჩატარდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ვერაფრით უწევს წინააღმდეგობას, და "მისი უდიდებულესობა - ხალხი", რომელიც დაჩმორებული ერთის და მეორის ხუშტურებს იტანს

რამე კონკრეტული იდეა გაქვს, რომელსაც ურჩევდი ოპოზიციას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...