FRIDRIX Posted September 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 (edited) http://a.pix.ge/q/jr6oz.jpg «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, სქიმარქიმანდრიტი გრიგოლი (აბაშიძე) - მამაო გრიგოლ, უპირველესად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ჩვენთან საუბრის სურვილი გამოთქვით. საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი ხმაურიანი განცხადებები სახელმწიფოს არასწორ პოლიტიკაზე, ქართულ ეკლესიაში არსებულ უამრავ პრობლემაზე, სასულიერო პირებს, მათ შორის დიდ იერარქებსაც ხმამაღლა ამხელდით «უზნეო» საქციელში, მეტიც, მათი შეუფერებელი საქციელის «დამადასტურებელი დოკუმენტებიც» კი გამოფინეთ ერთ-ერთ გაზეთში. რადგან ჩემთან საუბარი მოისურვეთ, ესე იგი სათქმელი დაგიგროვდათ... - დღეს სახელმწიფოს საქმეს არ გავარჩევ. არ გაგაკვირვოთ ჩემმა ნათქვამმა, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ქმედებებმა გაამჟღავნა, სინამდვილეში ვინ რას წარმოადგენდა, გვაჩვენა რეალური სახე ადამიანებისა ერშიც და ბერშიც. ჩვენი წინაპრებისთვის რომ გეთქვა, საქართველოში ჩაშვების ინსტიტუტი ოდესმე ამოქმედდებაო, ალბათ, მხოლოდ ამის თქმისთვის გაგრიყავდნენ და შეგაჩვენებდნენ. ჩამშვებები ყოველთვის იყვნენ. ჯერ კიდევ შოთა რუსთაველმა XII საუკუნეში ბრძანა: «კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო». და დაუდგათ ხანა და აჩვენეს თავიანთი ბუნება. ქართველი რომ ქართველს ჩაუშვებდა, ჩვენში ისეთ კაცს კაცად არ მიიჩნევდნენ. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ქრისტიანობა კი, პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მოყვასი, მტერიც კი სასიკეთოდ შემოაბრუნო, კი არ უნდა დაწყევლო და შეაჩვენო... კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამ მთავრობას და პირადად მიშა სააკაშვილს, რომ ყველას სახე ასე აშკარად გვაჩვენა, სინოდშიც და ერშიც.. დიახაც, მადლობა მიშას! ამ ქვეყანაზე ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება. სახარებაშიც წერია, რომ უფლის ნების გარეშე, თმის ღერიც არ ჩამოუვარდება ადამიანს თავიდან. არავინ იფიქროს ის, რომ რომელიმე მთავრობა, საერო თუ სასულიერო ხელისუფლება ღვთის დაშვების გარეშე მოევლინება ქვეყანას. ...უამრავი პრობლემა, უკეთურებაა ერშიც და ბერშიც, რომელსაც დანახვა სჭირდება.... დღეს ყველამ ხმამაღლა უნდა თქვას თავისი სათქმელი, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა და დიდმა იერარქებმა, თორემ ისტორია მათ ამ დუმილს არ აპატიებს! ხოლო თუ სიმართლის გულისთვის კაცს და განსაკუთრებით სასულიერო პირს დაგჩაგრავენ და გდევნიან, ეს კიდეც უნდა გიხაროდეს, თუ მართლა მორწმუნე ხარ, მორწმუნედ თუ მიიჩნევ თავს, სიმართლისთვის რომც მოგკლან, უნდა გიხაროდეს - ცხონდები ამის გამო. აბა, რისი უნდა გეშინოდეს? ...ანდა იქნებ მიპასუხოს ვინმემ, რაში სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს ჯარი? რაც ახლა თავდაცვის სამინისტროზე იხარჯება, იმ თანხების ნახევარი რომ მოახმარო ამ გაუბედურებულ ხალხს, ქვეყანაში შიმშილით მაინც არავინ მოკვდება. რად უნდა საქართველოს ჯარი? ეს არის ტყუილი ხარჯი! ვის უნდა ეომოს და ვის უნდა მოუგოს? მერე კიდევ, ვის მოუგებს ომს - რუსეთს, თურქეთს, სომხეთს თუ აზერბაიჯანს? მიპასუხეთ... - მამაო, იმ გახმაურებულ კანონპროექტზე მინდა გკითხოთ. მიიჩნევთ, რომ ეს კანონპროექტიც უფლის დაშვებით მოხდა? ყველას გვახსოვს, საპატრიარქოს და უშუალოდ, პატრიარქის ძალიან ხმამაღალი განცხადებები იმ საშიშროებებთან დაკავშირებით, რასაც ეს კანონპროექტი შეიცავდა, იყო ძალიან დიდი გამოსვლები, მრევლის მსვლელობები ქაშუეთის ტაძრიდან სამების საპატრიარქო ტაძრამდე... თუმცა სინოდის გახმაურებული სხდომის შემდეგ ტონიც შეიცვალა და დამოკიდებულებაც. თქვენ ხომ ამბობთ, რომ არასოდეს გაურბიხართ სიმართლეს, რის გამოც ბევრჯერ გითქვამთ, რომ ხან სალოსს გიწოდებდნენ, ხან უზნეოს, ხან კიდევ გიჟს... ჰოდა, ამ მოვლენის თქვენეული ახსნა მაინტერესებს. რა შეიცვალა სინოდზე და სინოდის შემდეგ? რა არის რეალობა და რა არის ტყუილი? სინამდვილეში რა მოხდა და რას გვაწვდიან? - სინოდის სხდომას სანამ მოიწვევდნენ, ეს უკვე გარკვეული იყო და ეს შეთანხმება მთავრობასა და საპატრიარქოს შორის უკვე არსებობდა. არაა გამორიცხული, პრეზიდენტად რომ დანიშნეს ჩვენი მიხეილი, ეს მაშინდელი პროექტიც კი იყოს და ამაზე თანხმობაც ჰქონდა მიცემული საპატრიარქოს. საპატრიარქოს უკვე გაანალიზებული ჰქონდა, თუ რა ხდება. მე მაპატიოს ყველა იმ სასულიერო პირმა და მოღვაწე მღვდელმთავარმა, ვის მიმართაც ეს არაა სათქმელი, მაგრამ, რასაც ჰქვია სინოდი, ქვეყანას არ ყავს! იცით, რას ნიშნავს «წმინდა სინოდი»? რას ნიშნავს სიტყვა «წმინდა»? როგორ შეიძლება წმინდანად მიიჩნიო მევახშე, ბარიგა, ნარკომანი, მამათმავალი, მრუში (თუმცა მრუში თუა და «დედათმავალია», უნდა გვიხაროდეს, კიდევ კარგი, კაცი მაინც ყოფილა), ეს ქვეყნისა და ერის დაცინვა, სასაცილოდ აგდებაა.. საქართველოს ნახევარზე მეტი ტერიტორია აღარ გვაქვს, ისტორიული საქართველოს სამოცდაათ პროცენტზე მეტი დაკარგულია. ისტორიიდან ცნობილია, რომ, როცა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე იყო აღმაშენებლის დროს, მაშინ არ გვყოლია ამდენი მღვდელმთავარი. ყველა რაიონს რად უნდა ეპისკოპოსი? რა ვიცი, იქნებ მე ვცდები... და ნეტა, მართლა ვცდებოდე! ქართველი აღარაა საქართველოში და რას მწყემსავენ, საინტერესოა. ერთი პერიოდი, საპატრიარქოს უნდოდა საღორეების აშენება და, ალბათ, იმათ მომწყესავენ. მთელი საქართველო გაქცეულია საზღვარგარეთ. მე დავდივარ საზღვარგარეთ, რომ ნახოთ, იქ რა დღეში არიან ლუკმაპურის საშოვნელად გაქცეული ქართველები, ცხარე ცრემლით იტირებთ. - მამაო, განა ეს ეპისკოპოსები პატრიარქის ნაკურთხი არ არიან? ეს ნაკლოვანებები რომ არსებულიყო ამ მღვდელმსახურებში, განა პატრიარქი ვერ დაინახავდა, სანამ ეპისკოპოსებად აკურთხებდა? ვიღაცის იძულებით ამას არ გააკეთებდა... - მინდა იცოდეს ყველამ, რომ პატრიარქს ვერავინ ვერაფერს აიძულებს, პატრიარქი მაცხოვრის გზას მიჰყვება. მაცხოვარი ბრძანებს: «მე ვარ ნაკლოვანთა აღმავსებელი და უძლურთა მკურნალიო». პატრიარქს უნდა, რომ ყველა განიკურნოს, მეც მათ შორის. მე მას ვეცოდები - გიჟიაო, ალბათ, ფიქრობს... მე მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ საქმე, იცით, რაშია? სინოდზე რაც მოხდა, მაინც არ დაიმალება... თუმცა, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ჟურნალისტებმა არ შეიძლება ტყუილი წერონ! - მამაო, თქვენ წეღან აღნიშნეთ, საქართველოს ჯარი არ სჭირდებაო, მაშინ გეკითხებით: როცა ჩვენი ქართველი ჯარისკაცები მიდიან ავღანეთში ან ერაყში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, მათ სასულიერო პირი აკურთხებს და ლოცავს. იქნებ აგვიხსნას ვინმემ, რაზე აძლევენ მათ კურთხევას, რის დასაცავად მიდიან ან რისთვის იღუპებიან? განა გვყავს დასაღუპი შვილები? - ქვეყანა სასაცილოდ რომაა აგდებული, ვერ ხვდებით? სად აგზავნიან ამ ჯარისკაცებს? ვის დასაცავად? ან რისთვის იხოცებიან? იმერული გამოთქმაა ერთი: «ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო». მაგრამ უჭირს ჩვენს ჯარისკაცებს და გასამრჯელოს ფასად თანხმდებიან იმ ქვეყნებში წასვლას, სადაც, მგონი, თვითონაც არ იციან, რას იცავენ, რისთვის მიდიან ან რომელ დემოკრატიას იცავენ? დემოკრატია არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება! ...როცა შენს საკუთარ ქვეყანას, ქრისტეს ეკლესიას უჭირს, სასულიერო პირები უნდა გახდნენ მაგალითი თავდადებისა! წილკნელი ეპისკოპოსი რომ მოკლეს გიორგი სააკაძის დროს, მას ორმოცი ისარი ამოაძრეს სხეულიდან; ან თორნიკე ერისთავი, რომ დასჭირდა ქვეყანას და ქრისტეს, ბერის ანაფორაზე აბჯარი გადაიცვა და ისე იბრძოდა... - მამაო, ამბობენ, რომ იმ სინოდის სხდომაზე საერო პირებიც ბრძანდებოდნენ. სოსო თოფურიძეც ბრძანდებოდა საპატრიარქოს შენობაშიო. - ძალიან მიჭირს ამის დაჯერება და მართლა მგონია, რომ ჭორია. თუკი თუნდაც ერთი ერისკაცი სინოდზე ესწრება, ის სინოდად არ ითვლება. სინოდის სხდომას უნდა ესწრებოდნენ წმინდა მღვდელმთავრები და უნდა გაირჩეს ეკლესიის საქმე ეკლესიურად და არა ერულად. საპატრიარქოს შენობაში უამრავი ადამიანია, უბრალო მუშიდან დაწყებული. - მამაო, კუდის მაღალჩინოსანსა და უბრალო მუშას შორის განსხვავება არ არის? - რა თქმა უნდა, არის. თუკი სოსო იქ იმყოფებოდა, ალბათ, ტრაპეზზე უნდოდა მღვდელმთავრების დაპატიჟება... - მამაო, თქვენ გჯერათ რასაც ახლა ამბობთ? - საქმე ისე წავიდა, რომ ყველაფერი უნდა დავიჯეროთ... მღვდელმთავართა სიწმინდეც. დღევანდელ დღეს დიდ იერარქს იმას რომ ეტყვი, რა საშინელებები ხდება ეკლესიაში, რას სჩადიან სასულიერო პირები, სიმართლეს რომ ეტყვი, დაუსაბუთებ და ის კი გიპასუხებს - ეს კუნკულ-ბარტყული ძალიან გიხდებაო, იქ უნდა დაამთავრო ყველაფერი, აღარაფერი უნდა თქვა... და ვისზედაც ვამბობ, ის კარგად მიხვდება, რაც ვთქვი. ჩვენ საქმე ეშმაკთან გვაქვს, ჩვენი უკეთურების, აურაცხელი ცოდვების გამო ეშმაკი დაგვეპატრონა, ამიტომაც არ ეწევა ლოცვა ქვეყანას. ასეთ ვითარებაში ეკლესია უნდა გაიწმინდოს! ეკლესია არის თავი და თავი, საყრდენი ერისა, სახელმწიფოსი. ეკლესია სარწმუნოების საყრდენია, სარწმუნოება - სულიერებისა და, როცა ეკლესია ქვეყანაში თავის სიმაღლეზე დგას, მაშინ ერიც ერს ჰგავს და ბერი - ბერს. - მამაო, თქვენ ცნობილი იყავით თქვენი ოპოზიციური განცხადებებით და საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებდით არა მხოლოდ საპატრიარქოს, არამედ ხელისუფლების პოლიტიკასაც. რას გვეტყვით სახელმწიფოს პოლიტიკაზე ეკლესიასთან დაკავშირებით? - კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ სახელმწიფო დღევანდელ სასულიერო პირებთან აბსოლიტურად მართალია. მე რა უფლება მაქვს, სახელმწიფო ვამხილო, მე ჩემიანი უნდა ვამხილო. მაგრამ რა ნამუსით ვაკრიტიკო ხელისუფლება, როცა ეკლესია თავზე მენგრევა? მე სასულიერო პირი ვარ და, პირველ რიგში, ეკლესიის ამბები მაინტერესებს, მინდა ეკლესია იყოს დალაგებული. მაგრამ სახელმწიფოს თუ დავაბრალე ეკლესიის დანგრევა, ამით საქმეს ეშველება? - მაგრამ, როცა სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ეკლესიის ნგრევისკენაა მიმართული, მაშინაც არ უნდა ჩაერიოს ეკლესია, სასულიერო პირები? - ეკლესიის ნგრევა იმავე წამს შეჩერდება, რა წამსაც ეკლესია გაიწმინდება და თავის ადგილზე დადგება ყველაფერი, რად უნდა ამას ბევრი მსჯელობა? სააკაშვილი ბევრ სასულიერო პირთან, თუნდაც სინოდის წევრთან შედარებით უცოდველი კრავია. ის მაინც ვაღიაროთ, რომ დღეს ქუჩაში ხალხი უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს. მაგრამ ხალხი ისეა გაუკუღმართებული, ახლა ქუჩაში რომ გააჩერო, ზოგს ათასი აჩუქო, ზოგს კი მილიონი, რომ მივა სახლში, იტყვის, მეტი მეკუთვნოდა და დამაკლოო, ასეთია ადამიანური ბუნება... როგორ ენდობოდა ხალხი ადრე ოპოზიციას, ხომ გახსოვთ? დღეს კი მისი ნდობა ნულის ტოლია. არადა, ეკლესიაც მაქეთკენ მიდის, ერთს ქადაგებენ და მეორეს აკეთებენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც დღეს ხდება, თავიდან ბოლომდე ჩვენი, სასულიერო პირების, ბრალია. იმ გარეწარი ქვაბ-ავაზაკების უმრავლესობა, ვინც ეკლესიასაა შეფარებული, თავის მრევლს რას უქადაგებს? თავის თავს დაიდანაშაულებს? იტყვის, რომ თვითონ კარგია და მხოლოდ მთავრობაა დამნაშავე ყველაფერში. თავის თავს წმინდანად გამოიყვანს. ხალხი გამოსულელებული ჰყავთ. ხოლო თუ ვინმემ გაბედა და სიმართლე თქვა, მას ან პროვოკატორად, ან დემაგოგად, ან სულელად მონათლავენ, თუმცა სიმართლე დღეს ყველამ კარგად იცის... მაგრამ არავინ ამბობს. - კარგად მახსოვს თქვენი ხმაურიანი გამოსვლები და ადამიანურად ცოტა შემეშინდა, მეგონა, რომ დაგსჯიდნენ, მაგრამ ცოტა ხანში მეორე ჯვრით დაგაჯილდოეს.. - მეორე ჯვარი მე მქონდა მეუფე ათანასესგან მონიჭებული. მე აღვნიშნე, რომ პატრიარქი ძალიან მოწყალეა და შემიწყალა და შემინდო. - რატომ, მამაო, სიმართლის თქმას განა შენდობა სჭირდება? - დღეს სიმართლის თქმას უნდა შენდობა, დღეს სიმართლე უფრო ძნელი სათქმელია... შექსპირიც ხომ ამბობს: «რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა». ადამიანი ბოლო ჟამს მიხვდება, ბიბლიაში წერია: «ივიშვიშებ ბოლო ჟამს, როცა დაგელევა ხორცი და დაუძლურდები და იტყვი, როგორ მძულდა ის ცოდვა, მაგრამ მაინც ვიყავი იმ ცოდვაშიო». სიცოცხლის ბოლოს ადამიანი ხვდება, რომ მას აუცილებლად მოეკითხება პასუხი. რაც უნდა ბოროტი იყოს კაცი, როცა საიქიოდან დაექაჩება ეშმაკი, მერე ვიშვიში აღარავის უშველის, ამოტომ დროზე მოვეგოთ გონს! - მამაო, ეს ბოლო ხანია, ქართველებს ანტისომხურ პროპაგანდაში გვდებენ ბრალს. მეტიც, ჩვენს სასულიერო პირებს პირდაპირ ადანაშაულებენ ამ ერის სიძულვილში. ერთმა სასულიერო პირმა თავის ხმაურიან ინტერვიუში ისიც კი აღნიშნა, რომ ჩვენი უბედურება ისაა, რომ ჩვენს ეკლესიას სომხეთი სჭირს, სომხეთი ეკლესიაშიც შემოიჭრაო (გულისხმობდა სომეხი წარმომავლობის ეპისკოპოსებს). ეთანხმებით ამ აზრს? - რას ქვია, არ ვიზიარებ? ეს რომ არ გავიზიარო, მაშინ ან ბრმა უნდა ვიყო, ან ყრუ. მე სომეხ ერს შეურაცხყოფას არ ვაყენებ და მასთან ქრისტიანული დამოკიდებულება მაქვს. სომეხი იყო ჩვენი უსაყვარლესი წმინდანი, დედოფალი შუშანიკი, მაგრამ ჩვენ ვართ ქართველები და საქართველო ჩვენი სამშობლოა, ისევე, როგორც სომხების სამშობლოა სომხეთი და ღმერთმა კარგად ამყოფოთ თავიანთ მიწაზე. ჩვენ ჩვენს სამშობლოში დაგვაყენონ, იქით ხომ არაფერს ვედავებით. მაგრამ ეს, არა მგონია, მხოლოდ სომხეთიდან გამოწვეული იყოს, ესაა თითიდან გამოწოვილი მიზეზი, ძალით «შემოგდებული», სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხის გადასაფარად, ხალხის ყურადღების სხვა მხარეზე გადასატანად. თუმცა რთული სათქმელია - ეს საერო ხელისუფლებას უფრო აწყობდა თუ სასულიეროს... დარწმუნებით არ ვიცი, ამიტომ პირდაპირ ხელს ვერც ერთ მხარეს ვერ დავადებ. კაცი რამეს რომ იტყვი, იმაზე პასუხისმგებელი უნდა იყო... რა ვიცი, ვინ რა ლობიო მოხარშა. - მამაო, უწმინდესი გამობრძანდა და ბრძანა, რომ წმინდა სინოდში არანაირი განხეთქილება არაა, რომ ეკლესია არის ერთიანი და, ვინც შეეცდება ეკლესიის გახლეჩას, იგი ამ ცოდვას მოწამეობრივი სისხლითაც ვერ ჩამოირეცხავსო. თქვენც გჯერათ, რომ სინოდი ერთიანია თუნდაც სარწმუნოებრივ საკითხებში? - მე სინოდის წევრი არ ვარ, სინოდის იმ სხდომაზე არ ვყოფილვარ და ტყუილს და ვიღაცის მონაჭორს ხომ არ გეტყვით? გარედან შეხედულებით, ისეა «შეფუთული» ეს საკითხი და ისე ჩანს, რომ ერთიანები არიან. აბა, პატრიარქი ტყუილს ხომ არ იტყვის? სად გაგონილა, პატრიარქი ტყუოდეს? მაგრამ აქ ეკლესიის გახლეჩის საშიშროება დგას, როგორც უკრაინაშია. როგორ ფიქრობთ, რუსეთის ეკლესია ერთიანია? ეს გარედან ჩანს ერთიანი; საბერძნეთში თერთმეტი თუ თორმეტი სინოდია, იმავე საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი ეკლესიაც და იმ სინოდზე უწმინდესმა ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იქ ეკლესიის გახლეჩის საფრთხეს პირისპირ შეეჩეხა; პატრიარქი რომ ასე არ მოქცეულიყო, მოხდებოდა ის, რომ ის თექვსმეტი, თუ რამდენიც იყო მღვდელმთავარი, ცალკე სინოდს შექმნიდა და თავის კათოლიკოსს აირჩევდა. ეს შედიოდა მთავრობის გეგმებშიც. ამ საქციელით, კიდევ გეუბნებით, უწმინდესმა დიდი სიბრძნე გამოიჩინა - ამით სახელმწიფოს წაართვა იმის საშუალება, რომ მისთვის მისაღები კათოლიკოსი აერჩია, გაეხლიჩა ეკლესია, დაერღვია ეკლესიის ერთიანობა. ...პატრიარქი ძალიან ბრძენი კაცია და ყველა ნაბიჯს გონივრულად დგამს; როგორც აფხაზეთი თავის ეპარქიად გამოაცხადა, ეს ცოტა დაგვიანებულიც იყო, ჩემის აზრით, ეს რომ ათი წლის წინ მაინც გაკეთებულიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ, ალბათ, უწმინდესს არ ეგონა, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. იგი ფიქრობდა და ფიქრობს, რომ მისი ლოცვით საქმე გამოსწორდება. - რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა დადებითად შეფასდა, რადგან რუსეთის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; რუსეთის პატრიარქმა კირილმა კიდეც უთხრა ჩვენს პატრიარქს, რომ მას აფხაზეთში წაყვებოდა ერთიანი ლიტურგიის ჩასატარებლად. - რუსეთის საპატრიარქოს, სახელმწიფოს მესვეურთაგან განსხვავებით, არასოდეს უარუყვია აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. არც ერთ პატრიარქს რუსეთისას არ უთქვამს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველო არ არის. ეს მიწები ყოველთვის საქართველოსი იყო, არის და იქნება. ეს იცის რუსეთმაც, მაგრამ ეს პოლიტიკის ნაწილია; იქით ამერიკა ქაჩავს და აქეთ რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფო, ცდილობს, თავისი ინტერესები დაიცვას და თავისი პოზიციები გაიმყაროს. ამაზე ერთი იმერული ნათქვამი მახსენდება: «მგელს მგლობა დააბრალეს და ტურამ ქვეყანა დააქციაო». ამ შემთხვევაში მგელია ამერიკა... ...ეს იმხელა დიდი პოლიტიკაა და დიდი საიდუმლოება, ამას ჩვენ რას ჩავწვდებით. - ამ ორი ქვეყნის პატრიარქების შეხვედრა იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საბოლოოდ ამ ტერიტორიების ფიზიკურად დაბრუნებისთვის? - რომ გადავხტებით, ჰოპლას მერე დავიძახებ. ეს უდავოდ იყო დიდი მოვლენა, რადგან ბოლოს და ბოლოს ორი პატრიარქი შეხვდა ერთმანეთს, სხვა რომ არაფერი... მაგრამ ამას დრო უნდა, რომ შედეგი დავინახოთ. კი, ბატონო, რუსეთის პატრიარქი შეჰყვება ჩვენს პატრიარქს აფხაზეთში და წირავენ ერთად, მაგრამ მაგით რა? რა იქნება? ამით განა დაგვიბრუნებს ვინმე ან აფხაზეთს, ან სამაჩაბლოს? ახლა აქ ვიტყვი: თუ აფხაზეთში ქართველი არ იქნება და თუკი ის ჩემი მიწა არ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს? აქ სამღვდელოება უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე და უნდა შევიდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტაძრებში, სისხლის ფასადაც კი... აბა, რისი სამღვდელოება ხარ შენ - აქ ფული ითვალო და ფუფუნებაში იცხოვრო? და ხალხი მოატყუო? მე ვუთხარი პატრიარქს, გამიშვით და შევალ-მეთქი, მოგკლავენო, მე კი ვეუბნები - თუ მომკლავენ, მე მომკლავენ, თქვენ ხომ არა-მეთქი. პატრიარქს ვეცოდები, არ ვემეტები, ეტყობა, სასიკვდილოდ. ...ანგელოზს კაცის სიკვდილი თუ უნდა, იმას რაც უნდა დაცვა დაუყენო, მაინც მოკვდება და, თუ ანგელოზს არ უნდა, მარტო რომ გაუშვა, ტყვიის წვიმაში გაივლის და იქიდან ცოცხალი გადარჩება. აქ რწმენა უნდა გქონდეს... - მამაო, დღეს განსაკუთრებული აგრესიითაა ხალხი განწყობილი მღვდელმთავრების მიმართ. ეს აგრესია მე, როგორც მორწმუნე ადამიანს, ძალიან მაშინებს. ერთმა მწერალმა ერთ მღვდელმთავარს ისიც კი უთხრა გაზეთის ფურცლებიდან, რომ მოვალ და მაგ პაგონებს და კაბას თავზე დაგახევო. ამბობენ, რომ წმინდა სინოდის ბევრ მღვდელმთავარზე სერიოზული კომპრომატები აქვს ხელისუფლებას და ამით აშანტაჟებსო... - აბა, რატომ დაიხიეს უკან?- თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ეს უკანდახევა იყო? - რა თქმა უნდა, უკანდახევა იყო. ხომ გითხარით, ეს წინასწარ იყო შეთანხმებული, მოლაპარაკებული. ეს ერთი და იმავე კაცის მოგონილს ჰგავს. ეს მოხარშული საქმეა, სინოდის საქმე და სომხეთის საქმე - ეს ერთი და იგივე ხელწერაა. სომხეთი აქ არაფერ შუაშია. მათი ეკლესიები რომაა ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, იმდენი არა, რამდენსაც აცხადებენ, და ჩვენი ტაძრები რომაა იმათ ტერიტორიაზე, ეს ყველამ ვიცით. მეზობელი ერები ვართ და ეს არცაა გასაკვირი. სააკაშვილის სომხობაზე რომ ლაპარაკობენ, მე ის ვიცი, რომ დედის მხრიდან მიშა ქართველია, მისი დიდი ბაბუა გრიგოლ აბაშიძე იყო... მაგრამ ისე, სანამ მიშას სომხობაზე იყვირებდნენ, სასულიერო პირებს მინდა ვკითხო - რა, წმინდა სინოდში ყველა გენეტიკური ქართველი გვყავს? იმდენზე ამბობენ სომეხიაო, რომ საკუთარ თავში ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე, მეც სომეხი ხომ არ ვარ-მეთქი... მე კიდევ გეუბნებით, არც სომხის და არც სხვა ერის მიმართ არანაირი სიძულვილი არ მაქვს, პირიქით, ყველა ქრისტიანულად მიყვარს. აბო ტფილელი არაბი იყო და ვისზე ნაკლები ქრისტიანი იყო, ვისზე ნაკლები თავდადება ჰქონდა? მას ქრისტე უყვარდა! დღეს მართლა დასადგენია - საერო ხელისუფლებაში უფრო მეტი სომეხია თუ სასულიერო იერარქიაში. - და ეგ ვინ უნდა დაადგინოს, მამაო? - ჟურნალისტები რას აკეთებთ? გაიგეთ, რომელი ეპისკოპოსი სადაურია, გადით მათ საგვარეულო საფლავებზე. მთელი საგვარეულო რომ სომხური გვარია და მარტო ეგ ერთია გაქართულებული გვარის, დიდი მიხვედრა უნდა, ვინ ვინაა? ხალხმა ყველაფერი იცის, ხალხს თვალებს ვერ დაუბრმავებ, ვერ დააყრუებ. ეკლესია უნდა გაიწმინდოს! ამაზე ორი აზრი არაა. - თქვენ წეღან ახსენეთ, რომ საზოგადოება ძალიან დაშინებულია, გადაგვარებულია, ჩაშვების ინსტიტუტიც ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ქართველმა კაცმა მართლა დაკარგა თავისი ნამდვილი სახე? - ერთი ის მითხარი, სადღაა ქართველი. რაღა დარჩა? ყველა წასულია ან გაქცეულია ლუკმაპურის საშოვნელად სხვისი მონები გამხდარან, მათი სახლ-კარი კი წყალს მიაქვს. სოფელში პატარა მეურნეობა მაქვს და მუშას ვერ ნახავ, რომ დაიქირავო; ფული რომც გქონდეს, კაცი აღარ დარჩა, რომ გადაუხადო და ამუშავო. მადლობა მიშას, რომ მან ყველას სახე კარგად გვაჩვენა განა მარტო ერში, წმინდა სინოდშიც. ახლა მას გინდა სომეხი უძახე და გინდა ფრანგი. თუ რამე კარგი გააკეთა, რა, ზურგზე მოიგდებს და სომხეთში წაიღებს? - მამაო, საზოგადოება ძალიან დიდ ნიჰილიზმშია ჩავარდნილი - აღაც მთავრობას ენდობიან და აღარც ოპოზიციას. ერთადერთი, რაც კიდევ ინარჩუნებდა ადამიანთა ნდობას, ეკლესიაა, თუმცა ამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და იმ უკეთურობამ, რაც დღეს ეკლესიაში ხდება, ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილში ეკლესიის ნდობა შეარყია, გაურკვევლობაშია ამის გამო. საზოგადოების იმ ნაწილს რას ეტყოდით, ვინც ახლა ასეთ უიმედობაში და ნიჰილიზმშია ჩავარდნილი და აღარავისი სჯერა? - იმ ადამიანებს, იცით, რას ვეტყვი? თავი იმიტომ აბიათ, რომ წყალი არ ჩაუვიდეთ? უნდა იაზროვნოს და გაიგოს, რა არის ცუდი და რა - კარგი. ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას - მატყუარას მატყუარას სახელი უნდა ეწოდოს, კაცს - კაცის, მამათმავალს კი - მამათმავლისა, ურიას - ურიისა, ქრისტიანს - ქრისტიანისა, ეკლესიას ეკლესიის სახელი უნდა დაერქვას და სახელმწიფოს კი - სახელმწიფოსი. ამას ვეტყვი ამ ხალხს - ტვინი გაანძრიონ და ტყუილში ნუ სხედან! თორემ წმინდა წერილი რას ამბობს: «ავად შემნახავი ქურდზე უარესიაო». - მამაო, რა ქნას ამ ხალხმა, რომელზეც ამბობთ, რომ თავს იტყუებენ? ისინი გულწრფელი სურვილით მივიდნენ ტაძარში, რომ სულიერად იცხოვრონ და უფალს დაუახლოვდნენ. ამ ხალხის მოვალეობა იმის გარკვევაა, რომელი მღვდელია კეთილსინდისიერი და რომელი არა? განა ყველას ჰყოფნის იმის სულიერება, თუნდაც ხედვა, რომ გაარკვიოს - რომელია მწყემსი კეთილი და რომელია ცხვრის ტყავში გახვეული მგელი? ის ყველა შემოსილს პატივისცემით უყურებს... და ის უფრო დამნაშავეა, რომელიც სასულიერო პირში მღვდელმსახურს ხედავს თუ ის, ვისაც ევალება, რომ ასეთი «მგლები» დედაეკლესიას მოაშოროს? მრევლმა არკვიოს ყველა იმ უკეთური ადამიანის საქმე, ვინც ეკლესიას შეაფარა თავი? ან ჟურნალისტებმა ვარკვიოთ სინოდის წევრთა წარმომავლობა? - აბა, ხომ ხედავთ, ამას ეკლესია რომ არ აკეთებს თუ ვერ აკეთებს? აბა, როდემდე უნდა იაროთ ასე «გასულელებულებმა»? საქართველოს იტორიას, ეკლესიის ისტორიას გადახედეთ - როდესაც კირიონი გადასახლებაში მყოფმა ერმა გამოიხმო და სწორედ ერის დიდი ძალისხმევით გახდა იგი საქართველოს პატრიარქი. კირიონის მსგავსი მამულიშვილები, მოწამეები, ალბათ, იშვიათი ჰყავს უახლეს ისტორიას. ერის ჯანსაღი ძალების კონსოლიდაციაა საჭირო, საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. ეს ხალხმა უნდა მოინდომოს, უნდა გააკეთოს. არც ერთი საეკლესიო კრება სასულიერო იერარქების მოწვევით არ ჩატარებულა, ამას ხელისუფლება აკეთებდა, ეროვნული ხელისუფლება. რუის-ურბნისის კრებაც დავით აღმაშენებლის მონდომებით ჩატარდა... გამგები გაიგებს... მე ყველაფერი ვთქვი და, ვისაც ასხენ ყურნი სმენად, ისმინოსო, სახარება გვეუბნება. - თუმცა ისიც არ დაგვავიწყდეს, მამაო, რომ კირიონი მოკლეს, სამარცხვინოდ... და, თუკი კირიონის მსგავსი მამულიშვილი გამოჩნდა, არაა გამორიცხული, რომ ისიც სამშობლოს შეეწიროს წმინდა ზვარაკად... როგორ ფიქრობთ, დღეს კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ გამოჩნდება ერთი კირიონი? - უნდა გამოჩნდეს, რადგან დედა ღმრთისმშობელი თავის ერს არ გაწირავს. ჩვენ შეიძლება უარესის ღირსები ვართ, მაგრამ... არა აქვს მნიშვნელობა, რომ მას მაინც და მაინც კათოლიკოს-პატრიარქის სტატუსი ჰქონდეს, დაუდგეს უწმინდესს გვერდით! ვიღაც უნდა გამოჩნდეს. ახლა დამალვისა და მდუმარების დრო არაა, ახლა იმის დრო აღარაა, რომ მრევლს ისევ მოვატყუოთ - მრევლო, ახლა ამის დრო არააო. დაგვექცა ეკლესია თავზე! სიმართლის დრო ყოველთვისაა! შენც მოგეკითხება ძალიან მწარედ, თუ არ გააკეთე ბოლომდე ის, რაც შეგიძლია - შენ შეგიძლია ადამიანებს სიმართლე უთხრა, შეულამაზებელი სიმართლე, ისინი შენ გენდობიან; ასეც აკეთებ, მაგრამ მეტი უნდა გააკეთო! შენც, საერთოდ ჟურნალისტებს, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, რადგან ეკლესია არ თუ ვერ ამბობს სიმართლეს, საზოგადოებას ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა და ერი გამოფხიზლდება.როგორ ხდებოდა ომის დროს - ნარჩევი ვაჟკაცები მიდიოდნენ, აბა, დაფეხვილი და ხეიბარი ვის რად უნდოდა? ასეა. ამ ნაღები საზოგადოების დიდი ნაწილი გაქცეულია საზღვარგარეთ, აქ დარჩენილებში კი არიან მუნჯი, ყრუ, მშიშარა და მამათმავალი (დედათმავალს კიდევ რა უჭირს) და ამათ რა უნდა გაგიკეთონ? ვინც დარჩა, ის ერთი და ორი და სამი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ის ხალხი, ყველა ქართველი, უნდა დაუბრუნდეს საქართველოს და მერე იქნეს მოწვეული კრება და გაირჩეს თეთრი და შავი. - ესე იგი თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ დღეს ეკლესია რუის-ურბნისის მსგავს საეკლესიო კრებას არ მოიწვევს? - არა მგონია. თავის დასაკლავ დანას ის არ გამოთხრის. პატრიარქი ძალიან ცუდ დღეში ჰყავთ, თორემ განა უწმინდესზე მეტად ვინმეს უნდა, რომ ეკლესია წმინდა იყოს? ყველაზე ამაზრზენი, იცით, რა არის? მამა რომ გაზრდი შვილებს, დააფრთიანებ და მერე ეს შენი გაზრდილი და გზაზე დაყენებული შვილები ზურგში ლახვარს ჩაგცემენ. სად გაგონილა ამდენი ეპისკოპოსი და ამდენი ტაძარი? ვინ შედის ამ ტაძრებში ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? - მამაო, ხალხი ეკლესიისკენ მობრუნდაო და ტაძრები ხომ საჭიროა? - მათი უმრავლესობა ტყუილისკენ მობრუნდა... ჩვენი ბრალია, მრევლი რომ ასეთ დღეშია. სხვისი კი არა - ჩვენი, სამღვდელოების.ზოგიერთი მღვდელი ისეთ უხამსობას სჩადის, მართლა დასახვრეტია. მღვდელს სახლში ათასი მანეთი მიაქვს და მრევლი მშიერი და დაგლეჯილი ტანსაცმელით სახლში ზოგჯერ ფეხით მიდის. მღვდელი უნდა აპურებდეს მშიერ მრევლს, სახლშიც უნდა აკითხავდეს, თუ ის მშიერია, ავადაა. დატვირთავენ მანქანებს, იმდენი მიაქვთ, ნახევარი უფუჭდებათ და მერე ყრიან ან ცხოველებს აჭმევენ, მაშინ, როცა მრევლის ნახევარი მშიერია. ესაა საქმე? ...მერე უკვირთ და ხმამაღლა ყვირიან - ამდენი სექტები რატომ მომრავლდაო. თითქოს პასუხი არ იცოდნენ. ჩვენი თავი ვიტიროთ, ჩვენ გამოვსწორდეთ და ნუ დავაბრკოლებთ მრევლს ჩვენი უკეთურობით, გაუმაძღრობით; ის სექტები ხალხს ძალიან «გონივრულად» იახლოვებენ - იქით აძლევენ პურს დამშეულ ხალხს... თუ კაცი მშიერია, თან სულიერებაში არაა მტკიცე, თან იმ საშინელებებს ხედავს, რაც დღეს ეკლესიაში ხდება, ადვილად მოექცევა ამ სექტანტების გავლენის ქვეშ... Edited September 10, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 ჩაშვების ინსტიტუტი ვა მღვდელი ძველი ბიჭი გეიჩითა სიმონ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 (edited) Saturnვა მღვდელი ძველი ბიჭი გეიჩითა სიმონბოლომდე წავიკითხე და ჩემში დადებითი გრძნობა გამოიწვია ამ მამაომ ძალიან ბევრი სწორი პრეტენზია და შენიშვნა აქვს ესეთი მამაოები საჭიროა რომ ეკლესია გამოფხიზლდეს თორე თავის სიმსუქნეში მოიგუდებიან Edited September 10, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 ...ანგელოზს კაცის სიკვდილი თუ უნდა, იმას რაც უნდა დაცვა დაუყენო, მაინც მოკვდება და, თუ ანგელოზს არ უნდა, მარტო რომ გაუშვა, ტყვიის წვიმაში გაივლის და იქიდან ცოცხალი გადარჩება. აქ რწმენა უნდა გქონდეს... ამის მაგალითია, ედუარდ აუფეთქებელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 mtidanამის მაგალითია, ედუარდ აუფეთქებელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 FRIDRIXპირველ პოსტში ჩემი ამერიკისადმი დამოკიდებულება რა პონტში გაქვს? გადავიკითხე, და მამენტ მთლად სისულელეებს არ ბაზრობს ტიპი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 კი ვიფიქრე ამას რა წაიკითხავსთქო, მაგრამ ღირს..ბევრი რამ ,რასაც მამაო ამბობს, იმას ვფიქრობ მეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 ჩვენი წინაპრებისთვის რომ გეთქვა, საქართველოში ჩაშვების ინსტიტუტი ოდესმე ამოქმედდებაო, ალბათ, მხოლოდ ამის თქმისთვის გაგრიყავდნენ და შეგაჩვენებდნენ. ჩამშვებები ყოველთვის იყვნენ. ჯერ კიდევ შოთა რუსთაველმა XII საუკუნეში ბრძანა: «კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო». და დაუდგათ ხანა და აჩვენეს თავიანთი ბუნება. ქართველი რომ ქართველს ჩაუშვებდა, ჩვენში ისეთ კაცს კაცად არ მიიჩნევდნენ. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ქრისტიანობა კი, პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მოყვასი, მტერიც კი სასიკეთოდ შემოაბრუნო, კი არ უნდა დაწყევლო და შეაჩვენო... კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამ მთავრობას და პირადად მიშა სააკაშვილს, რომ ყველას სახე ასე აშკარად გვაჩვენა, სინოდშიც და ერშიც.. დიახაც, მადლობა მიშას! ამ ქვეყანაზე ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება. სახარებაშიც წერია, რომ უფლის ნების გარეშე, თმის ღერიც არ ჩამოუვარდება ადამიანს თავიდან. არავინ იფიქროს ის, რომ რომელიმე მთავრობა, საერო თუ სასულიერო ხელისუფლება ღვთის დაშვების გარეშე მოევლინება ქვეყანას.ხო ეს და აი ეს კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ სახელმწიფო დღევანდელ სასულიერო პირებთან აბსოლიტურად მართალია. მე რა უფლება მაქვს, სახელმწიფო ვამხილო, მე ჩემიანი უნდა ვამხილო. მაგრამ რა ნამუსით ვაკრიტიკო ხელისუფლება, როცა ეკლესია თავზე მენგრევა? მე სასულიერო პირი ვარ და, პირველ რიგში, ეკლესიის ამბები მაინტერესებს, მინდა ეკლესია იყოს დალაგებული. მაგრამ სახელმწიფოს თუ დავაბრალე ეკლესიის დანგრევა, ამით საქმეს ეშველება? და ჩაშვებასა და მხილებას შორის რა განსხვავებაა? ე.ი. თუკი კორუმპირებული ჩინოვნიკის ან ბინის მძარცველის შესახებ პოლიციას შევატყობინებ ჩამშვები ვარ,ხოლო თუკი სასულიერო პირის მიერ ქონების მითვისებას პატრიარქს ვაცნობებ ან საჯაროდ განვაცხადებ კაი ტიპი? ინჩეს ლოგიკა ელი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 Siknadmoმე რა შუაში ვარ მაგ პოსტებთან??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 DonCaredoპირველ პოსტში ჩემი ამერიკისადმი დამოკიდებულება რა პონტში გაქვს?შეცდომა მოხდა იქ რო გიპასუხე მერე აქ რედაქტირების დროს გადმოყვა ეხლა გადავასწორებ ნუ ჯარს რასაც ახარჯავენ ხალხს აჭამონ და ეგენი სისულელებია მაგრამ ბევრს სწორს ამბობს DonCaredoმე რა შუაში ვარ მაგ პოსტებთან??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 შეცდომა მოხდა იქ რო გიპასუხე მერე აქ რედაქტირების დროს გადმოყვა ეხლა გადავასწორებიყოს კაცო ამერიკის გინება რაც მეტი ეწერება, უკეთესია. პროსტო ვიფიქრე, იქნებ რამე კავშირშია მეთქი და მაგის გამო წავიკითხე ამხელა პოსტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 (edited) Siknadmoმე რა შუაში ვარ მაგ პოსტებთან???ონლაინი ურევს იძულებული ვიყავი მონიშნულის ციტირება შენზე გამეკეტებინა, ტექ. პრობლემების გამო Edited September 10, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 DonCaredoიქნებ რამე კავშირშია მეთქი და მაგის გამო წავიკითხე ამხელა პოსტი Siknadmoონლაინი ურევსონლაინი არაფერ შუაშია როცა ციტირებას სხვა თემაში აკეთებ მერე სხვა პოსტის დროს ავტომატურად ჯდება ის სადაც მანამდე დაპოსტე ესაა გასაწროებელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 (edited) FRIDRIXშეცდომა მოხდა იქ რო გიპასუხე მერე აქ რედაქტირების დროს გადმოყვა ეხლა გადავასწორებ ნუ ჯარს რასაც ახარჯავენ ხალხს აჭამონ და ეგენი სისულელებია მაგრამ ბევრს სწორს ამბობსძალიან ბევრი არაადეკვატური და შEუსაბამო და წინააღმდეგობრივი რამ უწერია,თან ნაციონალისტია და ამასთან ერთად ჯარის საჭიროებას ვერ ხედავს, თან სომხები არ ევასება და მიშას მადლობას ეუბნება, თAნ პრეტენზიები აქვს სახელმწიფოსთან თან არა აქვს თან მხილებელია თან ჩაშვების ინსტიტუტის წინააღმდეგი პატრიარქი დიდი პატრიარქია და ამასთან ერთად კორუმპირებულ ეპიკსოპოსებს ხელს აფარებს აშკარაა რომ ძალიან ენგერიული და მოუსვენარია, ამასთან ერთად რაღაც აწუხებს მაგრამ აი ვერ აყალიბებს რა უნდა საბოლოო ჯამში, ეს ის შემთხვევაა როდესაც ემოციების მიღმა გონიერება იკარგება Edited September 10, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2011 Siknadmoალიან ბევრი არაადეკვატური და შEუსაბამო და წინააღმდეგობრივი რამ უწერია,კი მე ყველაზე ძაან მომეწონა ეკლესიის შიგნით გასუქებულ მამაოებს რომ ებრძვის და სიმართლეს პირდაპირ ეუბნება დანარჩენი მარაზმია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.