Jump to content
Planeta.Ge

განათლების რეფორმას


Recommended Posts

ეს თემა ეხებოდეს განათლების საკითხს და მის რეფორმირებას თავიდან ბოლომდე..

 

მე მოვესწარი თსუ-ში განათლების რეფორმას და რა კრახი განიცადა, ამ რეფორმამ ეს ვიცი. არა თუ არ აიწია სწავლის დონემ, არამედ უნივერსიტეტში დღემდე დომხალია. დატოვეს ძირითადად, კარიერისტი ნაცებთან შეკრული ხალხი, ვინც მიშას აქებს და ადიებს და ზოგის გაგდება ვერ შეძლეს. ეს იყო მათი რეფორმა.

 

ასევე მოგიყვებით ჩემ ამბავს ჭავჭავაძეს უნივერსიტეტში. ვიცოდი რომ ჭავჭავაძეში დოქტურანტურა იყო უფასო. გადავწყვიტე ჩამებარებინა, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოში დოქტურანტურაში ფულის ჩადება, არის გადაყრა და ისე ამ დოქტურანტურის აღება აქ, სტატუსის მეტს, არც ცოდნას მოგცემს და არც არაფერს. ერთი სიტყვით, ინგლისურის გამოცდა იყო, გადავლახე ეს გამოცდა. მაგრამ გასუბრების დროს, კომისიაში იყვნენ აფრასიძე (ჟურნალისტი რომ არის) და ნოდია. ერთი სიტყვით, რაღაც სერიოზული სანამდე შევიდოდნენ ოთახში, რამოდენიმე კონკურსანტს გადაკოცნა აფრასიძემ, მერე გავიგე, რომ ისინიც ჟურნალისტები ყოფილან და იქ აბარებდნენ სადაც მე. გასაუბრება გავიარე და სერიოზულ სახეებით, რაღაცეები შემეკიტხეს, მეც ვუპასუხე და ესე სერიოზულ სიფათებით დამემშვიდობნენ. შემდეგ გავიგე რომ მე ვერ გადავლახე გასაუბრება და გასაუბრების დროს შეკითხვები როგორი იყო იცით "რატომ აბარებ ჭავჭავაძეში? რაზე აპირებ დოქტურანტურის დაცვას?" ამ ორ შეკითხვის მეტი არც არაფერი დაუსვიათ და მეც ვუპასუხე, მაგრამ შედეგებში აღმოჩნდა, რომ ისინი გავიდნენ, ვინც ინგლისურში ჩემზე დაბალი ქულები მიიღეს, საგრძნობლად დაბლები. ერთი სიტყვით არანაირი ბერკეტი იმისა, რომ გამეპროტესტებინა არ არსებობდა, გეუბნებოდნენ რომ გასაუბრება ვერ გაიარე და ინგლისურის ქულებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდათ. კაი ეს იმდენად არ მაღელვებს, რაც ის რომ სწორედ ის ხალხი გავიდა, ვინც აფრასიძემ გადაკოცნა ოთახში შესვლის წინ. ანუ რომ გვატყუებენ, რომ ჩაწყობების შანსი არ არისო, ტყუილი ამოჩნდა

 

ეხლა ჩემი ვერსია თუ, რატომ დაშალეს უნივერსიტეტი. ნაციონალური მოძრაობა სათავეშI რომ მოვიდა, მაშინ მახოვს 2003 წელს ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა, რომ იყო, მიშა მოვიდა უნივერსიტეტში, მეც მანდ ვიყავი და ის სტვენით გააჩუმეს. ბევრს ემახსოვრება ეს ამბავი. უნივერსიტეტი ასე თუ ისე წარმოადგენდა რაღაც ძალზას, მთელი ეროვნული მOძრაობიდან დაწყებული შემდგომაც კი, იდეები, პროტესტის მუხტი სწორედ უნიერსიტეტიდან იწყებოდა. ეს იცოდნენ ნაცებმაც და გადაწყვიტეს დაეშალათ უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა კორუფცია იყო, მაგრამ კორუფიციის მოტივით ისინი შევიდნენ უნივერსიტეტში დაშალეს ის და აქციეს საკუთარ უნივერსიტეტად. ეხლა რა არის უნივერსიტეტი? ეს არის კომკავშირელთა ბუდე. მოგიყვანთ ასევე მაგალითს, 7 ნოემბრის აქციები და ა.შ რომ იყო მეც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობდი, პრიდაპირ შემიძლია გიტხრათ, რომ სტუდკავშირიდან და ზოგიერთ ლექტორებიდანაც იყო დაშინების მცდელობები იმ სტუდენტებზე, ვინც მონაწილეობდა აქციებზე და ამ დაშინების მომსწრე ვარ. მეორესაც გეტყვით, მე მოვხვდი რეზევისტთა პირველ ნაკადში. ოცმეთაურებად დანიშნეს სტუდკავშირელები. მეორე წასვლაზე უკვე რეზერვში, იყო ერთი შემთხვევა ერთ კვირიანი რეზერვი იყო, შემოდიოდნენ კაზარმაში ერთად რამოდენიმე ადამიანი, ძირითადად ალბათ სტუდკავშირელები იქნებოდნენ და იმ დროს როცა ყველა უკვე კაზარმაში ვიწეკით, ზოგს ეძინა, ზოგი ლაპარაკობდა რა ვიცი, ვისაც რაც უნდოდა იმას აკეთებდა, შემოდიოდნენ ესენი და ხმამაღლა ამბობდნენ "ვისაც მიშა არ უყვარს იმის დედაც" და თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ მე მახსოვს, თვითონ რეზერვში შეხლა შემოხლები იყო, მაგრამ მოხდა რამოდენიმე ჩხუბი და 3 კაცი დაიჭირეს ამ ჩხუბის გამო და 2 წლიანი მიუსაჯეს. ერთი სიტყვით უნივერსიტეტი აქციეს ბენდუქიძე როგორც ამბობს "პატიოსან მოქალაქეთა აღსაზრდელად"

 

http://www.tabula.ge/article-2172.html

 

აი ეს არის ბენდუქიძის სტატია, განათლების შესახებ.

 

ჩვენც გვინდა ახალგაზრდებმა ბევრი იცოდნენ, სხაპასხუპით პასუხობდნენ შეკითხვებს, ახსოვდეთ ფორმულები და თარიღები, თუ გვინდა ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ? გაიზარდონ თუ განსწავლულდნენ?

 

ესეთ სლეობა შეკითხვას სვამს ადამიანი და ამის ირგვლივ უნდა ვიმსჯელოთ.. ერთ რამეს ვერ ვხდები, რატომ არ შეიძლება კარგი განათლებაც მივცეთ ადამიანს და კარგი მოქალაქეც იყოს?

 

არის მარტივად ჩემი აზრით საქმე, ამ შემთხვევაში. განათლებული ადამიანს თუ მიეცი თავისუფლება ის საკუთარ ღირსებას გამოაჩენს.. ხოლო ის რასაც ბენდუქიძე ეძახის პატიოსან მოქალაქეს, ეს არის კარიერისტი ზემოთ რომ დავწერე, სტუდკავშირელი ყ%^$

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

კარიერისტები და დაახლოებული პირები ყოველთვის იქნებიან და ვერავითარი რეფორმა ვერ განდევნთ მათ. ჩემთვის ხელი ამას არ შეუძლია, რომ კარგი იურისტი გავმხდარიყავი, სხვა რამ შემიშალა, ზუსტად იმან, რასაც წესით რეფორმა უნდა ეხებოდეს.

 

ფაქტიურად, 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ყველაზე პრესტიჟულ ფაკულტეტზე, ყველაზე პრესტიჟულ სპეციალობაზე იმას მასწავლიდნენ და იმ ფორმებით, რისი სწავლაც სახლში, ოტახში გამოკეტილიც მშვენივრად შევძლებდი არა მხოლოდ მე, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანი. კანონებისა და შემდეგ უვარგისი ლექტორების მიერ შეთხზული კანონების ვითომკომენტარების დაზეპირება რომ იურისტად აყალიბებდეს სტუდენტს, რაღა საჭირო იქნებოდა აბა უნივერსიტეტი. დავიზეპირებ ამ კანონებს, ჩავაბარებ სასერთიფიკაციო გამოცდებს და ვსო, იურისტი ვარ.

 

ასეთი სპეცები რომ იწოდებიან დღეს პროფესიონალებად და ასეთები არიან ხელისუფლებაში, იმიტომ ვიზრდებით და იმიტომ ვვითარდებით ასტრონომიული სისწრაფით...

 

განთლება მკვდარია საქართველოში და მას რეფორმა კი არა, ხელახლა ჩამოყალიბება სჭირდება.

რეფორმამ რაღაც უნდა შეცვალოს, მაგრამ რაც არ გვაქვს, რა უნდა შეიცვალოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

36 წლის ასაკში ექსკლუზიურ აღიარებას ვიტყვი-

რომ არა "პუშკინის ინსტიტუტი" დღეს გაცილებით წიგნიერი, ნასწავლი და პროფესიული უნარჩვევების ადამიანი ვიქნებოდი. საკუთარ თავის გარდა არავის ვადანაშაულებ რომ იქ ჩავაბარე ..მესწავლა , რაც მიყვარდა ჩემთვის :D მაგრამ ოჰ ეს დიპლომომანია :D

სიგიჟეა ,რასაც ვამბობ, მაგრამ სინამდვილეა :)

 

, რატომ არ შეიძლება კარგი განათლებაც მივცეთ ადამიანს და კარგი მოქალაქეც იყოს?

ძალიან კარგი კითხვაა ...აი ძალიან კარგი . თემაც გაბედულია, რადგანაც ადვილი არაა საჯაროდ დაწერო, რაც შეგემთხვა. სამწუხაროა რომ კლავენ ადამიანებში სწავლის სურვილს. სისტემა საშინლად დაუხვეწავია.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

კარიერისტები და დაახლოებული პირები ყოველთვის იქნებიან და ვერავითარი რეფორმა ვერ განდევნთ მათ. ჩემთვის ხელი ამას არ შეუძლია, რომ კარგი იურისტი გავმხდარიყავი, სხვა რამ შემიშალა, ზუსტად იმან, რასაც წესით რეფორმა უნდა ეხებოდეს.

 

ფაქტიურად, 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ყველაზე პრესტიჟულ ფაკულტეტზე, ყველაზე პრესტიჟულ სპეციალობაზე იმას მასწავლიდნენ და იმ ფორმებით, რისი სწავლაც სახლში, ოტახში გამოკეტილიც მშვენივრად შევძლებდი არა მხოლოდ მე, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანი. კანონებისა და შემდეგ უვარგისი ლექტორების მიერ შეთხზული კანონების ვითომკომენტარების დაზეპირება რომ იურისტად აყალიბებდეს სტუდენტს, რაღა საჭირო იქნებოდა აბა უნივერსიტეტი. დავიზეპირებ ამ კანონებს, ჩავაბარებ სასერთიფიკაციო გამოცდებს და ვსო, იურისტი ვარ.

 

ასეთი სპეცები რომ იწოდებიან დღეს პროფესიონალებად და ასეთები არიან ხელისუფლებაში, იმიტომ ვიზრდებით და იმიტომ ვვითარდებით ასტრონომიული სისწრაფით...

 

განთლება მკვდარია საქართველოში და მას რეფორმა კი არა, ხელახლა ჩამოყალიბება სჭირდება.

რეფორმამ რაღაც უნდა შეცვალოს, მაგრამ რაც არ გვაქვს, რა უნდა შეიცვალოს?

წარმოიდგინე, ცუდი ხომ იყო უნივერსიტეტის სწავლების დონე, ეხლა კიდე უფრო დაეცა..

 

შენ იცი ის, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტ დამთავრებული ყველაზე გაუნათლებელ სტუდენტად ითვლება კავკასიის მაშტაბით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

წარმოიდგინე, ცუდი ხომ იყო უნივერსიტეტის სწავლების დონე, ეხლა კიდე უფრო დაეცა..

მჯერა

 

ერთი პოერიოდი ისე ამიცრუვდა გული უნიზე და ისე გადავუხვიე გზებს, რომ გარიცხვის კანდიდატიც ვიყავი, მაგრამ მეკიდა იმ პერიოდში. ჩემების ხათრით "დავიზეპირე" ისევ კანონები და გადავბობღდი კურსზე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საუნივერსიტეტო რეფორმას კოლოსალური ინტელექტუალური რესურსი სჭირდება რაც სამწუხაროდ არ გვაქვს. ვინ უნდა ასწავლოს საადვოკატო საქმე სტუდენტს, ბესელიამ? ან ნებისმიერმა დღევანდელმა ადვოკატმა რა უნდა გვასწავლოს, როგორ შევუძვრეთ მოსამართლესა და პროკურორს, ვინ ვისი ნაცნობია და ვინ ჭრის და კერავს საქმეებს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან ნებისმიერმა დღევანდელმა ადვოკატმა რა უნდა გვასწავლოს, როგორ შევუძვრეთ მოსამართლესა და პროკურორს, ვინ ვისი ნაცნობია და ვინ ჭრის და კერავს საქმეებს?

ჭკვიანი ადვოკატი მაგას არც გასწავლის. ეგ მაგის ნოუ ჰაუა :) არა ეხლა სადმე მსოფლიოში უფულო და უნაცნობო ადვოკატი მოუგებს რომელიმე გაქექილ ადვოკატს :) ვინც იხდის მეტს, ის იგებს პროცესს მთელ მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ნოუ ჰაუ არა ის კიდევ. როგორ ფიქრობ, ყველა წარმატება პირად ნოუ ჰაუს ემყარება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა მისცა ნებისმიერ მსურველს უმაღლეს სასწავლებლებში და მაგისტრატურებში ჩაბარების საშუალება ყველანაირი ჩაწყობის და ძმაკაცობა-ახლობლობის გარეშე, იმედია ახლო მომავალში იგივე გავრცელდება დოქტორანტურის გამოცდებზეც და მაშინ შეძლებ ჩაბარებას.

რაც შეეხება იმას, რომ ხალხი გაყარეს და ა.შ. სტუ-ს გამოცდილებიდან გეტყვი, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესურის დიდი ნაწილი გასაყრელია იმ უბრალო მიზეზის გამო მათი ცოდნა დაძველებულია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. რა თქმა უნდა გაყრა არ ნიშნავს ავტომატურად სიტუაციის გაუმჯობესებას, მთავარია ვინ ჩაანაცვლებს ამ ხალხს.

უნივერსტეტთან დაკავშირებით მხოლოდ მცირე ინფორმაციას ვფლობ, ცოტა ხნის დავიწყე მანდ IT ფაკულტეტზე სემინარების ჩატარება, რაც მომეწონა კეთილმოწყობილი აუდიტორიებია. ოთახები გარემონტებულია, სტუდენტები სხედან ცალ-ცალკე პატარა მაგიდებთან და ყველას აქვს კომპიუტერი, არის პროექტორი და დიდი ეკრანი. მოკლედ კარგი პირობებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ფიქრობ, ყველა წარმატება პირად ნოუ ჰაუს ემყარება?

ფულს ემყარება, ფული კი ძალას. ჭკუაო და განათლებაო, რო აუჩემებიათ აქ, ეგ არის ერთერთი კომპონენტი, მესამე ან მეოთხეხარისხოვანი. მთავარია ახლა ნუ მთლად გამოლენჩებული არ იყოს ადამიანი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგი კითხვაა ...აი ძალიან კარგი . თემაც გაბედულია, რადგანაც ადვილი არაა საჯაროდ დაწერო, რაც შეგემთხვა. სამწუხაროა რომ კლავენ ადამიანებში სწავლის სურვილს. სისტემა საშინლად დაუხვეწავია.

++++++++++++++

ტემა მხოლოდ უმაღლეს განათლებაზეა და მგონი სატაურია დასაზუსტებელი -არა?

 

პ.ს. სწავლა სწავლად,,,,,გაყრილი და ჩარეცხილი პროფესურა ცალკე..... და ახალი"ნაბორი" რა პრინციპიტ გაკეთდა?

იგივე აფრასიძე კატედრის გამგე იყო ხომ? ტუტბერიძე პროფესორია...რამდენიმე პატარა გოგო-ბიჭი ვნახე რომლებიც კატედრებს ხელმძღვანელობენ მგონი არადა ბაკალავრები მეგონა....ძველ კადრებს მაშინ თუ გავკიცხავთ როცა ახალი ივარგებს- კარგი იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა მისცა ნებისმიერ მსურველს უმაღლეს სასწავლებლებში და მაგისტრატურებში ჩაბარების საშუალება ყველანაირი ჩაწყობის და ძმაკაცობა-ახლობლობის გარეშე, იმედია ახლო მომავალში იგივე გავრცელდება დოქტორანტურის გამოცდებზეც და მაშინ შეძლებ ჩაბარებას.

არ ვიცი რა გითხრა, მე ერთი რამე ვიცი ზუსტად, რომ იმის მიუხედავად, რომ ჩაწყობები აღარ არის, ეროვნულმა გამოცდებმა მოიტანა სხვა პრობლემები და ეს პრობლემები კონკრეტულად პროფესიას ეხება. ადამიანები ხვდებიან იქ სადაც არ უნდათ, რომ მოხვდნენ (პროფესიაზე ვამბობ)

 

რაც შეეხება იმას, რომ ხალხი გაყარეს და ა.შ. სტუ-ს გამოცდილებიდან გეტყვი, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესურის დიდი ნაწილი გასაყრელია იმ უბრალო მიზეზის გამო მათი ცოდნა დაძველებულია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. რა თქმა უნდა გაყრა არ ნიშნავს ავტომატურად სიტუაციის გაუმჯობესებას, მთავარია ვინ ჩაანაცვლებს ამ ხალხს

არსებობს გადამზადების პროგრამა, რომლისთვისაც ფულის გადაყრა უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ხალხის გაყრა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

.რამდენიმე პატარა გოგო-ბიჭი ვნახე რომლებიც კატედრებს ხელმძღვანელობენ მგონი არადა ბაკალავრები მეგონა..

4 წელი ბაკალავრიატი+2 წელი მაგისტრატურა = კათედრის გამგეს

ისიც საკმარისია თუ დოქტორანტია ( როგორ ხდებიან დოქტორანტები აგერ უწერია ნუკრიკოს)

გიკვირთ კიდე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

რამდენიმე პატარა გოგო-ბიჭი ვნახე რომლებიც კატედრებს ხელმძღვანელობენ

ეტყობა თქვენ გახვედერებენ პატარა გოგო-ბიჭ კათედრის გამგეებს, იმიტომ რომ მე არასდროს შემხვედრიან :ravic:

 

Nukriko

ადამიანები ხვდებიან იქ სადაც არ უნდათ, რომ მოხვდნენ (პროფესიაზე ვამბობ)

თვითონ არ წერენ ვარიანტებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...