Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

როგორც მარქსისტს ეს თემაც უნდა გამეხსნა :pupuza: :pupuza: :pupuza: :pupuza:

 

კარლ ჰეინრიხ მარქსი (გერმ. Karl Marx) (დ. 5 მაისი, 1818, ტრირი — გ. 14 მარტი, 1882, ლონდონი), იყო გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც გამოქვეყნდა 1848 წელს:

ვიკიციტატა

«ისტორია დღემდე არსებულ საზოგადოებების, არის ისტორია კლასობრივი ბრძოლის.»

 

მარქსი ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი ისევე როგორც წინამორბედი სოციალურ ეკონომიკური სისტემები, გარდაუვალად წარმოშობს შინაგან დაპირისპირებას რაც მიიყვანს მას თავისივე დესტრუქციისკენ. ისევე როგორც ფეოდალიზმმა ჩაანაცვლა სოციალიზმი, მას სჯეროდა რომ სოციალიზმი, თავის მხრივ ჩაანაცვლებს კაპიტალიზმს და კაცობრიობას მიიყვანს უსახელმწიფო, უკლასო საზოგადოებამდე სახელად კომუნიზმი. ეს მიიღწევა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის შემდეგ რომელსაც ეწოდება "პროლეტარიატის დიქტატურა": პერიოდს ხანდახან უწოდებენ "მუშათა სახელმწიფოს" ან "მუშათა დემოკრატიას". "კომუნისტური პარტიის მანიფესტის" პირველ მონაკვეთში მარქსი განმარტავს ფეოდალიზმს, კაპიტალიზმს და შინაგანი სოციალური დაპირისპირების როლს ისტორიულ პროცესში. [1]. მარქსი ამტკიცებდა სოციალურ ეკონომიური ცვლილების სისტემურ გაგებას. ის ამტკიცებდა რომ კაპიტალიზმის შინაგანი სტრუქტურული დაპირისპირება გარდაუვალს გახდის მისივე დასასრულს და გზას გაუხსნის სოციალიზმს. [2] მეორე მხრივ მარქსი ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივ ეკონომიური ცვლილება ხდებოდა ორგანიზებული რევოლუციური აქციით. ის ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმს დაასრულებს ინტერნაციონალური მუშათა კლასის ორგანიზებული აქცია. კარლ მარქსი, ერიკ დურგკეიმთნ და მაქს ვებერთან ერთად მოიაზრება თანამედროვე სოციალური მეცნიერებების არქიტექტორად.

 

აქამდე ფილოსოფოსები მხოლოდ განმარტავდნენ სამყაროს, არადა ამოცანაა – შევცვალოთ იგი!

კარლ მარქსი

 

ჩვენ ვიცით, რომ კომუნიზმი სწორი ჰიპოთზაა. ისინი, ვინც უარი თქვეს ამ ჰიპოთეზაზე, ავტომატურად დამორჩილდნენ საბაზრო ეკონომიკას, საპარლამენტო დემოკრატიას – კაპიტალიზმზე მორგებულ სახელმწიფოს ფორმას – და ამდენად, ყველაზე შემზარავ უთანასწორობათა გარდაუვალ და ‘ბუნებრივ’ ბატონობას.

ალან ბადიუ

 

კაპიტალიზმი – ესაა განსაცვიფრებელი რწმენა, რომ ადამიანთა შორის ყველაზე ბოროტნი ყველაზე უზნეო საქმეებს ადამიანთა საყოველთაო ბედნიერებისათვის სჩადიან.

ჯონ მეინარდ კეინზი

 

თუ კომუნისტური ჰიპოთეზა სწორი არაა, თუ ის გაუხორციელებელია, ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა როგორც ასეთი დიდად არაფრით განსხვავდება ჭიანჭველებისა და ძაღლებისაგან

ჟან პოლ სარტრი

 

რაიმე ახალი რომ შედგეს, რაღაც ძველი უნდა გაქრეს. შიში – იმედის საწყისი ფორმაა. ტერორი – ახლის პირველი ნიშანი.

ჰაინერ მიულერი

 

მე მშრომელთა ლიდერი არ ვარ. მე არ მსურს გახდეთ ჩემი, ან ვინმეს მიმდევრები. თუ თქვენ ელოდებით მოსეს, რომელმაც კაპიტალისტური სიველურიდან უნდა დაგიხსნათ, ადგილიდან ნაბიჯს ვერ დაძრავთ. რომც შემეძლოს, მე არ გაგიძღვებით აღთქმული მიწისაკენ, რადგან თუ იქ მე მიგიყვანთ, ვიღაც სხვა თქვენს იქიდან გამოყვანასაც შეძლებს. თქვენ საკუთარ თავებს, და ხელებს უნდა მიენდოთ, და თავად განთავისუფლდეთ თქვენი დღევანდელი ვითარებისგან

იუჯინ ვ. დებსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც მარქსისტს ეს თემაც უნდა გამეხსნა

:)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

60-იანი წლების დასასრულს მარქსისტულმა სოციოლოგიამ, როგორც იქნა, დაიწყო შეღწევა ამერიკულ სოციოლოგიურ თეორიაში. ამას ქონდა თავისი მიზეზები. ჯერ-ერთი, გაბატონებულ თეორიას (სტრუქტურულ ფუნქციონალიზმს) აკრიტიკებდნენ ბევრი პოზიციიდან, მომეტებული კონსერვატიზმის ჩათვლითაც. მეორე, მილზის რადიკალურმა სოციოლოგიამ და კონფლიქტის თეორიამ, თუმცა თავად არ წარმოადგენდნენ რთულ მარქსისტულ თეორიებს, საფუძველი ჩაუყარეს მარქსისტული ტრადიციების ამერიკულ თეორიას. მესამე, 60-იანი წლები გახდა ზანგების პროტესტის, ქალთა და სტუდენტური მოძრაობების გამოფხიზლების, აგრეთვე ვიეტნამში ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ერა. ამ დროის სტუდენტ მრავალ ახალგაზრდა სოციოლოგს იზიდავს რადიკალური იდეები. თავიდან ეს ინტერესები გამოვლინდა იმაში, რასაც მაშინ ეძახდნენ ,,რადიკალურ სოციოლოგიას”. რადიკალური სოციოლოგია სასარგებლო იყო, რადგან მუშაობდა, მაგრამ მსგავსად მილზის შემოქმედებისა, ის საკმაოდ არადამაჯერებელი იყო იმაში, რაც შეეხებოდა მარქსისტული თეორიის დეტალებს.

 

ძნელია შეარჩიო რომელიმე ერთი თეორია, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მარქსისტული თეორიის განვითარებისათვის ამერიკაში, მაგრამ ჰენრი ლეფევრის ,,მარქსის სოციოლოგია” მართლაც შეასრულებს მნიშვნელოვან როლს. მის მნიშვნელობას განსაზღვრავდა მთავარი არგუმენტი, რომლის თანახმად, მარქსი თუმც კი არ იყო სოციოლოგი, მაგრამ თავის შრომებში შეეხო მრავალ სოციოლოგიურ პრობლემას. სულ უფრო მეტი სოციოლოგები მიმართავდნენ როგორც თვით მარქსის შრომებს, ასევე მრავალი მარქსისტების იდეებს, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ მარქსისტული სოციოლოგიის განვითარებას. პირველ ხანებში ეს ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს ამერიკელმა თეორეტიკოსებმა დაიწყეს მარქსის სერიოზული კითხვა, მომავალში ისინი აღნიშნავდნენ მარქსისტული მოძღვრების მრავალი დებულების მნიშვნელობას.

 

ამერიკელ სოციოლოგებს უფრო იზიდავს კრიტიკული სკოლის საქმიანობა ვიდრე ვინმე სხვას, კერძოდ იმიტომ, რომ ის აერთიანებდა მარქსისა და ვებერის თეორიას. კრიტიკული სკოლის ბევრი ნაშრომი გადაითარგმნა ინგლისურ ენაზე, გამოჩნდნენ წიგნების კრიტიკული სკოლის შესახებ .

 

ამასთან ერთად, ასეთი მიმდინარეობისადმი ინტერესის ზრდა აღმოჩნდა მისთვის ინსტიტუციონალური მხარდაჭერის ტოლფასი. რამოდენიმე ჟურნალი მიაქცევს სერიოზული ყურადღებას მარქსისტულ სოციოლოგიურ თეორიას, მათ შორისაა ,,თეორია და საზოგადოება”, ,,მარქსისტული გამოკვლევები”, “თელოსი”. 1977 წელს მარქსისტული სოციოლოგიის სექცია შეიქმნა ამერიკულ სოციოლოგიურ ასოციაციაში. ამერიკაში პოპულარობა მოიხვეჭეს არა მხოლოდ თეორეტიკოს_კრიტიკოსების პირველმა თაობამ, არამედ შემდეგი თაობის წარმომადგენლებმაც, მათ შორისაა იურგენ ჰაბერმასი.

 

მაგრამ 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და მსოფლიოში მარქსისტული წყობის კრახის გამო მარქსისტულ თეორიას მძიმე დღეები დაუდგა. ზოგიერთები დარჩნენ ,,არაგარდაქმნილ” მარქსისტებად; სხვებმა შექმნეს მარქსისტული თეორიის სახეშეცვლილი ვერსია (ქვემოთ იხ. პოსტ-მარქსისტების მსჯელობები; არსებობს აგრეთვე ჟურნალი ,,მარქსიზმის ხელახალი გააზრება”). სხვები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თავი უნდა დაანებონ მარქსისტულ თეორიას. ამ ბოლო თვალსაზრისს ატერებს რონალდ არონსონი წიგნში ,,მარქსიზმის შემდეგ” (1995). წიგნის დასაწყისში მოთხრობილია ასეთი ისტორია: ,,მარქსიზმი დასრულდა და ჩვენ დავრჩით საკუთარი თავის ამარა”. და ჩვენ ეს გვესმის აღიარებული მარქსისტისაგან! მიუხედავად არონსონის ვარაუდისა, რომ ზოგიერთები გააგრძელებენ მუშაობას მარქსისტულ თეორიაში, ის აფრთხილებს, რომ მათი მოღვაწეობა არ გახდება ნაწილი სოციალური გარდაქმნების უფრო დიდი მარქსისტული პროექტისა. ეს ნიშნავს, რომ მარქსისტული თეორია აღარ არის, როგორც უნდოდა მარქსს, დაკავშირებული საზოგადოებრივი ბაზისის შეცვლის გეგმასთან; ეს თეორია პრაქტიკის გარეთაა. ყოფილი მარქსისტები თავისთავად, იმ აზრით, რომ მეტი ვეღარ დაეყრდნობიან მარქსისტულ გეგმას, იძულებული იქნებიან ქიშპობა გაუწიონ თანამედროვე საზოგადოებას ,,საკუთარი ძალითა და ენერგიით”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეომარქსიზმი

არაერთგვაროვანი ფილოსოფიური, იდეოლოგიური და პრაქტიკულ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლიც აგრძელებს მარქსისა და ენგელსის მოძღვრებას. ნ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყალიბდება. აკრიტიკებს რა ლენინიზმს და მის პრაქტიკულ რეალიზაციას, ნ. ცდილობს მოახდინოს მარქსის შრომების ახლებური ინტერპრეტაცია. ნ-ის ყურადღების ცენტრშია ადამიანის გაუცხოებისა და იმ პირობების მოხსნა, რომელიც გვიანკაპიტალისტურმა საზოგადოებამ (spetkapitalismus) შექმნა (ძირითადი თემაა დამოკიდებულება სოციალისტურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებს, მდიდარ ინდუსტრიულ ქვეყნებსა და მესამე სამყაროს ღარიბ ქვეყნებს შორის). ნ-ის თეორეტიკოსები პოლიტიკურად ახლოს დგანან ახალ მემარცხენეებთან. ნ-სტული მიმდინარეობა წარმოდგენილია დიორ ლუკაჩის, ჰერბერტ მარკუზეს, მაქს ჰორკჰაიმერის, თეოდორ ადორნოს, ერიხ ფრომის, იურგენ ჰაბერმასის, ერნსტ ბლოხის ნააზრევის სახით. ნ. XX ს-ის ოციან წლებში გაჩნდა ჰეგელიანური მარქსიზმის იმ ვერსიის ნიშნის ქვეშ, რომელიც დაკავშირებულია დ. ლუკაჩთან და კ. კორშასთან. აღნიშნული ვერსიის ყურადღების ცენტრში პროლეტარიატის მიერ თავისი მისიისა და ისტორიის „ობიექტური ჭეშმარიტების“ რეალიზების პოლიტიკური და სულიერი წანამძღვრები იყო. 30-40-იან წლებში პირველ პლანზე გამოდის ფრანკფურტის სკოლასთან დაკავშირებული ჰეგელიანური მარქსიზმის სხვა ვერსია. მისი თეორეტიკოსები (მ. ჰორკჰაიმერი, თ. ადორნო) ეჭვქვეშ აყენებენ პროლეტარიატის პოტენციურ უნარს კრიტიკული, არაფეტიშური თვითშეგნების მოპოვების შესახებ. 50-60-იან წლებში ავანსცენაზე „ინდივიდუალისტური მარქსიზმის“ სხვადასხვა მიმდინარეობები ჩნდება: ფროიდო-მარქსიზმი (ე. ფრომი, გ. მარკუზე), ეგზისტენციალური მარქსიზმი (მ. მერლო-პონტი, ჟ.პ. სარტრი), ფენომენოლოგიური მარქსიზმი (ე. პაჩი, პ. პიჩონე). მათ ამოცანას ადამიანის განთავისუფლების პოტენციალის ძიება შეადგენდა, რომლის პოვნასაც ისინი ისეთი ადამიანის სუბიექტურობის სიღრმეში ცდილობდნენ, რომელიც სოციალურობის შედეგად გაუპიროვნებას არ განიცდიდა. 60-იანი წლებიდან სტრუქტურული მარქსიზმი განვითარდა (ლ. ალტიუსერი, მ. გოდელიე, პოლიტიკური თეორიის სფეროში ნ. პულანცასი). მისი პათოსი „ისტორიის ობიექტური ჭეშმარიტების“ უფლებებში აღდგენაა, რომელიც მან სუბიექტივისტური მიმდინარეობების შედეგად დაკარგა. ინგლისურენოვან ქვეყნებში ნ. სოციოლოგიისა და პოლიტეკონომიის სფეროში განსაკუთრებული ტენდენციის სახით ვითარდება, რომელსაც ანტიპოზიტივისტური მიმართულება აქვს (ჩ.რ. მილსი, ა. გოულდნერი, პ. ბარანი, პ. სუიზი და სხვ.). თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ნ. უპირატესად მემარცხენე და მემარცხენე-ლიბერალურ, უპირველესყოვლისა, საუნივერსიტეტო ინტელიგენციაში ვრცელდებოდა. მისი რეალურ პოლიტიკაში გამოვლენა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის მინიმალური იყო. თვით ნ.-ის თეორეტიკოსების აღიარებით, პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიისა და ტაქტიკის გამომუშავება ყოველთვის იყო და რჩება მის სისუტედ. დ. ლუკაჩის (1885-1971) თანახმად, სოციალიზმის ისტორიულად აუცილებელი გამოჩენა ასპარეზზე კაპიტალიზმის თვითუარყოფის დიალექტიკური მოძრაობის შედეგია. კაპიტალისტური წარმოების წესი იწვევს იმას, რომ ადამიანთა შორის დამოკიდებულება ემსგავსება საგანთან დამოკიდებულებას (გასაგნება). საქონელი იქცა საერთო საზოგადოებრივ უნივერსალურ კატეგორიად. ეს პროცესი პროლეტარიატის რევოლუციურ-კლასობრივი ცნობიერების გადატრიალებას იწვევს, რამაც შესაძლოა კაპიტალიზმის „გამასაგნებელი“ სტრუქტურა რევოლუციური მოქმედებით დაძლიოს. ნ-ის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფოსების (ადორნო, ფრომი, ჰორკჰაიმერი, მარკუზე) კრიტიკულ თეორიას. შრომაში „განმანათლებლობის დიალექტიკა“ (1947) ადორნო და ჰორკჰაიმერი მიუთითებდნენ თანამედროვე კაპიტალიზმის წინააღმდეგობაზე და ცდილობდნენ მარქსიზმზე ორიენტირებული კრიტიკულ-დიალექტიკური პერსპექტივის დაფუძნებას. ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლების უმრავლესობა ასევე უარყოფს კაპიტალისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ წმინდა ტექნიკურ-მიზანრაციონალურ აზროვნებას, ინსტრუმენტულ გონებას და აქედან გამომდინარე საბჭოთა მარქსიზმის თეორიასა და პრაქტიკას. ე. ბლოხი ხაზს უსვამდა მარქსისტული აზროვნების მომავალზე მიმართულ ასპექტს და აგებდა „მომავლის პრინციპზე“ დაფუძნებულ ყოვლისმომცველ ფილოსოფიას. ბლოხის თანახმად, უტოპიური აზროვნება არსებითია ადამიანისათვის და იგი სოციალურ უტოპიაშია წარმოდგენილი. ი. ჰაბერმასი ეხება კრიტიკული თეორიის და მარქსიზმის შემეცნებით და მეცნიერულ-თეორიულ დასკვნებს. ბურჟუაზიული საზოგადოების რეპროდუქცია როგორც ადრე, ასევე ახლაც ლატენტურად შეიცავს მასალას კრიზისისათვის და მას საზოგადოებრივად წარმოებული სიმდიდრის მითვისების ასიმეტრია ახასიათებს. საზოგადოებრივი ინტერესები შეიძლება ლეგიტიმური იყოს მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი გადამოწმდებიან „პრაქტიკული დისკურსით“. საჯაროობის პრინციპი, როგორც ბატონობისაგან თავისუფალ სივრცეში ინტერესთა კონფლიქტის კომუნიკაციური განხორციელება-გატარების გამჭვირვალობის პირობა, თანამედროვე კაპიტალიზმში შეუძლებელია. ნეომარქსისტ მოაზროვნეებს შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე ფრანგი და იტალიელი მოაზროვნეები: ჰ. ლეფევრი, რ. გარაუდი, მ. მერლო-პონტი, ჟ.პ. სარტრი, ლ. ალთიუსერი, გალვანო დელა ვოლპე, ჩეზარე ლუპორინი, ჩეხი ფილოსოფოსი კ. კოზიკი, რ. კალივოდა, იუგოსლავიელი მოაზროვნეები გ. პეტოვიჩი, მ. მარკოვიჩი, ს. სტოიანოვიჩი, პოლონელი ლ. კოლაკოვსკი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

აბზაცებით წერე გთხოვ, თორემ ძალიან ძნელი წასაკითხია ასეთი პოსტები. არადა მაინტერესებს, ჭილაძე ხომ არა ხარ შე კაცო....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

აბზაცებით წერე გთხოვ, თორემ ძალიან ძნელი წასაკითხია ასეთი პოსტები. არადა მაინტერესებს, ჭილაძე ხომ არა ხარ შე კაცო....

asesino_141

 

თვითონ არ წერს, აკოპირებს. :givi:

 

აი მაგალითად ბმული, საიდანაც გადმოაკოპირა:

 

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=5469

 

მაგდენი წერის ნიჭი ვინ მისცა ნუკრიკუნას :)) :)) :))

 

ეხლა გავარდება და ლაშა_ალოსთან ჩამიშვებს, ნახე აზრმა რა მითხრა და რა მიყოოოო :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

აბზაცებით წერე გთხოვ, თორემ ძალიან ძნელი წასაკითხია ასეთი პოსტები. არადა მაინტერესებს, ჭილაძე ხომ არა ხარ შე კაცო....

ეს თემა მინდა იქცეს მარქსიზმის ბიბლიოთეკად ნაწილობრივ.თუ რამე ინფორმაციას იშოვი, ქართულად დადე ხოლმე.

ნაწილობრივ კი მარქსიზმზე დიალოგით

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...
  • 8 months later...

Saturn

თუ ჟიჟეკს გულისხმობ ის ფილოსოფოსია, საკმაოდ ცნობილი და აღიარებული.

 

რაც შეეხება წვერს, წვერს მეც ვატარებ, მარა არა იმიტომ რომ მარქსს ვბაძავ, არამედ იმიტომ რომ გაპარსვა მაღიზიანებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...