Jump to content
Planeta.Ge

მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე


Recommended Posts

proletari

ეს სპეციალურად თქვენთვის

 

http://lleo.aha.ru/na/ge/

ეს კი თქვენთვის: გაფრთხილება +20 % ფორუმელის შეურაცხყოფისათვის.

 

რაც შეეხება ამ ხელმოწერას:

მე ვარ ჰომოსექსუალი, მაშასადამე მე ვარ ქართველი დემოკრატი

ერთხელ უკვე გაგაფრთხილე სიტყვიერად, რომ იგი შეურაცხმყოფელია ფორუმის იმ წევრებისთვის ვინც თავს ქართველ დემოკრატად თვლის. თუ ხელმოწერა საღამომდე არ შეიცვლება, უკვე ვორნს მიიღებ, შემდეგ კიდევ არ შეცვლის შემთხვევაში კი - ბანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 181
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Saturn

რა გითხრათ, რით გაგახაროთ? 038.gif რეალურად არანაირი სხვაობა მასა და ვთქვათ რეალ ტვ -ს ჟურნალისტებს შორის არაა. ესეც ანგაჟირებულია და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ემსახურება და ისინიც. ამაშია ჩვენი უბედურება.

დაიცა - ეს შენი პოსტი არარის?

რეალ-თივი ვისია? დონაძის - აბა ვინ შეადარა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სულ ერთი არაა. ახლანდელზე უარესი სიტუაცია ნამდვილად არ მინდა იყოს. დაცვას რაც შეეხება, მხოლოდ და მხოლოდ ვცდილობ თქვენს მსჯელობებში არსებულ სერიოზულ შეცდომებზე მიგითითოთ, თქვენ კი ამას დაცვად აღიქვამთ. ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა (ნებისმიერი ხელისუფლების) არ ნიშნავს ავტომატურად უკეთესის მოსვლას და არც ყველა გზა არ არის გამოსადეგი მის შესაცვლელად იმ თვალსაზრისით, რომ ძალადობრივი გზა პრაქტიკულად არასდროს არ იწვევს სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, უფრო პირიქით.

სატურნ, შენ თუ დონაძესა და კომახიძეს შორის განსხვავებას ვერ ხედავ,

მე ან სხვას მითითება მისცე პოლიტიკასთან დაკავშირებით-უბრალოდ საკუთარი

კომპეტენტურობის არასწორად გააზრებაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

უბრალოდ ჩემი აზრით განსხვავება არაა მათ შორის თვისობრივი მეთქი დავაფიქსირე.

სწორედ თვისობრივ განსხვავებაზე მიგითითედ მე. რა თქმა უნდა ეს მარტო დონაძეს და კომახიძეს არ ეხება.2003 წლის ნოემბერში მეც რუსთაველზე ვიდექი. ორჯერ ნაცებთან ერთად სიაში ვიყავი და თუ მათ ქმედებაზე თვალს დავხუჭავდი და მიშას ოსანას ვუმღერებდი, როგორც მინიმუმი პარლამენტარი ვიქნებოდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

 

ეს კი თქვენთვის: გაფრთხილება +20 % ფორუმელის შეურაცხყოფისათვის.

 

რაც შეეხება ამ ხელმოწერას:

ერთხელ უკვე გაგაფრთხილე სიტყვიერად, რომ იგი შეურაცხმყოფელია ფორუმის იმ წევრებისთვის ვინც თავს ქართველ დემოკრატად თვლის. თუ ხელმოწერა საღამომდე არ შეიცვლება, უკვე ვორნს მიიღებ, შემდეგ კიდევ არ შეცვლის შემთხვევაში კი - ბანს.

მე არ ვარ მართმადიდებელი, მაშასადამე აღარ ვარ ქართველი!!! ჰურაა

 

ამაზე ალბათ უკვე მიცემული გაქვთ ვორნი.

 

გაგინო? არა, ისედაც შეგინებული ხარ ცხოვრებით.

 

ეგ შენი ვორნები კი დაახვიე და ერთ ადგილას გაირჭე.

 

ამიტომაც არ მომწონს ნაც.ბოლშევიკები, პატარა კომლექსიანი კაცუნები, რომლებსაც ჰგონიატ რომ თუკი რაიმე სკამზე დასვეს, შენს შემტხვევაში კი მოდეატორის. რაიმეს წარმოადგენენ და თავის კომლექს იკმაყოფილებენ.

 

კიდევ ეთხელ ვამბობ, ჩემი ეს ხელმოწერა სწორედ ამ იუზერის ხელმოწერის დასაცინად იყო დადებული. მაგრამ, განა ნაც.ბოლშევიკი თავისი თანაპარტიელის ტყავს დახევს.

 

ვორნი გაიკეთე ერთ ადგილას.

 

 

 

 

 

ამ ამაღლებულ ნოტაზე ვემშვიდობებით პატივცემულ proletari -ს სულ ორიოდ დღით :( მიზეზი ალბათ ნათელია და აღარ დავწერ.

პატივისცემით, Saturn

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც მინიმუმი პარლამენტარი ვიქნებოდი.

შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა:( ხომ ვივლიდით გაზიზინებული ზაწიმნიონი მანქანიტ ფორუმელები ხალიავა პურისჭამებზე:))

 

 

 

 

 

 

 

ა...........თუ გეზე იქნებოდი :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მე ან სხვას მითითება მისცე პოლიტიკასთან დაკავშირებით

პოლიტიკასთან დაკავშირებით არ გაძლევ მითითებას. მოდერატორს არ აქვს უფლება შენი პოლიტიკური მრწამსი გააკონტროლოს. აი უზრდელობა სულ სხვა რამეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ ვარ მართმადიდებელი, მაშასადამე აღარ ვარ ქართველი!!!

ეს ციტატაა პროლეტარ -სამწუხაროდ ზოგი იუზერი ესე ფიქრობს( მათი ტვინნაჟურია)

შენი სიგნაჩა კი შეურაცხოფაა ვინაიდან ფორუმიდან , იუზერის ტვინნაჟურიდან ამონარიდი არაა.

სამწუხაროა რომ 2 დღე შენს ფრიად სახალისო ავატარს ვერ ვიხილავთ:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

სულ ტყუილად მიეცი ბანი - ემოციებს აყევი, ეს ჩემი აზრია

ემოციებს რომ ავყოლოდი, მეც იგივე ლექსიკით ვუპასუხებდი როგორითაც თვითონ მომმართა. არაფერს არ ავყოლილვარ. შეურაცხყოფა დასჯადია. და დაისაჯა კიდეც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ჩადი სარდაფში- დაგიწერე ჩემი აზრი

წაშალე აქედან ფლუდები - სერიოზული თემაა და ნუ გადაგაქ ყურადღება შენ ძვირფას პერსონაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა ხომ ვივლიდით გაზიზინებული ზაწიმნიონი მანქანიტ ფორუმელები ხალიავა პურისჭამებზე

არა მასეთ მანქანას კომიტეტის თავჯდომარეობა უნდა. მაგდენს ვერ დავლევდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

:))

 

არაფერი ახალი მასალა არაა ხომ ვახოიას დემარშზე სახელმწიფოს წინააღმდეგ თAვისი გამორჩენის სასარგებლოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. სპეციალურად, “პრესა.გე"-ს მან ინტერნეტის საშუალებით წერილი გამოუგზავნა, რომელშიც თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რის გამოც იგი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ კომახიძის მეუღლემ ქეთი ფოფხაძემ განუცხადა, ვახტანგ კომახიძესთან განხორციელდა მუქარის ზარი, სადაც მას ოჯახის წევრების სიცოცხლით დაემუქრნენ. ~იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა~, - აღნიშნა კომახიძის მეუღლემ. ამჟამად კომახიძე ჟენევაში, ლტოლვილთა თავშესაფარში იმყოფება.

~მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი, ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ.

მუქარა მოჰყვა ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან და ქალბატონ მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში ვიზიტს, სადაც მივიღე მნიშვნელოვანი მასალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ზეწოლა დაიწყო სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ წარმოებული ღია კამპანიით, რასაც მოჰყვა ქუჩაში დახვედრა და ხელისუფლების სახელით მკაცრი მუქარა. დევნა და თვალთვალი იქამდე მივიდა, რომ თბილისიდან ჟენევაში გამომგზავრებისას, თბილისის აეროპორტში გამთენიის 4 საათზე ~გაცილება“ მომიწყო კუდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ, მისი ყველაზე ცნობილი სახეების მონაწილეობით.

იმის გამო, რომ დევნის საქმე დეტალურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული, უფრო დეტალური ინფორმაციის და მტკიცებულებების საჯარო გამჟღავნებისგან თავს ვიკავებ.

დოკუმენტური ფილმი, რომლის გამოც განხორციელდა მუქარა, ასახავს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს და ვფიქრობ, ეს ინფორმაცია უაღრესად საინტერესოა საქართველოს საზოგადოებისთვის. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მტკივნეული საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგალითად ის, რომ ომამდე ორი დღით ადრე 6 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრი ცხივნალის ხელისუფლებას უთანხმებდა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს, როცა, სრულიად დაუცველი ქართული მოსახლეობა ხელში შეატოვა რუსეთის არმიას, თუ ჩემს ხელთ არსებულმა რაიმე სხვა ინფორმაციამ აღძრა ხელისუფლების აგრესია ჩემი მისამართით. თავშესაფრის მოთხოვნა ერთადერთი გარანტირებული გზა იყო, რომ ფილმი დასრულებულიყო იმ სახით, რა სახითაც მას საზოგადოება აუცილებლად ნახავს.

და ბოლოს, ამ ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლებლობებზე ჩემი ცოდნა და წარმოდგენა მაიძულებდა თავშესაფრის მოთხოვნით და ამ განცხადებით შემექმნა ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. ამასთან ერთად, დღევანდელი საკომუნიკაციო შესაძლებლობების გამოყენებით, ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს დადგეს ის დრო, როცა საქართველო აღარ იქნება განდევნილი ადამიანების სამშობლო“, - წერს ვახტანგ კომახიძე წერილში.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124895.html

 

ასეთი სარგებლობა მოაქვს პლანეტა.გე–ს მედიისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...