Jump to content
Planeta.Ge

"ჩემი ბავშვობის თბილისი"


Recommended Posts

ამასწინად რჩეულიშვილისშესახებ რაღაცეებს გადავავლე თვალი და მაშინდელი თბილისის მოგონებები სასიამოვნოდ მომხვდა თვალში.

ყველას თავისი ბავშვობის თბილისი გვაქვს: ჩემი თბილისია ჭავჭავაძეზე სანამცხვრე "ფრანცია"

ვაკის-პარკში ვეტერანების და პენსიონერების სხადნიაკები ჭადრაკის თამაშით...

"სალიუტების" ყურება ფუნიკულიორზე რესტორნის გალერიის ქვეშიდან.....

გავაგრძელებ მერე....... ჯერ თქვენი თბილისური ბავშვობა დაპოსტეთ:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ბავშვობა სუკონკაა.

სიზმრებში ეხლაც იქ ვცხოვრობ :D

გრუზინი ნა არმიანე ვთამაშობდით ფეხბურთს.(არ გამლანძღოთ ეს ტოლერანტი კაცი. :D )

კიდევ- უკანა ეზოში საქანელები იყო. ჰო კაროს წყარო :D მისი ხილი . :D რათქმაუნდა სუკონკის სტადიონი. სომეხი დირექტორი ყავდა ამ სტადიონს. ჩერდაკში პაპიროსების მოწევა , პირველი ღერი ######### იყო და ვაგდებდით ან ვინც არ გვევასებოდა იმას ვაძლევდით.

სანაპიროზე სეირნობა მიყვარდა . დღეს სულ რომ რესტორენებითაა დაფარული და დაამახინჯა ქალაქის იერსახე.(თუმცა არც მაშინ იყო გადასარევი) 2 აუზი -ერთი სანაპიროს დასაწყისში იყო , მეორე ბოლოში. გომბეშოებს ვაწვალებდით და იქიდან. :D

22 სკოლა ....ლილი ნიკოლაევნა ჩვენი დირექტორი, ლამარა მასწ -დამრიგებელი .:(

დეკორაციული ცვლილებები მოხდა . ხალხი შეიცვალა და რამდენიმე ელემენტი დაემატა. სხვა იგივეა .

ჰო ლეგენდარული ფრაზა -

დიდუბელი ვარ ძმაო ,სუკონკელი :D

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შვებულებაში რომ ჩამოვდიოდით მამას დავყავდით კაფე "მეტროში" - სასტუმრო "ივერია" ააშენეს მერე ომ ადგილზე - ნაყინს გვაჭმევდენ იქ.

კიდე ფუნიკულიორის ვერანდაზე რესტორანი მახსოვს კარგად - უფროსები ცეკვავდენ, ჩვენ ქალაქს ვუყურებდით

სტუდენტობაში "მუხამბაზი"ს ბარი და ფუნიკულიორის "წითელი ბარი"

ზაფხულში არ მიყვარდა თბილისში ჩამოსლა, ფეხები მქონდა დალეწილ-დაჩხაპნილი და მშობლები კალგოტკას მაცმევდნენ სტუმრად, რომ მივდიოდით - ეს ბავშვი სად გინდა გამოაჩინოვო ( მამაჩემის ტექსტი) :user:)

ხო, ძალიან მიკვირდა სკოლის გოგოებს ბაფთები რომ ეკეთად (მე ესე არავინ მატარებდა და არც არავინ მაძალებდა) - მაგარი სისულელე იყო :user:)

ერთხელ სექტემბერში მოგვიწია შვებულებამ და 128 სკოლაში გამამწესეს ( მეცხრე კლასში) - შოკი მიიღო იმ სკოლის დირექციამ და ბოვშებმა - მინი-კაბა მეცვა და მაქმანებიანი ბლუზა, კინაღამ მოკვდა დარდით სასწავლო ნაწილი :)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგი პოსტებია -დიდი სიამოვნებით წავიკითხე-იმედია თემა კარგად განვიტარდება!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიხსენებ, ვიხსენებ და რაღაც ჩემი ბავშვობა ძირითადად ჭამას უკავშირდება და, მშიოდა ნეტა თუ როგორ იყო? :buchti: გავარკვევ ჯერ ოჯახში და მერე დავწერ.

 

ძაან პატარა რო ვიყავი ზოოპარკში სულ სპილოს ყურება მომწონდა,მთავარი მიზეზი ის, იყო, რო იქვე სოსისები და შავი პური იყო კაფეში და მინდოდა :buchti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბავშვობის თბილისი ამის გარეშე არ იყო:

ნუ თუ მასეა საქმე ეს ფოტო უფრო მოუხდებოდაhttp://s42.radikal.ru/i098/1002/b2/e91721ef9399.jpg :buchti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიროვის(ეხლანდელი ვერის) პარკი მქონდა გადათელილი. სკოლაც იქვე მქონდ 51 საშუალო.. ეხლაა ცოტა გარედან ვიდზე, თორე ჩემს ბავშობაში ჩვეულებრივი სკოლა იყო, ოღონდ რატომღაც ქალაქში ერთ-ერთ სვეცკი სკოლად ითვლებოდა. ისე სიმართლე რო ვთქვა ვისაც სწავლა უნდოდა სწავლობდა.არ იყო მაგის პრობლემა.

კიროვის პარკში (ვერელები თუ შემოდიხართ გემახსოვრებათ) ეკლესიასთან ცხოვრობდა ქურთი მეეზოვე,სახელად გულო.. მსგავსი მზესუმზირა რასაც ეგ სახლიდან ყიდდა იმის შემდეგ არ გამისინჯავს არსად..

შატალო მახსენდება კიდე, ოღონდ სად მივდიოდით ეგ აღარ მახსოვს. მთავარი იყო გაკვეთილიდან გამოვპარულიყავით. კაი ბიჭობად ითვლებოდა.

ხოო კიდე პიონერებში რო არ მიმიღეს ( ზუსტად არმახსოვს რატო) მთელი ღამე ვტიროდი, სკოლაში რო მივედი მმთელი კლასი წიტელი ყელსახვევით დამხვდა.ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი კოშმარი და იმედგაცრუება მაგ ასაკში. :)) :)) ნუ შემდეგ ძაან მალე მიმიღეს ეგრევე.

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საპატიო ყარაულში დგომა 40 გრადუსიან სიცხეში , და პარადისთვის მარშიროვკები ესეც კარგად მახსენდება...ფეხბურთზე დავყავდი მამაჩემს ,ერთი სული მქონდა როდის წავიდოდით სტადიონზე..შესვენებისას ლატარეა თამაშდებოდა და ერთხელ ბურთი მოვიგე . :) :) :)

ხო კიდე სკოლის პერიოდში (უუფრო დაწყებითი კლასების) იყო პირველი სიყვარული. მაგრამ ეხლა მაგის სახელიც კი არ მახსოვს :)

 

 

მაგრამ მემგონი თემას გადაუხვიე და "ბავშობის თბილისის" მაგივრად "ჩემი ბავშობა" გავიხსენე. :) :)

 

რუსთაველის მეტრსთან ფილარმონიისკენ რო მიდიოდი მანდ იყიდებოდა გლიასე .მაგის გემო ეხლაც მახსოვს და ეხლანდელი მაკდონალდსის წინ <მაშინ აეროფლოტის სალაროები იყო გაზიანი წყლის აპარატები იდგა.5 კაპიკს რო ჩააგდებდი და მწვანე და წითელი წყალი მოდიოდა. :) :) მარა მერე აირია ქვეყანა ჯერ ჭიქები გაქრა მაგ აპარატებიდან, შემდეგ კი თავად აპარატები.

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიხსენებ, ვიხსენებ და რაღაც ჩემი ბავშვობა ძირითადად ჭამას უკავშირდება

არადა ბავშვობაში გაცილებით ჯანსაღად ვიკვებებოდი :))

ბავშვობის თბილისი ამის გარეშე არ იყო:

ოოოო , ყველა თამაშს ვუყურებდი, არ ვმაზავდი , მაგრამ იმ დღეს სიცხემ ამიწია. დამეძინა და მხოლოდ ნაპეხმელიარი თბილისი მახსოვს :))

მუაგარი იყო. საერთო სიხარული ასწორებს. გახარებული , ლაღი თბილისი.

რუსთაველი-

რაღაც წრეზე დავდიოდი კავშირგაბმულობის სახლში , დღეს რომ არ არსებობს , კიტოვანის გამოფენისას მოისპო.

რუსთაველი შესამჩნევად შეიცვალა . პატარა ცვლილებებიც კი საგრძნობლად აისახა იერსახეზე.

სადღაც მართლა დღესაც რუხი ქალაქია თბილისი. მაშინ ხომ საერთოდ....

რატომ ევასებოდათ კომუნისტებს ამ ტიპის არქიტექტურა ვერ გეტყვით.....რაღაც აკლდა და აკლია ნამდვილად ქალაქს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოო კიდე პიონერებში რო არ მიმიღეს

414 დევიზიის ვეტერანებმა დამკიდეს ჰალსტუხი :)) მაგას რა დამავიწყებს. ერთგვარი შეგრძნება იყო რომ სულ მთად ბალღიდან ცოტა მოზარდად ვიქეცი. ისე მაგარი არ მიყვარდა ეს კომუნისტური ფიცფუცები და ზნაჩოკები.

და პარადისთვის მარშიროვკები

ყოველთვის თავს ვარიდებდი.

ერთხელ ამ საიტის ადმინისტრატორმა ყვავილები ედუარდს მიართვა :) , მაგრამ ფიზიკურად ხელში ვეღარ დაიკავა და ჯუმბერ ილიჩს დარჩა. :) სულ პაწაწკინტელა ვიყავი. გამოფენაზე ხდებოდა ეს ამბავი .

უი, უი ეს დიდუბური ცხოვრების ცენტრი იყო :) რეიგანის დროს ამერიკელებმა ჩამოათრიეს კომპიუტერები და მაშინდელი ტექნოლოგიები. დოდონა კიზირია იჯდა თუ არ ვცდები შემოსასვლელში. ბენგლზის კომპაქტებს ვატრიალებინებდი იანკებს ყოველ შესვლაზე. მაგარი რიგები იყო .ნუ ჩვენ ღობიდან ვძვრებოდიოთ. მილიციელებმა რამდენჯერმე ამის გამო ყურები ამახიეს :))

დღეს რა დღეშია იქაურობა არც ვიცი.არადა კარგი აურის ადგილია. იმდენი რამე გამახსენდა მარტო ვედენხაზერომ რომ მოვყვე 100 გვერდამდე ავა თემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენს ბავშვობას უკავშირდება კინო "გაზაფხული" იქ სულ ისეთი ფილმები გადიოდა, რაღაცნაირი :buchti: ლაღიძის ხაჭაპურები, პლეხანოველი კიკა და გიჟი მარინა. :user::
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავისუფლების მეტროს წინ ეხლა რომ საპარიკმახერო სალონია, კუთხეში იყო ავიასალარო . დიდ ვიტრინაში იყო თვითმფრინავის მაკეტი ( თავი ჰქონდა ახდილი) - ყველაფერი ნამდვილი თვითმფრინავივით ჰქონდა, ვაფრენდი მანდ მისცლაზე :D)

ხო კიდე რუსთაველზე იყო მაღაზია "ლუქსი" და იმის ვიტრინაში მამაკაცის უშველებელი ფეხსაცმელი იდო :()

დედაჩმეს სულ ვეკითხბოდი - ამას ვინმე იყიდის?

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო კიდე რუსთაველზე იყო მაღაზია "ლუქსი" და იმის ვიტრინაში მამაკაცის უშველებელი ფეხსაცმელი იდო 113.gif

დედაჩმეს სულ ვეკითხბოდი - ამას ვინმე იყიდის?

kisa

რა მაგარი დრო გამახსენე არ იცი .. :love1:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძAლიან კარგი აურაა ამ თემაში- სიამოვნებას ვღებულობ რომ ვკითხულობ:)

 

მე კიდევ გავიხსენებდი მეტრო რუსთAველთAნ კედელი რომ არის იქ იყო სანაყინე...ბუნდოვნად მახსოვს მგონი დიდი მუყაოს პინგვინი იყო შესასვლელთAნ აყუდებული...მანდ იყო მარტო გლიასე და მწვანე ნაყინის ბრიკეტები...

კიდევ მახსოვს ბაღი სამაია,,,ძალიან მიყავრდა ის ძეგლ-შადრევანი. იქვე იყო ფოტოგრაფი და ყოველიწლის შემოდგომაზე მე და პაპაჩემი მანდ ვიღებდით ფოტოს...მერე ვიტრინაში ქონდა გამოკიდული იმ ფოტოგრაფს...და ძAლიან ვამაყობდი ვთვლიდი რომ ულამაზესი პაპა რომ მყავს იმიტომ კიდებდა:( პაპაჩემი კი თურმე თვლიდა რომ ჩემს გამო ეკიდა...რომ გარდამეცვალა ბოლო სურათი კიდევ დიდხანს იყო იქ......ფოტოგრაფმა ტქვა ესეთი ლამაზი კაცი არასდროს გადამიღიაო,,,,

კიდე მსახიობი-კომიკოსი გახსოვთ ჩანთლაძე თEნგიზი? ჩვენი ფანჯრები მის აივანს და სამზარეულოს უყურებდა...დილას რაფაზე დავჯდებოდი და ბებიაჩემს ვეძახდი მოდი მოდი იმ მსუქანმა კაცმა გაიღვიძაო..სამზარეულოს ამცივრიდან რამერუმეებს რომ გამოილაგებდა, მერე აივანზე გამოდიოდა და მეორე მაცივრიდანაც რაღAცეებს ამატებდა და ჩვენ ამაზე ვკაიფობდიტ....მერე თინეიჯერობისას ვნახე კომედიის თეატრში და იქ ვიცანი "მუდამ მშიერი" მეზობელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გლიასე

სიგარეტის სუნის გასაყვანად ვიყენებდი. 15 კაპიკი ღირდა :)

კიდე მსახიობი

ჩემი მეზობელი საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო -ბადრი ბეგალიშვილი.მისი შვილი ე.წ ტრუსიკის ძმაკაცია.მის ოჯახში დავლიე პირველად ღვინო ....მისმა შვილმა მაცთუნა (ისიც მსახიობია, ისიც ბადრი )

და მოვწიე სიგარეტი.(ბოროტი ეგ :D )

მუსკომედიას არ ვმაზავდი. ტევიე მერძევე,კახელები ბამში,მაია წყნეთელი....ყველა პრემიერა...

დღეს პატარა ბადრიც(რაღა პატარაა ,მაგრამ მაინც :D) წამყვანი არტისტია.დედამისიც,ორივე ძმაც აგრეთვე წინაპრებიც :D .თეატრი თავისი კულისებით ამ ოჯახმა გამაცნო.

რაც თავი მახსოვს . სულ ერთად ვიყავით,სულ მატყუებდა თან :D

+ ფეხბურთიც ."ბადრიებს" თან დავყავდით ზაპასნოი პაკრიშკასავით :D მსახიობების და ფეხბურთელების გვერდით ცხადია მიხაროდა.ატრიბუტი-მზესუმზირა.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...