Jump to content
Planeta.Ge

თვლიან თუ არა იეღოვას მოწმეები თავს ქრისტიანებად?


Recommended Posts

თვლიან თუ არა იეღოვას მოწმეები თავს ქრისტიანებად?

ეს შეკითხვა დამებადა ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ:

არსებობს ქრისტიანული მიმდინარეობები და სექტები, მაგრამ იაღოველები მათ არ განეკუთვნებიან

აზრის აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით, კალამბურიც გამოვიდა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 79
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

თვლიან თუ არა იეღოვას მოწმეები თავს ქრისტიანებად?

ზუსტად არ ვიცი მაგრამ მგონი თვლიან, ოღონდ ქრისტესა და მამა ღმერთის იგივეობას არ აღიარებენ, ისე მე იეღოველი არ ვარ, მაგრამ არც მე მჯერა რომ იესო და მამა ღმერთი ერთი და იგივე პიროვნებაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თვლიან თუ არა იეღოვას მოწმეები თავს ქრისტიანებად?

 

აზრის აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით

Saturn

 

კი, ქრისტიანებად თვლიან თავს ისევე, როგორც კათოლიკები, მართლმადიდებლები და პროტესტანტები თვლიან თავს ქრისტიანებად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს.

 

ისე, ეგ როგორ არ იცოდი, მიკვირს.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემის ავტორს ამით რისი თქმა უნდოდა ვერ მივხვდი,

თუკი მას ჰქონდა კონკრეტული კითხვა რა საჭირო იყო ჩემი ციტატა,

საქმე იმაშია რომ ერთ-ერთმა იუზერი მართლმადიდებლბს უწოდებს არაქრისტიანებს,

თანაც მუდმივად და ყოველთვის ცდილობს დამამცირებელი ეფითეტები გამოიყენოს ამ ქრისტიანული კონფესიის მიმართ, რითაც შეურაცხყოფას გვაყენებს და წესით და რიგით მოდერმა ასეთი იუზერი უნდა დასაჯოს.

ამის სანაცვლოდ სატურნი იყენებს ჩემს ციტატას და ამბობს რომ აგერ შენც იაღოვას მოწმეებს არაქრისტიანებს უწოდებ და შესაბამისად აზრსაც აქვს უფლება იგივე უწოდოს მართლმადიდებლობასო,

 

მოკლედ ამის თქმა თუ გინდოდა სატურნ ხო, განვიხილოთ ეს საკითხი :givi:

მე დაგიმტკიცებ რომ არანაირად არ ვაყენებ შეურაცხყოფას იაღოვას მოწმეებს, ხოლო დაგიდებ უამრავ ციტატას როდესაც აზრი მუდმივად ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს მართლმადიდებლებს, შენ კიდევ დუმხარ და კარგად ვიცით რატომ არ გაქვს რეაქცია :TAT:

და რატომაც არ ასრულებ შენს მოვალეობას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიკნადმო

 

დასკვნა მაგარი იყო რაა, სატურნი არ ასრულებს თავის მოვალეობასო. გავიგუდე სიცილით. სატურნი თუ არ ასრულებს თავის მოვალეობას, აბა შენ ასრულებ? :givi:

 

შენ როგორც ჩანს განსაკუთრებული უფლებებით გინდა სარგებლობდე ფორუმზე. :)

 

საერთოდ, არ მოგწონს ალბათ როცა ფორუმზე ყველა თანაბარი უფლებებუთ სარგებლობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გადადექი!

აუფ :givi:

 

და რატო უნდა გადადგეს? სიქნადმოს რომ არ მოწონს იმიტომ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

შენი აზრი მაინტერესებს ჩემს კითხვებზე.

მორწმუნეთა შორის პოლემიკა იმ თემაში აღიქმება როგორც ოფტოპიკი და სატურნს ვთხოვ რომ წაშალოს, დამრღვევი დავორნოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მე დაგიმტკიცებ რომ არანაირად არ ვაყენებ შეურაცხყოფას იაღოვას მოწმეებს

გამოირკვა რომ იეღოვას მოწმეები თავს ქრისტიანებად თვლიან. ახლა ორი გზა გვაქვს. ან შენც ისჯები (როცა ამბობ იეღოვას მოწმეები არ არიან ქრისტიანებიო) და აზრიც (როცა ამბობს მართლმადიდებლები არ არიან ქრისტიანებიო) ან არც ერთი არ ისჯებით ამისთვის. მე პირადად ვთვლი, რომ არაა საფუძველი იმისთვის რომ დაისაჯოთ (ადამიანი თავისუფალია შეფასებებში თუ ეს აშკარა შეურაცხყოფა არაა), მაგრამ თუ შეთანხმდებით და პირველ გზას აირჩევთ, გავითვალისწინებ თქვენს სურვილს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

შენი აზრი მაინტერესებს ჩემს კითხვებზე.

მორწმუნეთა შორის პოლემიკა იმ თემაში აღიქმება როგორც ოფტოპიკი და სატურნს ვთხოვ რომ წაშალოს, დამრღვევი დავორნოს.

ჯონათან ლივინგსტონ

 

რომელ თემასაც გულუსხმობ მგონი მივხვდი მარა, მაგ თემაში ბევრ საკითხებზე ესაუბრებოდი არაბიბლიური სწავლებების მომხრეებს, ამიტომ თუ დანომრავდი შეკითხვებს რაზეც ჩემი აზრი გაინტერესებს და ჩამოწერდი, გააადვილებდა პასუხების გაცემას. სხვა შემთხვევაში გამიჭირდება ზუსტად მივხვდე შენ რა გაინტერესებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

საქმე იმაშია, რომ ჩაიხლართა უკვე და კითხვები კონკრეტული პასუხებიდან გამომდინარეობს...

 

თავიდან დავიწყებ... იქით ოღონდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, ქრისტიანებად თვლიან თავს ისევე, როგორც კათოლიკები, მართლმადიდებლები და პროტესტანტები თვლიან თავს ქრისტიანებად.

ეგ ნამდვილად არ ვიცოდი კარგია რომ გავიგე, ისე ერთი შეკითხვა დამებადა თავს თუ ქრისტიანებად თვლიან რატომ იწოდებიან იეჰოვას მოწმეებად და არა ქრისტიანებად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ნამდვილად არ ვიცოდი კარგია რომ გავიგე, ისე ერთი შეკითხვა დამებადა თავს თუ ქრისტიანებად თვლიან რატომ იწოდებიან იეჰოვას მოწმეებად და არა ქრისტიანებად?

vampire

 

 

საინტერესო კითხვა დასვი, თუმცა ორ ფრაზაში ვერ გიპასუხებ, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ, მაგრამ ამომწურავად გიპასუხო კითხვაზე.

 

სახელწოდება "იეჰოვას მოწმეები", არის აღწერითი სახელწოდება, რომელიც ცხადყოფს, რომ ისინი მოწმობენ ერთ ღმერთზე, მის ღვთაებრიობასა და მის განზრახვებზე. თავდაპირველად, იეჰოვას მოწმეებს არ ეწოდებოდათ იეჰოვას მოწმეები. 1800-იან წლებში რამდენიმე მამაკაცისგან შემდგარმა ჯგუფმა ბიბლიის კვლევა დაიწყეს, და შესაბამისად ბიბლიის მკვლევარებს წარმოადგენდნენ. ხოლო ათას ცხრაას ოცდათერთმეტ წელს ბიბლიის მკვლევარებმა მიიღეს სახელწოდება "იეჰოვას მოწმეები". მანამდე მათ სხვა და სხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ ხოლმე, როგორიცაა: "ბიბლიის მკვლევარები" (ანუ სინამდვილეში ვისაც წარმოადგენდნენ), "ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარები", "ათასწლეულის" და "საგუშაგო კოშკის" ხალხი და ა.შ. :) ზოგჯერ მათ რასელისტებსა და რუტერფორდისტებსაც კი უწოდებდნენ ზოგიერთები. აქ ჩამოთვლილი არც ერთი სახელი არ შეესაბამებოდა მათ და არ აღწერდა მათ რელიგიურ ვინაობას. თუმცა პირველ საუკუნეში იესოს მოწაფეებს სახელი "ქრისტიანი" ღვთიური ხელმძღვანელობით ეწოდათ და ნამდვილად მისაღებიც იყო, მაგრამ ის მრავალი ცრუ სწავლებების მიმდევარი ჯგუფის სახელიც გახდა მომდევნო საუკუნეებში. მრავალი ნომინალური ქრისტიანისგან საკუთარი თავის გამოყოფის მიზნით, ამ ბიბლიის მკვლევარებს, უნდა ჰქონოდათ სახელწოდება, რომელიც მათ ამ დღეებში აშკარად განასხვავებდა როგორც ქრისტეს მიმდევრებს.

 

საღვთო წერილის გამოკვლევამ ნათელყო, რომ, რადგან ისრაელ ერს ღმერთი თავის მოწმეს უწოდებდა, ამიტომ ამ სისტემის აღსასრულისას მცხოვრებ მის ხალხს, რომლებმაც მისი სახელისა და განზრახვების გაცხადებას მიუძღვნეს თავი, მართებული იქნებოდა მიეღოთ სახელწოდება "იეჰოვას მოწმეები". (ფსალმუნი 82:19; ესაია 43:10–12). ეს სახელი (იეჰოვას მოწმეები) ღვთის ნამდვილ ქრისტიან თაყვანისმცემლებს სათანადოდ განასხვავებდა და განასხვავებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღეს საკუთარ თავს ქრისტიანებად აცხადებენ ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუმცა პირველ საუკუნეში იესოს მოწაფეებს სახელი "ქრისტიანი" ღვთიური ხელმძღვანელობით ეწოდათ და ნამდვილად მისაღებიც იყო, მაგრამ ის მრავალი ცრუ სწავლებების მიმდევარი ჯგუფის სახელიც გახდა მომდევნო საუკუნეებში. მრავალი ნომინალური ქრისტიანისგან საკუთარი თავის გამოყოფის მიზნით, ამ ბიბლიის მკვლევარებს, უნდა ჰქონოდათ სახელწოდება, რომელიც მათ ამ დღეებში აშკარად განასხვავებდა როგორც ქრისტეს მიმდევრებს.

გასაგებია ანუ ამ ქრისტიანებს იეჰოვას მოწმეები იმიტომ ეწოდებათ, რომ მართლმადიდებელი, კათოლიკე და ლუთერანულ პროტესტანტული ქრისტიანებისაგან განასხვაოს ხალხმა? ხო სწორედ გავიგე? ისე თუ გცალია რამოდენიმე კითხვა მინდა დაგისვა, გეტყობა იეჰოვას მოწმეების იდეოლოგიას კარგად იცნობ და მართლა მაინტერესებს რაღაც საკითხები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...