Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. „ოცნება“ ცდილობს სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით დღევანდელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს. ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო ზღვარი გაავლო ძალადობრივ პროტესტსა და მშვიდობიან პროტესტს შორის. დაუშვებელია, „ოცნებამ“ სტრასბურგის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ არალეგიტიმური ძალის გამოყენების გასამართლებლად გამოიყენოს. ამასთან, ხელისუფლება აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და თავს ესხმის საქართველოს მოქალაქეებს - ძალადობს მათზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, მედია საშუალებას და სხვა აქტორებს, მშვიდი, გონივრული რეაგირება გვქონდეს ოცნების პროვოკაციებზე, არ დავუშვათ რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება და ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ არჩევნებამდე. პარტია "გახარია საქართველოსთვის"
  3. Today
  4. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი ინფორმაციით, შესაძლოა მალე გავრცელდეს ევროკავშირის განცხადება, ასევე, იყოს ევროკომისიის განახლებული შეფასება რუსული კანონის EU-ის კრიტერიუმებთან მიმართებაში. დღეს შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართული“ ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს“. პუბლიკა
  5. შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართული“ ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს“. პაპუაშვილმა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადება, სადაც უწყება ისევ „რევოლუციურ სცენარზე” საუბრობს. პუბლიკა
  6. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, "რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში". როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, "აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი". მათივე განცხადებით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს. უწყების ცნობითვე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები წარმოადგენენ. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს. კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება. მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება. აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭ####ტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას. მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  7. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ISFED-ის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს. „ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად. არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე“,- ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  8. 8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი – 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავს აღნიშნავს. ამავდროულად, 8 მაისს, ევროპის დღეც აღინიშნება. წელს, საქართველო ამ თარიღის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ხვდება – ჩვენი სამშობლო არასდროს ყოფილა ევროკავშირის წევრობასთან ისე ახლოს, როგორც დღესაა. კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის შეიქმნა – შესაბამისად, საქართველო თავის ისტორიულ ოჯახში დაბრუნებით შეძლებს უზრუნველყოს მშვიდობა და სოციალური დაცულობა მისი მოქალაქეებისთვის. „8 მაისი, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე გამარჯვების, ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლოა. სწორედ ევროპისა და ევროკავშირის იდეის, მშვიდობის იდეის, ირგვლივ უნდა გაერთიანდეს საქართველო და უარი უნდა უთხრას ყველაფერს, რასაც დაყოფა და კონფლიქტი შემოაქვს ქართულ საზოგადოებაში – პირველ რიგში, კი რუსულ კანონს“ – განმარტავს გიორგი მელაშვილი, კოალიცია ინფორმაციის სანდოობის თავმჯდომარე ორგანიზაციის, ევროპულ–ქართულ ინსტიტუტის, ხელმძღვანელი მისივე თქმით, დღეს ქართული საზოგადოება ერთიანია თავის სულისკვეთებაში, გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს ნათლად ჩანს მოსახლეობის გამოკითხვებში, სადაც 80%-ზე მეტი ნათლად აფიქსირებს საკუთარ სურვილს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის, „საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის“ ისტორიკოსის ირაკლი ხვადაგიანის განმარტებით, „რუსული კანონის“ მიღება საქართველოსთვის ხურავს ევროკავშირის კარს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ არჩევანს და დამოუკიდებლობის იდეას. „საქართველოს ისტორია სავსეა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირებით, იქნებიან ყიზილბაშებთან მებრძოლი გმირები, მეორე მსოფლიო ომსა თუ აგვისტოს ომში დაღუპული გმირები. ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა“, – ამბობს ხვადაგიანი. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ამ გამოწვევას, ერთიანობით უნდა უპასუხოს. კოალიცია მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ უარი თქვას რუსულ კანონზე, შეასრულოს ევროკავშირის 9-ვე რეკომენდაცია და უზრუნველყოფს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. პუბლიკა
  9. საქართველოს მოქალაქეობის მისაღებ ტესტებში აღარ არის კითხვები მიხეილ სააკაშვილის, ვარდების რევოლუციისა და ოკუპაციის შესახებ. ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების” რუსულენოვანმა გამოცემამ, Ekho Kavkaza-მ გაავრცელა. საუბარია საქართველოს ისტორიის ტესტებზე, რომლის ახალი წესები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ძველ ტესტში იძებნება კითხვები შემდეგი ფორმულირებით: – დღეს რომელი სახელმწიფოს მიერაა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული?; – რომელ წელს მოხდა „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში?; – ვინ იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი?; – „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოვიდა?; – ჩამოთვლილთაგან რომელი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, დამოუკიდებლობას?. თუმცა, 2024 წლის პირველი მაისიდან გამოქვეყნებულ ვერსიაში ეს კითხვები აღარ იძებნება. პუბლიკა
  10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უკვე მეორედ ამბობს, რომ 20 ივნისს იყო ძალადობრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე. მიშა დაუშვილი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/438148995648601/
  11. მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ხელმოცარულები დარჩნენ სამართლებრივი, პოლიტიკური არგუმენტებით, ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ, რა თქმა უნდა ჩვენ ასეთ ადამიანებს პასუხს გავცემთ. ოთხწელიწად ნახევარია გასული, სამწელიწად ნახევარია ჩვენ ხელისუფლებას აღარ წარმოვადგენთ და ამნისტიის პროცესი კარგა ხნით მერე მოხდა, როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიყავით, ამიტომ ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია- მათ ამის გამოძიებაზე თვითონვე თქვეს უარი ამნისტიის გაკეთებით. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/25133913092919000/
  12. “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში გავუშვით ზუსტად ამ მეთოდების გამო, რაზეც გადასულია “ოცნება”, როდესაც ქუჩებში ახალგაზრდებს გვახვედრებდნენ ზონდერებს, მათ უქსევდნენ ოპონენტებს, ყველას ვინც არ ეთანხმებოდა “ნაც.მოძრაობის” რეჟიმს გვეძახდნენ რუსეთის აგენტებს, მოღალატეებს და ა.შ. ხელისუფლებები, რომლებსაც უკვე აღარ აქვთ პოლიტიკური ლეგიტიმაციის რესურსი, გადადიან ძალადობაზე, როგორც თავის დროზე გადავიდა სააკაშვილის რეჟიმი და ახლა ივანიშვილი. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/796619885416269/
  13. ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი იყო გიორგი გახარია, რომლებიც 20 ივნისის ამნისტიას არ ვემხრობოდით, შესაბამისად ვემხრობოდით იმას, რომ გამოძიება მისულიყო ბოლომდე. როდესაც 20 ივნისის ამნისტიის თემა განიხილებოდა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდოკაზე, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც ჩვენი გუნდის მოსაზრება პირველად გავაჟღერე. ვთქვი, რომ ამნისტია არ შევახოთ ყოფილ თუ ამჟამინდელ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1387871215245993/
  14. სახალხო დამცველი ეხმაურება დღეს, 7 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორზე, გიორგი კლდიაშვილზე და გასულ კვირას, 5 აპრილს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმებს. კლდიაშვილთან ერთად თავს დაესხნენ “ფორმულას” გადამღები ჯგუფის წევრებსაც. “სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა. მნიშვნელოვანია, თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძოს თითოეული ეს შემთხვევა. ნეტგაზეთი ამავე თემაზე: IDFI-ს დირექტორს და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ფორმულა პოლიციამ ლადო აფხაზავას საქმეზე გამოძიება დაიწყო
  15. უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქვედანაყოფის „შავი არწივის“ ცნობით, დაღუპულები არიან მათი მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე. ქვედანაყოფის ცნობით, ქართველი მებრძოლები ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეშჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 წლის თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. netgazeti
  16. ოცდაათზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტარების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული სტილის“ კანონის გატარებით და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით ზღვარი გადაკვეთა. ამასთან, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება. publika
  17. „ადამიანის უფლებათა ცენტრი” ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და პატიმრობიდან გათავისუფლდა, გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ გააუქმებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები ლაზარე გრიგორიადისის და მისი ოჯახის წევრებს დღეს, 7 მაისს შეხვდნენ. მათი საუბარი შეეხო როგორც სისხლის სამართლის საქმეზე საერთო სასამართლოების ზედა ინსტანციებში განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას, ასევე, ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელს „ქართული ოცნების“ ლიდერების, ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელთა საჯარო განცხადებებმა შელახეს ლაზარე გრიგორიადისის ღირსება. ამ სარჩელის მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენჯერმე უარი თქვა, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრი გეგმავს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი – 9-წლიანი პატიმრობა სასამართლომ 12 აპრილს გამოაცხადა. იმავე დღეს პრეზიდენტმა თქვა, რომ მას შეიწყალებდა. შეწყალების აქტზე ხელმოწერა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ 24 აპრილს შეძლო – მანამდე სასამართლო მას განაჩენს არ უგზავნიდა. ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული. მას 2023 წლის 25 სექტემბერს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მამის დაჭრის საქმეზე, რომლის განხილვა სასამართლომ დაწყებიდან 2 წლის შემდეგ განაახლა. მარტის აქციების საქმეზე ლაზარეს დაკავებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ, რომელშიც მან მარტის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს „სატანისტები“ უწოდა. მოგვიანებით, მან ლაზარეს მიმართ გამოიყენა სიტყვა „ბინძური“ და განაცხადა, რომ მას „ვერავინ ვერ გამოიყვანს ციხიდან“. ხელისუფლების ლიდერებმა ლაზარეს არაერთხელ უწოდეს „ორიენტაციაარეული“. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მას „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“. ლაზარე გრიგორიადისიზე თავდასხმას დღემდე აგრძელებენ მმართველი პარტიის წევრები. ღარიბაშვილსა და კობახიძეს ამ განცხადებებისთვის ლაზარემ თავის მხრივ, თავადაც უჩივლა. ის მორალური ზიანის ანაზღაურებას და ბოდიშის მოხდას ითხოვდა. მორალური ზიანი სიმბოლურად, 15-15 ლარის ოდენობით იყო შეფასებული. სარჩელი ლაზარეს ადვოკატებმა 3-ჯერ შეიტანეს. სასამართლომ სამივეჯერ დაახარვეზა. publika
  18. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით - 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, - ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. მეზვრიშვილის განცხადებითვე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 300-დამ 1000-მდე პირი პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას ცდილობდა, რასაც მშვიდობიანი მომიტინგეების უკან მდგომი ნაწილი ვერ ხედავდა. მეზვრიშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება, „რომელმაც აბსოლუტურად ობიექტურად შეაფასა 20 ივნისის მოვლენები და არ დატოვა სივრცე პოლიტიკური სპეკულაციისთვის“. „მოვუწოდებთ ყველას, გადაწყვეტილება გააშუქონ ობიექტურად და არა ტენდენციურად! სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდუალურად და არა უშუალოდ მინისტრის ბრძანებით, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად რეზინის ტყვიების გამოყენება უკანონო იყო და ყველა შემთხვევაში გადამეტებით მოხდა. სასამართლო ამ ნაწილში დაეყრდნო როგორც გამოძიების მასალებს, ისე სახალხო დამცველის დასკვნას. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო გამოხატვის თავისუფლების ან შეკრების უფლების დარღვევა. სასამართლომ მხოლოდ ის თქვა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევას გამოძიების ეფექტიანობის ნაწილში. იქაც ყურადღება გაამახვილა გამოძიების გაჭიანურებაზე და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დროულად დასრულებისკენ მოუწოდა. ვუერთდებით სასამართლოს ამ მოწოდებას ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვიყავით ამნისტიის წინააღმდეგი - დროა, ნათელი მოეფინოს რა ეტაპზეა გამოძიება! ვაფრთხილებთ ყველა პოლიტიკურ, მედია თუ სხვა აქტორს - გადაწყვეტილების ტენდენციურ განმარტებაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. აქვე, მოვუწოდებთ “ოცნებას“ - სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება ძალადობრივი დემონსტრაციის აღკვეთას, როგორიც იყო შტურმი პარლამენტზე. ეს გადაწყვეტილება „ოცნებას“ ვერ მიანიჭებს მშვიდობიანი აქციის ძალადობით დაშლის ლეგიტიმაციას, რასაც მისი მხრიდან უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
  19. Last week
  20. ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე ბრიტანულ მედიასთან საქართველოში გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირეით საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრორურუსლი კურსი ღიად აიღო. მისი თქმით, "ქართული ოცნება" პროდასავლურ კურსს აგრძელებდა, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ცვლილება აშკარად რუსეთისკენ მოხდა.
  21. რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩევნების ყველა დონეზე ეკრძალებათ. ცვლილებების მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეყვანილი პირები, ასევე ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართული პირები კანდიდატები ან არჩევნების დამკვირვებლები ვერ იქნებიან. კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 450-დან 409 დეპუტატმა დაუჭირა. იპნ
  22. „ახლა საქართველოში, თბილისში, ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული, რამაც შეიძლება შეცვალოს საქართველოს ისტორია; რაღაც ძალიან დრამატული”, – ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლის „მედეა სეზონი 1, ეპიზოდი 6″ დასრულების შემდეგ, სპექტაკლის რეჟისორმა და პიესის ავტორმა პაატა ციკოლიამ მაყურებელს სიტყვით მიმართა: ასიათასობით ადამიანი ქუჩაში დგას და გამოხატავს პროტესტს, ეს სამი კვირაა გრძელდება. ყოველ ღამე საქართველოს ახალი თაობა ფეხზე დგას საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში და იცავს ევროპულ ღირებულებებს. როცა ჩვენმა მთავრობამ საპარლამენტო არჩევნების წინ (რომელიც ამ წლის ოქტომბერს უნდა ჩატარდეს) გადაწყვიტა შემოეტანა კანონები, რომლებიც არჩევნების მოპარვაში დაეხმარებოდა, დაეხმარებოდა კიდევ ერთხელ უარეყო ხალხის ნება და უკან შეეთრია საქართველო რუსეთში, ყველა გარეთ გამოვედით და ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება. ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ვართ ევროპული სახელმწიფო. არა რუსულ კანონს! არა რუსეთს, მოძალადე სახელმწიფოს!”, – ასე დაასრულეს სიტყვა პაატა ციკოლიამ და სპექტაკლის მსახიობებმა, რომლებსაც სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ გამოტანილი. ნეტგაზეთი
  23. სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის რამაზ ბეღელურის გატაცებას გამოეხმაურა. ბეღელური გაიტაცეს მაშინ, როდესაც ძმის საფლავზე იმყოფებოდა. პრეზიდენტი წერს, რომ უკუპანტი რუსები ე.წ ერთმოწმუნეები არიან, რომლებმაც ,,არ იციან არც აღდგომა, არც საფლავი, არც ოჯახი და არც სამშობლო”. გატაცებული რამაზ ბეღელურის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. როგორია მისი შვილის მდგომარეობა – არ იცის. publika
  24. რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური. როგორც გატაცებული ბეღელურის დედა ამბობს, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის ძმის საფლავზე იყო გასული. რამაზ ბეღელურის დედა, ნორა ბეღელური ,,ტვ პირველს” ეუბნება, არ იცის, როგორია შვილის მდგომარეობა. მისივე თქმით, რამაზ ბეღელურს აქვს ეპილეფსია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. მისი თქმით, გატაცებული ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. რამაზ ბეღელური გუგუტიანთკარიდან ოკუპანტებმა 5-ჯერ გაიტაცეს. publika
  25. როგორც ,,პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების თქმით, დაკავებული ჯერ არავინაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას გუშინ, 5 მაისს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან. აფხაზავამ ,,პუბლიკას” უთხრა, რომ დახვდნენ სადარბაზოსთან, იმყოფებოდა შვილთან ერთად და ორივეს ,,გაეკიდნენ ხის ჯოხებით”. აფხაზავა მასზე განხორციელებულ თავდასხმას რუსული კანონის გაპროტესტებას და აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. აფხაზავამ ამოიცნო თავდამსხმელი პირები, თუმცა შსს-ს ჯერ ისინი იდენტიფიცირებული არ ჰყავს. თავდასხმის შემდეგ მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იმედოვნებენ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. PUBLIKA
  26. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. გავრცელებული ცნობებით, დაღუპული სოსო გუგუტაშვილია. როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელდება ინფორმაცია, ის ავდეევკაში დაიღუპა. სოსო გუგუტაშვილი ქვედანაყოფში "შავი არწივი" იბრძოდა. ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. IPN
  27. სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს. მდინარესთან ახლოს ნაპოვნია გოგონას ცხედარი. დანარჩენი ორი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 2 მაისის შემდეგ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც მე-12 კლასელები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ipn
  28. აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, მათ შორის დემონსტრანტების ნაწილი ქაშვეთთან საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. მომიტინგეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით იყვნენ მისული. მათ საავტომობილო გზაზე სანთლებით გააკეთეს წარწერა: "ენა, მამული, სარწმუნოება". მომიტინგეებმა რამდენჯერმე ერთად შეასრულეს საქართველოზე სიმღერებიც. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა წუხანდელმა ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...