newstudio Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 ]“ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” პარტიის ძირითადი ფასეულობა ადამიანის პიროვნული თავისუფლებაა. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პარტიის ძირითად ფასეულობებსა და პრინციპებს ასახავს. - “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკარტები“ მიიჩნევენ, რომ პიროვნების თავისუფლების და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა შესაძლებელია ერთიანი, ძლიერი, სუვერენული საქართველოს დემოკრატიული მოწყობის პირობებში. - “თითოეული ჩვენგანი მსოფლმხედველობით თავისუფალი დემოკრატია, ჩვენი პარტია კი თავისუფალ დემოკრატთა ერთობას წარმოადგენს“, - ნათქვამია დოკუმენტში. მასში ღნიშნულია, რომ დემოკრატებისთვის მთავარ ფასეულობას ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებები, ხოლო სახელმწიფოს მთავარ ამოცანად პიროვნების ღირსებისა და თავისუფლების დაცვა, მისი კეთილდღეობისათვის საჭირო პირობების შექმნა წარმოადგენს. - “თავისუფალ დემოკრატთა მიზანია ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური ელემენტების – ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების დაცვა. თავისუფალ დემოკრატებს ამ ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებლად გვესახება ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიის და საყოველთაო სამართლიანობის დამყარების გზით“, - ნათქვამია დოკუმენტში. ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მათი მსოფლმხედველობა ეროვნულ ტრადიციებს ეფუძნება. ტრადიციაზე დამყარებული მუდმივი განახლება და ინოვაცია კი ქვეყნის განვითარების ძირითად პრინციპად და მამოძრავებელ ძალად მიაჩნიათ. - “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მმართველობის მისღები ფორმა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა - ძლიერი პარლამენტით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებით. - “შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპის მიხედვით ხელისუფლების დაბალანსებული გადანაწილება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა შორის სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა. ჩვენი მიზანია ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა, სადაც ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას. ეს ის ძირეული პრინციპებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს გაუჩენს და გაუმყარებს საკუთარი სახელმწიფოს, როგორც სამართლიანობის გარანტის მიმართ ნდობას და პატივისცემას და განაპირობებს მათ შეგნებულ მზაობას კანონმორჩილებისათვის“, - ნათქვამია დოკუმენტში. პარტია “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა; კონკურენტუნარიანი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და მდგრადი ეკონომიკური ზრდა; უკიდურესი სიღარიბის დაძლევა; ახალი სამუშაო ადგილებისა და გარანტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა. - “ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია კერძო საკუთრების ინსტიტუტების გაძლიერება და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა. პირადი ინიციატივის და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა ძლიერი საშუალო ფენის წარმოქმნას განაპირობებს“, - ნათქვამია დოკუმენტში. აქვე საუბარია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ ამ საკითხში მათ მთავარ პირორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაცია წარმოადგენს. ამავე დროს, მიაჩნიათ, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო ინტერესების გათვალისწინებით რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება. - “საქართველოს წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და განმტკიცებაზე. საქართველოს უნდა ჰყავდეს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი, სწრაფი რეაგირების მობილური პროფესიული არმია, უნდა ჰქონდეს ბრძოლისუნარიანი და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო დაცვის სისტემები“, - ნათქვამია დოკუმენტში. “თავისუფალ დემოკრატებს“ სურთ - თავისუფლება და ხალხის მმართველობა თავად ხალხისათვის. - “ჩვენ ჭეშმარიტი დემოკრატია გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის ყოველი მოქალაქის უფლებები თანაბრად და განუხრელად იქნეს დაცული; გვჭირდება იმისთვის, რომ თავისუფალმა ხალხმა დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ქვეყანა და დაუბრკოლებლად განავითაროს ეკონომიკა, იცხოვროს ძლიერ, ერთიან და სამართლიან სახელმწიფოში”, - ნათქვამია დოკუმენტში.პ.ს. გაამართლებს უზერებო?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
camomle Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 სხვა რა გზა აქვს უნდა გაამართლოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 camomle სხვა რა გზა აქვს უნდა გაამართლოსარ არის ასე მარტივად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 newstudio ალასანიამ პარტია დაარსა, თქვენ რას ფიქრობთ კარგია,ადრე უნდა ექნა და არ უნდა შეექმნა ალიანსი,მითუმეტეს მაგისთანა ლუზერებთან ერთად. პ.ს. გაამართლებს უზერებო?! გააჩნია ვინ ჰყავს პარტიაში.აბა სასტავი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნუგზარ წიკლაურს სრულად ვეთანხმები ნუგზარ წიკლაური - ალასანიას დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბება დაუგვიანდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ირაკლი ალასანიას აქვს პოტენციალი, რომ იყოს ანგარიშგასაწევი ძალა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, თუმცა, მიაჩნია, რომ ალასანიას დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბება დაუგვიანდა. როგორც ნუგზარ წიკლაურმა `ინტერპრესნიუსთან~ საუბრისას განაცხადა, ალასანიას შეეძლო დამოუკიდებელი მოთამაშის სახელი დაემკვიდრებინა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა. თუმცა, დეპუტატის თქმით, ის აჰყვა ცდუნებას, თითქოს 9 აპრილის აქციებს შეეძლო რაიმე შედეგი ჰქონდა. “ამ ცდუნებამ დააზარალა ირაკლი ალასანიას, როგორც ზომიერი პოლიტიკოსის იმიჯი”, - დასძინა წიკლაურმა. დეპუტატის შეფასებით, ახლა კი, ალასანიას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა საზოგადოებისათვის. კერძოდ, მის გუნდში გაკეთებულ განცხადებებზე იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება. ასევე ნუგზარ წიკლაურს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის ფაქტორი, რომ ირაკლი ალასანიას მკვეთრი პოზიცია არ დაუფიქსირებია კახა თარგამაძესთან მისი თანაგუნდელის ურთიერთობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ალიანსს, დეპუტატი ახლაც მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ამ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ ალიანსის დაშლა გარდაუვალია. წიკლაურის შეფასებით, ირაკლი ალასანიასთან შესაძლოა დარჩნენ ~რესპუბლიკელები~, რადგან მათი პოზიცია შესაძლოა უფრო დაახლოებული იყოს. თუმცა, წიკლაურს შეუძლებლად მიაჩნია ერთ მოთამაშედ დარჩნენ ალასანია და ~მემარჯვენეები~. ასევე, შეუძლებლად მიაჩნია ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის თანამშრომლობა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 machkatela ნუგზარ წიკლაური - ალასანიას დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბება დაუგვიანდა ნუგზარა,ჩამოყალიბებულია შენი აზრით და თუ ჩამოყალიბებულია,სპეციალობა დადე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 machkatela ნუგზარა,ჩამოყალიბებულია შენი აზრით და თუ ჩამოყალიბებულია,სპეციალობა დადე. დაბადების თარიღი: 4 აგვისტო 1968დაბადების ადგილი: ქ. თბილისიოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, მეუღლე და ერთი შვილიგანათლება:განათლება: უმაღლესისასწავლებელი: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისპეციალობა: ფოლოლოგიკვალიფიკაცია: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელისაკონტაქტო ინფორმაციამისამართი: საქართველო, თბილისი, 0118, რუსთაველის გამზირი № 8, საქართველოს პარლამენტიოთახი: N317ტელ: (995 32) 28-11-84შრომითი საქმიანობა: 1996 – 1997 – გაზეთი "თავისუფალი საქართველო", კორესპონდენტი. 2001 – 2006 – გამომცემლობა "ლიტერა", გამგეობის თავმჯდომარე. 2006 –2008 – თსუ–ს გამომცემლობა, დირექტორი. 06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე. მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულაა :rolleyes: :rolleyes: :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 machkatela მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულაა რა დარგში მეთქი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 machkatela რა დარგში მეთქი? სპეციალობა: ფოლოლოგიკვალიფიკაცია: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ყოველ შემთხვევაში, დიპლომი აქვს...ხოდა... მთელ უმრავლსობაში ნორმალურ პოლიტიკურ კომენტარს ეგ აკეთებს ხოლმეე.. არც ბიზნესწილებში ზის დადის თავისთვის და ღშფოთავს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 machkatela არც ბიზნესწილებში ზის ისე უვერენათ ამბობ,შენ ხომ არა ხარ ნუგზარა?(სულიკო) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 machkatela ისე უვერენათ ამბობ,შენ ხომ არა ხარ ნუგზარა?(სულიკო) :ravic: :siriko: :siriko: :siriko: :siriko: :D ჯერ არა , მერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2009 პ.ს. გაამართლებს უზერებო?![/b] სხვა თემაში მქონდა დაპოსტილი და აქაც იგივეს გავიმეორებ:-ნებადართული პარტიები (თავისი ნებადართული კრიტიკით) სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილების მიზნით იქმნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giogio-Mate Posted July 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2009 მოკლედ ჩაძირეს ქართველობა ამდენმა პარტიებმა ვინ-ვინ არის ხალხმა ვეღარ გაიგო და ისე ვატყობ ყველას ერთიანად დაიკიდებენ ფეხებზე როგორ გააუფერულეს ყველაფერი ამ მთავრობა-ოპოზიციამ, ამას ქვია ხალხის ნერვებზე თამაში სხვას კი არაფერს, დააბნიეს თავიანთი მხარდამჭერებიც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2009 მოკლედ ჩაძირეს ქართველობა ამდენმა პარტიებმავინ-ვინ არის ხალხმა ვეღარ გაიგო და ისე ვატყობ ყველას ერთიანად დაიკიდებენ ფეხებზე როგორ გააუფერულეს ყველაფერი ამ მთავრობა-ოპოზიციამ, ამას ქვია ხალხის ნერვებზე თამაში სხვას კი არაფერს, დააბნიეს თავიანთი მხარდამჭერებიც პარტიები დღეს ძმაკაცურ სასტავებად გადაიქცა... ერთ დღეს იქეიფებენ, ვახტანგურს დალევენ, გადაწყვეტენ ხვალ პარტია შექმნან ძმობასა და კაცობაში და ქმნიან კიდეც.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
rusako Posted July 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2009 პარტიები დღეს ძმაკაცურ სასტავებად გადაიქცა... ერთ დღეს იქეიფებენ, ვახტანგურს დალევენ, გადაწყვეტენ ხვალ პარტია შექმნან ძმობასა და კაცობაში და ქმნიან კიდეც.... ხოოოო.... მართალიაა და მაგას გია თორთლაძის და გია ცაგარეიშვილის მაგალითიც ადასტურებს... :hello: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.