Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას იღებს


Recommended Posts

პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის სურვილი პრეზიდენტმა პირველად გამოთქვა....

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კი ეს ფაქტი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ახალ რეალობადაც შეაფასა..

 

პოლიტიკური დებატები საპარლამენტო ოპოზიციამ მოითხოვა და მისთვის სერიოზულადაც ემზადება..

 

მიხეილ სააკაშვილმა ჭკუა ისწავლა??? მართლა ვიხვეწებით დემოკრატიის მხრივ თუ ესეც ჩვეულებრივი პიარია???

 

:hello: :hello: :hello: :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 35
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

პადოშა კითხავს ეხლა მაგას რაიმე ისეთს?

 

თუ პადოშა აღარაა საპარლამენტო უმცირესობის წევრი? :D

ისევ და ისევ ჯონდი თუ შეეკითხება იმ მასაჟისტზე :)

ისე მართლა რომ შეეკითხოს? :)

Edited by სანდროია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ რას ჰკითხავს.. ეგ გამოჩნდება.. მარაა

 

პარლამენტში მისვლის სურვილიც მიშამ გამოთქვა...მერე ორშაბათისთვის გადადებაც ასევე მიშამ მოითხოვა...

 

ნეტა ბაიდენსაც ხომ არ მოიყვანს დებატებზე, იმიტომ რომ სინქრონული თარგმნის აპარატურას ამზადებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტის თავმჯდომარემ კი ეს ფაქტი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ახალ რეალობადაც შეაფასა..

რა გვიხარია?

ედიკა სულაც პარლამენტის თავმჯდომარე-სახელმწიფოს მეთაური იყო. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტმა პოლიტიკური დებატებისთვის მოსამზადებლად რამდენიმე დღე ითხოვა

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვიცი აბა.... ყოველ შემთხვევაში ხანდახან ისეთი რაღაცეები ხდება, (შეიძლება პიარისთვის, მაგრამ მაინც), რაც დემოკრატიის განვითარებისთვის კარგია...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყანაში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებას პრეზიდენტთან ხვალ კიდევ ერთხელ “გადაამოწმებს”.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე ელდარ კვერნაძემ განუცხადა, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით უმრავლესობა პრეზიდენტს დაუსვამს კითხვებს, რადგან მას მეტი და უახლესი ინფორმაცია აქვს და უკეთ იტყვის, თუ რა კეთდება ქვეყნისთვის. “რაც კეთდება, ამას ყველა ვხედავთ”, – დასძინა კვერნაძემ.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ხვალინდელი დებატები საინტერესო იქნება, რადგან ის პრეზიდენტის მონაწილეობით წარიმართება და შეუძლებელია უინტერესო იყოს.

პოლიტიკური დებატები პარლამენტში ხვალ გაიმართება და მასში მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

აბა ესენი არიან რააა :)) :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

აბა ესენი არიან რააა

ამას ქვია პოლიტიჩესკი ანანიზმ, ჩვენ კი მასოვკა ვართ, მიშას და ნაცების სექსუალურ ონავრობას რომ ვუთვალთვალებთ :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

ამას ქვია პოლიტიჩესკი ანანიზმ, ჩვენ კი მასოვკა ვართ, მიშას და ნაცების სექსუალურ ონავრობას რომ ვუთვალთვალებთ :crazy:

 

და აღვწერთ... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვის წესს რეგლამენტის 138-ე მუხლი არეგულირებს

 

პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვის წესი რეგლამენტით არის განსაზღვრული, რასაც რეგლამენტის 138-ე მუხლი არეგულირებს.

რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი.

ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

პოლიტიკური დებატების ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროის ლიმიტით და განხილული საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს.

დებატებში პრეზიდენტის მონაწილეობის სავალდებულობა რეგლამენტით განსაზღვრული არ არის და, შესაბამისად, პრეზიდენტის დებატებში ჩართვის ფორმატიც, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ამ თემაში "ჯდება" ეს ინფორმაცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილმა ჭკუა ისწავლა???

სადა აქვს მაგას ჭკუა?

იმედია მიშისტი არ ხართ ბატონო...

მე ჯერ ვზვერავ ამ ფორუმს და მერე მიშისტებს ომს გამოვუცხადებ... :P

არ გამკილოთ, ჩვეული ტაქტიკაა... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...