Jump to content
Planeta.Ge

ქართული ტურიზმის უბედურება


Recommended Posts

ეხლა ტოპ.გე-ზე ერთერთი ტურისტული ფირმის (შეგნებულად არ ვასახელებ)

 

სლოგანი წავიკითხე:

 

"თურქეთი ქობულეთზე იაფად!"

 

ამის შემდეგ რა ტურიზმის განვიტარებაზე შეიძLება ლაპარაკი?!

 

რატომ არის ქობულეთში დასვენება სხვა ქვეყანაშI წასვლაზე უფრო ძვირი? რას ფიქრობთ?! და გამოსავალი რა არის?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest Manny Calavera

newstudio

"თურქეთი ქობულეთზე იაფად!"

მარკეტინგული სვლაა, რომელიც სხვათა შორის იმუშავებს

 

მაგაში არ არის უბედურება. ყველა ბიზნესმენს პატრიოტობას ვერ მოთხოვ. ისე უნდა გააკეთო, რომ ქობულეთში დასვენება ერჩივნოს ადამიანს, თურქეთში დასვენებას. ან მეორე ვარიანტი... თუ ეს არ ხერხდება (კლიმატური პირობების და მცირე ფართობის გამო), მაშინ ფასები უნდა დააგდო ისე, რომ თურქეთში წასვლა, უფრო იაფი არ უჯდებოდეს ადამიანს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Manny Calavera

ყველა ბიზნესმენს პატრიოტობას ვერ მოთხოვ

პატრიოტობა არ ცმიგულისხმია, მართლა ძვირია და მომსახურება უფრო დაბალ დონეზეა, და რატოა უფრო ძვირი?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Manny Calavera

 

პატრიოტობა არ ცმიგულისხმია, მართლა ძვირია და მომსახურება უფრო დაბალ დონეზეა, და რატოა უფრო ძვირი?!

 

 

იმიტომ რომ მოთხოვნა ყოველთვის არის...

 

 

და იქ იმიტომ არის უფრო იაფი რომ უფრო მეტი მოთხოვნა იყოს... თან მიწოდება იქ მუდმივად იზრდება.. აქ კი არა...

 

 

ან ძაან ჭკვიანურად დავწერე ან ძაან სისულელე მოვჩორტე :$

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zeppelina

... თან მიწოდება იქ მუდმივად იზრდება.. აქ კი არა...

აქ კლებულობს, ზუსტად ასეთი მიდგომის გამო 2002 წელს აჭარაში სეზონი ფაქტიურად ჩაუვარდათ იქაურებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჰ, კლინიკურად მოკვდა საწყალი ტურიზმი შარშან, აგვისტოში!

 

მერე დავწერ დაწვრილებით, როცა მივიცლი...........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისევ ქართველების ბედოვლათობითაა ყველაფერი, ნახევარი საქართველო თურქეთში დადის იმიტომ, რომ მართლაც გაცილებით იაფია ვიდრე ბათუმში და ქობულეთშია, აქ ეგრევე უნდათ აშენება და ვალების გასტუმრება, ესე კი არ კეთდება ბიზნესი ნორმალურად...

 

მოკლედ და კონკრეტულად აქაური ფასები არ შეესაბამება სერვისს, ასე არაფერი გამოვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ და კონკრეტულად აქაური ფასები არ შეესაბამება სერვისს, ასე არაფერი გამოვა...
:yes3:

და ისაც გაითვალისწინე, რომ თურქეთის სასტუმროების ფასები ადგილზე თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე აქაური სააგენტოებიდან ვიხდით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში ტურიზმის განვითარება შესაძლებელია, და თან ძალიან მძლავრადაც. ამას ჭირდება კარგი სახელმწიფო პოლიტიკა და აუცილებლად სახელწიფო რეგულირება. ჩვენ გვაქვს თურქეთის მაგალითი სადაც მოახერხეს და ქვეყანა გახადეს უმძლავრესი ტურიზმის ცენტრად. მხოლოდ შარშან თურქეთში 16-20 მილიონამდე ტურისტი ჩავიდა. რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არ ვითარდება ჩვენში ტურიზმი:

1. ქვეყნის არასტაბილური პოლიტიკური ვითარება

2. არასწორი მენეჯმენტი საერთოდ ტურიზმის სფეროში, სპეციალისტების ნაკლებობა, სახელმწიპო სტრატეგიის არარსებობა და ა.შ.

3. სახელმწიფო რეგულირების სისტემის მოშლა, რამაც განაპირობა სასტუმროებზე და ბილეთებზე ფასების ზრდა, დაბალი სერვისი და ა.შ.

ამ უკანასკნელზე შევჩერდები. სახელმწიფო რეგულირება არ გულისხმობს ბიზნესის რაიმენაირ ხელისშეშლას, არამედ ნაგულისხმევია მისი რეგულირება და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა. დღეს საქართველოში მაჩვენეთ სახელმწიფო, ან სხვა სახის ორგანო, რომელიც ანიჭებდეს კლასებს(ვარსკვლავებს) სასტუმროებს, არეგულირებდეს საავიაციო ბაზარს და ა.შ. ასეთი ორგანო არ არის. აქედან გამომდინარე ყველაფერი მიშვებულია თვითდინებაზე და პრაქტიკულად ბარდაგია ყველა სფეროში.

გამოსავალი: დაუჯერონ ამ დარგის პროფესიონალებს და ჩამოაყალიბონ ტურიზმის განვითარების სწორი სახელმწიფო სტრატეგია, მისი ფინანსური სქემითა და განვითარების პრიორიტეტებით. ერთი მაგალითი: საქართველოს შესახებ გინახიათ რეკლამა რაიმე ევროპულ ან სხვა საერთაშორისო ტელეარხებზე(ევრონიუსი, სნნ და სხვა), ჭირდება საქართველოს ამდენი ჰაიათი და მერიოტი? იქნებ სხვა მიმართულებით განვვითარდეთ? ამ შეკითხვებზე პასუხებიო არ არის. რა ინტერესი უნდა ქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომ საქართველოში ჩამოვიდეს? მან უნდა ნახოს განსხვავებული რამ რაც მის ქვეყანაში არ არის. ჰაიათი და რედისონი იქაცაა. თან იქ სტაბილურობაა და საშიშროება იმისა, რომ ცოცხალი დარჩები არაა. აქაც არაა ამის საშიშროება რეალურად, მაგრამ ქვეყანას სხვა იმიჯი აქვს სამწუხაროდ. ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი ეთნოტურებისა, ღვინისტურების, ალპინიზმის, სამთო სპორტის სახეობების, ბილინგის, რაფტინგის, პაარაპლანის, ჰელისკის და სხვათა განვითარებისა, მაგრამ ვერ ვიყენებთ................

და კიდევ ერთი, სპეციალისტები: უმცროსი სპეციალისტები, სასტუმროს მენეჯერები, გიდები, და სხვა პრაქტიკულად არ გვყავს, შედეგი-დაბალი სერვისია, რის გამოც მეორედ ჩამოსვლა აქეთ არავის არ უნდა.

განსაკუთრებული თემაა შიდა ტურიზმი და ქართველის მოგზაურობა საქართველოში. ეს მხარე ტურიზმისა მეორეხარისხოვნად ითვლება. ყველა ტურისტი მსოფლიოში, ეროვნების მიუხედავად არის ერთნაირი, ყველას უნდა დაისვენოს იაფად და ხარისხიანად. ჩვენში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ცოტა არეულად დავწერე, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ კიდევ რაღაცეებს დავპოსტავ!

Edited by mogzauri
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mogzauri

ცოტა არეულად დავწერე, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ კიდევ რაღაცეებს დავპოსტავ!

საინტერესოა ნამდვილად, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ზოგადია...რატომ არის უფრო ძვირი? და როგორ გაიაფდეს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა ნამდვილად, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ზოგადია...რატომ არის უფრო ძვირი? და როგორ გაიაფდეს?!

 

1. საგადასახადო ანუ დაბეგვრის სისტემა გადასახედია. სასტუმროებს უნდა მოეხსნათ დღგ, დაუწესდეთ სხვა შეღავათები, ისე როგორც უცხოეთშია, სახელმწიფომ და ბანკებმა უნდა გასცენ იაფი და შეღავათიანი კრედიტები ტურიზმის ობიექტების სტიმულირებისათვის....

2. სეზონის და პოტენციური დამსვენებლის სიმცირის გამო სატუმროები და სატრანსპორტო კომპანიები ცდილობენ ერთ თვეში ამოიღონ ისეთი მოგება, რომელიც უზრუნველყოფს მათი მთელი წლის მანძილზე დაფინანსების საშუალებას. აქ ფასებს არეგულირებს ბაზარი, მაგრამ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. ამიტომაცაა საჭირო სახელმწიფო ან სხვა სახის რეგულირება. მაგალითად თურქთში, საბერძნეთში, ესპანეთში, სასტუმროს კლასებს, შესაბამისად მის ფასს არეგულირებენ ტურიზმის ასოციაციები და ეს უფლება მათ სახელწიფოსაგან აქვთ დელეგირებული. აქ ასეთი რამ არ არსებობს. ყველას ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ააშენოს სასტუმრო და რა სახის მომსახურება და ფასი უნდა იმას დაადებს.

3. ტრტანსპორტი, განსაკუთრებით ავიაცია ძვირია, მიზეზი, საწვავის სიძვირე, მგზავრების სიმცირე და ლიზინგით აყვანილი თვითმფრინავები. აქაც გადასახედია ყველაფერი. თუ ევროპაში ავიაკომპანიები ახერხებენ 30-50 ევროდ ამგზავრომ ხალხი ჩვენ რა გვჭირს. გადმოსატანია მათი პრაქტიკა.

 

საერთოდ ზემოთ აღვნიშნე და ვიმეორებ, დარგების ასე მიშვება თვითდინებაზე რეალურად არ გვაძლევს სასურველ შედეგებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mogzauri

მე როგორც ვიცი ეკონომიკის მინისტრმა მოიტხოვა საგადასახადო შეღავათები არა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე როგორც ვიცი ეკონომიკის მინისტრმა მოიტხოვა საგადასახადო შეღავათები არა?!

მოითხოვა, ჩვენი, ანუ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წინადადებით, მაგრამ მისი განხილვა გადადებულია გაურკვეველი დროით....

 

მარტო ეს საქმეს არ უშველის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mogzauri

თ, მაგრამ მისი განხილვა გადადებულია გაურკვეველი დროით....

ალბათ სეზონი რომ ჩამთავრდება მერე ხო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...