Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ეს ანალიზი რამდენიმე თვის წინ დაიწერა პაივცემული თემის ავტორის მიერ.

განვითარებული მოვლენების დინამიურობას ძალიან ბევრი ცვლილებები შეაქვს რეალობაში.

მოდით ერთად გავაანალიზოთ

რაში ცდებოდა ამ ანალიზის ავტორი მაშინ და რა იწინასწარმეტყველა სწორად?

აგერ ბურთი და აგერ მოედანი

არ დამინდოთ!

==================================================================

კავკასიური გამბიტი

გამბიტი – [ფრანგ.gambit, იტალ.] - ჭადრაკის პარტიის ისეთი დასაწყისი, როდესაც შეტევაზე სწრაფად გადასვლის მიზნით თეთრები სწირავენ ფიგურას ან პაიკს.

აგვისტოს ომის და მისი შემდგომი მოვლენების ანალიზი ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება, იქნება უამრავი ვერსია, ერთმანეთში არეული ტყუილ–მართალი და უდანაშაულო დამნაშავენიც ბევრნი მოიძებნებიან. ჩვენ, უბრალო მოკვდავთ ისღა დაგვრჩენია დიდი პოლიტიკის კულუარებიდან იზოლაციის კომპენსირება საკუთარი დაკვირვებებით, განსჯით, ლოგიკური ანალიზით და სხვა მსგავსი მეთოდებით მოვახდინოთ.

აღარავისათვის იწვევს ეჭვს, რომ კავკასია და კონკრეტულად საქართველო დღეს მთელი მსოფლიოს ინტერესის ობიექტს წარმოადგენს და ინტერესთა კვეთის ძირითადი ღერძიც სწორედ საქართველოზე გადის ამ მომენტში.

გთავაზობთ ჩემს მოკრძალებულ ანალიზს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს და რას უნდა ველოდოთ ხვალ.

ომი დამთავრდა (?!)

ომი შეიძლება დამთავრდა, შეიძლება არა! არ მეგულება ადამიანი, ვინც წინასწარ იცის ამ კითხვაზე ზუსტი და საიმედო პასუხი. თუმცა ერთი რამ ნათელია, „ომი“, რომელიც ამჟამად ევროპის, ა.შ.შ.–ს და რუსეთის დიპლომატიურ ფრონტებზე მიმდინარეობს უაღრესად მწვავე და შეიძლება ითქვას გადამწყვეტ ფაზაში შედის.

შეგახსენებთ უკანასკნელ დღეებში მომხდარ რამდენიმე ფაქტს, რამაც ნათელი გახადა კულუარული ბრძოლების ზოგიერთი დეტალი:

1) „საიდუმლო სერობა“ ფინეთში.

2) ნატოს წარმომადგენლების ვიზიტი ერევანში.

3) მედვედევის ვიზიტი (სასწრაფო!) ერევანში.

4) ანკარის განცხადება, რომ მათ სომხეთს ყარაბაღის სანაცვლოდ ენერგოპროექტებში სრულასშტაბიანი ჩართვა შესთავაზეს.

5) ერთიმეორეს მიყოლებით ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში ტერაქები და შეტაკებები.

6) ნავთობის ფასის კატასტროფული (რუსეთისათვის) ვარდნა.

7) ვაშინგტონიდან პირველი სიგნალი იმისა, რომ ირანთან ომის გარეშეც შეიძლება შეთანხმება.

მაშ ასე, რაში მდგომარეობს გამბიტის არსი?

ადრე ვივარაუდე, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები მხოლოდ ხაფანგი იყო და ის მხეცის ბუნაგიდან გამოსატყუებლად დასჭირდა „ვიღაცას“, „დათვმა“ სატყუარაზე რეაგირება მოახდინა და ახლა ის ბუნაგიდან გამოგდებული, უკიდურესად აგრესიული (მაგრამ ამავდროულად დამფრთხალიც), მშიერი და დაბნეული დგას „პუბლიკის“ წინაშე.

აგვისტოს ომით თეთრებმა (ა.შ.შ.) პაიკი (საქართველო, კერძოდ კი მისი ორი რეგიონი) „გაწირეს“ და ამით მიიღეს ტემპი და სივრცე ფართომასშტაბიანი შეტევის წამოსაწყებად მთელს რეგიონში.

ადრეც იყო სათანადო ვარაუდი, და ახლა უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ სომხეთში რუსეთს უახლოეს მომავალში სერიოზული თავსატეხი გაუჩნდება. რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტს „წამოსცდა“, რომ ერევანში ვიზიტისას ყარაბაღის კონფლიქტის პარალელურად სომხეთის დიდ ენერგოპროექტებში ჩაბმის პერსპექტივაც განიხილეს. დავიწყოთ იქიდან, რომ თურქეთს ეს იდეა დამოუკიდებლად კი შეიძლებოდა მოსვლოდა, მაგრამ თავის თავზე ამ თამაშს ის ვერ აიღებდა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ფაქტს „წინ და უკან“ უძღოდა თეთრი სახლისა და ნატოს მაღალჩინოსანთა „სომხური გასტროლები“, ლოგიკურად ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება – დასავლეთმა შეტევის ერთ–ერთი ძირითადი ფაზა სომხეთის მიმართულებით წამოიწყო.

ქართულ–სომხურ–აზერბაიჯანული ლაბირინთი

სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვა დასავლეთს ნამდვილად აძლევს ხელს, ეს ხელსაყრელია აზერბაიჯანისთვისაც (ის ამაში ყარაბაღის უსისხლოდ დაბრუნების რეალურ პერსპექტივას ხედავს), სამაგიეროდ ასეთი ალტერნატივა წამგებიანია საქართველსოათვის, და კატასტროფის ტოლფასი რუსეთისთვის – ანუ გამოიკვეთა ერთი, თუნდაც ბუნდოვანი საერთო ინტერესი, რაშიც რუსეთისა და საქართველოს პოზიციები თანხვედრაშია – ესაა ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობა! ლოგიკურია ჩნდება კითხვა – რატომ აქტიურობს რუსეთი და ცდილობს „იშუამავლოს“ ამ კონფლიქტის მოგვარებაში? – ჩემი აზრით ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის მორიგი დაკონსერვებისა და გაყინვის მცდელობა. უკანასკნელ პერიოდში ამის მზადყოფნა და ინტერესი კრემლიდან რამდენჯერმე გაჟღერდა როგორც ბაქოს, ასევე ერევნის გასაგონად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ერევნისაგან განსხვავებით ბაქოში ამ ინიციატივას აღფრთოვანებულები არ შეხვედრიან, რადგან თუნდაც საქართველოს მაგალითზე კარგად იციან, რას ნიშნავს რუსი „მშვიდობისმყოფელი“. ახლა რაც შეეხება ერევანს – ის მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგავს დასავლეთის მიმართულებით, ეს ნაბიჯები გაუბედავი, სუსტია, მას თან ახლავს ისტორიული „შიშები“ და რეალური საფრთხის განცდა რუსული ბაზების ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობის გამო. ერევანი უკვე მერამდენე წელია ცდილობს დაბალანსების პოლიტიკა გაატაროს, მაგრამ აგვისტოს ომმა სერიოზულად ჩააფიქრა ამ ქვეყნის მმართველი წრეები – ერთის მხრივ მათ კარგად დაინახეს როგორ სჯის რუსეთი „ურჩებს“ , მეორეს მხრივ კი აშკარად იგრძნეს ქართული სივრცის და კომუნიკაციების გადაკეტვამ რა მწარედ მოუჭირა მათ ეკონომიკას ყულფი. გახმაურებული ინფორმაცია სომხეთში, საქართველო–აზერბაიჯანის (!) საზღვართან ახალი რუსული ბაზის მშენებლობის შესახებ ამ მხრივ დამაფიქრებელია, ეს საგანგაშოა და არა მარტო საქართველოსათვის, არამედ პირველ რიგში აზერბაიჯანისთვის, მაგრამ არც ამ მოვლენის გაზვიადება ღირს, ახალი ბაზა ახალ შეიარაღებას (ამ ეტაპზე მაინც) ნამდვილად არ ნიშნავს, რადგან სომხეთში იარაღის შეტანა დღეს რუსეთს ფიზიკურად აღარ შეუძლია (საქართველოს გავლით ეს წარმოუდგენელია, აზერბაიჯანმა დიდი ხანია უარი უთხრა მსგავსი ტვირთების ტრანსპორტირებაზე რუსეთს, თურქეთზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლება) ფაქტიურად ამით ერევანი კიდევ ერთ ნაბიჯს დგავს იზოლაციისაკენ, და უკვე თავისთავად ეს ფაქტი, მე პირადად მაფიქრებინებს, რომ ახალი ბაზის გახსნაზე თანხმობა მხოლოდ ლამაზ დაპირებად დარჩება და მისი განხორციელება არ მოხდება.

რუსეთი უკვე მისსავე „კავკასიური პოლიტიკის“ ტყვეობაშია, ფაქტია, რომ არსებული სტატუს–ქვო სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობებში ვეღარ შენარჩუნდება, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება რუსეთს ხელს არ აძლევს. აზერბაიჯანი არასოდეს დათმობს ამ რეგიონს არაფრის სანაცვლოდ, სომხეთს კი ვერაფერს ვერ შესთავაზებს რუსეთი ისეთს, რის გამოც უარს ათქმევინებს ყარაბახზე. ის რაც სომხეთს სჭირდება, ხელთ დასავლეთს უპყრია – ესაა მსხვილი ენერგოპროექტები და მათი გატარება სომხეთის ტერიტორიაზე, გასასვლელი შავ ზღვაზე საქართველოს გავლით და უსაფრთხოების გარანტიები. ამ პირობებით კონფლიქტის მოგვარება და მითუმეტეს დასავლეთის მიერ, რუსეთისათვის კატასტროფაა, რადგან გარდა იმისა, რომ კარგავს სომხეთს, კარგავს ალტერნატიული ენერგომარშრუტების გაკონტროლების საშუალებასაც, რაც აპრიორი აზრს უკარგავს მის აგრესიულ პოლიტიკას კავკასიაში და დიდი პოლიტიკური მსხვერპლის ფასად საქართველოს „დასჯას“. თავის მხრივ კონფლიქტის მოუგვარებლობა და მისი მორიგი დაკონსერვება სერიოზულად ლახავს კრემლის იმიჯს როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის თვალში და ხელს უხსნის დასავლეთს – ეს სერიოზული დილემაა!

ახლა ორიოდე სიტყვით აზერბაიჯანზეც – რუსეთის აქტიური ზეწოლის მიუხედავად ბაქო კვლავ ინარჩუნებს კეთილგანწყობას თბილისის მიმართ და აქ არაფერ შუაშია არც პრეზიდენტების მეგობრობა და არც ალიევის გამზირი თბილისში. აზერბაიჯანს საქართველო ძალიან სჭირდება როგორც ნავთობის ტრანზიტის საშუალება, თუ ქართული მარშრუტი დაიკეტა, ის იზოლაციაში აღმოჩნდება და იძულებული შეიქნება ნავთი მხოლოდ რუსული მარშრუტით გაყიდოს ევროპაში, ეს კი რასაც ნიშნავს ბაქოში კარგად იციან და ძალიანაც არ უნდათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ–სომხურ–აზერბაიჯანული ინტერესების ლაბირინთი სულ უფრო ფართოვდება და მასში რუსეთის გარდა, ახალი ძალით ჩაერთო დასავლეთი, რაც უკვე თავისთავად ქმნის მოვლენების საინტერესო განვითარების მოლოდინს.

რუსეთი უნდა დაისაჯოს!

ალბათ ასეთი განცხადებები ცივი ომის დროსაც კი ძალიან იშვიათად კეთდებოდა, დღეს კი მათ თამამად ახმიანებენ არა მარტო ვაშინგტონიდან, არამედ ევროპის რიგი დედაქალაქებიდანაც კი. თავად ეს განცხადება და მის უკან მდგარი ფაქტები ნათლად მეტყველებს მთელი ამ „პარტიის“ არსზე და მის „გამბიტურობაზე“.

რუსეთი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. მე ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი რუსეთის დასასუსტებლად „შეიქმნა“ და ალბათ ეს არცაა ასე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კრიზისის წინაშე რუსეთი დღეს აბსოლიტურად მარტო დგას (განსხვავებით წინა კრიზისებისაგან). დასავლეთს არც სურვილი და არც საშუალება არ აქვს მოსკოვს დაეხმაროს და რაც მთავარია, ხელს უწყობს რუსეთიდან დასავლური კაპიტალის სწრაფ გადინებას (სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესის ყველაზე დიდი „ხელშემწყობი“ თავად პუტინი იყო.) თუ ამ კრიზისიდან დასავლეთი ასე თუ ისე მშრალად ამოვა და წელშიც მალე გასწორდება, იგივეს თქმა ნამდვილად არ შეიძლება რუსეთზე, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნავთობის (შესაბამისად გაზისაც) ფასი კატასტროფულად დაეცა (პროგნოზებით ვარდნა გაგრძელდება) კრემლს მეტად სერიოზული ფინანსური პრობლემები გარანტირებული აქვს. ეს პრობლემები კი მხოლოდ აისბერგის წვერი იქნება, რადგან ის აუცილებლად გამოიწვევს სოციალურ პრობლემებს, ჩაშლის ბევრ მსხვილ პროექტს (როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო) და საბოლოოდ ხელისუფლებაში სერიოზულ ცვლილებებამდე მივა. ნურავის ეგონება, რომ „რუსული პრობლემების“ ანალიზისას სუბიექტური ვარ და მათ ვაზვიადებ, პირიქით – მე ჯერ არაფერი მითქვამს ჩრდილო კავკასიაზე. ჩემის აზრით ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ რეგიონში, დიდწილად თავად რუსეთზეა დამოკიდებული, მას ორი გზა აქვს – ან უარი თქვას საკუტარ აგრესიულ პოლიტიკაზე და ტონი შეარბილოს, ან მორიგი დარტყმა მიიღოს ჩრდილო კავკასიის სახით და არა მარტო!

საკმაოდ ნიშანდობლივია ის დინამიკა, რომლითაც უკანასკნელ პერიოდში ა.შ.შ–რუსეთის ურთიერთობები ვითარდება. პენტაგონი „ენის მოჩლექით“ საუბრიდან საქმეზე გადავიდა და საკმაოდ მკაცრად, გასაგებად განუმარტა კრელმს, რომ საჭიროების შემთხვევაში არც კონფრონტაციას მოერიდება და რუსეთს ამ შემთხვევაში დამარცხება გარანტირებული აქვს. არაერთხელ მითქვამს, რომ კრემლში ძალის ენა ძალიან კარგად ესმით, ისიც კარგად უწყიან, რომ რუსული არმია, რომელსაც მცირერიცხოვან და გაცილებით სუსტად აღჭურვილ ქართულ არმიასთანაც კი კინაღამ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, დასაღუპადაა განწირული ნატოს ან გნებავთ მხოლოდ ა.შ.შ–ს არმიასთან დაპირისპირების შემთხვევაში.

და ბოლოს – ვინც ადევნებს რუსულ ფორუმებს თვალს ან რუსულ პერიოდიკას ეცნობა, შენიშნავდა, რომ პუტინის კრიტიკა უკვე ინტენსიურ და „მრავალმხრივ“ სახეს იღებს, საუბარი უკვე მის გადადგომაზეც მიდის და ჩემის აზრით ეს არცთუ შორეულ მომავალში მოხდება. ამ ჩია, ამბიციებითა და იმპერიული ზრახვებით „გაძეძგილმა“ პატარა დიქტატორმა იმდენი მოახერხა, რომ რუსეთი მსოფლიოს დაუპირისპირა, ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცია და მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე „შიშველი“ დააყენა. სხვა თუ არაფერი, პუტინს თავისივე გამოზრდილი ოლიგარქები მოახრჩობენ, რადგან მათთვის ოცნება საბჭოთა კავშირზე უჩვეულოა, მითუმეტეს, თუ ამ ოცნებას მათივე მილიარდები ეწირება. ამ ყოველივეს ხელს აუცილებლად შეუწყობს პრეზიდენტი მედვედევიც, რადგან პუტინის აგრესიული პოლიტიკა, მისი გაუთვლელი ეკონომიკური ნაბიჯები და კონფრონტაციული ტონი სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის და ნაკლებად სავარაუდოა სურდეს, რომ კარიერა (გნებავთ საპრეზიდენტო ვადა) პუტინის ჩრდილქვეშ დაასრულოს.

ჩემს მიერ გამოთქმული ვარაუდი მხოლოდ ჩემივე ანალიზის ნაყოფია, გარდა ჩამოთვლილისა, ის სხვა ბევრ ფაქტსა და მოვლენასაც ეყრდნობა, მაგრამ თემა ისედაც დიდი გამოვიდა და დანარჩენი საკითხები მსჯელობის დროს გავშალოთ.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიი, რამხელააააააა :user: :user: :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

ეს ანალიზი რამდენიმე თვის წინ დაიწერა პაივცემული თემის ავტორის მიერ.

როდის დაწერე ეს ანალიზი ზუსტი დრო თქვი.ეხლა სამსახურში ვარ და უცბათ წავიკითხე.სახლში რომ წავალ კიდევ ერთხელ წავიკითხავ,მაგრამ მანამდე გეტყვი,რომ რუსეთი ისეთ იზოლაციაში არ აღმოჩნდა როგორც შენ გიწერია. :(

ფაქტიურად მეც ეგრე მეგონა ომის შემდეგ,მაგრამ მეშლებოდა თურმე. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

როდის დაწერე ეს ანალიზი ზუსტი დრო თქვი.

შარშან, ზამთარში მგონი

რუსეთი ისეთ იზოლაციაში არ აღმოჩნდა როგორც შენ გიწერია.

თემის არსიც ეგაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

თემის არსიც ეგაა

ჯერ კიდევ აქვს იმის თავი დღეს რუსეთს,ევროპას და დაჟე ამერიკასაც უღრინოს.აი ეს შეეშალათ ჩემის აზრით დასავლეთში.

ეკონომიკური სირთულეები აქვს რა თქმა უნდა,მაგრამ როგორც „დიდი“ ანალიტიკოსი იქით(იცი შენ ვინც :( )ამტკიცებს,ისეთი ვარიანტი პროსტა გამორიცხულია.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

როგორც „დიდი“ ანალიტიკოსი იქით(იცი შენ ვინც )ამტკიცებს,ისეთი ვარიანტი პროსტა გამორიცხულია.

"დიდი" ანალიტიკოსების დიდი ხანია აღარ მჯერა, რადგან დღეს გამორიცხული არაფერია

ანალიტიკა კი თავისი არსით ყოველთვის შეიცავს გარკვეულ ალბათობას :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

"დიდი" ანალიტიკოსების დიდი ხანია აღარ მჯერა, რადგან დღეს გამორიცხული არაფერია

ანალიტიკა კი თავისი არსით ყოველთვის შეიცავს გარკვეულ ალბათობას

მართლი ხარ და მითუმეტეს როცა რუსეთზე სწერ პოლიტიკურ ანალიზს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...