Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

წყნეთში, გურამიშვილის #5-ში, საიდანაც აფხაზეთიდან დევნილი წოწონავების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს, ბინის ახალი მეპატრონეები, მამა-შვილი მუზაშვილები მივიდნენ.

მათმა გამოჩენამ იქ თავმოყრილ დევნილებში გაღიზიანება გამოიწვია. მამა-შვილმა ძალით სცადეს ბინაში შესვლა, თუმცა დევნილებმა გზა გადაუღობეს და მათ შორის ფიზიკური დაპირსპირება დაიწყო. ფიზიკური დაპირისპირება აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს.

მუზაშვილები დევნილებმა ჯერ შენობიდან, შემდეგ კი ეზოდან გააძევეს. მამა-შვილი ჩასხდნენ ავტომობილში, დევნილებმა მათ ავტომობილს ქვები ესროლეს. ამის შემდეგ ბინის ახალმა მეპატრონეებმა ტერიტორია დატოვეს.

ადგილზე კვლავ რჩებიან აღსრულების თანამშრომლები და რამდენიმე ათეული დევნილი, რომლებიც გურამიშვილის #5-ში ცხოვრობენ.

პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი მალე დატოვებენ ტერიტორიას.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ნუთუ არ შეიძლებოდა დევნილების პრობლემის გადაწყვეტა აქამდე?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი შეიძლება თუ მონდომება იქნება..

მაგრამ ხელისუფლების მონდომება არის NOLI!

 

ესაა მუდმივი პრობლემა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წყნეთში, გურამიშვილის #5-ში, საიდანაც აფხაზეთიდან დევნილი წოწონავების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს, ბინის ახალი მეპატრონეები, მამა-შვილი მუზაშვილები მივიდნენ.

მათმა გამოჩენამ იქ თავმოყრილ დევნილებში გაღიზიანება გამოიწვია. მამა-შვილმა ძალით სცადეს ბინაში შესვლა, თუმცა დევნილებმა გზა გადაუღობეს და მათ შორის ფიზიკური დაპირსპირება დაიწყო. ფიზიკური დაპირისპირება აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს.

მუზაშვილები დევნილებმა ჯერ შენობიდან, შემდეგ კი ეზოდან გააძევეს. მამა-შვილი ჩასხდნენ ავტომობილში, დევნილებმა მათ ავტომობილს ქვები ესროლეს. ამის შემდეგ ბინის ახალმა მეპატრონეებმა ტერიტორია დატოვეს.

ადგილზე კვლავ რჩებიან აღსრულების თანამშრომლები და რამდენიმე ათეული დევნილი, რომლებიც გურამიშვილის #5-ში ცხოვრობენ.

პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი მალე დატოვებენ ტერიტორიას.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ნუთუ არ შეიძლებოდა დევნილების პრობლემის გადაწყვეტა აქამდე?!

 

 

დევნილები მძევლად ჰყავთ აყვანილი.

სამაჩაბლოდან დევნილებს არ უფორმებენ მიცემულ ბინებს საკუთრებად. მომვალში ალბათ აქაც იქნება მოსალოდნელი ასეთი რამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

სამაჩაბლოდან დევნილებს არ უფორმებენ მიცემულ ბინებს საკუთრებად. მომვალში ალბათ აქაც იქნება მოსალოდნელი ასეთი რამ.

წეროვანში?!

 

საიდან ინფო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო, ცუდი ფაქტია.. :user:

 

პ.ს. ნუთუ არ შეიძლებოდა დევნილების პრობლემის გადაწყვეტა აქამდე?!

 

აქამდე ბიუჯეტიდან თანხას რომ გამოჰყოფდნენ, მერე ჯიბეში იდებდნენ და დევნილებამდე არ მოდიოდა ეს ფული. ეხლა კი გამოგზავნილია თანხა დევნილების პრობლემის მოსაგვარებლად. :user:

 

წყნეთშI უკვე დაიწყო დევნილებისთვის ბინების გადაფორმება :user: ნელნელა ყველას აკმაყოფილებენ ფართით ან თანხით . იმათ, ვინც მიკედლებულია სხვა ოჯახში(ანუ დედის, დედმამიშვილის და ა.შ სახლში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და საკუთარი ფართი არ გააჩნიათ), შესთავაზებენ ფართს თბილისის შემოგარენში და თუ არ მოინდომებს , 10 000-15 000 ლარს მისცემენ :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დევნილები, როგორც მთლიანად ხელისუფლებისგან მოწყალებაზე დამოკიდებული კონტინგენტი, ხელისუფლებას დაჭერილი ყავს ყურებით და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ჯერ აწვალებენ, მერე წინასაარჩევნოდ რაღაცას მისცემენ და ბევრს დაპირდებიან, არჩევნების შემდეგ ისევ დაერევიან და ა.შ. "შუაღამის ნიღბოსან რაინდთა ორდენის" წევრებიც არიან მათ შორის

 

დევნილებმა კარგად უნდა შეიგნონ, რომ ხელისუფლების ინტერესში შედის მათი მარგინალიზაცია, რომ უკანონობის მსახურება მათი საკუთარი სტაბილურობის და უსაფრთხოების მტერია.

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დევნილები, როგორც მთლიანად ხელისუფლებისგან მოწყალებაზე დამოკიდებული კონტინგენტი, ხელისუფლებას დაჭერილი ყავს ყურებით და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ჯერ აწვალებენ, მერე წინასაარჩევნოდ რაღაცას მისცემენ და ბევრს დაპირდებიან, არჩევნების შემდეგ ისევ დაერევიან და ა.შ. "შუაღამის ნიღბოსან რაინდთა ორდენის" წევრებიც არიან მათ შორის

 

:DD საიდან მოგაქვთ ასეთი "ზუსტი" ინფოები :DD

 

დევნილად ვითვლები ...ნუ ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მოწყალებაზე არანაირად დამოკიდებულნი, მაგრამ ვიცნობ მათ, ვისაც მართლა უჭირს და ხელისუფლებისგან ელის დახმარებას, მაგრამ არანაირად არ გამოიყენებიან ხელისუფლების პოლიტიკური მიზენისთVის :D

 

შეიძლება ვინმე იყოს ისეთი, ვინც ფეხებს უკოცნის მთავრობას, ოღონდ რამე მიიღოს, მაგრამ დამერწმუნეთ უმრავლესობა მასე არ იმცირებს თავს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძველი დევნილების ამბები ჩემთვის იმდენად ნაცნობი, სამწუხაროდ, არ არის. აი, ახალი დევნილების საკითხებში, თითქმის ექსპერტი ვარ :D

 

tako:))

შეიძლება პირდაპირ არ ზემოქმედებენ მათზე, თუმცა, ეს არის მასიურად უბრალო ხალხი, რომლებმაც სახელმწიფოებრივი მექანიზმებით საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა არ იციან. ის პირები, რომელებიც თითოეულ ჩასახლებულ პუნქტზე აგებენ პასუხს, როგორც წესი, ან პარტიული ნიშნით, ან რაიმე ნიშნით სახელისუფლებო სასტავია. ეს უბრალო ხალხი მხოლოდ მათ იმედზე და რასაც ეუბნებიან და ჰპირდებიან იმას სჯერდებიან...

 

თქვენ არ იცით რა მძიმე მდგომარეობაა ახალ დევნილებში. ძალიან დიდი უსამართლობებს აქვს ადგილი.. წარმომიდგენია, რა დღეები გაიარეს და კიდევ გადიან ძველი დევნილები, რომელთაც ეს მინიმუმი ყურადღებაც კი არ მიუღიათ მთავრობისაგან. ყურადღება მიუღიათ კი არადა, ოფიციალურ იგნორში არიან.

 

babuagiorgi

სამაჩაბლოდან დევნილებს არ უფორმებენ მიცემულ ბინებს საკუთრებად. მომვალში ალბათ აქაც იქნება მოსალოდნელი ასეთი რამ.

newstudio

წეროვანში?!

 

საიდან ინფო?!

მართალია ეს კაცი... გარდა იმისა, რომ არ უფორმდებათ (ჯერჯერობით) ის საკუთრება, რომელშიც ცხოვრობენ, მიწებსაც არ ურიგებენ... ძალიან ცოტა კომპტაქტურად ჩასახლებულ პუნქტს გადაეცა მიწა. უმეტესობა მიწის გარეშეა დარჩენილი... არადა, მიწა ხომ მათი არსებობის ერთადერთი მინიმალური გარანტია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

king depress

პ.ს. ნუთუ არ შეიძლებოდა დევნილების პრობლემის გადაწყვეტა აქამდე?!

 

 

აკი სუბელიანი ხელფასზე ცხოვრობსო? :D კარგი რა დეპრეს,ვის აინტერესებ ეგ გაუბედურებული ხალხი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ხანგრძლივ, დამღლელ და ძალიან ცხელ (ოთახში კონდიციონერი გაფუჭდა) შეხვედრას დავესწარი. დევნილთა ჩასახლებების წარმომადგენლები შეხვნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს. მედიატორი იყო ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია.

 

ისედაც ხომ ყველაფერი ვიცოდი უკვე საკუთარი წინა დაკვირვებებიდან გამომდინარე, თუმცა ამ შეხვედრის მერე მეტი აგრესია გამიჩნდა კიდევ.

 

სახელმწიფომ, პრაქტიკულად არაფერი გააკეთა ამ ადამიანებისათვის. ერთი კითხვა დამებადა. ადრე რომ საუბარი იყო სააააკმაოდ უსოლიდურესი თანხის გამოყოფაზე საქართველოსათვის ომის შემდგომი რეაბილიტაციისათვის. ის თანხა უკვე გადმოგვეცა? რას ხმარდება, ან მოხმარდა???

 

პ.ს. დაინტერესების შემთხვევაში მზად ვარ დეტალურად გაგაცნოთ მიმდინარე პრობლემები და მდგომარეობა დევნილთა ცხოვრებაში. მზად ვარ, შეძლებისდაგვარად, ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...