Jump to content
Planeta.Ge

ექსკურსი წარსულში (ანუ როდის დაგვერხა


Recommended Posts

licemer

არადა კარგი თემაა, მაგრამ უსახელოდ იძირება, აფსუს
ეს ხელისუფლება უარესს აკეთებს.მარტო ის რად ღირს,სამაჩაბლოში დატოვილი მოსახლეობა?

 

 

აი ეს დაამატე პირველ პოსტს.მოდერატორის უფლებები კი გაქვს და სათაური ჩაასწორე.გვერხეოდა და გვერხევა დღესაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 48
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

licemer

აი ეს დაამატე პირველ პოსტს.მოდერატორის უფლებები კი გაქვს და სათაური ჩაასწორე.გვერხეოდა და გვერხევა დღესაც.

ჩემო დიტო, ამ თემას არაფერი აღარ ეშველება. აქაც იგივე პონტია რაც გე-ზე, სერიოზულ თემაზე საუბარი არავის არ სურს.

 

მაგრამ იმედს არ ვკარგავ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

როდის დაგვერხა, სინამდვილეში)

1992 წელს პირველი იანვარი თენგიზ სიგუამ რომ მოგვილოცა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

 

1992 წელს პირველი იანვარი თენგიზ სიგუამ რომ მოგვილოცა

Pompiero,

 

და კიდე ნახე რა დიდ გულზეა ეს არაკაცი

 

http://fact.ge/news.aspx

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

და კიდე ნახე რა დიდ გულზეა ეს არაკაცი

:(: დიდ გულზე როდის არ ყოფილა, თუმცა ამ ინტერვიუში სწორს კი ამბობს. ასეა, როცა ხელისუფლებას კარგავენ -- ხელად "აზრზე" მოდიან ხოლმე. ხელისუფლებაში როცა ხარ, მაშინ უნდა იზრუნო სამართალზე და მაშინ უნდა იყო ობიექტური, თუ შორსმჭვრეტელი ხარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ექსკურსი წარსულში (ანუ როდის დაგვერხა, სინამდვილეში)

ერეკლე მეორემ დიდი სტრატეგობიდან დიდ პოლიტიკოსად რომ გადაწყვიტა გარდასახვა:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვფიქრობ ამ კითხვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის შოთა ნადირაშვილის საუბარში გაეცა პასუხი:

გულისყური მივაპყროთ ამ ორი ბრძენი ადამიანის განსჯას ისეთ საკაცობრიო თემებზე, როგორიცაა მამებისა და შვილების ურთიერთობა - უფროსი თაობის მიმართ დამოკიდებულება

და წარსულის პატივისცემა; ბრძოლა ავტორიტეტებთან, დაუფიქრებელი «ნულოვანიტოლერანტობა» და «ყველანი ციხეში», რაც ქართულ გენოფონდს კატასტროფით ემუქრება; ეროვნულ ფასეულობებში გაურკვეველი ახალგაზრდების უცხო ქვეყნის ფსევდოკულტურით მოხიბვლა და გადაგვარება; და, რაც მთავარია, რწმენის წართმევა, რასაც მიზანმიმართულად ცდილობენ ადამიანის, როგორც ღირებულების, დაღუპვის მიზნით. ასეთ დროს უპირველესად უნდა ვიცოდეთ, «რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც» (ილია), რათა არ ავცდეთ ჭეშმარიტების გზას.

ეს საუბარი «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნდა.

 

შოთა ნადირაშვილი: ჩვენი სახელმწიფოს მოწოდება, რომ დავსაჯოთ, ბოროტებად მიმაჩნია

ილია მეორე: სიკეთე იწყება ღვთისგან. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული. თუ ღმერთი სიყვარულია, ყოველი არსება, რომელიც დაუახლოვდება

ღმერთს, ეზიარება ამ სიყვარულს. თუ სიყვარულია, მას ახლავს სიკეთე. არ შეიძლება, რომ სიყვარული არსებობდეს ადამიანში და სიკეთე არ აკეთოს.

შოთა ნადირაშვილი: ჩვენ, მეცნიერები, კიდევ სხვა გზით და სხვა გამოცდილებით მივედით სწორედ იმ შეხედულებამდე, რომ სხვისთვის სასარგებლო საქმის კეთება არის თვითონ ადამიანის შინაგანი სამყაროს მაღალ დონეზე ასვლა. ერთმანეთს აძლიერებენ მოსიყვარულე ადამიანები, მაგრამ, ამავე დროს, ალბათ, ადამიანი ვალდებულია, ვისაც არ უყვარს,

შეაცვლევინოს შეხედულება თავისი სიყვარულით. ასე რომ, ჩვენს სფეროშიც, რაც უნდა ბევრი ემუშავათ, მივდივართ იმ დიდ ჭეშმარიტებებთან, რომელიც ღმერთის მიერაა ნაბოძები და ნათქვამი.

ილია მეორე: სიყვარული ძალიან ხშირად სხვადასხვანაირად ესმით ადამიანებს. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ დღეს სიყვარულის შესახებ, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. დღეს, სამწუხაროდ, ბავშვები ხშირად არამარტო შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, არამედ ფიზიკურად უსწორდებიან. რა არის ეს, სიყვარულის უქონლობა თუ ბოროტია დაუფლებული ადამიანით?! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი იმყოფება სხვადასხვა ძალების გავლენების ქვეშ; უპირველეს ყოვლისა, ღვთის გავლენის ქვეშ, რა თქმა უნდა. და ბოროტი ძალების ქვეშ შეიძლება მოხვდეს ადამიანი. ბევრი რამ არის დამოკიდებული ოჯახზე და გენებზე. მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, რომ არ გამიგონია ჩემი დედ-მამის ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები. ასეთი მორიდება ჰქონდათ ერთმანეთისა და ბავშვებს ასე ზრდიდნენ.

მე წაკითხული მაქვს ერთი საოცარი შემთხვევის შესახებ. ეს მოხდა რუსეთის რევოლუციამდე. იყო ძალიან კარგი ოჯახი - ცოლი და ქმარი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ეს სიყვარული გამოვლინდებოდა ყველაფერში. ძალიან ცდილობდნენ, რომ სიხარული მოეტანათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ამ სიყვარულში ჩაერია რაღაც ბოროტი ძალა და მეზობელს

შეუყვარდა ეს ქალი. ძალიან ეცადა, მაგრამ ვერაფრით დაითახმა ეს ქალბატონი ცოდვის გასაკეთებლად და ბოლოს მოკლა მისსავე სახლში იმ დროს, როცა ქმარი შინ არ იყო. სისხლში იწვა ეს ქალი და ამ დროს შემოვიდა ქმარი. პირველი, რაც მან გაიფიქრა იყო ის, რომ შური ეძია. ამ დროს მკვლელი იჩოქებს მის წინ და ეუბნება, ძალიან მიყვარდა თქვენი მეუღლე,

მაგრამ ვერაფრით ვერ დავითანხმე და ამიტომ მოვკალიო. ისე იმოქმედა ამის აღიარებამ თუ აღსარებამ, რომ ეუბნება მკვლელს, - წადი სახლშიო. დაკეტა თავისი სახლი ქმარმა, წავიდა პოლიციაში და უთხრა, ცოლი მოვკალიო. როგორი ბუნებაა ამ ადამიანში? ესე იგი სხვის ცოდვას იღებს თავის თავზე. ამის გამო დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, სადაც წლების

მანძილზე იმყოფებოდა და იქაც იყო შემთხვევა, რომ მკვლელობა მოხდა და თავის თავზე აიღო. ეკითხება მოძღვარი, რატომ გააკეთე ეს, რატომ აიღე შენს თავზეო. მან უპასუხა, მე

მინდოდა სხვისი სიმძიმე მეტვირთაო. ესე იგი, იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული ადამიანისადმი, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა.

თანამედროვე ადამიანისთვის ეს სრულიად მიუღებელი და გაუგებარია. არიან ასეთი ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს იშვიათად შეიძლება მოხდეს.

პავლე მოციქულს აქვს შესანიშნავი სიტყვები - «ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი». ადამიანსაც ბევრი არ შეუძლია, თავისი სიმძიმეც

გააჩნია და მაინც უნდა იტვირთოს სხვისი სიმძიმე.

საოცარი ის არის, როგორ განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან. არის ადამიანი, რომლის გულშიც შეიძლება მთელი მსოფლიო ჩაეტიოს და არის ადამიანი, რომლის გულში ოჯახის წევრები ვერ ეტევიან.

სოხუმში იყო ასეთი შემთხვევა: გათხოვდა ქალიშვილი, წავიდა და სხვაგან ცხოვრობდა. მერე გაუჭირდა, ბინა არ ჰქონდა და დაბრუნდა დედასთან თავისი ქმარ-შვილით.

მე ვიცნობდი ამ ადამიანს. ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება ქალიშვილი თავის დედას, წადი სახლიდანო. სად წავიდეო და, სადაც გინდა, იქ წადიო. იყო შემთხვევა, როცა რკინიგზის

სადგურში გაატარა ღამეები. მერე დაბრუნდა. თუ არ წახვალ, ფანჯრიდან გადაგაგდებთო, - შვილი ეუბნება თავის დედას. საქმე მივიდა სასამართლომდე. სასამართლომ დედას დაუტოვა ბინა. აი, ასეთი ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს.

ყველაზე დიდი ძალა, რომელიც არეგულირებს ადამიანის მოქმედებას და ცხოვრებას, ღვთის რწმენაა. რწმენის წართმევა, ეს არის ადამიანის დაღუპვა. დღეს ძალიან ხშირად

ლაპარაკობენ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვების უფლებები. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ, წესიერად აღვზარდოთ და ვასწავლოთ. კანადაში ვიყავი და

იქ გვიამბობდნენ: ბავშვი ურეკავს პოლიციას, რომ ჩემი დედა მიჯავრდება ან მცემსო. რა ურთიერთობა უნდა იყოს შვილებსა და მშობლებს შორის ამის შემდეგ? საერთოდ,

მარადიული პრობლემაა მშობლებსა და შვილებს შორის, თაობათა შორის ურთიერთობა.

უნდა გვახსოვდეს ერთი მცნება, რომელიც მოგვცა უფალმა, «პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა». ეს არის ღვთის

კანონი. თუ ადამიანს უნდა, რომ ბედნიერი იყოს ამ ქვეყანაზე, მან უნდა სცეს პატივი მამასა თვისსა და დედასა თვისსა.

წმინდა მამები ამბობენ, რომ აქ იგულისხმება არა მარტო მშობელი, - უფროსი თაობა იგულისხმება. აი, ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა ახალგაზრდებმა. ზოგიერთს ჰგონია, რომ სანამ ცოცხალია, პატივი უნდა სცეს და მერე უნდა დაივიწყოს დედ-მამა. ესეც არ არის სწორი. გარდაცვალების შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს სულთა კავშირი მშობლებსა და

შვილებს შორის. ლოცვა უნდა შესრულდეს მშობლებისთვის, საკურთხი უნდა იყოს მათთვის გაკეთებული. მათ სახელზე შეიძლება გაჭირვე¬ბულ ადამიანებს დაეხმარონ და ასე

შემდეგ.

შოთა ნადირაშვილი: თქვენ მშობლებთან ურთიერთობაზე რომ თქვით, ჩემი მეცნიერება ასე ამბობს: 6-7 წლამდე ბავშვებისთვის მშობლებია ყველაზე დიდად მისაბაძი. და

ისეთები ხდებიან, როგორც მშობლები არიან. მშობლები უნერგავენ მათ გარკვეულ დამოკიდებულებებს და განწყობებს. 6-დან 12 წლამდე მასწავლებლის გავლენა უფრო

მეტია და ზემოქმედების უფრო მეტი ძალა აქვს ავტორიტეტის თვალსაზრისით, ვიდრე მშობელს. მშობელთან სიყვარული სულ სხვანაირ ურთიერთობებს ბადებს

და საზოგადოებრივ ურთიერთობებში მასწავლებლის და¬მოკიდებულებები მეტ ძალას იძენს. მერე უკვე ორივე კარგავს წამყვან როლს. 12-დან 16 წლამდე

ბავშვებს უნდათ, რომ თვითონ გახდნენ პიროვნებები, თავისი «მე» ჩამოიყალიბონ და ამიტომ არა მშობლისგან ან მასწავლებლისგან, არამედ განსაკუთრებით

თანატოლებისგან ეძებენ აღიარებას. ისინი აღარავის არ უჯერებენ, მათთვის არავინ არაა მისაბაძი, თვითონ უნდათ, რომ მისაბაძნი გახდნენ. ამ დროს მათ შველა უნდათ, რომ მიეცეთ

საშუალება, თავისი კარგი მხარე გამოავლინონ. თუ არადა, ცუდად გამოავლენენ. მათი ციხეში ჩასმა ეს არის უდიდესი ბოროტება. ბოროტებას ბოროტებით რომ უპასუხებ, ის

უფრო მტერი ხდება მთელი ჩვენი სახელმწიფოსი, დამსჯელი ორგანოების. ციხეში ჩასმით მისი განვითარების გზა ყოვნდება და 12 წლის თუ დაიჭირეს და 22 წლის გამოვა, პიროვნულად და სულიერად ისევ 12 წლისა იქნება. ამიტომ ჩვენი სახელმწიფოს მოწოდება, რომ დავსაჯოთ, ბოროტებად მიმაჩნია. მერე ბავშვები უკვე ხდებიან მიმბაძველები საზოგადოებაში ცნობილი ხალხისა. ჩემმა მეცნიერებამ ეს დაკვირვება გააკეთა, მაგრამ გამორჩა, რომ მთელ ამ პროცესში ღვთის რწმენა თვითონ იმ ავტორიტეტებს აძლიერებს.

სიკეთის ქმნა მშობლისა, მასწავლებლისა, შემდგომში - ცნობილი ადამიანებისა, სიკეთის ზემოქმედება კიდევ უფრო ძლიერი ხდება, თუ ჩვენ ეკლესიას, მორწმუნეობას

ვაქცევთ კიდევ ერთ დიდ ძალად, რომელიც სულ გაჰყვება დაბადებიდან ოც წლამდე, სანამ პიროვნებად ჩამოყალიბდება.

ილია მეორე: ახლა, თქვენი საუბრის დროს წარმოიშვა ჩემს გონებაში, რამდენად საჭიროა ავტორიტეტი ახალგაზრდებისთვის? ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა ძალიან ხშირად ავტორიტეტებს ებრძვიან. ავტორიტეტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის იდეალურია ყველაფერში. უნდა ვიფიქროთ, ვინ ვართ ჩვენ და საით მივდივართ. ჩვენ ძალიან ხშირად

ვაიდეალებთ ჩვენს წარსულს, ჩვენს წინაპრებს. შეიძლება ისეთი თავისუფალი - არა, როგორც დღეს არის ხალხი, მაგრამ ისინი დიდი ადამიანები იყვნენ. მათ მიტევებაც იცოდნენ და

სიყვარულიც... ცოდვას როცა ჩაიდენდა ადამიანი, მას მიაჩნდა, რომ ის არის ცოდვა. ეს სინანულის გრძნობა მუდამ იყო მასში. დედამიწაზე არ არსებობს უცოდველი ადამიანი, არც ყოფილა და არც იქნება. მაგრამ, როგორც წმიდა ბასილი დიდი ამბობს, მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანი დაეცა, მთავარია, რომ ის ადგა იმ ცოდვიდან. ადამიანი არ უნდა შეურიგდეს ცოდვას. ცოდვა ცოდვად უნდა მიაჩნდეს და ადრე თუ გვიან უნდა განთავისუფლდეს იმ ცოდვისგან და იმ ვნებებისგან. ძალიან ხშირად ახალგაზრდებს აგზავნიან მშობლები უცხოეთში, იმ დროს, როცა განმტკიცებული არ არიან თავის ეროვნულ ფასეულობაში, არ იციან, რა არის ეროვნული ფასეულობა, რამ გადაარჩინა საქართველო. რომის იმპერია დაეცა, ბიზანტია დაეცა, მრავალი სხვა დაეცა, საქართველო არსებობს. რატომ?

რა, ჩვენ სხვებზე მეტად ძლიერები ვიყავით? როცა ადამიანი მტკიცედ არ დგას თავის ფუძეზე, თავის წინაპრების ფასეულობაზე და ის ხვდება უცხო ქვეყანაში, უცხო კულტურაში და უცხო წეს-ჩვეულებაში, ხდება მისი გადაგვარება - ღებულობს იმ კულტურას, რომელიც იქ არის. ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს კულტურა და არსებობს ფსევდოკულტურა, ძალიან ხშირად ადამიანი ვერ განასხვავებს, სად არის კულტურა და სად არის ფსევდოკულტურა, სად არის მუსიკა და სად არის ფსევდომუსიკა. მთავარი ის არის, რომ ჩვენმა

ხალხმა გაიგოს, სად არის ჭეშმარიტება. მაცხოვარი ამბობს, «მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება». გზა, სად არის ჩვენი გზა, ეს უნდა ვიცოდეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

სერიოზულ თემაზე საუბარი არავის არ სურს.

 

მაგრამ იმედს არ ვკარგავ

იმედია არ დამიკარგავ შენი იმედის გადარჩენას რომ ვცდილობ :)

 

რამაზ საყვარელიძის ეს სიტყვები, მგონია ასევე ეხმაურება ამ თემის კითხვას

...

ჩვენი პოლიტიკური წარმატება ბევრ ისეთ რამეზეა დამოკიდებული, რისი პროგნოზიც ძნელია. პოლიტიკური წარმატების ფაქტორები, ჩემი აზრით, შეიძლება ორად გაიყოს - გარეგანი და შინაგანი. XX საუკუნის 20-იან და 90-იან წლებში დამოუკიდებლობის მიღება უადაოდ წარმატება იყო, მაგრამ ეს წარმატებები გარე მოვლენებმა განაპირობა, მათში ჩვენი წვლილი მინიმალურია.

 

შინაგანი რესურსებით მიღწეული წარმატების მაგალითია ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი. იდეა საქართველოში დაიბადა, შემდეგ კი ჩვენი და ჩვენი პარტნიორების (აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ) დიდი ძალისხმევით შეისხა ხორცი.

 

დღეს არც გარე, და არც შიდა ფაქტორები არ გვიქადის წარმატებებს

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=9868&ct=17

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

 

იმედია არ დამიკარგავ შენი იმედის გადარჩენას რომ ვცდილობ :)

 

 

 

დღეს არც გარე, და არც შიდა ფაქტორები არ გვიქადის წარმატებებს

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=9868&ct=17

 

 

"იმედია არ დამიკარგავ შენი იმედის გადარჩენას რომ ვცდილობ "

 

და

 

"დღეს არც გარე, და არც შიდა ფაქტორები არ გვიქადის წარმატებებს"

 

:ndzreva:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

"დღეს არც გარე, და არც შიდა ფაქტორები არ გვიქადის წარმატებებს"

ანუ ამას არ ეთანხმები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

???

არადა როგორი იმედი მქონდა თქვენი კორექტულობის :)

აბსოლუტურად სწორ ადგილას წაიფორთხილეთ. შეგნებულად თანაც. ძალიან სამწუხაროა :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

???

არადა როგორი იმედი მქონდა თქვენი კორექტულობის :)

აბსოლუტურად სწორ ადგილას წაიფორთხილეთ. შეგნებულად თანაც. ძალიან სამწუხაროა :P

 

ცოდვა მადლი აღარა გწამს? :ena:

გაქცევა, ქცევა, წაქცევა :ena:

 

კი არ წავიფორხილე, ჩემო ლილიკო, არამედ წავიქეცი :ena:

 

 

ძალიან გონიერი ქალბატონი ჩანხართ, მაგრამ ხანდახან უადგილოდ იცით გაწიწმატება.

 

რატომ წავიფორხილე?

 

უბრალოდ აღვნიშნე, რომ ადამიანი ჯერ ლაპარაკობს და მერე ფიქრობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

"დღეს არც გარე, და არც შიდა ფაქტორები არ გვიქადის წარმატებებს"

ანუ ამას არ ეთანხმები?

საფრთხე უნდა დავინახოთ და გამოსავალიც გამოჩნდება...

 

მაგრამ ანალიზის და პროგნოზირების უნარი აქვს ატროფირებული ჩვენს ხელისუფლებას...dire

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...