Jump to content
Planeta.Ge

ექსკურსი წარსულში (ანუ როდის დაგვერხა

Recommended Posts

ამონარიდი გურამ ოდიშარიას წიგნიდან "ომამდე დამარცხებული"

"1993 წლის 2 ცოქტომბრის შუაღამე. უღელტეხილი . ალპური ზონა. გზისპირა ლოდთან ვჩერდებით. სულს ვითქვამთ. ლოდს მოხუცი ქალი გადასწოლია, ძლივს გასაგონად კვნესის-მიშველეთ, დამეხმარეთ! ვერ ვშველით, ვერ ვეხმარებით. არც პური უნდა, არც წყალი მოხუცს, სამშვიდობოს სურს ყოფნა. შვილებთან და შვილიშვილებთან; სიცოცხლე უნდა. ჩვენ მისი ტარება არ შეგვიძლია. აღმართზე ღმუილით ამოდის "ურალი"-სამხედრო სატვირთო მანქანა, "ურალი" სამხიდიანია, ადვილად ძლევს უღელტეხილს. კაბინა ახალგაზრდა სამხედროებითაა გაჭედილი. გააჩერეთ, ბიჭებო!-ვყვირით ჩვენ. არ აჩერებენ. გახევებულები მხოლოდ წინ იყურებიან.. ურალი ღრიალით გვშორდება. ვაკვირდებით და...უცხოური მანქანა, თუ არ ვცდები "მერსედესი" ჩაყუჟულა "ურალის" ძარაში. მიდის "ურალი", გზისპირას, ლოდზე მოხუცი კვდება, ჩვენც,-სიქაგამოცლილები, ისე ვუყურებთ ამ სურათს , თითქოს ეს ყოველივე სხვა ქვეყანაში ხდებოდეს. ასეთი "ურალის" მძღოლები მანქანის გადაყვანაში მილიონ რუსულ მანეთს იღებდნენ . კლიენტები ბლომად ჰყავდათ. ურალს კი შეუძლია 30-40 ადამიანი გაიყვანოს სამშვიდობოს, 30-40 მომაკვდავი გადაარჩინოს.

ეს სურათი ჩემთვის საქართველოს სირცხვილია-უღელტეხილი, "ურალი" და "მერსედესი", მომაკვდავი ადამიანები. ეს სურათი ჩემთვის ღერბია ჩვენი დამარცხებისა!

ლიცემერი:რა თქმა უნდა ვეთანხმები ბატონ გურამს. ასეა ეს, ზნეობრივ ომში დავმარცხდით და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან . ეს კი, ტერიტორიულ ომში დამარცხებაზე უარესია . მაგრამ, ჩემი აზრი, ჩვენ უფრო ადრე 1991-92 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს დავმარცხდით, როდესაც კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს დავუპირისპირდით...და წავიდა და წავიდა . ამის შემდეგ გამიჩნდა განცდა , რომ ქართველი თვითდამკვიდრების ერთადერთ საშუალებას მოყვასის დათგუნვაში ხედავს, მაშინ გრძნობს თავს კაცად , როცა ქართველს გაანადგურებს... და ამიტომაც თანდათანობით დავკარგეთ სახე, დავკარგეთ ღირსება და საკუთარი თავის პაროდიად ვიქეცით... და ამიტომაც გახდა ჩვენი რეალობა პაროდიული , ოცნებები მითუმეტეს.

უზერებო, რა გვჭირს?

და გამოსავალს რაში ხედავთ?

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 48
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

licemer

უზერებო, რა გვჭირს?

მილიონზე მეტი ენერგიული და ჭკვიანი ადამიანი საზღვარგარეთ, ეს გვჭირს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

მილიონზე მეტი ენერგიული და ჭკვიანი ადამიანი საზღვარგარეთ, ეს გვჭირს

ესეც არის, ჩემო ბატონო newstudio, მაგრამ უფრო ცუდადაა საქმე. ჩემი აზრით, ჩვენ დღემდე ჯოგური პრინციპით ვცხოვრობთ და არ გვიყვარს ისინი, რომლების ჯოგიდან გამოსხლტომას ცდილობენ. საკმარისია მსგავსი სურვილი შევამჩნიოთ ვინმეს, იმ წამსვე მხრებში ჩავეჭიდებით, რომ ისევ ჯოგში დავაბრუნოთ ურჩი, რომ მანაც ისევე იაზროვნოს როგორც ჩვენ. ჯოგის ამგვარი კოლექტიური ნების კარნახით ყალიბდებიან ჯოგის მაამებელი "პოლიტიკოსები" ,პოპულისტები, რომლებიც თავიანთ მოქმედებას იმით საზღვრავენ, მოეწონება თუ არა მათი მოქმედება მასას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ჩემი აზრით, ჩვენ დღემდე ჯოგური პრინციპით ვცხოვრობთ და არ გვიყვარს ისინი, რომლების ჯოგიდან გამოსხლტომას ცდილობენ. საკმარისია მსგავსი სურვილი შევამჩნიოთ ვინმეს, იმ წამსვე მხრებში ჩავეჭიდებით, რომ ისევ ჯოგში დავაბრუნოთ ურჩი, რომ მანაც ისევე იაზროვნოს როგორც ჩვენ. ჯოგის ამგვარი კოლექტიური ნების კარნახით ყალიბდებიან ჯოგის მაამებელი "პოლიტიკოსები" ,პოპულისტები, რომლებიც თავიანთ მოქმედებას იმით საზღვრავენ, მოეწონება თუ არა მათი მოქმედება მასას.

აბა რა გითხრა, ჩაკეტილი საზოგადოება რო ვართ, მართალია, მაგრამ ამას ისტორიული ფესვებიც აქვს, 500 წელი მტრებით ვიყავით ალყაში...ხოლო ალყაშI და ომშI სხვა კანონებია და დღემდე ესე ვცხოვრობთ და მაგრად გვიკვირს სხვები რომ აღარ ცხოვრობენ მასე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

აბა რა გითხრა, ჩაკეტილი საზოგადოება რო ვართ, მართალია, მაგრამ ამას ისტორიული ფესვებიც აქვს, 500 წელი მტრებით ვიყავით ალყაში...ხოლო ალყაშI და ომშI სხვა კანონებია და დღემდე ესე ვცხოვრობთ და მაგრად გვიკვირს სხვები რომ აღარ ცხოვრობენ მასე

გეთანხმები...newstudio

რეზო ჭეიშვილს დავესესხები: " ჩვენი ფსიქიკა, ხანგძლივი, შეიძლება ითქვას საუკუნოვანი მონობის გამოძახილია, იგი დემოკრატიას ვერ ისიგრძელებს. ეს არ გვინდა, ის არ გვინდა, მაგრამ რა გვინდა ზუსტად არ ვიცით".

ასე რომ, newstudio:დასტურ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჰ, :ravic:: აქაც იგივე პონტია. სერიოზულ საკითხზე ბაზარი არავის არ უნდა :sorry:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ეჰ, აქაც იგივე პონტია. სერიოზულ საკითხზე ბაზარი არავის არ უნდა

რას იზავ)))))))))))))) :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

"1993 წლის 2 ცოქტომბრის შუაღამე. უღელტეხილი . ალპური ზონა. გზისპირა ლოდთან ვჩერდებით. სულს ვითქვამთ. ლოდს მოხუცი ქალი გადასწოლია, ძლივს გასაგონად კვნესის-მიშველეთ, დამეხმარეთ! ვერ ვშველით, ვერ ვეხმარებით. არც პური უნდა, არც წყალი მოხუცს, სამშვიდობოს სურს ყოფნა. შვილებთან და შვილიშვილებთან; სიცოცხლე უნდა. ჩვენ მისი ტარება არ შეგვიძლია. აღმართზე ღმუილით ამოდის "ურალი"-სამხედრო სატვირთო მანქანა, "ურალი" სამხიდიანია, ადვილად ძლევს უღელტეხილს. კაბინა ახალგაზრდა სამხედროებითაა გაჭედილი. გააჩერეთ, ბიჭებო!-ვყვირით ჩვენ. არ აჩერებენ. გახევებულები მხოლოდ წინ იყურებიან.. ურალი ღრიალით გვშორდება. ვაკვირდებით და...უცხოური მანქანა, თუ არ ვცდები "მერსედესი" ჩაყუჟულა "ურალის" ძარაში. მიდის "ურალი", გზისპირას, ლოდზე მოხუცი კვდება, ჩვენც,-სიქაგამოცლილები, ისე ვუყურებთ ამ სურათს , თითქოს ეს ყოველივე სხვა ქვეყანაში ხდებოდეს. ასეთი "ურალის" მძღოლები მანქანის გადაყვანაში მილიონ რუსულ მანეთს იღებდნენ . კლიენტები ბლომად ჰყავდათ. ურალს კი შეუძლია 30-40 ადამიანი გაიყვანოს სამშვიდობოს, 30-40 მომაკვდავი გადაარჩინოს.

ამის შემდეგ კიდევ კითხულობ რა გვჭირსო ლიც,მაგრამ ყველა ეგეთი არ არის საქართველოში.არიან ქართველები,ვისაც მართლა უყვართ ქვეყანა და აი ეგეთების იმედზეღა ვართ დარჩენილები და მათ გაზრდილ შვილებზე.

ეს ხელისუფლება უარესს აკეთებს.მარტო ის რად ღირს,სამაჩაბლოში დატოვილი მოსახლეობა?

ისე ეხლა ვნახე ანალოგიური თემა იქით და რა გაცინებთ შეგიძლია მითხრა?

ლიც,ისეთი აშუშენია მრჩება,რომ თემების გახსნის ლომკა გაქვს და პოსტების გროვების მხოლოდ.მე უკაცრავად. :ravic:

Edited by lasha1997

საღოლ, ჩემო დიტო

შეურაცხყოფას რატომ მაყენებ? მე არ მითქვია, რომ მარტო ამ ფორუმზე დავპოსტავდი (დროთა განმავლობაში შეიძლება ასეც ყოფილიყო) . ეს თEმა აქაც გავხსენი და იქაც, ისევე როგორც სხვა თემები.

და თუ ის პოსტები წაიკითხე, სადაც ვღადაობ, მაშინ ის პოსტებიც წაგეკითხა, სადაც არ ვღადაობ. ადამიანი რომ სერიოზულად დაგიპოსტავს: "ქალბატონო ლიცემერ ძალიან სერიოზული საკითხი წამოსწიეთო", რა, აღარც გავიცინო?

შენ იყავი ამ ფორუმზე ჩემი მასპინძელი და ნამდვილად არ მეგონა თუ ასე მატკენდი გულს. ნაღდი არ ვიმსახურებდი. მაგრამ და რადგან ასე გინდა, მაშინ იფიქრე, რომ თემა ჩემთვის კოკნარია, კლავიში რასტვარიტელი და მაუსი კიდო ანგრიდიდი და ლომკასაც ამით ვიხსნი.

აბა ჰე, სულ სიკეთეს და წინსვლას გისურვებ შენც და ამ ფორუმსაც ...

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

"ქალბატონო ლიცემერ ძალიან სერიოზული საკითხი წამოსწიეთო"

ეს ვინ დაგიწერა?! :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

საღოლ, ჩემო დიტო

რა გეწყინა შე კაი კაცო ამისთანა? ამისთანა თემას ხსნი და არ უნდა იცინო მეთქი.მეტი არაფერი.თუ გაწყენინე ლიც,უკაცრავად მეთქი,მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე სიცილი.მაშინ საერთოდ ნუ უპასუხებდი იმ ქალბატონს და იმის გარდა კიდევ ბევრ ვაჟბატონს. :ravic:

კიდევ ბოდიში თუ გაწყენინე.

პ.ს. მე რომ სიმართლეს მეუბნებიან ჩემს შეცდომებზე,არ მწყინს ხოლმე. :sorry:

ის ბოლო პოსტი ეხლა ვნახე და მართლა მეც გამეცინა,მაგრამ მანამდე ნაწერზე ვაბობდი იმას რასაც ვამბობდი. :sorry:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რა გეწყინა შე კაი კაცო ამისთანა? ამისთანა თემას ხსნი და არ უნდა იცინო მეთქი.მეტი არაფერი.თუ გაწყენინე ლიც,უკაცრავად მეთქი,მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე სიცილი.მაშინ საერთოდ ნუ უპასუხებდი იმ ქალბატონს და იმის გარდა კიდევ ბევრ ვაჟბატონს. :)

კიდევ ბოდიში თუ გაწყენინე.

პ.ს. მე რომ სიმართლეს მეუბნებიან ჩემს შეცდომებზე,არ მწყინს ხოლმე. :)

ის ბოლო პოსტი ეხლა ვნახე და მართლა მეც გამეცინა,მაგრამ მანამდე ნაწერზე ვაბობდი იმას რასაც ვამბობდი. :D

გაიხარე, ჩემო დიტო :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...