asds Posted July 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2009 http://itngeorgia.wordpress.com/2009/07/14...83%9b%e1%83%90/ დიდი ბელადის მორიგი გამარჯვება “Nabucco” მოკლედ რამდენიმე დღიანი დუმილი უნდა დავარღვიო და ახალი პოსტი შემოგთავაზოთ. ძალიან კი მეზარება მაგრამ თემა თავად მოვიდა, რადგან ვფიქრობ მართლა არ შეძლება დუმილი მაშინ როცა სააკაშვილის კრიმინალური რეჯიმი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ძირითადი მედიასაშუალებები ლურსმანს ლურსმანზე აჭედებენ საქართველოს და საქართველოც პირდაპირი გაგებით სისხლისგან იცლება. ვსაუბრობ იმაზე რომ 13 ივლისს სააკაშვილის ტელევიზიებმა კიდევ ერთი საცირკო წარმოდენა დადგეს, რათქმაუნდა პირდაპირ ეთერში და ვიღაც გაექსპერტებული ნაცმაკაკებისა და სააკაშვილის გონმიხდილი მრევლის თვასაჩინო წარმომაგენლების მხარდამხარ საქართველოს მოსახლეობას მორიგი ჯერ არ ნახული წარმატების შეახებ აცნობეს. დავინტერესდი ესეთი რა წარმატებისთვის მიგვიღწევია ამ პაპანაქება სიცხეში თქვა და აღმოვაჩინე რომ სადღაც იქ თურქთში მოხალისე ევროპელებს აუხდენელი ოცნებისკენ გადაუდგავთ კიდევ ერთი ნაბიჯი და ეს თურმე საქართველოს დიპლომატიისა და პირადად მიშმაკაკ სააკაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება ყოფილა. იტოგში სერიოზულად გარეკეს … რაღა დავმალო და ალალად გული მერევა საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებზე და არც მათი გამოხტომების კომენტირებითვის მცხელა, მაგრამ ქართული უგუნურების ფენომენის ბოლოლოდროინდელი შადრევანიზაცია აშკარად რეაგირებას საჭიროებს. სულ ცოტა ასე ბლოგებზე და ფორუმებზე მაინც უნდა დავწეროთ რომ ეს ბოზები ქვეყანას გვინადგურებენ და რამე თუ არ ვიღონეთ ურთიერთდაპირისპირება, სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა ხვალინდელი რეალობის ელფერს შეიძენს, ნამდვილი რევოლუცია კი გარდაუალი აუილებლიობა გახდება თუ უკვე არ გახდა. თან ეს მამამდე უნდა მოვახერხოთ ვიდრე ვაშინგტონის ქართველმა მონებმა ინტერნეტზეც მკაცრი ცენზურა არ დააწესეს, არადა ვრცელდება იფორმაცია რომ გარკვეული ჯგუფები შესაბამისი სპეციალისტებითაც დააკომპლექტეს და სპეც ტექნიკითა და პროგრამული უზრუნველყოფითაც აღჭურვეს. ასე რომ ვიდრე პროქსი საიტებით დავჭირვებია ინფორმაციის მიღება და გაცვლა მანამდე უნდა ვიმოქმედოთ. ამ პოსტის პირველი რამდენიმე აბზაცის ცაკითხვის შემდეგ ადამიანი ალბათ იფიქრებს, რომ მეტისმეტად უცერემონიო და უცენზურო ლექსისკით ვწერ და მართალიც იქნება, მაგრამ ალალად მითხარით რა თქვენ შემოგევლეთ რადროს პოლიტკორექტულობაა როცა ამერიკის ინტერესებისა და ვაშინგტონის ქართველი ქვეშევროდმების გამო ხალხი და ქვეყანა გვიკვდება? მე აქ ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენ ხალხზე ვსაუბრობ მეგობრებო, ჩვენ სამშობლოზე სადაც ყველა ძალიან კარგად ცხოვრობს და გულაობს ღირსეული მოქალაქის გარდა, სადაც კრიმინალები, მედროვეები, ელიტარული სტატუსის მქონე ვიღაც გარეწრები ბატონებად მოაჯდნენ თავს სზოგადოებას და სადაც კანონია პრეზიდნეტად წოდებული ვიღაც მკურნალობას მოკლებული ფარჩაკი და ეგ ფარჩაკია სამართალიც. ვისაც ამ ნონსენსის შეგუება გსურთ კი ბატონო შეეგუეთ და კრიტიკის დროსაც პოლიტკორექტული იყავით, ან პოლიტკორექტულობით გაამართლეთ რეჟმისგან შურისძიების შიში, რომ როგორმე რომელიმე კრიმინალს შემთხვევით კრიმიალი არ უწოდოთ და არ გააღიზიანოთ. არადა ერთხელ დაიბადე ადამიანი და ერთხელ მოკვდები, რისი ან ვისი უნდა გეშინოდეს მაგრამ … იტოგში მიხვით ალბათ რომ პოლიტკორექტულ საუბარს სააკაშვილის მაგვარ ნაძირლებზე არ ვაპირებ, და ამდენად არც პრეტენზიებს მივიღებ და არც კორექტულობისკენ მოწოდებებს რადგან ეს ჩემი ბლოგია და ჩემი არჩევანია კრიმიმალი უწოდო პრეზიდენტად წოდებულ მასობრივ მკვლელსა და სამხედრო დამნაშავეს თუ ანგელოზი … ასეა ეს და იმ თემას დაუბრნდები რომელმაც ესოდენ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და აღტაცებაც კი მოჰგვარა სააკაშვილის ტელევიზიების ვითომ ჟურნალისტებს, სინამდვილეში კი სააკაშვილის შსს-ს ოდრ-ებსა და ერისა და ქვეყნის რეალურ მოღალატეებს. Nabucco-ს პროექტი მართლაც და 13 ივლისს ანკარაში (თურქეთი) ხელი მოეწერა სამთავრობოთაშორის შეთანხმებას Nabucco-ს პროექტთან დაკავშირებით. მრავალწლიანი წინამოსამზადებელი პერიოდის შემდეგ სტარტი მიეცა კონკრეტულ სამუშაოებს ახალი გაზსადენის პროექტირება მშენებლობის კუთხით. კი ბატონო ეს საინტერესოა, მაგრამ პირადად ჩემთვის ის უფრო საინტერესოა საქართველოს გამარჯვეა რატოა ეს, როცა უკვე გაყვანილი და რუსეთის ოპოზიციის მიუხედავად ფუნქციონირებაში გაშვებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის არსებობას ერთის მხრივ საქართველოს სტაბილური განვითარება შეეწირა მეორეს მხრივ კი ტერიტორიალუური მთლიანობა, რადგან სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონალური ენერგოინტერესების ლობირების გამო უპირისპირდება ერთმანეთს საქართველო და რუსეთი და სწორედ ვაშინგტონის მონური ერთგულებაა იმის მიზეზი რომ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების არსებობა და მათი დამოუკიდებლობა აღიარა. საინტერესოა ნაბუკოს პროექტის განხორციელება და ვაშინგტონის ყმადნაფიცობა ამჯერად რა ფასად დაუჯდეა საქართველს, არადა ძვირი რომ დაუჯდება ამაზე ხომ ორი აზრი არ არის და ამაზე ხომ რამდენიმე წელია უკვე ვწერ, მაგარმ რათ გინდა ამ ქვეყანაში ხომ ურემის გადატრიალერბამდე არავის არაფერი არ ადარდებს … და არც მერე … კარგით ბატონებო მოდი კიდევ უფრო სიღრმისეულად განვიხილავ ამ თემას რადგან ბოლოს და ბოლოს გეოპოლიტიკა და სამხრეთ კავკასიაში ზესასახელმწიფოების ენერგოინტერესები პირდპირ კავშირშია საქართველოს უკვე გარდაუვალ დეზინტეგრაციასთან და სამოქალაქო ომთან, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომიდან დღის წესრიგში დადგება და საბოლოო ჯამში საქართველოს სომალიზაციით დასრულდება. მოკლედ უშუალოდ Nabucco-ს პროექტი მოიცავს 3,300 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალურ გაზსადენს ცენტრალური აზიიდან ევროკავშირის ქვეყნებამდე. გაზსდენის სიმძლავრე წელიწადში 26-32 მლრდ კუბამეტრს შეადგენს, რომელიც ევროპულ ქვეყნებს თურქმენეთისა და აზრბაიჯანის შაჰ-დეიზის გაზის საბადოდან უნდა მიეწოდოს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ რომ პროექტში მონაწილეობას ირანიც მიიღებდა თუმცა თეირანმა პროექტი უარყო. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დღის წესრიგში დადგა გაზსადენის მარშრუტის შეცვლა და საქართველოდან სომხეთის ტერიტორიაზე გადატანა თუმცა საბოლოო ჯამში დამტკიცებული პროექტის თანახმად, როგორც მინიმუმ ამ ეტაპზე მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩება. პროექტის ღირებულება 7,9 მილირდ აშშ დოლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2013 წლისთვის იგეგმაბა, 2014 წელს კი ევროკავშირში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უნდა დაიწყოს. პროექტში საქართველოს მონაწილეობის სანაცვლოდ ოფიციალური თბილისი 5+5 სქემის თანახმად უფასოდ მიიღებს გაზსადენით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 5% და კიდევ 5%-ის შეძენა შეღავათიან ფასად შეეძლება. იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ ექსპერტული მონაცემებით ირანის გარეშე აზერბაიჯანსა და თურქმენეთს, რომლის პროექტში მონაწილეობა ჯერ კიდევ სათუოა და რომელსაც რუსეთთან ხანგრძლივი კონტრაქტები აკავშირებს, ბუნებრივი აირით Nabucco-ს გაზსადენის სრულად დატვირთვის რესურსი არ გააჩნიათ. ამ ყველაფერზე იმდენჯერ დავწერერე, რომ გამეორება ცალსახად მეზარება, ერთს ვიტყვი რომ თუ Nabucco-ს გაზსადენი ირანის ბნებრივი აირით არ ჩაიტვირთება, მხოლოდ აზრბაიჯანისა და თურქმენეთის ხარჯზე მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით შეძლებს ფუნქციონირებას. მოკლედ რა მშვენიერია ეს ცხოვრება რომ არა პერიოდულად მაინც რეალურ სამყაროში დაბრუნების აუცილებლობა : )) არ ვიცი ვისთვის როგორ მაგრამ ჩემთვის დღესავით ნათელია ის რომ მოსკოვი აღაღნიშნული გაზსადენის მშენებლობას არ დაუშვებს თუ ის რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გაივლის და ალბათ სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო, რადგან ისევ და ისევ ზესახელმწიფოების ნაციონალურ ინტერესებსა და გეოპოლიტიკას უბრუნდებით. (ვაშინგტონი – მოსკოვი და ახალი მსოფლიო წესრიგი <<->>საქართველო და გეოპოლოტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა) მოკლედ სხვა პუბლიკაციებში ვისაუბრე იმაზე თუ რა ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიასთან, შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმაზეც დავწერე თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ურთიერთობებში ნავთობპროდუქტებზე ნადირობით გაქანცულ ვაშინგტონსა და პეკინს 2020-2025 წლისთვის და ეხლა იმასაც მოგახსენებთ თუ რა ინტერესი აქვს Nabucco-ს პროექტში და პროექტთან მიმართებაში ამერიკას, რა ინტერესი რუსეთს და რა ინტერესი ბრიუსელს (EU), რომელიც ვაშინგტონისგან კარდინალურად განსხვავებულ პოზიციაშია და საკუთარი უსაფრთხპების სულ სხვა სტრატეგია აქვს ვიდრე მის ამერიკელ პარტნიორს. მოკლედ ისევ თანმიმდევრულად მივყვები და ვიტყვი რომ ბრიუსელი მართლაც სისხლხორცეულად დაინტერესებულია Nabucco-ს პროექტის განხორციელებაში, რადგან ბოლოს და ბოლოს რუსეთის გვერდის ავლით, ევროკავშირის მიერ გაზის საერთო მოხმარების მოცულობის თუნდაც უმნიშვნელო ნაწილს რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბრიუელი საუკუნის 50-იან წლებამდე და შესაძლოა საუკუნის ბოლომდეც ბუნებრივი არით მომარაგების პრობლემის ნეიტრალიზებას შეძლებს. სწორედ ამიტომ არის რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც მოსკოვთან ჩრდილოეთისა და სამხრეთის (მშეებარე გაზსადენები) ნაკადში მონაწილების კუთხით, ასევე ანკარასთან, რომელიც განსაკუთრებულ იმედებს (ევროკავშირის ენერგომომარაგებაში ერთ ერთი საკვანძო როლის შესრულება, შედეგად ევრკავშირში გაწევრიანების უკეთესი პერპექტივა) ამყარებს Nabucco-ს განხორციელებაზე და პროექტში მოაწილე სხვა დედაქალაქებთან. კარგით ბატონო ევროპის პოზიცია ფრიად გასაგებია და მისაღებიც რადგან ნომინალურად რეგიონში დესტაბილიზაციასა და ქვეყნებ შორის დაპირისპირებას ან ქვეყების დეზინტეგრაციას არ ისახავს მიზად, თუმცა სულ სხვა შემთხვევაა ამერიკის შეერთებული შტატები რომელსაც საკუთარი ძლევამოსიელბისგან გაბრუებულს ალბათ ვერ წარმოედგინა თუ როდისმე კიდევ მოუწევდა ვინმესთვის ანგარიშის გაწერვა, არადა უწევს და უწევს დაჩოქილ მდგომარეობაში. დიახ მეგობრებო აქ ილუზიები არ უნდა გვაწუხებდეს და კარგად უნდა გავიაზროთ რომ აგვისტოს მოვლემენების შემდეგ ვაშინგტონს მტკივნეული გამოფხიზლება და რეალურ სამყაროსთან შეჯახება მოუხდა. რეალურ სამყაროში კი აღმოჩნდა რომ თამაშის წესებს ძლევამოსილ შეერთებულ შტატებს მინიმუმ შუააზიასა და სმხრეთ კავკასიაში ისევ მოსკოვი კარნახობს .. ასე რომ თუ თავდაპირველად ვაშინგტონი სერიოზულად დაინტერესებული იყო და ერთგვარი ლოკომოტივის ფუნქციასაც კი ასრულებდა Nabucco-ს პროექტთან მიმართებაში, დღეს სულ სხვა ვითარებაა და სიმართლე გითხრათ დარმწუნებული ვარ რომ ევროპის ენერგიუსაფრთხოება ვაშინგტონს ზუსტად ისევე ადარდებს როგორც თქვენ მთვარეზე რესტორნის არ ქონდა … ანუ Nabucco-ს პროექტისადმი ვაშინგტონის “რატომაც არა მაგრამ თუ არა თავს ნამდვილად არ მოვიკლავ” სტილში დამოკიდებულება ყველაზე კარგად 13 ივლისს გამოჩდა როცა საქართველოში გამარჯვებად აღქმული პროექტის ე.წ. სტარტის აღსანიშნავად თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ანკარაში თავი ბოლო საშუალო და უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკები და დიპლომატები მიავლინა. მიზეზი მარტივია, ყველაზე ნაკლებად დღეს ვაშინგტონს მოსკოვის გაღიზიანება ჭირდება მით უმეტეს რომ რეგიონში ამერიკის ძირითად ინტერესს არა ევროპის გაზმომარაგება არამედ ნავთობი და საკუთარი ეკონომიკის ნავთობპროდუქტებით მომარაგება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არ იქება ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში გამავალი ენერგოდერეფანის რუსეთის კონტროლს ქვეშ გადასვლის წინააღმდეგი და არ ვიცი ამ თემებზე მერამდენედ უნდა დავწერო ან საერთოდ რატომ ვწერ მაგრამ ვიაიდან და რადგანაც პუბლიკაციის წერა დავიწყე მოდი ბოლომდე ჩავყვები. და ესეიგი ისევ ვაშიგტონი, სამხრეთ კავკასია, აღლო აღმოსავლეთი და ნავთობი, ბავთობი რომელიც რეგიონი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მათ შორის აზერბაიჯანს, ირანსა და ერაყს აქვს და რომელიც ესოდენ ჭირდება ამერიკის ეკონომიკას. აზრბაიჯანზე არ გავჩერდები, ეს ქვეყანა გეოგრაფიული ადგიმდებარეობიდან გამომდინარე ისედაც დასავლეთის მიმართუებით ახდენს ნავთობის ტრანსპორტირებას. რჩება ირანი და ერაყი, ერაყის ნავთობი უკვე მიედინინება ამერიკის მიმართულებით თუმცა ეს ნაკადი ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს, ნებისმიერ დროს რადგან … 1. ერაყის ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი ერაყის ჩრდილოეთით ქურთისტანის ტერიტორიაზე მოიპოვება. ქურთისტანის მაღალი ავტონომიურობის მიუხედავად რეგიონში სეპარატისტული განწყობილებები უკიდურესად მარალია. 2. ერაყის ნავთობის ტრანსპრტირება შიიტი მუსულმანების ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით ხდება ქვეყნის მთავარი პორტის ბასრის ნავთობტერმინალების მიმართულებით. 3. თეირანს ნებისმიერ დროს შეუძლია ერაყის შიიტი მოსახლეობისა და პარტიზანული რაზმების გააქტიურება და ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტი შეჩერება. 4. რომ არა ერაყში ამერიკის მძალვრი სამხედრო წარმომადგენლობა, ერაყის სულ ცოტა ორი მესამედი მათ შორის ქალაქი პორტი ბასრა დიდი ალბათობით ირანის ისლამური რესპუბლიკის დეფაქტო დაქვემდებარებაში გადავიდოდა. აღიშნულიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ შეერთებულ შტატეს საკუთარი ეკონომიკის ენერგიით უზრუნველსაყოფად ირანის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გარკვევა დასჭირდება. აქ კი მხოლოდ ორი ვარიანტი არსებოს .. 1. ვაშინგტონმა შეგნებულად დათმოს რეგიონში პოზიციები და გააძლიეროს მოსკოვი, რომელიც შეძლებს ირანის დაყოლიებას ენერგოპროექტების განხორციელებაზე და ამით მეტად კონტროლირებადი გახდება. პლუს ამას რეგიონში რუსეთის როლის გაზრდით მნიშვნელოვნად შემცირდება ირანში ამერიკასთან სამხედრო დაპირისპირების მოლოდინი რაც მეტ სტაბიურობას შესძზენს ერაყს და ერაყიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტს. 2. სახმედრო ინტერვენცია. ამ შემთხვევაში ვაშინგტონი ყველაფრით რისკავს რადგან ერაყისგან განსხვავებით ირანის ისლამური რესპუბლიკა იოლი სამიზნე ნამდვიად არ იქნება. უფრო მეტიც, თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წამოწყება ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების საბაბი შეიძლება გახდეს, რაც შეერთბეული შტატების ეკონომიკას იმ ნავთობის გარეშეც დატოვებს რომელსაც უკვე იღებს რეგიონიდან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თან წერაც მაგარი მეზარება ერთს ვიტყვი რომ ან სამხრეთ კავკასიის რეგიონში გამავალი ენერგოდერეფანის კონფიგურაცია შეიცვლება და საქართველოდან სომხეთის (რუსეთის მიერ კონტროლირებაად) ტერიტორიაზე გადავა, ან არანაირი Nabucco და სხვა ენერგოპროექტები არ განხორციელდება, რადგან რუსეთის დაინტერესების შემთხვევაში საქართველო სომალის დაემსგავსება, აზრებაიჯანი და სომხეთი კი ისევ ქვემეხების მეშვეობით გააგრძლეებენ ურთიერთობების გარკვევას. იტოგი აქ ამბები დატრიალდება ტრუბებისთვის ნამდვილად არავის ეცლება … მოკლედ გინდა გაწიე გინდა გამოწიე შეერთებული შტატების მორიგ სამიზნეს ირანი წარმოადგეს ამდენად, როგორც არაერთგზის ვთქვი, ვაშინგტონი საკუთარი ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფარგლებში ყველაფერს გააკეთეს რომ მოსკოვი და ერევანი დაამშვიდოს და პარტნიორობაზე დაიყოლიოს. ასე რომ სწორედ ვაშინგტონის ფარული სანქციით დაიკავებს რუსეთი და სომხეთი საქართველოს რიგ ტერიტორიებს, ენერგოდერეფანიც სომხეთისკენ გადავა, თბილისის იურისდიქციაში დარჩენილ ტერიტორიაზე კი სააკაშვილის ტირანია დამყარდება, რასაც საბოლო ჯამში ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომი მოყვება. ასეა ეს ამბავი და თუ არ მეთახმებით ბრძანეთ ბატონო რატომ და როგორ არა, თუ მეთანხმებით და ეგეც არ დამიმალოთ … Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2009 http://itngeorgia.wordpress.com ეს ვისაც ორიგინალშI წაკიტხვა სურს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2009 (edited) asds დიდი ბელადის მორიგი გამარჯვება “Nabucco” ეს გაზსადენი არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი(ცალკე გაზი და ცოტა უსაფრთხოების გარანიებიც),მაგრამ არაფერი არ არის გამორიცხული.ობამას ვიზიტის შემდეგ,მიშა ძალიან ატლიკინებს ენას და ვისი იმედი აქვს ეგ აღარ ვიცი უკვე.რაც ამერიკაზე დაწერე მაგას ვიძახი სულ, რომ ეგ ქვეყანა არავის ლამაზი თვალების გულისთვის არ ეხმარება. ყველაზე მეტად მაინც ევროპა რჩება მოგებული.რუსეთიდან გაზს ალტერნატივა გაუჩნდება და ფასებიც ცოტა დარეგულირდება.ვერ ვპოსტამ ბევრს.სამსახურში ვარ და თან არც მიყვარს ბევრის წერა. Edited July 14, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.