Jump to content
Planeta.Ge

ჩხრეკებს სხვა ადამიანებსაც დაასწრებენ


Recommended Posts

ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედებისას დამსწრეთა ინსტიტუტი კვლავ დამკვიდრდდება.

 

კერძოდ, სანამ სამართლადამცველები ჩხრეკას განახორციელებენ, ოჯახს ჩხრეკაზე დამსწრის მოწვევის უფლება ექნება, რათა თვალყური ადევნოს...

 

ამითო, აღარ იქნება ვაი-ვიში ატეხილი, არ ჰქონდა წამალი და იარაღი და ჩაუდესოოოო

 

უშველის განახლებული დამსწრეთა ინსტიტუტი ჩადების კარგადდამკვიდრებულ ინსტიტუტს???? :blink: :blink:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედებისას დამსწრეთა ინსტიტუტი კვლავ დამკვიდრდდება.

 

კერძოდ, სანამ სამართლადამცველები ჩხრეკას განახორციელებენ, ოჯახს ჩხრეკაზე დამსწრის მოწვევის უფლება ექნება, რათა თვალყური ადევნოს...

 

ამითო, აღარ იქნება ვაი-ვიში ატეხილი, არ ჰქონდა წამალი და იარაღი და ჩაუდესოოოო

 

უშველის განახლებული დამსწრეთა ინსტიტუტი ჩადების კარგადდამკვიდრებულ ინსტიტუტს???? :blink: :blink:

თუ ამუშავდა ცუდი არ იქნება ნამდვილად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედებისას დამსწრეთა ინსტიტუტი კვლავ დამკვიდრდდება.

 

კომუნისტების დროსაც იყო ეგეთი პონტი,მაგრამ დაქირავებული ჰყავდათ ეგ ნაბოზვრები.რასაც უნდა პოულობდნენ და ესენიც ხელს აწერედნენ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

კომუნისტების დროსაც იყო ეგეთი პონტი,მაგრამ დაქირავებული ჰყავდათ ეგ ნაბოზვრები.რასაც უნდა პოულობდნენ და ესენიც ხელს აწერედნენ.

ეხლა მე მგონი იცვლება, ოჯახს შეუძLია თავის სასურველი მოწმე მოიყვანოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეხლა მე მგონი იცვლება, ოჯახს შეუძLია თავის სასურველი მოწმე მოიყვანოს

 

 

არა მგონია სულ ეგრე იყოს.აბა მაიტა მაგ ორგანიზაციის შექმნაზე კანონი? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

არა მგონია სულ ეგრე იყოს.აბა მაიტა მაგ ორგანიზაციის შექმნაზე კანონი?

ტემა ვინც გახსნა იმას ექნება და რო მოვა ვეტყვი რომ ატვირთოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედებისას დამსწრეთა ინსტიტუტი კვლავ დამკვიდრდდება.

 

კერძოდ, სანამ სამართლადამცველები ჩხრეკას განახორციელებენ, ოჯახს ჩხრეკაზე დამსწრის მოწვევის უფლება ექნება, რათა თვალყური ადევნოს...

 

ამითო, აღარ იქნება ვაი-ვიში ატეხილი, არ ჰქონდა წამალი და იარაღი და ჩაუდესოოოო

 

უშველის განახლებული დამსწრეთა ინსტიტუტი ჩადების კარგადდამკვიდრებულ ინსტიტუტს????

 

 

მე როგორც ვიცი ეგ ვალდებალუბა აქამდეც იყო სისხლის სამართლის კოდექსში, მაგრამ რამდენათ სრულდებოდა ეგ უკვე სხვა საქმეა :trup:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არა მგონია სულ ეგრე იყოს.აბა მაიტა მაგ ორგანიზაციის შექმნაზე კანონი? :user:

 

 

ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედებისას დამსწრეთა ინსტიტუტი კვლავ დამკვიდრდება.

დამსწრეთა ინსტიტუტის შემოღებას ახალი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” პროექტი ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, დამსწრეები მიწვეულნი იქნებიან ჩრეკის ან ამოღების ფაქტის მიმდინარეობის და შედეგების დასადასტურებლად. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებული იქნება დამსწრის მოწვევის უფლება განუმარტოს ბრალდებულს, რომელსაც დამსწრის მოსაწვევად გონივრული ვადა მიეცემა, მაგრამ არა ნაკლებ ერთი საათისა.

დამსწრეთ არ შეიძლება მიწვეულნი იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით აქვთ მინიჭებული უფლება, არ მისცენ ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენება.

დამსწრის მიწვევის უფლება ექნება აგრეთვე პირსაც, რომელიც არ არის ბრალდებული, მაგრამ შეიძლება შეეხოს ჩრეკა ან ამოღება.

თუმცა, კოდექსის პროექტში გათვალისწინებულია შემთხვევაც, როდესაც ჩხრეკა და/ან ამოღება შეიძლება ჩატარდეს დამსწრის გარეშეც.

კერძოდ, ჩხრეკის ან ამოღების ფაქტის მიმდინარეობისას შესაძლებელი იქნება არ იყოს მიწვეული დამსწრე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის, ან მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე. თუმცა, საფრთხის აღმოფხვრისთანავე, ბრალდებულს დამსწრის მოწვევის უფლება მიეცემა.

კანონპროექტით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოწვეულ პირს საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურატურა განუმარტავს მის უფლება-მოვალეობას, მათ შორის უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაში დამსწრედ მონაწილეობაზე.

დამსწრე ვალდებული იქნება მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში და საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები. ამასთან, დამსწრეს არ ექნება უფლება გამომძიებლის ან პროკურორის გარეშე გაამჟღავნოს გამოძიების მასალები.

ამავე პროექტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში დამსწრე შეიძლება დაიკითხოს როგორც მოწმეც.

დამსწრეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების გამო და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში იქნება შეტანილი.

ახალი საპროცესო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა ხუთშაბათს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/103609.html

 

ეგრეა, შენ უნდა მოიწვიო, ოღონდ მარტო ორი ცალი მოწმე...

მარაა, ეს კანონი ძალაში მომავალი წლის 1 ივლისს შედის, მანადე თუ დაამტკიცეს ოღონდ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უშველის თუ არა საქმეს არ ვიცი, მაგრამ პაწა ხელს კი წააშველებს :user:

 

აშკარად.... ამას თუ მოყვა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ახალი კანონის მიღება, სადაც ნარკოტიკების დოზები იცვლება, ჩადებებებიც აღარ იქნებაა, რადგან თუ ნარკოტიკებზე დაჭერა ენდომებათ, მაშინ ერთი-ორი კილოს ჩადება მოუწევთ ჯობეზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...