ლ ი ც ი Posted July 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2009 დიმიტრი მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მისი თქმით, „ქართველი ხალხი როდესმე თავად გამოუტანს განაჩენს სააკაშვილის რეჟიმს და მათ, ვინც ამ სისხლიან ქმედებებში მონაწილეობდა“.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ნაძირალა დედას ####### Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2009 “დმიტრი მედვედევი ადოლფ ჰიტლერის ტრადიციას განაგრძობს” “რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გუშინ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს ეწვია. ცხინვალში მყოფმა მედვედევმა 2008 წლის აგვისტოში დაბომბილი საცხოვრებელი სახლები მოინახულა. მედვედევის ვიზიტის გამო ქართული მხარე საპროტესტო ნოტას რუსეთს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადასცემს. ცხინვალში ჩასულ მედვედევს რამდენიმე ასეული ადამიანი ტაშითა და ოვიციებით შეეგება”, - წერს გაზეთ “24 საათი” სტატიაში სათაურით ფორმალური პრეზიდენტი არარსებულ ქვეყანაში.“მედვედევმა ცხინვალის ქუჩებში ჩაიარა და 1992 წელს მომხდარი კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალთან ყვავილებიც მიიტანა. სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტმა ოს სეპარატისტთა ლიდერთან ერთად ცხინვალში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზაც მოინახულა. ვიზიტის დროს დმიტრი მედვედევს თან ახლდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი. ჩრდილოეთი კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა სერგეი მაკაროვმა კი პრეზიდენტს რუსეთის სამხედრო ბაზაზე არსებული მდგომარეობა გააცნო”, - აღნიშნავს გამოცემა.“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სუვერენული ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის ჩასვლა მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის კიდევ ერთი ცინიკური მცდელობაა. “ნიშანდობლივია, რომ ეს პროვოკაცია განხორციელდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც დმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა, რომლის დროსაც რუსეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრსა და საერთაშორისო არენაზე დიდ მოთამაშეს, კიდევ ერთხელ მოუწოდეს, პატივი სცეს სახელწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს”, - აცხადებს ქართული მხარე. სამინისტროს პოზიციით, მედვედევის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში წარმოადგენს რუსეთის მიერ საერთაშორისო საზოგადოებრიობის აშკარა გამოწვევას და კიდევ ერთ დადასტურებას, რომ რუსეთი არაფრად აგდებს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს”, - დასძენს გამოცემა.“საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პირველი პირის ცხინვალში ჩასვლას თურქეთიდან ეხმიანება: “ის რაც დღეს მოხდა, შევა რუსეთის დიპლომატიურ ისტორიაში, როგორც საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და ამორალური პრეცედენტი. სამარცხვინო იმიტომ, რომ მაშინ, როცა პატარა საქართველოს ლიდერი გასულია ქვეყნიდან და წყვეტს ძალიან მნიშვნელოვან, გლობალურ საკითხებს, ამხელა რუსეთის პრეზიდენტი ჩუმად ჩამოიპარა ჩვენს ყველაზე პატარა რეგიონში და პირადად ეახლა დაუბანელ, კაცის მკვლელ, კორუმპირებულ კრიმინალს. ამორალურია იმიტომ, რომ ცხინვალში ჩასვლამდე რუსეთის პრეზიდენტმა ალბათ გაიარა იმ გზაზე, სადაც ახლა ეთნიკური ოსებისა და ქართველების ნასახლარები დგას, რომლებიც შარშან პუტინის ავანტიურის შედეგად, ბულდოზერებმა მიწასთან გაასწორეს”, - განაცხადა თურქეთში მყოფმა სააკაშვილმა.“ეს არის კრემლის რეაქცია იმ მარცხზე, რომელიც მან “ნაბუკოს” წინააღმდეგ განიცადა. ეს არის რეაქცია იმ მარცხზე, როდესაც ბარაკ ობამამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაადასტურა. ის, რომ ამერიკის პრეზიდენტს კრემლში სიტყვის შებრუნება ვერ გაუბედეს და რამდენიმე დღის შემდეგ მედვედევი ცხინვალში ჩავიდა, რუსეთის სისუსტის გამოხატულებაა. ამასთან, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა” - აცხადებს დავით ბაქრაძე. იგი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯს, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან ერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვება”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით დმიტრი მედვედევი ადოლფ ჰიტლერის ტრადიციას აგრძელებს.“სწორედ ადოლფ ჰიტლერმა დანერგა ეს პრაქტიკა ახლად ოკუპირებულ მიწებზე შემდგომი ვიზიტისა. დაპყრობილი ტერიტორიების მონახულება, ერთგვარი პოლიტიკური მონიშვნა ასეთი ტერიტორიებისა ახალი არ არის. სწორედ ამ ნაცისტური დაპყრობების სტილში მოქმედებს რუსეთი - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მტრული სახელმწიფოს მიზნებშია საქართველოს დანგრევა-დაშლა და განადგურება”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.