Jump to content
Planeta.Ge

სისხლის სამართლის პოლიტიკის ფსევდილიბერალიზმი??

Recommended Posts

სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულზე სასჯელის შემსუბუქებას უკუძალა ყველა შემთხვევაში აღარ ექნება...

სისხლის სამართლის დანაშაულზე სასჯელის გაუქმების ან შემსუბუქების შემთხვევაში, კანონს უკუძალა ყველა შემთხვევაში აღარ ექნება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება “სისხლის სამართლის კოდექსში” შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, უკუძალა აქვს.

ხოლო თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.

კანონპროექტით კი, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, შეიძლება ჰქონდეს უკუძალა კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ხოლო, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი შეიძლება შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, მურთაზ ზოდელავა, კახა ანჯაფარიძე და ლაშა თორდია არიან.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ანუ, შერჩევით მოხდება ვის შეუმსუბუქონ და ვის არა????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მდა ...

ამ რეჟიმისგან რამე ნორმალურს ელოდებით საერთოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა და... აქამდე, როდესაც დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდებოდა, შემსუბუქება ეხებოდა ყველა მსჯავრდებულს ან ეჭვმიტანილს, ვინც იგივე მუხლით იყო ბრალდებული ან ეჭვმიტანილი....

ამ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა სასჯელი შემსუბუქდეს, მარა მას უკუქმედების ძალა არ ჰქონდეს - არ შეეხოს იმავე დანაშაულში ბრალდებულებს.

ახალ კანონს ექნება თუ არა უკუქმედების ძალა, ეს იმავე კანონში უნდა ჩაიწეროს..

ე.ი.. სასჯელის შემსუბუქება თუ უნდათ, მაგრამ არ უნდათ იმავე დანაშაულით გასამართლებული კონკრეტული ადამიანის გაათავისუფლება, ჩაწერენ რომ ამ კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს...

როგორც უნდათ ისე მოიქცევიან....უნდა ვიღაცას გამოუშვებენ, უნდათ არა....

ანუ თუ სწორედ გავიგე, ნაცპარლამენტი გადაწვეტს, ვის შეეხება და ვის არა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ თუ სწორედ გავიგე, ნაცპარლამენტი გადაწვეტს, ვის შეეხება და ვის არა?!

ზუსტად მაგის თქმა მინდოდა.......მართალია ისედაც მასე იყო, მაგრამ ახლა "ბეზპრიძელი" კანონდება....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზუსტად მაგის თქმა მინდოდა.......მართალია ისედაც მასე იყო, მაგრამ ახლა "ბეზპრიძელი" კანონდება....

და საზოგადოებამ ხმა არ უნდა ამოიღოს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და საზოგადოებამ ხმა არ უნდა ამოიღოს?!

საზოგადოებას ბევრ რამეზე უნდა ამოეღო ხმა მაგრამ ესაო ისაო და მაინც არაოოო ვახ. არ აინტერესებს ამ საზოგადოებას არაფერი საკუთარი თავის გარდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოებას ბევრ რამეზე უნდა ამოეღო ხმა მაგრამ ესაო ისაო და მაინც არაოოო ვახ. არ აინტერესებს ამ საზოგადოებას არაფერი საკუთარი თავის გარდა

ხოდა საკუთარი თავის დაცვაა საჭირო კაკ რაზ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა საკუთარი თავის დაცვაა საჭირო კაკ რაზ :D

ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისკენ არ გადავდგავთ რეალურ ნაბიჯებს მართლა არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება. საკუთარი თავის დაცვა თუ უნდა ხალხს და მაშინ ეს გვერდში მდომის დაცვით უნდა დიწყონ მაგრამ აკეთებენ ამას? არა რადგან დღეს საქართველოში ფეოდალური ხანის მენტალიტეტის ადამიანები ჭარბობენ მაშინ როცა ვიდრე მოქალაქეობრივი აზროვნება არ იქნება დომინანტი ვერაფერიც ვერ შეიცვლება.

მოქალაქეობრივ აზროვნებას რესპუბლიკა ჭირდება ნამდვილ რესპუბლიკას კი რევოლუცია მაგრამ ჯერ საზოგადოება რევოლუციისთვის მზად არ არის და არ არის რადგან რევოლუცია პირველ რიგში ცნობიერებაში ხდება და მხოლოდ ამის მერე გადადის კონკრეტულ მოქმედებებში ...

ესეა მამეტ ...

:D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოქალაქეობრივ აზროვნებას რესპუბლიკა ჭირდება ნამდვილ რესპუბლიკას კი რევოლუცია მაგრამ ჯერ საზოგადოება რევოლუციისთვის მზად არ არის და არ არის რადგან რევოლუცია პირველ რიგში ცნობიერებაში ხდება და მხოლოდ ამის მერე გადადის კონკრეტულ მოქმედებებში ...

ესეა მამეტ ...

:D:

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...