tako:)) Posted July 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2009 ეს ერთ-ერთ საიტზე ვნახე და გადავწყვიტე დამეპოსტა. ვისაც არ დაგეზრებათ წაკითხვა, ცოტა გავხალისდეთ "ჩვენ შაბლონების სამყაროში ვცხოვრობთ. ყოველ შემთხვევაში, შაბლონების საქართველოში მაინც. ჩვენს ქვეყანაში შაბლონი უფრო მეტია, ვიდრე ჩინელი, რადგან თვითონ ეს შედარებაც, რომელიც სულ რამდენიმე ასოს წინ მოვიყვანე უკვე შაბლონია. ისევე როგორც შაბლონებია, ხუმრობა ლეიბორისტების უფულობაზე, საქართველოს ნაკრების უიმედო მდგომარეობაზე, ტაქსის ორდიპლომიან მძღოლებზე, ქართული სიმღერების ტექსტებსი “წვიმისა” და “სევდის” სიჭარბეზე, აქუბარდიას ძილზე, “რუსთავი 2″-ის დეზინფორმატორობაზე, ლელა კაკულიაზე, ჯონდი ბაღათურიაზე, “გეპეის” მშიერ სტუდენტზე (”გეპეი” იუმორის მარადიული მუზაა), სააკაშვილის ჰალსტუხზე, რუსების წაღებულ უნიტაზებზე, ჟირინოვსკის დედაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვითელ ავტობუსებზე, შადრევნებზე, მედვედევის არაპრეზიდენტობაზე, ევროპისა და ამერიკის შეშფოთებასა თუ აღშფოთებაზე, გლდანელებზე, “ფლეიბოისთვის” გახდილ ნინაზე და ა.შ. აღარაფერს ვამბობ… ან, ჯობია ვთქვა შაბლონურ ფრაზებზეც: # “წინ დაჯექი, მალე მიხვალ” - მიმართვა პირისადმი, რომელიც გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს# “დაარტყი, შენ დაგარტყა “პარალიჩმა” - მიმართვა ჯოკრის თამაშის დროს მოთამაშისადმი, რომელიც კარტის ჩამოსვლას აგვიანებს. (გამოთქმა შეიძლება შეგვხვდეს ფეხბურთის თამაშის ან ყურების დროსაც)# “აი ემ ე თეიბლ” - ფრაზა, რომლის საშუალებითაც პირს სურს მის მიერ ინგლისურის არცოდნა ხუმრობით გადმოსცეს# “რას გვიშვრება ეს მთავრობა? ამის გამო ვიდექით იმ წვიმაში?!” - ფრაზა, რომელიც გამოიყენება ყველა რევოლუციონერის თუ არარევოლუციონერის მიერ, საკუთარი ხელისუფლების “უგვან საქმეთა” გამოსახატად# “საჰაერო გათხრებზე” - პასუხი “აღადავებული” აბიტურიენტისა ან სტუდენტისა (დამოკიდებულია კითხვის ფორმულირებაზე: “სად აბარებ” თუ “სად სწავლობ“), რომელსაც აუცილებალდ მოყვება რეაქცია: “არა, მართლა, მართლა” და კვლავ პასუხი: “ჰო, კარგი, წყალქვეშა მეხანძრეობაზე”)# “რატომ თავი არ დაგრჩა?!” -მასწავლებლების ყველაზე საყვარელი ფრაზა, როდესაც შენ, როგორც წესი არდაუწერელი დავალების შინ დარჩენაზე იტყუები.# “ბოლო ჭიქა აღარ უნდა დამელია (დაგელია, დაელია)” - მიმართვა საკუთარი თავისადმი ან სხვისადმი, რომელიც (საკუთარი თავი ან სხვა) გახლეჩილი მთვრალია ან ნაბახუსევია და სინანულის გრძნობა ეღძვრება. * “მთაწმინდიდან არ დაგანახებს” - მიმართვა პირისადმი, რომელსაც ვიღაცის გულის მოგებისა და მონადირების შანსს ჩანასახშივე უსპობენ * “გუშინ რა ვჭამე ის არ მახსოვს” - ფრაზა, რომლის საშუალებითაც პირი საკუთარი მახსოვრობის სისუსტეს მაინცდამაინც კვების რაციონის მიხედვით განსაზღვრავს * “არადა, გუშინ ვნახე იცინოდა” - ფრაზა, რომელიც რეფლექსურად მოდის თავში, როდესაც ვინმეს შესახებ ცუდ ამბავს შეიტყობ და გული მაინცდამაინც არ ჩაგწყდება * “ვინ თქვა დინოზავრები გადაშენდნენო” - ფრაზა, როდესაც ბიჭს სურს მის პაარმეტრებში ვერჩამჯდარი გოგო დაახასიათოს (შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სიტყვებიც, როგორებიცაა: “კრაკაძილი”, “მანდილოზავრი”, “ზვიანგი”, “კაბიანი”, “ულვაშებგასაპარსი” და სხვა) * “სუდია, პიდარასტ” - სახალხო ფრაზა, როდესაც მსაჯის ორიენტაცია ერთი ჩასტვენის (ან არჩასტვენის) გამო ეჭვქვეშ დგება * “კაცი (თამადა) ვარ თუ “პრობკა” - როდესაც პირი მეტისმეტად დიდ საფრთხეს უქმნის საკუთარ სტატუსს, სხვებისთვის ამ მეტად მცირე ალტერნატივის შეთავაზებით * “ეს ის არ არის, რაც შენ გგონია” - მხატვრულ ფილმებში გავრცელებული ფრაზა, როდესაც საქმრო თავს იმართლებს საცოლესთან, რომელმაც ის სხვა ქალის ტუჩებზე მყოფი აღმოაჩინა * “რომ გადახვალ, გააჩერე” - სიტუაცია, როდესაც მგზავრს ეჭვი ეპარება მძღოლის სწრაფ რეაქციაში და წინასწარ იღებს სათანადო ზომებს. არსებობს ფრაზები, რომელთაც კომენტარიც არ სჭირდებათ. მაგალითად: * “ერთი (ორი) კაციც და გავდივართ” * “რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?” * “რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?” * “გერეკება?” * “მაგარი კაცი ძაააან” (”ა”-თა რაოდენობა დამოკიდებულია დასახასიათებელი პირის სიმაგრეზე) * “ამ საღამოს რას აკეთებ? (როგორც წესი შაბლონური პასუხით: “ხარჩოს” ან “ბორშს”) * “რაც მე ვერ დაგლოცო. ბუნების ძალამ დაგლოცოს” * “შენს ძმობას ვფიცავარ” და ა.შ. დავშალოთ ფრაზები სიტყვებად. შაბლონური კი არა, უკვე გამაღიზიანებელია დაბეჩავებული და დაჭრილ-დაჩეხილი სიტყვები, რომელიც ამ ბოლო დროს არამხოლოდ “თინეიჯერებშია” გავრცელებული: * “კომპი” - კომპიუტერი * “ნეტი, ინეტი” - ინტერნეტი * “უნი” - უნივერსიტეტი * “ლოვე” - მიჯნური, სატრფო, შეყვარებული (გააჩნია ლექსიკურ მარაგს) * “მათი” - მათემატიკა * “სპ”, “სპს” (რუს) - გმადლობთ! * “პკ” (რუს) - აბა ჰე! (განსაკუთრებით კარგად ჟღერს სიტყვასთან “ოკ”) * “ოკ, პკ” - (რუსულისა და ინგლისურის ჰარმონიული შერწყმა) * “პლზ” - please - გეთაყვა! (ქართულად რა კარგად გაიჟღერებდა: “გთყ”) * “ომგ” - o, my, god - ღმერთო ჩემო! * “დაბდღე” - დღე, როდესაც კიდევ ერთი წლით ბერდები * “გაიხარე” - “მადლობის” შემცვლელი, გამოიყენება ყოველ მეხუთე სიტყვაზე * “სიხ”, “სიხა”, “სიყვა” - “თვლემის” (”რულის”) მოწინააღმდეგეთა მიერ შექმნილი სიტყვები * “ადნა” - “ადნაკლასნიკი” * “მპუა”, “პაჩი”, “მპუ” - კოცნის გამომხატველი უცნაური ნაწილაკები * “ძაააააააან” - საბრალო და ასგზის ნაწამები სიტყვის “ძალიან”-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია. ასევე გვხვდება “დზნ” ან “დზ, დზ” * 10x - “მადლობის” გადახდის კიდევ ერთი, კრეატიული ფორმა რა თქმა უნდა ენა ახალი სიტყვებით უნდა შეივსოს, მაგრამ ეს სიტყვები ყველაზე მინიმუმ, ყურს მაინც კარგად უნდა ხვდებოდეს. მაგალითად, ვერავის მოსთოვ თქვას “დამამოკლეტექსტურშეტყობინებინე” “დამამესიჯებინეს” და “დაგვესაზოგადოებრივთავშეყრისადგილებინა” “დაგვებირჟავებინას” ნაცვლად. ისე კი, ნათქვამია: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო” და რა ვიცი, მგონი ჯობს გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ დაცემის მერე ადგომა, ცოტათი ძნელია! ©http://humor.blog.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tako:)) Posted July 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2009 ესეც მეორე, არანაკლებ სახალისოა,ჩემი აზრით სიტყვა “ტრადიცია” თავისთავად უკვე შაბლონურ, დამკვიდრებულ წესს ნიშნავს და ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გამაღიზიანებელი უნდა იყოს ტრადიცია, რომ იბოროტო და წინ ზედსართავად კიდევ “შაბლონური” წაუმძღვარო. საქართველოში ბევრი შაბლონია, მაგრამ განსაკუთრებით შაბლონური მისალოცი ტექსტებია, რომელიც შეგიძლია ერთხელ დაწერო და შემდეგ მუდმივად გამოიყენო. ”გილოცავ, დაესწარი მრავალს, სულ ჯანმრთელად და ბედნიერად, შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ღმერთი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველი” მთავარია “გილოცავ”-ს შემდეგ დღესასწაულების სახელები ცვალო და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, დაბადების დღეა, ცხრა მაისი , ნათლისღება თუ სხვა, ეს ტექსტი ნებისმიერ შემთხვევაში ამართლებს. skype შაბლონები. თითქმის ტრადიციაა, რომ “სკაიპის” სტატუსად გეყენოს ან ვიღაც ცნობილი პიროვნების ციტატა (რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე… აბა, ჩვენი ენა, რა ენაა), ან რაიმე ფილოსოფიური ფრაზა, ან რაიმე დეპრესიული მინაწერი, რომ “შენ მაინც გიყვარს”, რომ “ცხოვრებაში აღარავის შეიყვარებ” , ან ის, რომ “ერთის გარდა (ზოგჯერ სახელსაც აკონკრეტებ) არავინ მოგწეროს” და ზუსტად იმ “ერთის” გარდა გწერს ყველა, რომ გაიგოს ის “ერთი” ვინ არის. სკაიპში გაცნობის დიალოგი აუცილებლად ასე უნდა დაიწყოს: ბიჭი: hi, rogor xar?გოგო: ravi, shen? ან magrad. u? მერე, აუცილებლად უნდა ჰკითხო, რამდენი წლისაა, რა უბნელია და სად სწავლობს. როდესაც ინფორმაციულ ვაკუუმს ამ მხრივ შეივსებ, შეიძლება უინტერესოდ შეეკითხო: ჰყავს თუ არა და-ძმა და უფრო მეტი ინტერესით - “ლოვე”, რის შემდეგაც უკვე აღარ იცი, რაზე ელაპარაკო და სთხოვ სურათს, რომელზეც, როგორც წესი გპასუხობს, რომ “ჯერ შენ”. ბოლოს კი, ხშირ შემთხვევაში, ხდება შეთანხმება სურათების გაგზავნის ერთდროულობაზე. ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი. თუ გოგო მთლად ცოცხი და “პოლის ჯოხი” არ არის, ბიჭი პირდაპირ საქმეზე გადადის. ეუბნება, რომ “ის ძალიან საყვარელია”, გზავნის ამ სმაილის ჭარბ რაოდენობას და ეკითხება გოგოს, თუ როდის შეხვდნენ. გოგო, რა თქმა უნდა, თავს იფასებს, თუ ბიჭი მოეწონა და ამბობს, რომ ის ინტერნეტით გაცნობილებს არ ხვდება. ხოლო, თუ პირიქით მოხდა, ამასაც არ ამბობს და იყენებს ბლოკის მაგიურ ძალას. მერე კი მიდის გაცვეთილი საუბრები შეხვედრაზე, კამერის ჩართვაზე, მიკროფონით დალაპარაკებაზე, მეტი სურათის გამოგზავნაზე და ა.შ. სხვადასხვა შაბლონები. როდესაც ვიღაც იტყვის “არასოდეს”, აუცილებლად უნდა შეახსენო, რომ “არასოდეს თქვას: “არასოდეს!” (მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა, თვითონვე არღვევს იმას, რასაც ჩვენ გვასწავლის, იწყება რა სიტყვით “არასოდეს”) როდესაც საყვარელ პოეტს გკითხავენ, აუცილებლად უნდა უპასუხო გალაკტიონი (ან, უკიდურეს შემთხვევაში, ლადო ასათიანი) და თუ ვინმეს დათა თუთაშხია არ ექნება წაკითხული, ხმამაღლა უნდა შეიცხადო და აღშფოთებანარევი გაკვირვებით ამის მიზეზი იკითხო. თუ საბჭოთა კავშირის ეპოქა გამოგიცდია, ახალ წელს აუცილებლად, მინიმუმ ერთხელ მაინც, უნდა უყურო ბედის ირონიას. სუფრაზე ყოფნისას, აუცილებლად უნდა გამოთვრე უკანასკნელ დონემდე, მერე ყველას სიყვარული აუხსნა, თან დროდადრო ენის ბორძიკით აღნიშნო, რომ “მთვრალი არ ხარ”, ფხიზელ ხალხს ცეკვის ყურება შეაზიზღო, სახლში შუაღამისას ყვირილით შეხვიდე, თუ ბავშვები გყავს გააღვიძო და ფული აჩუქო, ღამის დანარჩენი ნაწილი ღვინის უკუტრანზიტს მიუძღვნა, ღმერთს შესთხოვო, რომ “ეს ერთხელ გადაგარჩინოს” და დაპირდე, რომ “მეორედ აღარ იზამ”. დილით, იწუწუნო, რომ თავი გისკდება და “ერთ ბოთლ ბორჯომში ნახევარ სიცოცხლეს მისცემდი” და ბოლოს, ნაბახუსევზე ისევ ალკოჰოლით გამოხვიდე სამარშუტო ტაქსიდან უნდა ჩამოხვიდე ზუსტად იქ, სადაც წინასწარ გქონდა ჩაფიქრებული და ვიღაცამ თუ ხუთი მეტრის მოშორებით გააჩერა, აუცილებლად უნდა დაგეზაროს ამ ხუთი მეტრის ფეხით გავლა და ახალდაძრული “მარშუტკა” ისევ გააჩერო. აუცილებლად უნდა გქონდეს გადაღებული სამი ტიპის სურათი: ერთი სამების ფონზე, ერთი სარკეში და ერთი საკუთარი თავისთვის, სადაც აშკარად ჩანს ის ხელი, რომლითაც ფოტოაპარატი გიჭირავს. მეტროსთან დაკავშირებული შაბლონები: მეტროში ყოფნისას, აუცილებელია იქამდე შეხვიდე ვაგონში, სანამ იქიდან ხალხი გამოვა. ვაგონში გაკრული “ყელის ტკივილის წამლის” პლაკატს, აუცილებლად უნდა წაუშალო “ე” ასო, სადგურისა და მატარებლის კედელზე მარკერით უნდა მიაწერო საკუთარი “კლიჩკა” ან “სკაიპის” “ID”-ი, ტყუილუბრალოდ უნდა დაიჭირო კარი დაკეტვის მომენტში და მერე თვითკმაყოფილი ღიმილით გაუშვა ისე, თითქოს მისი შეკავებით დიდი გმირობა ჩაიდინე, აუცილებლად უნდა ჩართო “ბლუთუზი” და მისი საშუალებით გოგოების გაცნობას შეეცადო. თან, რაც ყველაზე მთავარია, წარწერა “ნუ მიეყრდნობით” ნათითურებით უნდა იყოს დაფარული. მხოლოდ საქართველოში: * შეიძლება გოგოს პაემანი ეკლესიაში დაუნიშნო, მხოლოდ იმიტომ რომ იაფი ჯდება. * შეიძლება გამოუშვა წიგნი იმის გამო, რომ ბავშვის შემოქმედებითი ნიჭი ორმა ნათესავმა და ქართულის მასწავლებელმა შეაქო. * შეიძლება შერცხვეს მოსწავლეს ანატომიის იმ გაკვეთილის მოსმენა, მანამდე რომ ჩუმად წაიკითხა და თავი გმირი ეგონა. * შეიძლება სამარშრუტო ტაქსში ნაცნობი არ დაინახო და მისი ჩასვლისას, შემთხვევით თუ შემოგხედა, ან შეგეხედა, ისე გაიოცო, თითქოს “ამ შეხვედრის გარდა ყველაფერს ელოდი”. მერე, ტრადიციულად უთხრა, რომ “ჩავიდეს და მისას გადაიხდი” მტკიცე ხმით, რადგან დარწმუნებული ხარ, რომ ის მაინც ორივესას გადაიხდის. * შეიძლება საღეჭი რეზინი მაგიდისა თუ სკამის ქვეშ მიაკრო, ან ყურზე მიიკრო იმისთვის, რომ მერე ღეჭვა განაგრძო * შეიძლება შეგეპაროს ეჭვი ვინმეს წარმატებაში და თქვა რომ “მან ჩააწყო”, ხოლო შენი შვილი თუ სადმე დამარცხდა, აუცილებლად უნდა თქვა, რომ “ის საუკეთესო იყო და დაჩაგრეს” * შეიძლება შეკვეცო სახელის ბოლო ხმოვანი, პირველი ხმოვნის გაწელვის ხარჯზე (ნიიიინ, თიიიკ, ლიიიიკ და ა.შ) * შეიძლება გადაიხადო ათასობით დოლარი ნომერში, რომელიც შენი სახელის პირველ სამ ასოზე იწყება და 100-ით მთავრდება * შეიძლება ცხოვრობდეს ძალიან ბევრი ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ადამიანი და ბოლოს, მხოლოდ საქართველოში შეიძლება დაწერო ასეთი თემა, იმიტომ რომ მსგავსი ანტიკვარი ერი, როგორიც ქართველებია, მსოფლიოში მეორე არ არის. ©http://humor.blog.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tako:)) Posted July 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2009 მესამეც იყოს, თუ ასე გინდათ ქართველები ზარმაცი ერი ვართ და რატომღაც მიგვაჩნია, რომ ღმერთს ქართველების კეთილდღეობაზე ზრუნვის გარდა სხვა სადარდებელი არ აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ფიქრიც კი გვეზარება, ამიტომაც სხვის ნაფიქრს ადვილად ვიტაცებთ და მერე იმდენჯერ ვიმეორებთ, რომ შაბლონად ვაქცევთ. მაშ ასე, შაბლონების კიდევ ერთი და როგორც ჩანს, არა უკანასკნელი სერია: * რესტორანში აღნიშნულ ღონისძიებებზე მინიმუმ ორჯერ უნდა შეუკვეთო ”моя мулатка” და მისამღერზე, თვალდახუჭული მაღლა აწეული ხელების ქნევით სიმღერის ტექსტს პირის მოძრაობით აყვე. * იგივე პრინციპით, დაბადების დღეებზე აუცილებლად უნდა დაიქირავო მუსიკოსები და იუბილარისთვის ამღერო: “გვახალისებს დღეს მზიანი დარი, შენი მსგავსი ჩვენთვის მხოლოდ მზეა…” * შენს ლექსიკაში აუცილებლად უნდა ჩაიმატო “შუა ქალაქის” მინიმუმ ორი ფრაზა. მათ შორის: “ბიჭო, ბიჭო, ბიჭო”, “ბუ-ჰე-ჰე-ჰე”, “დღეს დიდი დღეა, დიდი”, “ვთქვი, თქვა, ვთქვი, თქვა”, “დედას ბუშტი”, “ვიცი? რა ვიცი? ვიცი?”, “ორკარიან”, “ოთხკარიან”, “მე ლონდონში ვსწავლობდი”, “გავზქუროთ”, “ნახე რა მივეცი” და ა.შ. უახლოეს მომავალში აუცილებლად დამკვიდრდება სიტყვა “მოზგანა”. * არ უნდა გაიაზრო მიწისქვეშა გადასასვლელის არსი და კამიკაძის სულისკვეთებით აღტკინებულმა სწრაფად მოძრავ მანქანებში გასაძრომად უფრო მეტი დრო დახარჯო , ვიდრე ეს მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობის შემთხვევაში მოხდებოდა. * აუცილებლად უნდა აწამო ქართული ენა სიტყვებით: “რას შვები”, “ბრთხილად”, “რო”, “კიდე”, “რატო”, “კაი”, “აზზე ხარ?”, “რავი”, “არი”. მოახდინო ნაწილაკ “მეთქის” ოკუპაცია ნაწილაკ “თქო”-სავე გამოყენებით. რა თქმა უნდა, უგულვებელყო პირველი პირის ნიშნები: “მე უთხარი”, “მე დაუწერე” და სხვა. ბავშვობის მონატრება კი გაიქარვო მსგავსი ტიპის სიტყვების: “მეჩ”, “გკოჩნი”, “ცაცკალი”, “ცამეხუტე” საშუალებით * ქუჩაში თუ ვინმე უცხო გიახლოვდება აუცილებლად გთხოვს ერთ ღერ სიგარეტს. * მეტროში აუცილებლად უნდა ჩაათვალიერო შენს სიახლოვეს მდგომები და განსაკუთრებით იმას დააკვირდე, თუ რა აცვიათ ფეხებზე. * კედელზე, ხეზე, ტრანსპორტში, ქუჩაში და ყველგან სადაც რამის დაწერა შეიძლება აუცილებლად “4ევერ”-თ უნდა გამოხატო რაღაცის უკვდავების სურვილი (როგორც წესი, როკის, რეპის, საფეხბურთო გუნდების, უბნების და ცნობილი ადამიანების) * როდესაც ახასიათებ შორეულ ნათესავს ან ვინმე უცხო პიროვნებას, აუცილებლად უნდა იხუმრო რომ ის შენი ქვისლის ძმის მეგობრის რძლის ახლობლის ბიძაშვილის ცოლისძმის კარის მეზობელია. ნათესავური კავშირები და გენეალოგიური შტოს სიგრძე შენს მახვილგონივრობასა და ლექსიკაზეა დამოკიდებული. * ვინმეს დასამშვიდებლად აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა გამოიყენო ფრაზა: “ყველაფერი კარგად იქნება”, მაშინ, როდესაც ამის მტკიცების არანაირი საფუძველი არ გაგაჩნია. * შედარებებისას უნდა დაიხმარო ობმოდებული ფრაზები: “რა ჯარის მეგობარივით მიცინი”, “რა აკაკი წერეთელივით შემოგიდვია თავზე ხელი”, “რას იკრიჭები ყველის ვაჭარივით” და სხვა. * სკაიპში ავატარად უნდა დაიყენო შეყვარებულის ან მეგობრის სურათი და სტატუსად მიიწერო რომ “ძალიან გიყვარს და გენატრება”, ან რომ ის “ძაან მაგარი კაცია”, ან “მსოფლიოში უმაგრესი ადამიანია”, ან “შენი სიხარული და სიცოცხლეა” და ა.შ. მთავარია, მთელმა “სკაიპიმ” გაიგოს შენში მოძალებული სითბოს გულში ვერდატევის შესახებ. * იმავე სკაიპში სახელის დაწერისას “ა”-ს ნაცვლად უნდა გამოიყენო @, “ი”-ს ნაცვლად “!”, “ს”-ს ნაცვლად $, და ა.შ. ადნაკლასნიკები ცალკე საუბრის თემაა “ადნოებად” წოდებული ფუნქციადიდიხნისწინდაკარგული საიტი: * შენი ნაცნობი სულ ბაბა იაგას რეინკარნაცია რომ იყოს ყველა სურათზე მაინც “ხუთი” უნდა დაუწერო. მნიშვნელობა არ აქვს თვითონ იქნება ზედ გამოსახული, ბუნების პეიზაჟი, ვიღაც მსახიობი, რომელიღაც გუნდის ლოგო თუ სხვა. * აუცილებლად უნდა დაგაინტერესოს ყველა უცხო სტუმარმა, შეხვიდე მათ გვერდებზე და გაარკვიო ვისი კავშირებით მოხვდნენ შენთან. * თუ ვინმე უცხომ ქულა დაგიწერა, რა თქმა უნდა, შენც სათანადოდ უნდა მოექცე , ანუ ისეთი და იმ რაოდენობის შეფასება დაუწერო, რამდენითაც და როგორითაც თვითონ შეგაფასა * თუ ვიღაც შენთან უბრალოდ შემოვიდა და არაფერი გაუკეთებია, შენც ანალოგიურად, უნდა შეხვიდე და არაფერი გააკეთო. * თუ 5+ -ის საყიდლად ფული არ დაგენანა, უნდა ჩამოუარო შენს მეგობრებს და ყველა ამ ნიშნით შეამკო. * როდესაც სადმე სურათს გადაიღებ და დახედავ, აუცილებლად უნდა გაიფიქრო “გამოდგება თუ არა ეს საადნაკლასნიკედ”. * მიუხედავად იმისა რომ 12 წლის ხარ და ჯერ სკოლა კი არა, კლასიც არ გამოგიცვლია, “ადნაკლასნიკები” მაინც უნდა გაიკეთო. * უნდა სთხოვო მეგობრებს რომ “დაგიკომენტონ” * მიუხედავად იმისა, რომ საიტის ფუნქცია დაკარგული ან დავიწყებული ნაცნობების აღმოჩენაა, შენ ყველაფერი უნდა ქნა იმისთვის, რომ შენივე ვინაობა კარგად მიჩქმალო, მაგალითად გვარის მაგივრადაც დაწერო სახელი, დაიწერო “კლიჩკა”, ვინაობა ჩასვა გულებში, შეიცვალო საცხოვრებელი ქალაქი, სკოლა და ა.შ. * კომენტარებში აუცილებლად უნდა დაწერო: “აუ, დზნ დზნ მაგარი ფოტოა”, “ამ ფოტოში მაგრად ხარ”, “ძაან საყვარელი ხარ”, “დზნ მიყვარხარ”, “მაგარი ქალი (კაცი) ხარ” და ა.შ. ©http://humor.blog.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted July 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2009 ვიხალისესავით... მაგრამ ნეტი ინეტი ინტერნეტი ეს სრულიად ნორმალურია... არაა შაბლონი ანუ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tako:)) Posted July 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2009 ნუ ხო. ყველაფერს არც მე ვეთანხმები, თუმცა ბევრი რამე სამწუხარო სიმართლეა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ketusa Posted July 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2009 ხოოო აი კიდევ ერთი შაბლონი სამწუხაროა მაგრამ ფაქტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ketusa Posted July 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2009 მართლა ძალიან ვიხალისე თუმცა ვაღიარებ რომ აქედან ბევრს მეც ვიყენებ ჩემდა სამწუხაროდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ketusa Posted July 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2009 მართალი ხარ ასეთი ანტიკვარები და საყვარლები ვართ ტაკო შენ მოიფიქრე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tako:)) Posted July 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2009 არა , ქეთუს ერთ-ერთ საიტზე ვნახე , მითითებულიც მაქვს ბოლოში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ketusa Posted July 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2009 უი ხო არ მინახავს გამომრჩა კარგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Meloholica Posted July 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2009 ვისი დაწერილია ნეტავ? საიდან იცის ამდენი თუ თვითონ არ იქცევა მასე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ketusa Posted July 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2009 ვისი დაწერილია ნეტავ? საიდან იცის ამდენი თუ თვითონ არ იქცევა მასე არა თავისთავად თვითონაც ეგრე იქცევა ოღონდ ცკუა ეყო რომ დაეწერა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
king depress Posted July 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2009 ადნაკლასნიკები * მიუხედავად იმისა, რომ საიტის ფუნქცია დაკარგული ან დავიწყებული ნაცნობების აღმოჩენაა, შენ ყველაფერი უნდა ქნა იმისთვის, რომ შენივე ვინაობა კარგად მიჩქმალო, მაგალითად გვარის მაგივრადაც დაწერო სახელი, დაიწერო “კლიჩკა”, ვინაობა ჩასვა გულებში, შეიცვალო საცხოვრებელი ქალაქი, სკოლა და ა.შ. *©http://humor.blog.geეს მომეწონა ყველაზე მეტად)))) არადა რეალობაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ketusa Posted July 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2009 შEვაერთე იმედია არ მიწყენთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Poisonblack Posted July 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2009 თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი პუნქტს არ ვაკმაყოFილებ კომპისდაplz-ისგარდაყველაFერი ინდივიდუალური მაქვს :sorry:არადა ხალხს სტრანნი ვეჩვენები : / Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.