Jump to content
Planeta.Ge

საქართველო და გეოპოლიტიკა


Recommended Posts

თუ დაგაინტერესებთ გადახედეთ ...

 

http://itngeorgia.wordpress.com/2009/07/03...83%98%e1%83%99/

 

მოსალოდნელი ომის თემა ბოლო დროს ისევ და ისევ აქტუალური გახდა. ომზე საუბრობს ყველა ვისაც არ ეზარება თუმცა იშვიათად ხდება განხილვა იმისა თუ რა მიზეზების გამო შეიძლება დაიწყოს ომი და რა მიზნების მიღწევას შეეცდებიან ამ ომით რეგიონში უმსხვილესი მოთამაშეები აშშ და რუსეთი. ამდენად ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ იმ რეალიებს რაც საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში ვითარდება.

 

 

ამერიკა და ამერიკის ინტერესი …

 

მოდი დავიკიდოთ ის ბანალური მარაზმი რომ ამერიკა მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების გავრცელებაზე ზრუნავს და ეგრევე საქმეზე გადავიდეთ …

 

– ამერიკის მთავარი ინტერესი საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არის აზერბაიჯანის ენერგორესურსები და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი. არაფერი უფრო მეტად ვიდრე საკუთარი ნაციონალური ინტერესების და ენერგოუსაფრთხოება ამერიკას არ ადარდებს. ასე და ამრიგად მოდი ენერგეტიკის საკითხი გავაანალიზოთ …

 

– ექსპერტების პროგნოზების თანახმად დაახლოებით 2020 – 2025 წლისთვის მსოფლიოში ნავთობის მოპოვების მოცულობები მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება ვიდრე მოთხოვნა. ნავთობმოპოვების მოცულებები უკვე მცირდება ახლო აღმოსავლეთში, აგრეთვე ჩრდილოეთის ზღვაში სადაც ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი ათწლეულების მანძილზე აქტიურად მუშაობს ნავთობისა და გაზის მოპობვებაზე. პრობლემები ექმნებათ აფრიკის კონტინენტის ნავთობმომპოვებლებს, განსაკუთრებიათ ნიგერიას და არც ისე მარტივად არის საქმე ლათინურ ამერიკაში … თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად …

 

ესეიგი 2020-2025 წლისთვის მსოფლიო ენერგოდეფიციტის ზღვარზე აღმოჩნდება, ამ მხრივ და ამ დროისთვის განსაკუთრებულად დაუცველი ამერიკის შეერთენბული შტატები და ჩინეთი იქნება ანუ ქვეყნები რომელთა ეკონომიკური ზრდა და შიდა სტაბილირობა პირდაპირი გაგებით ენერგომატარებლებით ადეკვატურ მომარაგებაზე არის დამოკიდებული. უკვე დღეს ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ენერგომოხმარების კუთხით პირველობაში ეცილიბა, ხოლო 2020 წლისთვის დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ქვანახშირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უპირობოდ უმსხვილესი მომხმარებელი იქნება.

 

2020 წლისთვის ნავთობის მოთხოვნა მიწოდებას შორის უარყოფითი სალდო და ნავთობზე ერთგვარი დეფიციტი აიძულებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს განსაკუთრებული აქტიურობით იმუშაონ პლანეტარულ მასშტაბში რათა დროულად უზრუნველყონ საკუთარი ქვეყნები ძირითადი ენერგომატარებლებით. ეს მუშაობა სახელეა აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის, ანტარქტიდისა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის შელფის მიმართულებითაც კი …

 

მარტიცად რომ ვთქვა ჩინეთი და ამერიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ თავიდან აირიდონ ურთიერთდაპირისპირება ენერგომატარებლების გამო და უკვე დღეს დაირეზერვონ ენერგოსაბადოები და ენერგოდერეფნები რომელთა მეშვებნითაც საუკუნის ბოლომდე საკუთარი ქვეყნების ენერგომომარაგებას შეძლებენ …

 

ჩინეთი აქტიურად მუშაობს ლათინური ამერიკისა და აფრიკის კონტინეტზე. თუმცა დღეის მდგომარეობით ლათინურ ამერიკაში მოპოვებული ნავთობის ძირითადი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატში გადაიზიდება, რადგან ამ კონტინეტზე მოპოვებული მარკის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრეების 80% ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. ასე რომ ჩინეთი ძირითადად საძიებო სამუშაოებისა და პერსპექტიული საბადოების ათვისებაზე მუშაობს .. თითქმის იგივე ხდება აფრიკის კონტინენტზე თუმცა იმ განსხვავებით რომ დღეს აფრიკა ჩინეთის ერთგვარ ექსპანსიას განიცდის და მრავალი ქვეყანა ფაქტობრივად ჩინეთის კოლონიას წარმოადგენს ..

 

დღეის მდგომარეობით აფრიკის კონტინენტის უმსხვილესი ნავთომბმომპოვებელი ქვეყანა ნიგერია ანგლოსაქსების კოტროლის ქვეშ რჩება თუმცა სერიოზულ პრობლემებს აწყდება სეპარატიზმის თვალსაზრისით და ნავთობმოპოვების თვალსაზრისითაც, რადგან ნიგერიის ნავთობის ძირითადი ნაწილი მდინარე ნიგერის დელტაში მოიპოვება და დელტის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით გადაედინება ატლანტის ოკეანის სანაპიროზე განთავსებული ტერმინმალებისკენ. დელტის, რომლის აბორიგენი მოსახლეობაც შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს ფედერალურ ხელისუფლებას და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფარგლებში თითქმის ყოველ მეორე კვირას მილსადენებს და ნავთობ საქაჩ პლატფოპრმებს აფეთქებს.

 

მარტივად რომ ვთქვა ამერიკას სერიოზული პრობლემები აქვს აფრიკის კონტინენტზე და ჩინეთს ვერანაირ კონკურენციას იქ ვერ უწევს… ნიგერია 36 შტატისგან შედგება და ზესახელმწიფოების დაინტერესების შემთხვევაში ისევე დაიშლება მარტივ მამრავლებად როგორც ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება დაიშალოს თუ ნავთობმომარაგების კუთხით სერიოზული პრობლემები შეექმნება …

 

ახლო აღმოსავლეთის ძირითადი ნაწილი ისედაც ამერიკის შეერთებული შტატების ენერგომომარაგებაზე მუშაობს და ამ რეგიონის პროამერიკული სახელმწიფოებს საუდის არაბეთის, ქუვეითის, გაერთიანებული არაბეთის ემირატების და ერაყის ჩათვლით მოპოვებული ნავთობის მოცულობების მკვეთრი ზრდის პოტენციალი არ გააჩნიათ. უფრო პირიქით მომდევნო 20-25 წლის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ნავთობის მოცუობებმა შეიძლება 20-30%-იათ დაიკლოს რაც ფრიად მნიშვნელოვანი ციფრია.

 

ჩრდილოეთის ზღვაში განთავსებული ნავთობისა და გაზის პლატფორმები ძირითადად ევროოპის მომარაგებაზე მუშაობდა და ამერიკელებისთვის დახმარება ვერ იქნება თან ნავთობის მოპოვების კუთხით მონაცემები და ციფრები ამ შემთხვევაშიც ნეგატიურია …

 

ესეიგი იკვეთება ესეთი სურათი .. 2020-2025 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან დაპირისპირება რომ არ მოუხდეს (შეგახსენებთ რომ იაპონიასა და ამერიკას შორის ომი თავის დროზე სოწერდ ენერგომატარებლების გამო დაიწყო) პეკინი და ვაშინგტონი აქტიურად მუშაობენ ენერგოპროექტებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ამერიკის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. ამ კონტექსტში უბრუნდებით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას.

 

როგორც უკვე ვთქვი სამხრეთ კავკასია ამერიკას აზრბაიჯანული ნავთობისა და გაზის გამო სჭირდება, პლუს შუააზიისა და ირანის ენერგერტიკაზე გასასვლელად. წლების მანძილზე საქართველო სატრანზიტო სახელმწიფოდ მოიაზრებოდა თუმცა შორს რომ არ წავიდეთ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველომ როგორც სატრანსიტო ქვეყანამ ვაშინგტონისთვის ინტერესი დაკარგა.

 

დარწმუნებული ვარ რომ სააკაშვილმა აგვისტოს ომი პრობლემური ტერიტორიების საკითხის “მოგვარების” ანუ ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოსგან იურიდიულად ჩამოშორებისა და ამ გზით ტერიტორიალურ მთლიანობის საკითხის გადაჭრის მიზნით დაიწყო, თან ვაშინგტონის რეკომენდაციით. როგორც სჩანს ვაშინგტონში მართლაც ფიქრობდნენ, რომ რუსეთს თუ ცხინვალსა და სოხუმს მისცემდნენ მოსკოვი საქართველოსთან და ენერგოდერეფანთან მიმართებაში აქტიურ ქმედებებს შეაჩერებდა და ამაში სერიოზულად შეცდნენ. რუსეთი მთლიანად დერეფნის კონტროლზე აცხადებს პრეტენზიებს და არა მხოლოდ ცხონვალსა და სოხუმზე რის გამოც ამერიკას რჩერბა ორი ვარიანტი … ან დატოვოს რეგიონი და ენერგომატარებლები სხვაგან ეძებოს, რადგან ობიექტურად არ შესწევს ძალა რეგიონალურ დონეზე რუსეთთან დაპირისპირების, ან გაურიგდეს რუსეთს და რუსეთის მიერ კოტროლირებადი სამხრეთ კავკასიიდან მიიღოს ნავთობი რომელიც ესოდენ სჭირდება.

 

ვფიქრობ ვაშინგტონის არჩევანი რუსეთის მიერ კონტროლირებადი კავკასიიდან ნავთობის მიღებაზე გააკეთა, რადგან ვისაც ეკონოიმიკა მაინც და მაინც არ აინტერესებს იმის გასაგებად ვიტყვი, რომ პნატეტაზე არც ისე ბევრი ადგილია სადაც დიდი და აუთვისელებლი ნავთობსაბადოები არსებობს არადა ნავთობის გარეშე ამერიკის ეკონომიკა მოკვდება და მოკვდება პირდაპირი გაგებით, რამეთუ ნავთობია არა მხოლოდ ბენზინი და დიზელი არამედ თითქმის ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა, დაწყებული კომპიუტერით და დამთავრებული სუნამოებით ..

 

მოკლედ ალტერნატიული ენერგიის წყაროების იდეა მოყვარული ეკოლოგებისთვისთვის დავტოვოთ და სერიოზულ საქმეებს დაუბრუნდეთ … სერიოზულად კი გამოდის ის რაც გამოდის და ვაშინგტონს განსაკუთრებული არჩევანი არ აქვს და როგორც სჩანს მართლაც უთმობს რუსეთს ამიერკავკასიას. მით უმეტეს რომ ვაშინგტონს ახალი ენერგოპროექტების განხირციელების დაწყება ეჩქარება, რუსეთთან სამხრეთ კავკასიისთვის დაპირისპირება კი ამ ენერგოპროექტების განხორციელების შესაძლებლობას არ მისცემს რაც ისევ ამერიკისთვის არის მარცხი ვინაიდან ეს ტერიტორია თუ რამისთვის ჭირდება ეს ენერგოპროექტები და მილსადენებია. მეტი არაფერი.

 

ვაშინგტონის მიერ სამხრეთ კავკასიის-საქართველოს რუსეთისთვის დათმობაში ვგულისხმობ ენერგოპროექტების რუსეთის ზედამხედველობისა და ამ პროექტების რუსული ენერგოკომპანიების პირდაპირი მონაწილეობით განხორციელებას და ამ შემთხვევაში უკვე დღის წესრიგში დგება საკითხი თუ რა მარშრუტი ექნება ენერგოდერეფანს სადაც ეს პროექტები განხორციელდება … დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სავარაუდოდ ამ დერეფანის მარშრუტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ჩემი ვარაუდით დერეფანი აზერბაიჯანი – საქართველო – თურქეთის მარშრუტიდან, აზერბაიჯანი – სომხეთი – თურქეთის მიმართულებით გადავა.

 

რატომ?

 

1. იმიტომ რომ ბოლო 20 წელი საკმარისზე მეტი არგუმენტი აღმოჩნდა ამერიკისთვის იმაში დასარწმუნებლად რომ საქართველოზე არასტაბილური ქვეყანა აფრიკის კონტინეტზეც კი ძნელად მოიძებნება, რადგან რომ არა ამერიკის მიერ საქართველოს ფაქტიურად პირდაპირი მართვა მარიონეტული რეჟიმების მეშვეობით ქვეყანა კარგა ხანია სამოქალაქო ომში ჩაიხრჩობოდა. სამოქალაქო ომი მილსადენების მიმდებარე ტერიტორიაზე კი მთლად ის არ არის რის გამოც ვაშინგტონმა საქართველოში მილიარდსობით დოლარი ჩადო.

 

2. იმიტომ რომ ქვეყნის სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას რუსეთის ეკონომიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება რასაც თავის მხრივ საქართველო რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები განაპირობებენ და ამდენად ვიდრე ქვეყანა ამერიკის კოლონიალურ მდგომარეობაში რჩება და ამერიკის ინტერესებზე მუშაობს ვერასდროს იქნება ვერც ეკომილირად განვითარებული და შესაბამისად ვერც სტაბილური.

 

ეს ნიშნავს იმას რომ ვაშინგტონს რუსეთთან დათმობაზე წასვლა მოუწევს და რადგან საქართველოს შემთხვევაში შორეულ პერსპექტივაშიც კი არ არსებობს შანსი, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლად ქვეყანა ეკონომიკის განავითარებას და მილსადენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ვაშინგტონი ენერგოდერეფანის გადატანას სომხეთის ტერიტორიაზე მოითხოვს. სწორედ ამერიკა მოითხოვს ენერგოდერეფანში მარშრუტის ცვლილებას, რადგან სომხეთმა იგივე ბოლო ოცი წელი დაადასტურა, რომ ფრიად სტაბილური და ბიზნეს უნარების მქონე ქვეყანაა მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ბლოკირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რაც ვაშინგტონისთვის შორეული პერსპექტივისთვის მაინც ტოვებს შანსს იმისა, რომ ერევანი რაღაც მომენტში მოსკოვის გავლენიდან გამოვა და პროამერიკულ პოზიციებს დაიკავებს (გასათვალისწინებელი ფაქტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ძლიერი სომხური ლობი), შესაბამისად ენერგოდერეფანიც ამერიკის კონტროლს დაუბრუინდება …

 

ამასაც რომ თავი გავანებოთ საქართველოს ამერიკის კოლონიალური მდგომარეობიდან გამოსვლა უკიდურესად მტკივნეული დროში გაწელილი პროცესი იქნება და სერიოზულ კატაკლიზმებს გამოიწვევს, რომლის ნეგატიური შედეგების ნეიტრალიზებას მინიმუმ 3-4 წელი დასჭირდება, უმოქმედობის 4 წელი ამერიკას უბრალოდ არ აქვს…

 

ესეც რომ არა და ქართულმა საზოგადოებამ ბოლო 20 წლის მანძილზე ვერ წარმოაჩინა ის ღირებულებები და თვისებები რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ქმედუნარიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, ეს კი ნიშნავს იმას რომ თუ საქართველო როგორც სახელმწიფო იარსებებს ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარდება საზოგადოების ცნობიერებისა და სახელმწიფოებრივი მოწყობის სთვალსაზრისით, რაც იმდენად დროტევადი საქმეა რომ ვაშინგტონს არც საამისო დრო აქვს.

 

ენერგოდრეფანის ახალ კონფიგურაციის აუცილებლობა რეალურად იკვეთება და როგორც სჩანს საქართველო დაივიწყა როგორც ამერიკამ ასევე რუსეთმა.

 

მოსკოვსა და ვაშინგტონს ენერგოდერეფნის ფუნქციონალურობის კუთხით ბოლო დრომდე პრობლემად რჩებოდათ ბაქოსა და ერევნის, ერევნისა და ანკარას დაძაბული ურთიერთობები, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ამ მხრივ უპრეცედენტო ცვლილებები განხორციელდა და დღეს ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება.

 

როგორც ჩანს ენერგოდერეფნის ფარგლებში ერევანი და ბაქოს ურთოიერთობები აზერბაიჯანის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენისა და ყარაბახის პრობლემის ბაქოს სასარგებლოდ მოგვარების ხარჯზე განხირციელდება.

 

ერევანი ყარაბახს დათმობს უფრო ნოყიერი “ლუკმისთვის” რაც სამცხე ჯავახეთი და აჭარა იქნება, რადგან სხვა შემთხვევაში ერევანს გეოპოლიტიკურ და ენერგეტიკულ “თამაშში” ჩართვა არ უღირს და არანაირ დათმობებზე არ წავიდოდა.

 

ერევანი ანკარას ურთიერთობები კი სომეხი ხალხის გენოციდის თემის ნეიტრალიზების ხარჯზე გახდება შესაძლებელი, რაც ანკარასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა თუ მას არ სურს რომ სომხეთს ათეულობით მილიარდი დოლარი გადასცეს კომპენსაციის სახით და შორეულ პერსპექტივაში მაინც ევროკავშირის წევრობის შანსი შეინარჩუინოს.

 

მოკლედ ყველაფერი დღესავით ნათელია. ამერიკა და რუსეთი საქართველოს ანაწევრებენ და ენერგოდერეფანს გადაიტანენ აზრბაიჯანი – სომხეთი – თურქეთის მიმართულებით … და ეს ყველაფერი სავარაუდოდ ამ ზაფხულს ფაქტობრივი მასალითაც დადასტურდება ..

 

და ბოლოს, შეიძლება ვინმემ გულუბრყვილოდ იკითხოს თუ რატო დაეხმარება რუსეთი ამერიკას ნავთობმომარაგების კუთხით? პასიხი მარტივია, 2020-2025 წლისთვის რუსეთსა და კონტინეტლაურ ევროპას იმ დროისთვის სავარაუდოდ უძლიერეს ზესახელმწიფო ჩინეთთან დიალოგი ვაშინგტონთან ერთად ურჩევნიათ ვიდრე მარტო და ვაშინგტონმა რომ ეს დიალოგი შეძლოს თან იყოს უფრო კონტროლირებადი ვიდრე დღეს არის, ამისთვის ევროპა რომლის განუყოფელი ნაწილი იყო არის და იქნება რუსეთი, ამერიკის რუსეთის ენერგოდერეფნებზე მიბმას შეეცდება… ალბათ ამით აიხსნება ნაბუკოს ენერგოპროექტის ჩავარდნა, რადგან ევროპამ არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანმი არა რუსეთთან დაპირისპირება არამედ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობაა.

 

P.S. მოკლედ ესეა და იმედია საკმაოდ პოპულარული ენით ავხსენი ის თუ რა როგორ და რანაირად თან მაქსიმალურად მოკლედ რადგან კიდევ ათასი სხვა ნიუანსი და დეტალი შეიძლება მოვიტანო დიდი სურათის უკეთესად წარმოსაჩენად თუმცა მაშინ ეს პოსტი 500 გვერდიანი მოცულობის წიგნს დაემსგავდსსება: )))

 

ასე და ამრიგად საქართველო მორიგი განსაცდელის წინაშე დგას და თუ მიმდინარე ან მომავალ ზაფხულს, უფრო სოწრედ კი თუ უახლოეს მომავალში რუსეთთან და სომხეთთან საომარი მოქმედებები დაიწყება და ტერიტორიებს დავკარგავთ, ამის მიზეზი ჩვენს არაადეკვატურობასთან ერთად ამერიკის ენერგოინტერესები და ზესახელმწიფოთა გეოპოლიტიკა იქნება.

 

იყოს ეს პოსტიც ისტორიისთვის : ))

 

თემის ერთგვარი გაგრძელება >>> აპოკალიფსი ქართულად

 

 

პატივისცემით:

 

asds : )

 

 

 

 

 

ამ ლირიკულ გადახვევასაც დაურთავ პოსტს ბარემ

 

მამენტ ვწერ რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია … იმის იმედით რომ ხალხი დაუფიქრდება ამ თემებს და ადეკვატურად შეაფასებს სიტუაციას რადგან თუ ეგრეთ წოდებული დიდი სურათის კონტექსტში არ განვიხილავთ ყველაფერს შეცდომებს შეცდომებზე დაუშვებთ …

 

ნახეთ ჩინეთი უკვე როგორ უძაბავს ამერიკას, იქით ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, რომელზეც პეკინს უსერიოზულესი გავლენა აქვს და რომელიც (ფხენიანი) თითქმის ყოველ წელს ბირთვულ ტესტებს ატარებს და ყოველ მეორე თვეს ახალი ბალისტიკური რაკეტების საფრენოსნო და სხვა ტიპის გამოცდებს აწობს, რაკეტების რომელთაც ფრენის სიშორის თვალსაზრისით უახლოეს მომავალში “კონტინენტთაშორისი” კლასიფიკაცია შეიძლება მიენიჭოთ.

 

აქეთ კი ნიგერიასთან მიმართებაში სადაც დაუდასტურებელი ინფორმაციით ნიგერის დელტაში მოქმედი პარტიზანები იარაღსა და ლოგისტიკურ დახმარებას ჩინეთის ფაქტობრივ კოლონიებად ქცეული კამერუნიდან და ჩადიდან იღებენ …

 

მოკლედ ეს ბრძოლა ენერგომომარაგებისთვის რაზეც მე ვლაპარაკობ უკვე დაწყილია და 2020-2025 წლის კონტურებიც იკვეთება როდესაც ღია პოლიტკურ და ვინ იცის სამხედრო დაპირისპირებასაც ექნება ადგილი ჩინეთსა და ამერიკას შორის.

 

ალბათ იმიტომ არის ალბათ რომ ჩინეთის სამხედრო პროგრამების დიდი ნაწილი 2020 წლისთვის ჩინეთის არმიის ძირეულ გადაიაღაღებას გულისხმობს დაწყებული ფლოტითა და ავიაციით და დამთავრებული სახმელეთო ჯარებით .. ეს ხომ ტყვილა არ ხდება და არც ტაივანისთვის ჭირდებათ ესეთი დონისა და შეიარაღების არმია პეკინს… ტაიბეის (ტაივანის დედაქალაქი) ეხლაც გააქრობდნენ რუქიდან ძალიან რომ უნდოდეთ მაგრამ პირიქით დიპლომატიური მეთოდებით ახერხებენ იგივე შედეგის მიღებას რაც ჰონ კონგთან მიმართებნაში გააკეთეს ..

 

აგერ რაც მე ვიცი და რაც მედიაში გასული ინფორმაციაა იმის თანახმად პეკინს 70 – 100 000- იანი წყალწყვის ავიამზიდების პროგრამა აქვთ ჩაშვებული პროექტირებაში, ვიდრე საკუთარი პროექტირების ავიამზიდს ააგებდნენ რუსეთში უკვე შენდება ავიამზიდი ჩინეთისთვის, ასევე აამუშავეს მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელ ბომბდამშენის პროგრამა , მუშაობენ ახალი თაობის სტრატეგიული ბომბდამშენის პროგრამაზე, ახალი თაობის ძირითადი საბრძოლო ტანკისა და მოიერიშე ვერტმფრენების პროგრამებზე და ათასი სხვა რამ მოკლედ და ყოველწლიურად ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ ამ ყველაფერზე. კოსმოსური პროგრამებისა და კოსმოსური დაზვერვის კუთხითაც კი უკვე ფრიად ადეკვატურ დონეზე არიან ახალი კოსმოსური სახელმწიფოს კვალობაზე …

 

ჩინეთმა ხვალ შეიძლება თავი გაანებოს იზოლიაციონისტურ პოლიტიკას და აქტიური საგარეო მოთამაშე გახდეს, რადგან უკვე დღეის მონაცემებით საამისო ყველა წინაპირობა ექმნებათ …

 

ანუ ჩინეთი მოდის და მთელი მსოფლიო ემზადება : )))

 

ჩვენთანაც არის ეს ყოველივე კავშირში რადგან ამერიკის მოქმედებები საქართველოში პირდაპირ კავშირშია როგორც ენერგომომარაგებასთან ასევე 2025 წლის მსოფლიოს რეალიებთან …

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...