JIHAD Posted June 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2009 ჰანს იორგ ჰაბერი ოსი სეპარატისტების გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეწუხებულია იმის გამო, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ 23 ივნისს ჟენევის ფორმატში დაგეგმილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სპეციალური განცხადება სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა გააკეთა. "იმედგაცრუებული ვარ, რომ მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა ე.წ. ოსეთის დელეგაციის მოთხოვნები მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა, მათ გადაწყვიტეს 23 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. სამწუხაროდ, შეხვედრის გადადება მოგვიწევს. რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია, რომ ყველა მხარემ მიიღოს მონაწილეობა ინციდენტების პრევენციაში, იმ მექანიზმების საშუალებით, რომლებიც თებერვალში ჟენევაში იქნა შეთანხმებული", - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის ფორმატის შეხვედრები მალე განახლდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.