Jump to content
Planeta.Ge

სერგეი ლავროვი ევროპულ ტურნეს იწყებს


Recommended Posts

სერგეი ლავროვი ევროპულ ტურნეს იწყებს

 

ევროატლანიკური უსაფრთხოების საკითხები გახდება სერგეი ლავროვის ევროპული ტურნეს მთავარი თემა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ერთი კვირის განმავლობაში 4 ქვეყანაში ჩავა.

 

23 ივნისს ლავროვი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციში, სადაც, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ისაუბრებს ევროატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინიციატივებზე.

 

ლავროვის გამგზავრებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი ევროატლანიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებით უკმაყოფილოა.

 

"იმედია, ეუთოს კონფერენციის ფარგლებში, მედვედევის ინიციატივის განხილვა განახლდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით ვითარება არასახარბიელოა და ამას ადასტურებს შეიარაღების შეთანხმების კრიზისი და რეგიონალური კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარების მცდელობაც 2008 წლის აგვისტოში", - განაცხადა ნესტერენკომ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...