JIHAD Posted June 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2009 სროლები წალენჯიხის რაიონში დღეს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში. გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ცეცხლი გაუხსნეს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ "კავკასიონს". აფეთქებულია ერთი ანძა. აფეთქების შედეგად, "კავკასიონის" 22-ე ანძა დაზიანდა. "კავკასიონის" მეშვეობით საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს თურქეთში ახორციელებს. აფეთქება იმ ადგილას მოხდა, სადაც გუშინ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სამედიცინო დახმარების მანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი ავთანდილ ახალაძე და დაიჭრა ექიმი გელა პატიაშვილი. დღეს დილით სოფელ მუჟავასთან ცეცხლი გაუხსნეს ქართული პოლიციის საგუშაგოსაც. საპასუხო ცეცხლი გახსნეს ქართველმა პოლიციელებმაც, სროლა 20 წუთს გრძელდებოდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მუჟავას მოსახლეობას რუსმა ოკუპანტებმა სახლების დატოვება მოსთხოვეს. ოკუპანტები ამბობდნენ, რომ სიმაღლეები სანგრებისთვის სჭრიდებათ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ის გზაც ააფეთქეს, რომლითაც მოსახლეობა დაბა ჯვარიდან, სოფელ მუჟავას გავლით, გალის მიმართულებით გადაადგილდებოდა. წალენჯიხაში მომხდარ აფეთქებასა და სროლებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრიო განცხადებას ავრცელებს. "22 ივნისს 04:00 საათზე, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. მსხვერპლი არ არის. ასევე, დღეს 04:30 საათზე წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე აფეთქებული იქნა "კავკასიონის" 500 კვტ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.