JIHAD Posted June 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2009 "მოლოტოვის კოქტეილი" პარლამენტის შენობასთან პარლამენტის შენობისთვის ცეცხლის გაჩენის მცდელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოძიება მოწმეებს კითხავს. მომხდარ ინციდენტს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეფასებები უკვე მოჰყვა. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი გამოძიების დასრულებას ელოდებიან. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, პარლამენტის შენობისთვის ხანძრის გამომწვევი ბოთლის სროლა უკვე აღარ არის რიგითი ინციდენტი. ბაქრაძემ მსგავსი ფაქტების დაგმობისკენ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა. შემთხვევა 20 ივნისს ღამით მოხდა. პარლამენტის კარს უცნობმა პირებმა აალებადი სითხით სავსე ბოთლები ესროლეს, რის შედეგადაც საშვთა ბიუროს მხარეს მდებარე კარი დაზიანდა, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.