JIHAD Posted June 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი თავისი მიმართვა გააცნო სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი თავისი მიმართვა გააცნო. მიმართვაში სუბარი მამისონის უღელტეხილიდან რამდენიმე კილომეტრში დაზიანებულ ხიდზე საუბრობს. მისი განმარტებით, მოსახლეობას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ინციდენტის შესახებ და ეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში დაუშვებელია. ომბუდსმენი ერთობლივი ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც სიტუაციას ადგილზე შეისწავლის და მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის. როგორც სუბარი ამბობს, ამ ჯგუფში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოების წევრებიც უნდა შევიდნენ. "ამ ჯგუფის შექმნა აუცილებელია არა მხოლოდ ამ საკითხის გასარკვევად, ეს იქნება დიალოგის სულისკვეთების გამოხატულება და პასუხისმგებლობის გადანაწილების რეალური გამოვლენა", - აცხადებს სოზარ სუბარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.