Jump to content
Planeta.Ge

გაეროს მისია აფხაზეთის ტერიტორიას ორი თვის განმავლობაში დატოვებს


Recommended Posts

გაეროს მისია აფხაზეთის ტერიტორიას ორი თვის განმავლობაში დატოვებს

 

გაეროს მისია აფხაზეთის ტერიტორიას ორი თვის განმავლობაში დატოვებს. განცხადება ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ სოხუმში ვიზიტისას გააკეთა.

 

ვერბეკემ აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ეს სოხუმში მისი უკანასკნელი ვიზიტია.

 

"მე დღეს გაეროს მისიის ხელმძღვანელის რანგში მისიის დახურვის შესახებ პროცედურებს ვაგვარებ. თუმცა საჭიროა ვიმუშაოთ მისიის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან სიტყვა ლიკვიდაცია არ მიყვარს", - განაცხადა ვერბეკემ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

16 ივნისს გაეროს მისიამ საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტა. გაეროში მიღებული პრაქტიკის თანახმად, მისიის მიერ ქვეყნის საბოლოო დატოვებას ორიდან სამ თვემდე სჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...