JIHAD Posted June 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 ტერი ჰაკალა საქართველოში მუშაობის შედეგებს აჯამებს ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ტერი ჰაკალა მისიის მიერ საქართველოს დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე 17-წლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს. "მოამბესთან" ინტერვიუში მისიის ხელმძღვანელმა რუსულ ვეტოზე, კონფლიქტის ზონაში დარჩენილი ადამიანების მდგომარეობასა და ევროკავშირის მისიის მომავალზე ისაუბრა. ჰაკალას თქმით, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ევროკავშირის მონიტორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდნენ. ეუთოს მისია საქართველოს 30 ივნისს დატოვებს. დღესვე საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენლობამ ბოლო საქველმოქმედო აქცია მოაწყო. მისიის ხელმძღვანელი ტერი ჰაკალა მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში იმყოფებოდა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობაა ჩასახლებული. მისიის ხელმძღვანელმა ახლად აშენებული საბავშვო ბაღის შენობა მოინახულა და ინვენტარით მთლიანად უზრუნველყო. საბავშვო ბაღი 80 ბავშვზეა გათვლილი, ამჟამად იქ 60 პატარა სწავლობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.