JIHAD Posted June 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 ანდრეი ნესტერენკო საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის შესახებ საუბრობს http://s53.radikal.ru/i139/0906/e3/ffdc6f706c2f.jpg საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის შესახებ კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ გააკეთა. ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ანდრეი ნესტერენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ეუთოს მისიის გაგრძელებას. მისი თქმით, რუსული მხარისთვის სამწუხაროა, რომ ამ დრომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ნესტერენკოს შეფასებით, საკითხის განხილვა კიდევ შესაძლებელია, თუ ეუთოს წევრი ქვეყნები მისიას ნეიტრალურ სახელწოდებას მისცემენ და ის ახალ პოლიტიკურ რეალობას გაითვალისწინებს. ნესტერენკომ იმედი გამოთქვა, რომ ეუთო მთლიანად არ წავა და მისი ინსტიტუტები გარკვეული სახით რეგიონში მუშაობას გააგრძელებენ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ და რეგიონში ეუთოს სადამკვირვებლო მისია აღდგება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.