JIHAD Posted June 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 ევროკავშირი რუსეთის მიერ საქართველოში გაეროს მისიის დაბლოკვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოში გაეროს მისიის დაბლოკვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირი. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გაეროს მისია იყო მნიშვნელოვანი იარაღი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. მისმა დაბლოკვამ კი რეგიონში არსებული რთული ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს. დოკუმენტის მიხედვით, გაეროს მისიის შეჩერებით საერთაშორისო საზოგადოება დაკარგავს მნიშვნელოვან ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის დამკვირვებლებისა და ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს ხელი შეუწყონ ჟენევის პროცესის გაგრძელებას და მაქსიმალურად აიცილონ თავიდან ნებისმიერი ძალადობა. "ევროკავშირი კვლავ აფიქსირებს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების სურვილს. განსაკუთრებით "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროექტის მეშვეობით, რომლის მიზანსაც საქართველოს სტაბილურობა და კეთილდღეობა წარმოადგენს. ამასთან კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია მიმართვაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.