JIHAD Posted June 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 რუსეთის ვეტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები აკრიტიკებენ საქართველოში გაეროს მისიის გაგრძელებაზე რუსეთის ვეტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები აკრიტიკებენ. "გაეროს მისიის მუშაობის გარეშე არსებობს დიდი საფრთხე, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით აფხაზეთი შავ ხვრელში აღმოჩნდეს", - ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა ლუკ ვანდებრანდემ, მათიას იორშმა და კორინ იონკერმა გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეგიონში გაეროს მისიის 15-წლიანი მუშაობის გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს. მომხსენებლები მოუწოდებენ მხარეებს და განსაკუთრებით რუსეთს, მოძებნონ რაიმე ალტერნატიული საშუალება, რომელიც აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობას უზრუნველყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საერთაშორისო მისიის არყოფნის შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დაცვა და მონიტორინგი რეგიონში თითქმის აღარ მოხდება, რაც საბოლოო ჯამში აიძულებს გალის მოსახლეობას ტერიტორია დატოვოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.