Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილის კახეთში ვიზიტი დასრულდა


Recommended Posts

სააკაშვილის კახეთში ვიზიტი დასრულდა

 

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კახეთში ვიზიტი დასრულდა. როგორც "პირველს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, დღეს მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ნაფარეულში იმყოფებოდა და მეღვინეებს ხვდებოდა, მისი სიღნაღში ჩასვლა კი სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, პრეზიდენტის პრეს-სამსახურში არც რადიო "ჰერეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს იმის შესახებ, რომ სიღნაღში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თავმჯდომარეობით აზერბაიჯანის დელეგაცია უნდა ჩასულიყო, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სიღნაღი უნდა დაეთვალიერებინა, მოგვიანებით კი სიღნაღის მუზეუმში პიკასოს ნამუშევრები მოენახულებინა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიღნაღში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია "პირველს" სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს. ცნობისთვის, კახეთში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი ნაფარეულში იმყოფებოდა და მეღვინეებს ხვდებოდა. შეხვედრის მთავარი თემა მეღვინეების დახმარება და მათთვის უკეთესი პირობების შექმნა იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...