The Philosopher Posted March 19, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2008 http://img36.picoodle.com/img/img36/4/3/19/f_69photom_b98d38e.jpg წევრები: ვოკალი: Shagrath (Stian Thoresen) გიტარა: Erkekjetter Silenoz (Sven Atle Kopperud) გიტარა: Galder (Thomas Rune Andersen) ბასი + ბექ-ვოკალი: ICS Vortex (Simen Hestnжs) სინტიზატორი: Mustis (Шyvind Johan Mustaparta) დრამი: Hellhammer (Jan Axel Blomberg) DIMMU BORGIR შეიქმნა 1993 წელს ბლექ მეტალის სამშობლოში - ნორვეგიაში. Shagrat, Silenoz, Tjodalv - ასე გამოიყურებოდა ჯგუფის პირველი შემადგენლობა. მოგვიანებით მათ შემოუერთდნენ ბასისტი Brynjard Tristan, კლავიშნიკი Stian Aarstad და 1994 წელს მათ გამოუშვეს პირველი EP ''Inn I Evighetens Morke'', ის არააგრესიული იყო და ძალიან მელოდიური, ამით კი არ გავდა იმ დროინდელ სხვა ჯგუფების ბლექ-ალბომებს... პირველმა ალბომმა პოპულარობა ჯგუფს ვერ მოუტანა და "სასტავმა" მეორე ალბომზე დაიწყო მუშაობა - ''For All Tid'', რომელიც იყო ნელი, ბნელი და ატმოსფერული ბლექ მეტალი. სწორედ ეს იყო DIMMU BORGIR-ის პირველი ოფიციალური ალბომი, ჯგუფის შემადგენლობა იმ დროს კი ასეთი იყო: Shagrat (ვოკალი, დრამი, გიტარა), Silenoz (გიტარა, ვოკალი), Tjodalv (გიტარა), Brynjard Tristan (ბასი), Stian Aarstad (სინთეზატორი, პიანინო, ეფექტი). 1996 წელს ჯგუფმა გამოუშვა ბლექ მეტალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბომი - ''Stormblast''. ამით მათ ყველას დაუმტკიცეს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ ბლექის ისტორიაში. ამ ალბომის გამოშვების შემდეგ ჯგუფი ძალიან პოპულარული გახდა ბლექ-მსმენელებში. კლასიკური ზახოდებით დახუნძნული ბლექ-მეტალი იზიდავდა ხალხს... სიმღერების რითმი ამ ალბომში გაცილებით ამაღლდა, ამასთან ერთად არ შემცირებულა სიმღერებში ატმოსფერიკა და მელოდიურობა! სიმღერების ლირიკა პირველ ორ ალბომში იყო მშობლიურ ნორვეგიულ ენაზე. ''Stormblast''-ის გამოშვების შემდეგ კი ჯგუფმა ინგლისურ ენაზე დაიწყო ლირიკების წერა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მსმენელთა უმეტესობა ვერ იგებდა ნორვეგიულს, ჯგუფს კი სურდა, რომ ფართო აუდიტორია ყოლოდა. 1996 წელს გამოდის კიდევ ერთი EP - ''Devil's Path''. მასში სულ 4 სიმღერაა შესული, რომელთაგან ''Devil's Path'' განსაკუთრებით მაგარია! ეს დისკი Hot Records-მა გამოუშვა, ამ დროს მუშაობდა იქ შაგრატი. ბასზე ტრისტანი შეცვალა Nagash-მა, რომელიც უკრავდა ასევე Troll-ში და The Kovenant-ში. სინთეზატორშიკი სტინ აარსტადი ამ ალბომის ჩაწერაში არ იღებდა მონაწილეობას. ამის მიზეზი გახდა მისი ჯარში წასვლა, მის მაგვივრად კი ცოტა შაგრატმა წაუკლავიშნიკა. 1997 წელს ბორგირებმა გენიალური ალბომი გამოუშვეს - ''Enthrone Darkness Triumphant'', რომელიც 150.000 ცალი გაიყიდა ეგრევე. ამით კიდევ უფრო გაიზარდა დიმუ-ს მსმენელთა რაოდენობა. სიმღერა ''Tormentor Of Christian Souls'' ალბომში არ შეიყვანა ჩამწერმა სტუდიამ Nuclear Blast-მა იმის გამო, რომ ვერ აიღო ტექსტის შინაარსის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე (ეტყობა ძალიან ანტიმართმადიდებლური იყო). ჯგუფის სასტავი ასეთი იყო ამ ალბომში: Shagrat (ვოკალი, გიტარა), Silenoz (გიტარა), Tjodalv (დრამი), Nagash (ბასი), Stian Aarstad (სინთეზატორი, პიანინო). ''Enthrone Darkness Triumphant''-ის ჩაწერის შემდეგ ჯგუფმა მოიწვია გიტარისტი Astennu იმისთვის, რომ მას დაეკრა გიტარაზე ლაივებზე, ხოლო შაგრატს მთელი ყურადღება გადაეტანა ვოკალზე და შოუზე. მან შეცვალა ჯენს პეტერი (Jens Petter), რომელიც რაღაც პატარა, უმნიშვნელო პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა ჯგუფში. ასტენუ კი ავსტრალიელი გიტარისტია, რომელიც ნორვეგიაში ჩასული იყო თავის ჯგუფთან, Carpe Tenebrum-თან ერთად, რომელსაც ადრე Lord Kaos ერქვა, მათ იქ უნდა ჩაეწერათ ალბომი. ასტენუ ასევე უკრავდა გიტარაზე The Kovenant-ში, მაგრამ მისი ძირითადი ჯგუფი იყო Dimmu Borgir, რომლის სრულყოფილი წევრიც გახდა მოგვიანებით. ჯგუფმა ახალ ალბომს ტურნე მიუძღვნა, რის შემდეგაც ოჯახური პრობლემების გამო ჯგუფი დატოვა ბარაბანშიკმა Tjodalv-მა, ხოლო მის ნაცვლად მოვიდა სესიური დრამერი Aggressor. ამავე პერიოდში ჯგუფიდან გააძევეს სტინ აარსტადი, რომელიც ახლა Enthral-ში უკრავს. მისი შემცვლელი გახდა Kimberley Goss (ქალი ყავდათ ჯგუფში ბლიად), რომელიც Therion-სა და Ancient-ში მოღვაწეობდა, ახლა კი თავის ძირითად ჯგუფში, Sinergy-ში უკრავს და ასევე თანამშრომლობს Children Of Bodom-თან. ბორგირების რიგები კი მან მალევე დატოვა, რადგან სესიური მუსიკოსი იყო კოლექტივში და ეს არ აკმაყოფილებდა. ჯგუფის კლავინიკი გახდა ახალგაზრდა ნორვეგიელი მუსტისი (Mustis), რომელიც შაგრატთან 1998 წლიდან მეგობრობდა. ბორგირების შემადგენლობაში ის პირველად 1998 წელს გაჩნდა Dynamo Open Air-ის ფესტივალზე. მუსტისისთვის ეს პირველი ჯგუფი იყო, რომელსაც მან თავისი სტილი შემატა. ალბომ "Spiritual Black Dimensions"-ში 60% სიმღერების "ასნოვა" სწორედ სინთეზატორია. ''Spiritual Black Dimensions''-ის ოფიციალური რელიზი 1999 წლის 1 მარტს შედგა. ის N რაოდენობით გაიყიდა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ Dimmu Borgir შავი მეტალის სრულყოფილი წარმომადგენელი იყო. ალბომის გამოსვლის წინ ბევრი ადანაშაულებდა ჯგუფს "პაპსავიკობაში", მგარამ მოხდა პირიქით - ის ძალიან ექსტრემალური აღმოჩნდა! ამ დროს ჯგუფი დატოვა ნაგაშმა, რომელმაც თავისი პოტენციალის სრული გამოვლენა The Kovenant-ში ისურვა. მისი დროებითი შემცვლელი გახდა Simen Hestnaes, იგივე ICS Vortex Borknagar-დან, რომელმაც ყველაფერთან ერთად ალბომში ყველა ბექ-ვოკალური პარტია შეასრულა. 1999 წელს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ის ჯგუფის ოფიციალური წევრი გახდა. რამდენიმე თვეში ჯგუფი უშვებს სპლიტს Old Man's Child, რომელსაც ''Sons Of Satan Gather For Attack'' დაარქვეს. ამავე დროს ასტენუ თავისი საიდ-პროექტის, Carpe Tenebrum-ის ალბომს უშვებს, რომელსაც ''Mirrored Hate Painting'' დაარქვა. იქ მაშინ ნაგაში მღეროდა, მუსიკა კი თითქმის ბორგირული იყო, უბრალოდ ცოტა სწრაფად უკრავდნენ. ნიუ ჯერსისა და მონრეალის გრანდიოზული კონცერტების შემდეგ დაიწყო მზადება დიდი ტურნესთვის. სწორედ მაშინ ჯგუფის დატოვება გადაწყვიტა (გადააწყვეტინეს) ტიოდალვმა. ამის მიზეზი გახდა კონფლიქტი, რომელიც ჯგუფის დარჩენილ წევრებთან ქონდა. მისი ადგილი დაიკავა ლეგენდარულმა ნიკ ბარკერმა (Nick Barker), რომელიც მანამდე Cradle Of Filth-ში მოღვაწეობდა, მაგრამ დიმუში მოსვლამდე თავის კიდევ ერთ ჯგუფთან, Borknagar-თან დაასრულა რაღაც პროექტი. ამ დროს კი იგივე ბარკერი თავისი საიდ-პროექტის, ''Lockup''-ის ალბომს წერდა, რომელსაც ''Pleasure paves sewers'' დაარქვა და 1999 წლის 22 ნოემბერს გამოუშვა. 2000 წლის მარტში Dimmu Borgir ახალი ალბომის ჩაწერისთვის ემზადებოდა. მაგრამ ასე ადვილად ვერ მოხდა ყველაფერი - ნიკ ბარკერი ინგლისში ცხოვრობდა და ისინი ვერ ჩაჯდნენ იმ დროში, რაშიც აპირებდნენ ალბომის ჩაწერას (სახელი ალბომისა ოცნობი იყო მაშინ). 2001 წელს გამოდის ''Puritanical Euphoric Misanthropia''. ბონუსის სახით ალბომში შევიდა Twister Sisters-ის ერთი სიმღერა ''Burn in Hell''. ჯგუფში ამ დროს უკვე ახალი გიტარისტი უკრავდა - Galder, რომელმაც ასტენუ შეცვალა. ყურადსაღებია ის, რომ ამ ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდა სიმფონიური ორკესტრი Gothenburg Symphonic Orchestra. 2003-ში გამოდის ბრწყინვალე "Death Cult Armageddon", სადაც რამდენიმე სიმღერაში მოისმენთ ქალის ბექ-ვოკალს, ასევე რამდენიმე სიმღერა ნორვეგიულ ენაზეა ნამღერი. 2004 წლის თებერვაშლი ჯგუფი ნიკ ბარკერს ემშვიდობება. 2005 წელს დრამი Hellhammer-მა ჩაიბარა, მანამდე კი ბორგირებს სესიური დრამერები ეხმარებოდნენ - Reno Killerich და Tony Laureano. ჯგუფის ბოლო ალბომი "In Sorte Diaboli" 2007 წელს ჩაიწერა. შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა: შაგრატი (ვოკალი), გალდერი (გიტარა), სილენოზი (გიტარა), ვორტექსი (ბასი, ბექ-ვოკალი), მუსტისი (სინთეზატორი), ჰელჰამერი (დრამი). © ფიორენტინო http://img26.picoodle.com/img/img26/4/3/19/f_49b78738002m_b1ef66a.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted March 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 20, 2008 ნუ კიდევ რა დავამატო არ ვიცი... ერთი ფაქტია, დღემდე ეს ჩემს უსაყვარლეს ჯგუფად რჩება! თუმცა ბოლო ალბომით არც მე ვარ კმაყოფილი რატომღაც... უფრო ადრინდელი დრო მირჩევნია ამ ჯგუფის შემოქმედებისა... Spiritual Black Dimensions და Puritanical Euphoric Misanthropia ჩემე საყვარელე ალბომებე... http://rh.foto.radikal.ru/0708/34/5d7bea858b3c.gif http://rh.foto.radikal.ru/0708/30/4ec34e9c63bc.jpg http://rh.foto.radikal.ru/0708/40/84a0c78cf783.jpg http://rh.foto.radikal.ru/0708/a7/17cdf0a27a58.jpg http://rh.foto.radikal.ru/0708/9b/8d2177593039.jpg http://rh.foto.radikal.ru/0708/2c/247cf0260390.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted March 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 20, 2008 ესეც პურიტანიას ლაივი... PURITANIA (LIVE) ატვირთა ბეიბემ... უმაგრესი ვეშია! ვეში ცარიელი დუჰი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
one Posted March 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 20, 2008 puritaniaa :love2: ეს თემა ავწიოთ 50 გვერდამდე http://i014.radikal.ru/0803/d3/10b2a94349ab.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted March 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 20, 2008 ავწიოთ! :jump: აგერ Dimmu Borgir - The Sacrilegious Scorn კლიპი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Xogais Mindi Posted March 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2008 დავიწყოთ ჩამოთვლა იმ მრავალ მიზეზთა შორის რატომ არ მევასება (მსუბუქად რომ ვთქვათ) ჯგუფი ესა დიმმუ ბორგირი1. ვორტექსი პირში უსრულებს შაგრატს ადამიანური ქლინითაც და მეტალისეული ე.წ. სქრიმინგითაც2. არის კომერციაზე აგებული ბლექ მეტალი თავიდან ბოლომდე3. ალბომებზე დახატული პენტაგრამა და სიმბოლოები შედგება მრავალი უაზრო სიმბოლით შეკოწიწებული უამრავი გამოსახულებით რომ ხალხს ანახონ აი რაღაც ზე მისტიური და ბნელეთის სიმბოლოაო.4. შაგრატი რო გააკერპეს ამ ჯგუსფის ფანატებმა უნდა აღინიშნოს რომ მაგას ნებისმიერი ჯგუფის წევრი სჯობს. არც ვოკალი უვარგა და არც წერის ნიჭი... კიდევ მრავალი მიზეზი არსებობს იმისა თუ რატომ არ მევასება (როგორც უკვე ავღნიშნე არ მევასება მსუბუქადაა ნათქვამია ჩემი ამ ჯგუფთან მიმართებაში) ეს სირობა :papa: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
The Philosopher Posted March 21, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2008 დავიწყოთ ჩამოთვლა იმ მრავალ მიზეზთა შორის რატომ არ მევასება (მსუბუქად რომ ვთქვათ) ჯგუფი ესა დიმმუ ბორგირი1. ვორტექსი პირში უსრულებს შაგრატს ადამიანური ქლინითაც და მეტალისეული ე.წ. სქრიმინგითაც2. არის კომერციაზე აგებული ბლექ მეტალი თავიდან ბოლომდე3. ალბომებზე დახატული პენტაგრამა და სიმბოლოები შედგება მრავალი უაზრო სიმბოლით შეკოწიწებული უამრავი გამოსახულებით რომ ხალხს ანახონ აი რაღაც ზე მისტიური და ბნელეთის სიმბოლოაო.4. შაგრატი რო გააკერპეს ამ ჯგუსფის ფანატებმა უნდა აღინიშნოს რომ მაგას ნებისმიერი ჯგუფის წევრი სჯობს. არც ვოკალი უვარგა და არც წერის ნიჭი... კიდევ მრავალი მიზეზი არსებობს იმისა თუ რატომ არ მევასება (როგორც უკვე ავღნიშნე არ მევასება მსუბუქადაა ნათქვამია ჩემი ამ ჯგუფთან მიმართებაში) ეს სირობა :papa:ოხ, დაგჭრი ეხლა მე შენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
psychosophie27 Posted March 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2008 მიე ძალიანაც რომ ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი.პეპლებივით მიყვარს ეს ჯგუფი (ეხლა რაც ვთქვი არ შეიმჩნიოთ).იასამნისფერივით მიყვარს ეს ჯგუფი.მიყვარხარ შაგრატ ძია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Momentary Posted March 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2008 აქ რო არ დავფოსტო არ შეიძლება აიწევა ეს თემაა 50 კი არა 100 და მეტი და მეტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted March 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2008 მომწონს ეს ჯგუფიიკარგიააბოლო ალბომი არ მომწონსprogenies of the great apocalypse მაგრად მევასებადავორტექსსსს უკფრო კარგი ხმა ააქვს ვიდრე შაგრატს ეს ჩემი აზრიადააშაგრატი ფიზისურად მაგარი კაცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
The Philosopher Posted March 22, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2008 მომწონს ეს ჯგუფიიკარგიააბოლო ალბომი არ მომწონსprogenies of the great apocalypse მაგრად მევასებადავორტექსსსს უკფრო კარგი ხმა ააქვს ვიდრე შაგრატს ეს ჩემი აზრიადააშაგრატი ფიზისურად მაგარი კაცია შენი აზრია რა, მართლა ეგრეა და Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Headbanger Posted March 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2008 არ ვარ ბლექ მეტალის მოტრფიალე, მაგრამ დიმუ ძაან მიყვარს. მაგარი ბენდია. რაც მართალია მართალია http://i015.radikal.ru/0803/e0/0a920708db88.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted March 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2008 შენი აზრია რა, მართლა ეგრეა და რავიცი ერთს ვუთხარი და თავი კინაღამ მომაჭრა შაგრატი ჯობიაო ამიტომ თავი დავიზღვიე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 http://i044.radikal.ru/0803/26/72820ba0c140.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lord Borgeze Posted March 25, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2008 ჰოოოოდა... რაც შეეხება დიმუს... ფრიად საინტერესო ჯგუფი... ბოლო ალბომი იმისადა გამო რო შაგრატის ე.წ. სქრიმინგი გულისამრევია, მუსიკალური თვალსაზრისით არ დაიწუნება... არაუშავს... გამოასწორებს ალბათ... რაც შეეხება ბენდს, მე პირადად ძველი ბენდი მიყვარს... აარსტადი, ნაგაში, ასტენუ და ამბები... და FIORENTINO მინდა ვთხოვო კარპე ტენერბუმის, რომელიც მას ასე უყვარს, სონგები სადმე ამიტვირთოს... კარგია რო პლანეტა დაბრუნდა!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.