Jump to content
Planeta.Ge

ამერიკამ არ ვაღიარებთ არც სამხრეთ ოსეთს და არც იქაურ არჩევნებსო


Recommended Posts

ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს

 

ITN Exclusive. 2 ივნისი. თბილისი. ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს, თავად არჩევნების ფაქტს კი კონფლიქტისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილის, რობერტ ვუდის განცხადებაში.

 

"ამერიკის შეერთებული შტატები სინანულს გამოთქვავს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 31 მაისს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და არ აღიარებს არჩევნებსა და მის შედეგებს" - აცხადებს ვუდი.

 

ამერიკელი დიპლომატის თქმით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატები კონფლიქტისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

 

"აღნიშნული ფაქტი სამშვიდობო გადაწყვეტოილებებიდან უკან გადადგმული ნაბიჯია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კონტექსტში არ ჯდება. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიალურ მთლიანობას, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ვუდის განცხადებაში.

 

1 ივნისს დაახლოებით ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...