Jump to content
Planeta.Ge

ავიაკომპანია "Air France"-ის დაკარგული სამგზავრო თვითმფრინავის საძიებო სამუშაოები გრძელდება


Recommended Posts

ავიაკომპანია "Air France"-ის დაკარგული სამგზავრო თვითმფრინავის საძიებო სამუშაოები გრძელდება

 

ITN Exclusive. 2 ივნისი. თბილისი. ავიაკომპანია "Air France"-ის დაკარგული სამგზავრო თვითმფრინავის საძიებო სამაშველო სამუშოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. იუწყება საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ერთ ერთი კომერციული ავიაკომპანიის მფრინავმა, ფრანგული ავიალაინერის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გვრცელებიდან ნახევარ საათში ზღვის ზედაპირზე ნამსხვრევების შლეიფი დაინახა, თუმცა მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ გაუჩიარებული თვითმფრინავის კატასტროფის ადგილის დადგენას.

 

შეგახსენებთ, რომ "Air France"-ის კუთვნილი აერობუსი A330-200 რომელიც რიო-დე-ჟანეიროადან პარიზის შარლ დეგოლის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა რეისს, სამეთვალყურეო რადარებიდან 1 ივნისს, აფრენიდან სამ საათ ნახევარში გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე 216 მგზავრი, მათ შორის რვა ბავშვი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.

 

დაკარგული თვითმფრინავის საძიებო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ბრაზილიის სამხედრო საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები. ბრაზილიის მთავრობას დახმარება აღუქვეს საფრანგეთისა და ამერიკის შეერტებული შტატების მთავრობებმა, რომლებიც სავარაუდო კატასტროფის კვადრატში საკუთარი საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდისა და საძიებო თვითმფრინავის გააგზავნას გეგმავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...