Jump to content
Planeta.Ge

პრემიერი გილაური აზერბაიჯანში დაძვრება


Recommended Posts

პრემიერი გილაური აზერბაიჯანში დაძვრება

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ასევე აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს შეხვდა.

 

შეხვედრებზე საუბარი ენერგეტიკულ პროექტებს, ნინოწმინდაში გზასაცავის მშენებლობისა და ასევე 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დეტალებს შეეხო.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი და საქართველო ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობენ, თუმცა, ამ ეტაპზე საუბარია ახალ პროექტებზე.

 

"საუბარია ახალ, მსხვილ ინფრასტრუქტურულ სტრატეგიულ პროეტქებზე. კერძოდ, ეს არის 500 კვტ-იანი ხაზი, რომლის მშენებლობაც ალბათ წელსვე დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება. ეს ხაზი საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არტურ რასიზადეს განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორისაა გაზსაცავის მშენებლობის საკითხი.

 

"ამ პროექტის ფარგლებში მზად ვართ გამოცდილება გავუზიაროთ ქართულ მხარეს. ასევე, როგორც გაირკვა, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთზე დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი", - განაცხადა არტურ რასიზადემ.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ბაქოში, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც იმყოფება. გილაური, ხეთაგური და ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი ზურაბ ჯანჯღავა ბაქოში, ხვალ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენა-კონფერენციაში - "ნავთობი და გაზი, კასპიის ნავთობგადამუშავება და ნავთობქიმია" მიიღებენ მონაწილეობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გილაურის ნათურაო და მუხიანში შუქი ისევ ქვრება, თანაც ძალიან ხშირად... :|
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...