asds Posted June 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2009 პრემიერი გილაური აზერბაიჯანში დაძვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ასევე აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს შეხვდა. შეხვედრებზე საუბარი ენერგეტიკულ პროექტებს, ნინოწმინდაში გზასაცავის მშენებლობისა და ასევე 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დეტალებს შეეხო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი და საქართველო ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობენ, თუმცა, ამ ეტაპზე საუბარია ახალ პროექტებზე. "საუბარია ახალ, მსხვილ ინფრასტრუქტურულ სტრატეგიულ პროეტქებზე. კერძოდ, ეს არის 500 კვტ-იანი ხაზი, რომლის მშენებლობაც ალბათ წელსვე დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება. ეს ხაზი საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არტურ რასიზადეს განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორისაა გაზსაცავის მშენებლობის საკითხი. "ამ პროექტის ფარგლებში მზად ვართ გამოცდილება გავუზიაროთ ქართულ მხარეს. ასევე, როგორც გაირკვა, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთზე დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი", - განაცხადა არტურ რასიზადემ. პრემიერ-მინისტრთან ერთად ბაქოში, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც იმყოფება. გილაური, ხეთაგური და ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი ზურაბ ჯანჯღავა ბაქოში, ხვალ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენა-კონფერენციაში - "ნავთობი და გაზი, კასპიის ნავთობგადამუშავება და ნავთობქიმია" მიიღებენ მონაწილეობას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2009 გილაურის ნათურაო და მუხიანში შუქი ისევ ქვრება, თანაც ძალიან ხშირად... :| Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.