Partisan Hideaway Posted April 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2008 გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში. მწერლის მამა - ტიტე რობაქიძე სასულიერო პირი იყო. გრიგოლსაც, თავდაპირველად, სასულიერო განათლება მიუღია. იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა 1890-1895 წლებში, ხოლო შემდეგ - სემინარიაში. 1901 წლიდან გროგოლ რობაქიძე ტარტუს უნივერსტეტში შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ ხელმოკლეობის გამო სწავლას რამდენიმე თვეში დაანება თავი. 1902 წელს გრიგოლ რობაქიძე სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა. კიტა აბაშიძისა და გიორგი ზდანევიჩის დახმარებით მას ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა. 1906 წლამდე გრიგოლი ლაიფციგის უნივერსტეტში სწავლობდა, შემდეგ კი პარიზში ჩავიდა და იქაურ უნივერსტეტში ისმენდა ლექციებს. მწერალი 1908 წელს დაბრუნდა სამშობლოში და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ჩაება. ორი წლის შემდეგ კვლავ ტარტუს უნივერსტეტს დაუბრუნდა და იურიდილ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. თუმცა ზოგიერთ პროფესორთან უთანხმოების გამო გრ. რობაქიძეს ამ სასწავლებლის დიპლომი არ აუღია. დიპლომის მისაღებად მას ყაზანის უნივერსტეტში მოუწია გამოცდების ჩაბარება. სამშობლოში დაბრუნებულმა გრიგოლ რობაქიძემ ცოლად შეირთო ნინო დომენსკაია. ამ ქორწინებიდან მათ ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ მეუღლის დაუდევრობის გამო ორივე ერთდროულად დაეღუპა, რის გამოც ცოლს გაშორდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ლენა ფიალკინაზე იქორწინა, მაგრამ შვილი აღარ შესძენია. 1931 წლამდე გრ. რობაქიძე საქართველოში ცხოვრობდა. შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა და იქვე ემიგრაციაში დარჩა. 1945 წლიდან შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გადასახლდა. სამშობლოდან გადახვეწის მიზეზი კომუნისტური დიქტატურა იყო. ბერლინში ყოფნის დროს გამოაქვეყნა გრიგოლ რობაქიძემ "ჩაკლული სული", "ქალღმერთის ძახილი", 1937 წელს გამოვიდა რომანი "გრაალის მცველნი", ევროპულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები. გრ. რობაქიძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ემიგრანტთა შორის. იგი იყო ყოველივე ქართულის, ეროვნულის ქომაგი, დიდი პატრიოტი. მწერალი შეუძრავს 1924 წლის აგვისტოში საქართველოში დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიას: "წამებულმა ქართველმა ისეთი სიმძლავრით გაიღვიძა ჩემში, რომ ქვეშეცნეულ მოვინდომე, "ლამარა" მიმეხალა მტარვალთა მიმართ, ვითარ ტრაგიკული არაკი დამარცხებულთა", - წერდა იგი. გრიგოლ რობაქიძისათვის გერმანიაში წასვლისთანავე არ ჩამოურთმევიათ საბჭოთა მოქალაქეობა. ეს მოხდა მხოლოდ 1935 წელს, როცა მთავრობას გადაეწურა მისი დაბრუნების იმედი. საბჭოთა ხელისუფლებამ მწერლის წინააღმდეგ სასტიკი და ცილისმწამებლური კამპანია გააჩაღა. მას ფაშისტობაც კი დასწამეს. გრ. რობაქიძე "სოციალისტური სამშობლოს" მტრად გამოცხადდა და საბჭოეთში აიკრძალა მისი სახელი და შემოქმედება. მაშინ მხოლოდ რამდენიმე მწერალს ეყო გამბედაობა, გამოსარჩლებოდა გრიგოლ რობაქიძეს. მათ შორის იყო მიხეილ ჯავახიშვილი. ემიგრაციაში მყოფ მწერალს არც მატერიალურად და არც სულიერად არ ულხინდა. მის მდგომარეობას ამძიმებდა მეუღლის ავადმყოფობაც. მწერალი 1962 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა. "ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახვის მე მცხეთა. იგი წმინდა საშოა ჩვენი მიწისა. იქ ეგულებოდათ ჩვენს ძველებს საფლავი კარდუსი. მცხეთის მიდამოში აირჩიეს ძველად მოგვებმა ერთი ადგილი: იქ ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ ისინი მზესა და ცეცხლს. მცხეთის უბეში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს სჯული. აქ გამოჭრა ნინომ ჯვარი ვაზის ნასხლავებისაგან და მოახვია მას თავისი თმები. აქვე მტკიცდებოდა ხელმწიფება საქარაველოსი. აი მცხეთა როგორც კამარამოვლებული "მთელი". ერთი დაუწერელი პოემა ღვთიურისა და ადამიანის ურთიერთ ზიარებისა. "სვეტიცხოველი" ამ ზიარების ქვით ნაშენი ტანია. შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწა სალოცავს, ძველისძველად აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ. თუ ზემოხსენებული ამბები ქართული გენიის მადლის ნაპერწკლებია, ეს სალოცავი ამ მადლის განხატებაა თვითონ. იგი თითქო აკვანია იმ პირველი ლოცვისა, რომელიც აქ აღმოხდათ ღვთის ძის მიმართ მღვივარ გულებს. ჩვენს ძველებს ხელი არ უხლიათ მისთვის, რათა არ წაშლილიყო პირველ ლოცვის ნეტარ მაცხოველებელი კვალი. რა სინაზეა აქ, რა სისათუთე ნივთიერებისადმი, რომელშიაც ადამიანში შობილ ღვთიურ ნაკადს გაუვლია… ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად უკვე აღარ ვიქნები. მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას. მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს". გრიგოლ რობაქიძე გრიგოლ რობაქიძე - ეს ის პიროვნებაა რომელსაც ეკუთვნის თანამედროვე ნაციონალიზმის ჩამოყალიბების იდეა! იგი ილიას გამგრძელებელი იყო! საქართველოდან განდევნეს, გერმანიაც დამარცხდა ომში ამის გამო შეიზღუდა მის ნაწარმოებათა გავრცელება! აიკრძალა უბრალოდ გრიგოლ რობაქიძის სახელის ხსენება. თუ "გველის პერანგს" გიპოვნიდნენ გხვრეტდნენ... აი ეს იყო კომუნიზმი, მან კი მას წმინდ სისხლის ნაციონალიზმი დაუპირისპირა და გაიმარჯვა კიდეც! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted April 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2008 ამ ამ ადამიანზე ვაფრეეეეეეეეეეეეეეეეეენირუბაქიძის ხმალი თუ იცით მისი უმაგრესია მოვიძიებ ცოტახანში და ნახეთ.ტანს გეტმასნება სველი ალერდი მჭვირვალე კაბა გიმხელს თეძოებსდა აზიდული მაღალი მკერდით მიეზიდები მჭვანე ეზოებს ვისაც პოეზიის ესმის რამე ალბად გაუჭირდება არ დამეთანხმოს :sorry: ისე ზეპირად ვიცი ეს მარა რო არ შემეშალოს მაინც მოვიძიებ და დავდებ აქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polter Posted April 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2008 "ტანს გეტმასნება სველი ალერდი.ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.და აზიდული მაღალი მკერდითმიეფინები მწვანე ეზოებს.დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნიდა ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -და ატევრილი სხეულმზიანიროგორც ავაზაშენ ტანმხურვალიდაეძებ კუროს -რომ დაგიურვოს...გხედავ და ვიცი: შენი კუნთებიდათესლილია ჩემი სურვილით.წამოვიწევი... შენ გაბრუნდებიგადალეწილი მხეცის წყურვილით -და გავარდები...დაგედევნები...თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:შენი ვარ შენი მოდი გევნები,მეც დაგეწევი და ცხელწვივიანსაგიყვან ხელშიდა გადაგისვრი დიდ საწნახელში -რომ შენი ტანით დავსრისო მაგრადმწიფე მტევნები...მაგრამ თვალები -თვალები - თვალები: -უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.ათასი ქალი ყველა მრუში.აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.და შენი თმების წითური მორგვითმიგაკრავ მაგრადცხენის ძუაზე...მაგრამ თვალები -თვალები - თვალები:ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!ნელი და ტკბილიქვემეფინები - რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.აგამზეურებ როგორც შუბის ტარსირუბაქიძისდა ერთხელ კიდევგასუდრულ მტევანსგაგშოლტავ ლოშნით"... აი ამან დამშოკა რო წავიკითხე ნახეთ და შეაფასეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Partisan Hideaway Posted April 5, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2008 polterძალიან კარგი გემოვნება გქონია! ბრწყინვალე ლექსია! გრიგოლ რობაქიძე მართლაც მეტია ვიდრე მწერალი. ლანდი შფოთავს ღამე,შფოთავს შავი,ქშინავს ველი, გმინავს მთაცა,ვამე, ვამე,შენი თავივინ მომტაცა, ვინ მომტაცა... ვზივარ ცეცხლთან,ვდნები ნელა,ცეცხლი ფიქრად იფერფლება,გაჰქრა შენთანერთად ყველა,მხოლოდ ლანდი მევალება... სუსხი ისხმის,ვუსმენ მუნჯი,ფიქრი შენ ლანდს ეტანება,ეს რა ისმის?ჩიტი ლურჯიჩემს ფანჯარას თავს აკვდება... შენ ხარ ეგებ?მაგრამ არა:მხოლოდ ელვით შეკრთა გული,ცრემლით გეძებდა ფანჯარამიცქერს ისევ მოღუშული...შფოთავს ღამე,შფოთავს შავი,ქშინავს ველი, გმინავს მთაცა,ვამე, ვამე,შენი თავივინ მომტაცა, ვინ მომტაცა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted April 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2008 ცისფერყანწელებს უყვარდათ ძაან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lord Borgeze Posted October 8, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2008 ticianelo ცისფეყანწელები საერთოდაც მაგის დაარსებულია... რობაქიძე არი კაცი მოვლენა... ქართულ მწერლობაში ყველაზე დიდი მწერალი... და არამგონია ვინმე შემედაოს... ჯერ მარტო წერის სტილი იწვევს აღფრთოვანებას და შოკში გაგდებს... ზე იდეებით განმსჭვალული ნაწარმოებები... კითხულობ და შოკში ვარდები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Queen Posted December 19, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2008 ახლა ვკითხულობ და ირუბაქიძის ხმალზე მართლაც რამდენჯერმე წავიკითხე, სულით შემძრა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted December 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2008 პირველი სიმბოლისტი საქარტველოში!!! უმაგრესია რობაქიძე!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gull Posted May 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2009 ახლაა ვკითხულობ "გველის პერანგს" და გავიჟდი რაა, ძალიან ძლიერია ძალაინა... აუაა აი მაოგნებს მისი წერაა რაა მიყვარს http://pinky.ge/Smiles/Yellow/hoara.gif გენიალურიაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gull Posted May 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2009 "ტანს გეტმასნება სველი ალერდი.ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.და აზიდული მაღალი მკერდითმიეფინები მწვანე ეზოებს.დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნიდა ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -და ატევრილი სხეულმზიანიროგორც ავაზაშენ ტანმხურვალიდაეძებ კუროს -რომ დაგიურვოს...გხედავ და ვიცი: შენი კუნთებიდათესლილია ჩემი სურვილით.წამოვიწევი... შენ გაბრუნდებიგადალეწილი მხეცის წყურვილით -და გავარდები...დაგედევნები...თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:შენი ვარ შენი მოდი გევნები,მეც დაგეწევი და ცხელწვივიანსაგიყვან ხელშიდა გადაგისვრი დიდ საწნახელში -რომ შენი ტანით დავსრისო მაგრადმწიფე მტევნები...მაგრამ თვალები -თვალები - თვალები: -უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.ათასი ქალი ყველა მრუში.აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.და შენი თმების წითური მორგვითმიგაკრავ მაგრადცხენის ძუაზე...მაგრამ თვალები -თვალები - თვალები:ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!ნელი და ტკბილიქვემეფინები - რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.აგამზეურებ როგორც შუბის ტარსირუბაქიძისდა ერთხელ კიდევგასუდრულ მტევანსგაგშოლტავ ლოშნით"... აი ამან დამშოკა რო წავიკითხე ნახეთ და შეაფასეთვაიმე მაგაზე სერიოზულად გავჭედე... მაგარია ძალიან... http://pinky.ge/Smiles/Yellow/lovly.gif გველის პერანგზე მაბოდებსს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted June 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2009 ისე ცისფერყანწელები ტიციანმა დააარსა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gull Posted June 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 ticianelo ცისფეყანწელები საერთოდაც მაგის დაარსებულია... რობაქიძე არი კაცი მოვლენა... ქართულ მწერლობაში ყველაზე დიდი მწერალი... და არამგონია ვინმე შემედაოს... ჯერ მარტო წერის სტილი იწვევს აღფრთოვანებას და შოკში გაგდებს... ზე იდეებით განმსჭვალული ნაწარმოებები... კითხულობ და შოკში ვარდები... ხო მანდა ხარ მანდა :hello: :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted June 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2009 http://s53.radikal.ru/i140/0906/8a/631b27b215cc.jpg (H) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lord Borgeze Posted June 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2009 ისე ცისფერყანწელები ტიციანმა დააარსა ნწუ... ცისფერყანწელთა ორდენის მთავარი იდეოლოგი და საერთოდაც იდეის ავტორი რობაქიძე იყო.. გარდა ამისა პაოლო და ნიკოლო მაგის გაზრდილები არიან.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted June 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2009 ისე ცისფერყანწელები ტიციანმა დააარსა არა, რობაქიძე დაეხმარა ტიციანს და სხვებს. ჯერ იდეოლგიურად, მერე ორდენის დაარსებაში. მაგრამ, მერე რატომღაც უარყოფდა რობაქიძე ამ ფაქტს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.