Jump to content
Planeta.Ge

სოფიზმი და სოფისტები


Recommended Posts

სოფიზმი - ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას და სხვა.

 

სოფისტები - ფართო მნიშვნელობით - მახვილგონიერი, პრაქტიკულად გაწაფული, მოხერხებული ადამიანები. ვიწრო მნიშვნელობით - სიბრძნისა და მჭერმეტყველების მასწავლებლები, ფილოსოფოსები, რომლებიც მოღვაწეობდნენ საბერძნეთში ძვ. წ. V საუკუნის მეორე ნახევარსა და IV საუკუნის პირველ ნახევარში. მონათმფლობელური დემოკრატიის განვითარების პირობებში სოფისტებმა განმანათლებლური როლი შეასრულეს. მათ სიბრძნის მასწავლებლობა პროფესიად გაიხადეს. სოფისტებმა ფილოსოფოსიური კვლევის ცენტრში ადამიანი დააყენეს. განასხვავებენ სოფისტთა ორ თაობას: უფროსი თაობის სოფისტები (პროტაგორა, ჰიპია, გორგია) და უმცროსი თაობის სოფისტებს (ევთიმედე, თრასიმაქე, კრიტონი, კალიკლე).

 

ძვ. წ. IV საუკუნიდან უმცროსი თაობის სოფისტებმა ხელი აიღეს ჭეშმარიტების ძიებაზე და პრაგმატული მიზნით თავიანთთვის სასარგებლო შეხედულების მოჩვენებითი გამართლება დაიწყეს. ამ დროიდან სოფისტური მოძრაობა ცრუმეცნიერული გახდა, სახელი გაუტყდა. სოფისტებს ებრძოდნენ სოკრატე და პლატონი. არისტოტელემ "მოჩვენებითი სიბრძნე" უწოდა სოფისტიკას, სოფისტი კი - იმას, ვინც იცის, თუ "როგორ მოიგოს ფული". სოფიტებს დიდხანს უარყოფითად აფასებდნენ. მხოლოდ ჰეგელმა აღნიშნა მათი ცნებითი აზროვნების "მოქნილობა" და დიალექტიკურობა.

 

სოფისტებმა საფუძველი მოუმზადეს ლოგიკის მეცნიერების განვითარებას, ხელი შეუწყვეს დასკვნა-დასაბუთების ფორმათა დამუშავებასა და ენის გრამატიკული ფორმების კვლევას.

 

ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს: სიტყვა "სოფიზმი" და "სოფისტი" დღეს იხმარება დამცინავი მნიშვნელობით. ძველ საბერძნეთში სოფისტი ბრძენ ადამიანს ნიშნავდა, ხანდახან პოეტსაც (ან რიტორიკაში დახვეწილ გამომსვლელსაც) უწოდებდენ სოფისტს. დღევანდელი მნიშვნელობით სოფისტი ნიშნავს დახვეწილ ორატორს, რომელიც ხშირად იყენებს ე.წ. "ლოგიკურ" წინადადებებს, რათა დაამტკიცოს ან უარყოს რაიმე. განსაკუთრებული სოფისტურ მსჯელობაშია არაფერა და ბევრი რამ შეიძლება იყოს სოფისტური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
სოფიზმი - ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას

ცნობიერებაში ამოტივტივდა სოფისტური გამონათქვამი, რომელსაც, რატომღაც იეზუიტ მღვდლებს მიაწერენ: "ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ: მოვალეა, და კიდევ უფროჭეშმარიტად გეტყვი: არ არის მოვალე"

 

ორაზროვნებაზე გამახსენდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

მე კიდევ ერთი ანეგდოტი გამახსენდა:

 

კახელმა შვილი გაუშვა ქალაქში სასწავლებლად, დაბრუნდა შვილი და ეკითხება მამა:

-რა შეისწავლე შვილო ქალაქში?

-რა და , სოფიზმი

-ეგ რასა ნიშნავს?

-აი,როგორ გითხრა... აეს მოხარშული დედალი შენ ხომ ერთი გგონია,მე დაგიმტკიცებ, რომ ორია

-როგორა კაცო, ერთია

-არა,ორია და მე შემიძლია ამის დამტკიცება

 

უყურა, უყურა კახელმა შვილს ,ბოლოს აიღო დედალი, დაიდო მთლიანად თეფშზედა უთხრა:

-აი, ეხლა მე შევჭამ ამ ერთ დედალსა და შენ რომ დაამტკიცებ, ის მეორე შენა სჭამე-ო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
სოფიზმი - ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას და სხვა.

 

სოფისტები - ფართო მნიშვნელობით - მახვილგონიერი, პრაქტიკულად გაწაფული, მოხერხებული ადამიანები. ვიწრო მნიშვნელობით - სიბრძნისა და მჭერმეტყველების მასწავლებლები, ფილოსოფოსები, რომლებიც მოღვაწეობდნენ საბერძნეთში ძვ. წ. V საუკუნის მეორე ნახევარსა და IV საუკუნის პირველ ნახევარში. მონათმფლობელური დემოკრატიის განვითარების პირობებში სოფისტებმა განმანათლებლური როლი შეასრულეს. მათ სიბრძნის მასწავლებლობა პროფესიად გაიხადეს. სოფისტებმა ფილოსოფოსიური კვლევის ცენტრში ადამიანი დააყენეს. განასხვავებენ სოფისტთა ორ თაობას: უფროსი თაობის სოფისტები (პროტაგორა, ჰიპია, გორგია) და უმცროსი თაობის სოფისტებს (ევთიმედე, თრასიმაქე, კრიტონი, კალიკლე).

 

ძვ. წ. IV საუკუნიდან უმცროსი თაობის სოფისტებმა ხელი აიღეს ჭეშმარიტების ძიებაზე და პრაგმატული მიზნით თავიანთთვის სასარგებლო შეხედულების მოჩვენებითი გამართლება დაიწყეს. ამ დროიდან სოფისტური მოძრაობა ცრუმეცნიერული გახდა, სახელი გაუტყდა. სოფისტებს ებრძოდნენ სოკრატე და პლატონი. არისტოტელემ "მოჩვენებითი სიბრძნე" უწოდა სოფისტიკას, სოფისტი კი - იმას, ვინც იცის, თუ "როგორ მოიგოს ფული". სოფიტებს დიდხანს უარყოფითად აფასებდნენ. მხოლოდ ჰეგელმა აღნიშნა მათი ცნებითი აზროვნების "მოქნილობა" და დიალექტიკურობა.

 

სოფისტებმა საფუძველი მოუმზადეს ლოგიკის მეცნიერების განვითარებას, ხელი შეუწყვეს დასკვნა-დასაბუთების ფორმათა დამუშავებასა და ენის გრამატიკული ფორმების კვლევას.

 

ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს: სიტყვა "სოფიზმი" და "სოფისტი" დღეს იხმარება დამცინავი მნიშვნელობით. ძველ საბერძნეთში სოფისტი ბრძენ ადამიანს ნიშნავდა, ხანდახან პოეტსაც (ან რიტორიკაში დახვეწილ გამომსვლელსაც) უწოდებდენ სოფისტს. დღევანდელი მნიშვნელობით სოფისტი ნიშნავს დახვეწილ ორატორს, რომელიც ხშირად იყენებს ე.წ. "ლოგიკურ" წინადადებებს, რათა დაამტკიცოს ან უარყოს რაიმე. განსაკუთრებული სოფისტურ მსჯელობაშია არაფერა და ბევრი რამ შეიძლება იყოს სოფისტური.

თემა ჩაძირული დამხვდა, არადა მართლა კარგი თემაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...