პლანეტა.გე Posted October 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2022 რუსეთში ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავის SU-34-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამაშველო სამუშაოების დროს 68 მოქალაქე გადაარჩინეს და ჯამში, 360 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა.შეჯახებას რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. სხვადასხვა Telegram არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საბრძოლო მასალით იყო აღჭურვილი.თვითმხილველების თქმით, მათ ცაში პარაშუტი დაინახეს, და აცხადებენ, რომ შეჯახებამდე პილოტმა, სავარაუდოდ მოახერხა თვითმფრინავიდან გადმოხტომა. [url={url}]newsreport.ge/[/url] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts