პლანეტა.გე Posted June 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2022 ასოციაცია ,,აფუნი” სახელით 29-30 ივნისს ჩხოროწყუში ტარდება წამახალისებელი ინტელექტუალური თამაში „ემუორე მუორე“ ის დაახლოებით „რა? სად? როდის?“ თამაშის მსგავსია, ოღონდ მეგრულად იქნება წარმოდგენილი. გუნდები ეჯიბრებიან ორ ასაკობრივ ჯგუფში : 14-18 წელი; 18 წელი და ზევით.29 ივნისს იქნება შეჯიბრება გუნდებს შორის და 30 ივნისს მონაწილეების დაჯილდოვება და კონცერტი.რაც შეეხება თვითონ ინტელექტუალურ თამაშს. ის ძირითადად მეგრულ ენაზე იქნება, თუმცა შეტანილი იქნება ქართულის, სვანურისა და ლაზურის ელემენტებიც. ზოგიერთ მეგრულ, სვანურ თუ ლაზურ სიტყვას, რომელიც გაუგებარი იქნება მონაწილისათვის, ფრჩხილებში ქართულ ენაზე ექნება განმარტება.თამაშზე წარმოდგენილი კითხვები ძირითადად შეეხება როგორც ზოგადად ენობრივ საკითხებს, ასევე ისტორიას, კულტურას და კიდევ სხვას, რაც ჩვენი იდენტობისთვის არის დამახასიათებელი. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულებისათვის საკმაოდ საინტერესო პრიზებია დაწესებული: „აფუნიშ ატარი“ („აფუნის“ თასი) პირველი ადგილებისათვის (დაბალი და მაღალი ასაკობრივი ჯგუფი), ალიო ქობალიას ქართულ-მეგრული ლექსიკონი, მამანტი კვირტიას „კვიმატი“ (წერილები, გამოკვლევები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით), ფონიავას „ვისაუბროთ მეგრულად“ და სხვა. ჯილდოებს შორის არის სპეციალური მედალი და სიგელი ყველა მონაწილისათვისამ სახის ღონისძიება პირველად ტარდება ქართულ სივრცეში მეგრულად და , გამომდინარე, თქვენ იქნებით პირველები და თაობებისთვის საამაყო გადასაცემი გექნებათ.თამაში გუნდურია (ზარანდი-გუნდი).გუნდების რეგისტრაცია დაიწყება: 11 საათზე.მობრძანდით რესტორან ,,სამეფო”-ს მეორე სართულზე. +995 598 60 28 91ასოციაცია ,,აფუნი" სახელით 29-30 ივნისს ჩხოროწყუში ტარდება წამახალისებელი ინტელექტუალური თამაში „ემუორე მუორე“ — View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts