პლანეტა.გე Posted June 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2022 რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა, დენის მანტუროვმა ტელეარხ РБК–სთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ რუსეთში ისევ აწარმოონ ავტომობილების საბჭოური ბრენდები – “ვოლგა“ და “პაბედა“.“კოლეგებს აქვთ გეგმები, აღადგინონ მაგალითად “ვოლგა“–ს და “პაბედა“–ს ბრენდები“– თქვა მან.რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საავტომობილო წარმოება ჩამოიშალა. საერთაშორისო ავტომწარმოებლებმა მუშაობა შეაჩერეს. ფრანგული Renault ჯგუფის აქტივები, მათ შორის ფრანგული კონცერნის წილი “ავტოვაზში“ და მოსკოვის ავტოქარხანა “რენო რუსეთი“ სახელმწიფოს საკუთრებაში გ ადავიდა.მოსკოვის ქარხანაში ხელისუფლებამ “მოსკვიჩების“ წარმოება გადაწყვიტა – ეს კიდევ ერთი საბჭოური ავტომობილის მარკაა.დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხისას, აწარმოებენ თუ არა “ვოლგას“ და “პაბედას“ გორკის საავტომობილო ქარხანაში ნიჟნი ნოვგოროდში, მანტუროვმა განაცხადა, რომ პროექტის რეალიზება სხვადასხვა ადგილზე შეიძლება მოხდეს.ავტომობილ “პაბედას“ საბჭოთა კავშირში 1946–58 წლებში აწარმოებდნენ. “ვოლგას“– 1956 წლიდან. 2008 წელს იყო მცდელობა დაწყებულიყო ლიცენზირებული Volga Siber–ის წარმოება ლიცენზირებული ამერიკული პლატფორმის– Chrysler–ის ბაზაზე, თუმცა ორი წლის შემდეგ პროექტი გაჩერდა და მას შემდეგ “ვოლგის“ წარმოება აღარავის გახსენებია. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts