პლანეტა.გე Posted May 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2022 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე ომი, ორი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრით დასრულდეს. ამის შესახებ პოდოლიაკმა, “ამერიკის ხმასთან” საუბრაისას განაცხადა.”ნებისმიერ ომს, ფაქტობრივი საომარი მოქმედებების გარდა, რომელსაც ვხედავთ უკრაინის ტერიტორიაზე, თან ახლავს დიპლომატიური ძალისხმევა, გამოიყენება ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი, კერძოდ, ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რათა მუდმივად გავზარდოთ სანქციების ზეწოლა. კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად ახლავს ომს, არის მოლაპარაკების პროცესი, კერძოდ, ონლაინ ფორმატში მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გარკვეული პოზიციების გასარკვევად. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ახლა ერთმანეთისგან შორს არის ომის გასაგები ეფექტის გამო. ანუ ის მოვლენები, რომლებიც მოხდა კიევის რეგიონში მარიუპოლში, ვოლნოვახში, კრამატორსკში, უკრაინის მთელი ქვეყნის მასშტაბით, აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია არ იცავს ომის წესებს, ეს, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების პროცესს ართულებს. თუმცა ომი ასევე შეიძლება ორი პრეზიდენტის შეხვედრით დასრულდეს.ეს მუდმივად განიხილება. პირველ დღეებში, როცა იყო მოლოდინი რომ რუსეთმა იცის როგორ აწარმოოს ომი, წესების დაცვით. ანუ არ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, არ იქნებოდა მასობრივი ძალადობის მაგალითები. ქალებსა და ბავშვებზე ძალადობა, და მათი მკვლელობა, ჩვენ გვეგონა რომ ორმხრივ შეხვედრას შეიძლება აზრი ჰქონოდა . ახლა ეს უფრო რთულია, რადგან რთულია ემოციური ფონი. თუმცა შეხვედრა მაინც განიხილება. იმას, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს, განაპირობებს უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარება. ახლა იქ მიდის ბრძოლა, რომელიც განაპირობებს მხარეების პოზიციებს, და იმასაც თუ როდის შეიძლება გაიმართოს ეს შეხვედრა. ეს დღეს ან ხვალის საკითხი არაა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება.” – აცხადებს პოდოლიაკი. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts