Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ “აზოვსტალის თავშესაფრებს შეუძლიათ ატომურ ბომბს გაუძლონ“– ქარხნის გენდირექტორი


Recommended Posts

მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის საწარმო–გიგანტის ტერიტორიაზე 5 ბომბდამცავს შეუძლია ატომური ბომბის პირდაპირ მოხვედრას გაუძლოს. ამის შესახებ მეტალურგიული ქარხნის გენერალურმა დირექტორმა, ენვერ ცქიტიშვილმა ბიბისი–სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, 2014 წლამდმე საწარმოს ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს არ უფიქრიათ იმაზე, რომ ქარხანა შეიძლებოდა ომის დროს თავშესაფრად ყოფილიყო გამოყენებული.

“ვერც კი წარმოგვედგინა, რომ აზოვსტალი შეიძლებოდა ციხესიმაგრედ ქცეულიყო ან ამდენად მნიშვნელოვან პუნქტად ქალაქ მარიუპოლში“– ამბობს საწარმოს გენდირექტორი.

თუმცა, მარიუპოლის მძიმე არტილერიით დაბომბვის შემდეგ, ომის პირველ წელს ქარხანაში ბომბსაცავების აღდგენა დაიწყეს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩა. ქარხანაში სულ 36 თავშესაფარია, რომლებსაც ერთდროულად დაახლოებით 12 ათასი ადამიანის დატევა შეუძლიათ.

საწარმოს არქივებმა ასევე შემოინახა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწარმოს ბუნკერებიდან 5 ბუნკერს შეუძლია ბირთვულ შეტევას გაუძლოს, საბჭოთა არქიტექტურული კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.

მინიმალური ბეტონის ფენის სისქე დედამიწის ზედაპირსა და მიწისქვეშა გვირაბების ჭერს შორის 8 მეტრია, ბუნკერები კი კიდევ უფრო ღრმად არის განთავსებული.

ცქიტიშვილის თქმით, 2014 წლის შემდეგ ქარხანაში მუდმივად ტარდებოდა ტრენინგები, როგორ უნდა ჩასულიყვნენ სწორად ბომბსაცავებში. რუსეთის შეჭრამდე, 17–დან 23 თებერვლამდე ქარხნის თანამშრომლებმა საკომუნიკაციო გვირაბებში სასმელი წყლის და პროდუქტების მარაგი შეიტანეს. ამასთანავე, ქალაქში გამოცხადდა, რომ რუსული დაბომბვის შემთხვევაში ყველა მაცხოვრებელს შეეძლო ქარხნის საცავებისთვის შეეფარებინა თავი.

“მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩვენ თავიდანვე დიდი რაოდენობით ადამიანი მოგვაწყდა. მეორეც – რუსების ალყა შევიწროვდა“.– თქვა ცქიტიშვილმა.

მისი განცხადებით, ახლა ქარხნის თავშესაფრებში კვლავ რჩება დაახლოებით 300 სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში აზოვსტალის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის  ევაკუაცია მოხდა.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...