პლანეტა.გე Posted April 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2022 მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ დაახლოებით 200 000 ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა. მისი თქმით, ამის მიზეზი რუსეთიდან უცხოური კომპანიების მასიურად გასვლაა.“ვაგრძელებთ რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესების გეგმის იმპლემენტაციას. ჩვენ დავამტკიცეთ სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა დახმარების პროგრამა. ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიების გათვალისწინებით, პროგრამის იმპლემენტაციისთვის 3.36 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. პირველ რიგში, პროგრამა გამოყოფილია იმ უცხოურ კომპანიებში დასაქმებულთათვის, რომელმაც საქმიანობა დროებით შეწყვიტა ან რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი გათვლებით დაახლოებით 200 000 ადამიანი არის სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ”. – აცხადებს სობიანინი newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts