Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ მასობრივი უმუშევრობა რუსეთში გარდაუვალია, კრიზისი ბევრად უფრო ღრმა იქნება, ვიდრე 2008-2009 წლებში – რუსი ეკონომისტი


Recommended Posts

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის პროფესორი, ნატალია ზუბარევიჩი აცხადებს, რომ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთში მასობრივი უმუშევრობა გარდაუცვალია, ხოლო კრიზისი ახლა ბევრად უფრო ღრმა იქნება, ვიდრე 2008-2009 წლებში.

”მასობრივი უმუშევრობა რუსეთში გარდაუვალია. ეს უკვე მოქმედი სანქციების განჭვრეტადი შედეგია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სანქციებზე, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ დაწესდეს. არ არის საქონელი და აქსესუარები – არ არის სამუშაო. კრიზისი ბევრად უფრო ღრმა იქნება, ვიდრე 2008-2009 წლების კრიზისი.” – აცხადებს, ნატალია ზუბარევიჩი.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 200 000 ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა.მისი თქმით, ამის მიზეზი რუსეთიდან უცხოური კომპანიების მასიურად გასვლაა.

 

“ვაგრძელებთ რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის  ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესების გეგმის იმპლემენტაციას.  ჩვენ დავამტკიცეთ სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა დახმარების პროგრამა. ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიების გათვალისწინებით, პროგრამის იმპლემენტაციისთვის 3.36 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. პირველ რიგში, პროგრამა გამოყოფილია იმ უცხოურ კომპანიებში დასაქმებულთათვის, რომელმაც საქმიანობა დროებით შეწყვიტა ან რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი გათვლებით დაახლოებით 200 000 ადამიანი არის სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ”. – აცხადებს სობიანინი

 

 

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...