პლანეტა.გე Posted March 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2022 გამოცემა The Nation-ის აქვეყნებს ინტერვიუს უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის უფროსთან, გენერალ კირილო ბუდანოვთან.36 წლის გენერალი განსხვავებით მისი წინამორბედებისაგან, რომელთაც საბჭოთა სკოლა ჰქონდათ გავლილი დასავლური ტიპის სამხედრო და სადაზვერვო მოქმედებებს უკეთ იცნობს, ისევე როგორც თანამედროვე რუსეთს. ამასთან მან შეძლო და ინტენსიური კავშირები დაამყარა თურქეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან, რამაც უკრაინაში იარაღისა და საჭირო ინფორმაციის შედინება გამოიწვია.სტატიაში ბუდანოვი საინტერესო ფაქტებს ყვება და ამბობს, რომ რუსების შეჭრის შესახებ უკვე სრულიად ნათელი იყო ნოემბრის თვეში. რუსები იმდენად იყვნენ დარწმუნებულები საკუთრ წარმატებაში, რომ სადაზვერვო ინფორმაციას იმისდა მიხედვით კი არ კრებდნენ, რა იყო რეალობა და რა არა, არამედ ცდილობდნენ სასურველი რეალობად წარმოეჩინათ . ამასობაში უკრაინის სამხედრო დაზვერვა მხოლოდ რეალურ ვითარებას სწავლობდა.გენერალი უკრაინის არმიის წარმატების მიზეზად სწორედ ამას ასახელებს და ამბობს, რომ მათ კავშირები აქვთ არამხოლოდ რუსეთის არმიაში, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც და პირდაპირ იღებენ საჭირო ინფორმაციას. გარდა ამისა, უკრაინელებს ჰყავთ ინფორმატორები ჩრდილოკავკასიურ დანაყოფებშიც, რომელთაც რუსეთი ქალაქებში ბრძოლებისათვის სპეციალურად ამზადებდა.გენერალი ერთ საინტერესო ფაქტს ეხება და ამბობს, რომ სინამდვილეში ჩეჩნების ძალიან მცირე რაოდენობა აღმოჩნდა უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადი ნაწილი კი ბელორუსში ტიკ-ტოკისათვის პოზირებდა და ვიდეოებს იღებდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კადიროვს თვისი სამხედროების გაწირვა არ უნდა, ან ეს დანაყოფები საერთოდ არ არიან ბრძოლისუნარიანი.კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი, რასაც გენერალი ეხება არის პოტენციური პარტიზანული ბრძოლა რუსების წინააღდეგ, იგი ამბობს, რომ ამისათვის მომზადებულია ათასობით ადამიანი და შესაბამისი პირობების დადგომისთანავე ამოქმედდებიან კიდეც. იგი გაზაფხულის მოსვლასთან და გარემოს შეფოთვლასთან ერთად მნიშვნელოვან პარტიზანულ მოქმედებას აანონსებს. ეს არამხოლოდ სამომავლო პერსპექტივაა, არამედ რუსების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური წნეხიც. რუსებმა იციან, რომ ისინი მტრულ მიწაზე არიან და ხანგრძლივი დროით წარმატების შანსები მცირე აქვთ.ბუდანოვის სამუშაოს ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ პარტიზანული რაზმების ორგანიზება იყო, რომლებიც რუსეთის ზურგში დარჩებიან. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ამაში უამრავი ადამიანია ჩართული, რაც ხანგრძლივ პარტიზანულ მოძრაობას ნიშნავს, როგორიც იყო ავღანეთში ან ვიეტნამში.“ჩვენი მებრძოლები, ჩვენი სამხედროები, ჩვენი მონადირეებიც კი დაიწყებენ აგრესორზე ნადირობას, ტყეებში, “ვინტოვკებით“. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც კი გაზაფხული დადგება და ტყეები შეიფოთლება, აგრესორს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელის.“– ამბობს ის.გენერალი რუსულ არმიასაც აღწერს და ამბობს, რომ საქმე გვაქვს კრიმინალებთან, ყაჩაღებთან, მძარცველებთან და დაქირავებულ რაზმებთან და არა რაიმე ორგანიზებულ ერთეულთან. ბუდიანოვის შეფასებით წლების განმავლობაში რუსეთის არმიის ძლიერებაზე საუბრობდნენ შუა საუკუნეების დროინდელი მიდგომიდან გამომდინარე ახლა კი ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგიური ომი და ინფორმაციული უპირატესობა მაღალ მორალთან ერთად ქმნის ძლიერი ან სუსტი არმიის ცნებას. ეს არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მთელმა დასავლეთმა დაინახა.ბოლო საკითხი, რომელზეც ბუდანოვი საუბრობს არსებული მდგომარეობაა. იგი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ უკრაინის ქალაქები მძიმე სიტუაციაშია, ხოლო რუსეთის ნდობა საერთოდ არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, თუ რა წინადადებაც არ უნდა იყოს მათი მხრიდან შემოთავაზებული რუსეთს სჩვევია შეთანხმებების ფეხქვეშ გათელვა და ტყუილი. შესაბამისად, იგი საკმაოდ ფრთხილად უყურებს რუსეთთან მოლაპარაკებებს რადგან იცის, რომ რუსეთი დიალოგსაც კი სამხედრო-პოლიტიკური შედეგის მიღწევისათვის გამოიყენებს. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts